imedi /  21 მაისი 2020, 15:03 / სანდო წყარო

ირაკლი კოვზანაძე: ფინანსთა სამინისტროს კარგი ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად გარკვეული დრო სჭირდება

ირაკლი კოვზანაძე

ირაკლი კოვზანაძე

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებას, რომელსაც დაჩქარებული წესით ვიხილავთ და ნამდვილად დაჩქარებული წესით განხილვა სჭირდება ამ კაონონპროექტს, რათა ბიუჯეტი მოვამზადოთ დროულად პარლამენტში შემოსატანად“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თანამოქალაქეებმა დროულად მიიღონ ის დახმარებები, რასაც მთავრობა მათთვის ითვალისწინებს. კერძოდ, მისივე განმარტებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს 1 500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანების გათავისუფლებას საშემოსავლო გადასახადისგან 750 ლარის ნაწილში. გარდა ამისა, კომპანიები, რომლებიც გასცემენ არენდას და ლიზინგს, დღგ-ს გადაიხდიან მაშინ, როდესაც მიიღებენ კომპენსაციას, რაც მნიშვნელოვანია ამ სექტორისთვის.

„სამასპინძლო სექტორისთვის დიდი ნაბიჯია გადადგმული ტურიზმის და ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიების გათავისუფლებით ქონების გადასახადებისგან. 250 მლნ ლარი სჭირდება პირველ ნაწილს - საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, ხოლო 40 მლნ ლარი - სამასპინძლო სექტორს. თითქმის 300 მლნ ლარი დააკლდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. ჩვენ მივყვებით ანტიკრიზისულ პროგრამას, რომლის პრეზენტაციაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი გახლდათ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები. მეორე პროექტია საპენსიო კანონმდებლობაში ცვლილება ინდექსაციასთან დაკავშირებით, რომელსაც სჭირდება დამატებით 230 მლნ ლარი, რაც მოსაძიებელია. ეს ცვლილებაც იქნება 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული. ამ პროექტის განხილვაც გვექნება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, ნაბიჯები არის თანმიმდევრულად გადადგმული, რათა ეს პროექტები იყოს განხილული.

„იმისათვის, რომ ბიუჯეტის კარგი პროექტი იქნას წარმოდგენილი, საჭოროა ეს ცვლილებები, რომელსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ დღეს. არსებულ პირობებში, როდესაც ეკონომიკური გაურკვევლობებია ყველგან. არა მარტო საქართველო, არამედ მსოფლიოს ქვეყნები არიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. ყოველ დღეს შემოაქვს განსაკუთრებული სინათლე არსებულ ეკონომიკურ გაურკვევლობაში. ბიუჯეტის მომზადება არ არის მარტივი პროცესი არსებულ სიტუაციაში იმიტომ, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი თავიდანაა მოსამზადებელი. საქართველოს ეკონომიკა იქნება რეცესიაში და ეს იქნება მინიმუმ 4%. ასევე, იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის დეფიციტი. ამიტომ, ფინანსთა სამინისტროს ამ პროექტზე მომუშავე თანამშრომლები საჭიროებენ გარკვეულ დროს, რომ კვალიფიციური და ზუსტი ანალიზები ჰქონდეთ. ყოველი ახალი დღე მნიშვნელოვანია ამისთვის“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი ინფორმაციით, 3 მლრდ 900 მლნ ლარი არის საჭირო იმისათვის, რომ ანტიკრიზისული პროგრამა სრულად დაფინანსდეს.​

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, 2020 წლის პირველი მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილი იქნება, შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდრული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება.

ასევე, 2020 წლის პირველი მარტიდან 6 კალენდრული თვის განმავლობაში ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება შესაბამისი მომსახურების საკომპენსაციო თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2021, 14:31

საზოგადოება

ხატია წილოსანი დასუფთავების აქციაში ჩაერთო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა შვედეთის განვითარების სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრების“ მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 სექტემბერი 2021, 14:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ომბუდსმენის ინსტიტუტი და არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები გახდნენ

ეს განცხადება, რომელიც არ ეფუძნება არცერთ მტკიცებულებას, არცერთ ფაქტს და მხოლოდ და მხოლოდ დაინტერესებული მხარის მიერ გაკეთებული პროვოკაციული განცხადების გამეორებაა, კიდე ერთხელ ხაზს უსვამს რომ ეს ინსტიტუცია კარგავს ობიექტურად აღქმის საფუძველს ჩვენს მოქალაქეებში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

17 სექტემბერი 2021, 14:27

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე ლატვიის რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს

ვიზიტის ფარგლებში, ელისო ბოლქვაძე ლატვიის სამხატვრო აკადემიის რექტორს, ლატვიის მუსიკალური აკადემიის რექტორს, ძინტარის საკონცერტო დარბაზის მმართველი საბჭოს წარმომადგენლებს, ასევე, დეკორატიული მხატვრობის და დიზაინის მუზეუმის წარმომადგენლებს შეხვდა.

გუკა რჩეულიშვილი

17 სექტემბერი 2021, 14:14

სამართალი

გუკა რჩეულიშვილი „ცენტრ პოინტის“ საქმის დასრულებაზე: მერიამ დიდი სამუშაო შეასრულა

„დავის დასრულების მზაობა ჩვენგან სულ იყო, საკმაოდ რთული ბიუროკრატიული პროცესი იყო. საბოლოოდ, მერიამ დიდი სამუშაო შეასრულა”, - ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გუკა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

17 სექტემბერი 2021, 14:08

ეკონომიკა

,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს’’ - სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

პალატოს ცნობით, კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა მეწარმეს, რომელსაც სურს გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით. კონკურსში გამარჯვებულ 100 მეწარმეს უფასო ვებ-გვერდი გადაეცემა.

17 სექტემბერი 2021, 14:04

მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი აქტივისტები აცხადებენ, რომ Google-ი და Apple-ი კრემლის მხრიდან ზეწოლას დაემორჩილნენ

რუსი ოპოზიციონერი აქტივისტები აცხადებენ, რომ Google-ი და Apple-ი კრემლის მხრიდან ზეწოლას დაემორჩილნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გიორგი ცუცქირიძე

17 სექტემბერი 2021, 13:57

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით რეალური მშპ 12.7 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წლის მეორე კვარტალში 29.9 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.1 პროცენტული პუნქტით ზრდის მიმართულებით დაზუსტდა ყოველთვიური შეფასებების საფუძველზე დაანგარიშებულ აღნიშნული პერიოდის ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით, რაც ყოველთვიური დაანგარიშების მეთოდოლოგიის მაღალ სიზუსტეზე მიუთითებს,” – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.

17 სექტემბერი 2021, 13:52

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, უმეტეს შემთხვევაში, ფაქტებს ზედაპირულად, მშრალად აფასებს და ვერ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ცნობები, რომლებიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებს აღწერს, ხასიათდება გარკვეული ტენდენციურობით და ატარებს მიკერძოებულ ხასიათს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ.

17 სექტემბერი 2021, 13:52

სამართალი

ზუგდიდიდან თბილისისკენ მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა. არიან დაშავებულები

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამუცხადეს, ავარიის შედეგად 4 მგზავრია დაშავებული. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, საპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან.

17 სექტემბერი 2021, 13:46

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: ISFED-ის ანგარიშში აღწერილი შემთხვევები მოკლებულია მტკიცებულებით გამყარებულ დასაბუთებას

ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების I შუალედური ანგარიშის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ეს ანგარიში შეიცავს მთელ რიგ სახეცვლილ და მტკიცებულებების გარეშე არსებულ ინფორმაციას, ამასთანავე, ანგარიშში აღწერილი შემთხვევები მოკლებულია მტკიცებულებით გამყარებულ დასაბუთებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ.

17 სექტემბერი 2021, 13:44

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: ბოლო თვეებში ეკონომიკის ზრდის პოზიტიური ტრენდის შენარჩუნების პირობას წარმოადგენს ხელისუფლების ცალსახა მხარდაჭერა ბიზნესისადმი

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 29.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის ეროვნული პროდუქტი, რეალურ ფასებში, ორნიშნა მაჩვენებლით აღემატება არა მხოლოდ წინა წლის მაჩვენებელს, არამედ პანდემიამდელი 2019 წლის აბსოლუტურ მოცულობასაც (+13.9%). ორნიშნა ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან ფიქსირდება 2021 წლის პირველ ნახევარშიც (+12.5%) და იანვარ-ივლისშიც (+12.2%).

17 სექტემბერი 2021, 13:37

პოლიტიკა

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს უჭერს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ნიკა მელიას წერილობითი განცხადება განიხილა, მისი ნამდვილობა დაადგინა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

მაია რჩეულიშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:29

სამართალი

მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ: ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა - უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა

„პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე - უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა“, - განაცხადა მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილებას პარლამენტი არჩევნების შემდეგ მიიღებს

„დღეს კომიტეტი განიხილავს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. იცით, რომ ეს ფორმალური ნაწილია, რომელიც ავალდებულებს კომიტეტს, რომ განიხილოს ეს საკითხი. საბოლოო ჯამში ეს გახლავთ პარლამენტის გადასაწყვეტი და ვნახოთ. იცით, რომ არჩევნებამდე არ ვაპირებთ შეკრებას, იქნება შემდეგ სხდომა და პარლამენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

17 სექტემბერი 2021, 13:27

სპორტი

თეა წულუკიანი: ჩვენი სურვილია, აღვადგინოთ ქართული სპორტის მუზეუმი

ვინაიდან სპორტის მუზეუმს აღარ გააჩნია საკუთარი ფართი, ფონდები დროებით ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზშია განთავსებული. მინისტრის განცხადებით, ყველა ექსპონატი სათანადოდ მოვლილი და შენახულია, რაც ყოფილი სპორტის მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებაა, მაგრამ ქართული სპორტი იმსახურებს იმას, რომ მუზეუმის ექსპონატები ფონდებში კი არ ინახებოდეს, არამედ იყოს გამოფენილი და ხელმისაწვდომი ახალგაზრდა თაობისათვის. ამიტომაც, სამინისტრო გეგმავს სამუშაო პროცესის წამოწყებას, რომლის მიზანიც სპორტის მუზეუმის აღდგენა და მისთვის შესაბამისი ფართის გამონახვაა.

17 სექტემბერი 2021, 13:26

COVID19

ისრაელში ჩატარებული კვლევა: ის პირები, რომლებმაც ვაქცინის მესამე დოზა მიიღეს, თითქმის 20-ჯერ მეტად არიან დაცულნი სერიოზული დაავადებებისგან და 10-ჯერ მეტად - ინფიცირებისგან

ისრაელში ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ის პირები, რომლებმაც ვაქცინის მესამე დოზა მიიღეს, თითქმის 20-ჯერ მეტად არიან დაცულნი სერიოზული დაავადებებისგან და 10-ჯერ მეტად - ინფიცირებისგან იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც მეორე დოზა, სულ მცირე, ხუთი თვის წინ მიიღეს.

მაია რჩეულიშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:17

სამართალი

მაია რჩეულიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილების მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაგზავნის შემდეგ, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებულმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა. ის, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. მაია რჩეულიშვილი 2016 წლის ივლისში, „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობა, თუმცა, დოკუმენტს არც ერთი მხარე არ აწერდა ხელს.

17 სექტემბერი 2021, 13:16

ეკონომიკა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა, საქართველოს მასშტაბით 12 976 გადამხდელს COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ, გაცნობითი სახის ვიზიტები, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაასაჩივრა ოზურგეთის მოქმედი მერის ქმედება - სამსახურეობრივი ნიშნით შეხვედრა თანამშრომლებთან

არსებობს ორი მუნიციპალიტეტი, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი მერი არ იყო, მათ შორის ოზურგეთი, სადაც იცით რომ იქ მოქმედი მერი „ქართული ოცნების“ წევრი არ არის, - ასე უპასუხა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტის შეკითხვას, რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურს იყენებს.

17 სექტემბერი 2021, 13:10

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: საია-ს შუალედური ანგარიშის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ორგანიზაციამ, მონიტორინგის მიმდინარეობისას, რაიმე სახის დადასტურებული კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინა

საია-ს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის I შუალედური ანგარიშის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ორგანიზაციამ მონიტორინგის მიმდინარეობისას ვერ აღმოაჩინა რაიმე სახის დადასტურებული კანონდარღვევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანალიზში ვკითხულობთ.