imedi /  22 მაისი 2020, 13:32 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: ოპოზიცია ან არ არის საქმის კურსში ჩვენსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციაზე, ან განზრახ ამახინჯებს პროცესებს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

„ოპოზიცია ან არ არის საქმის კურსში ჩვენსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციაზე, ან განზრახ ამახინჯებს ამ პროცესებს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, როდესაც მოსახლეობასთან განხილვის გარეშე ჰესების მშენებლობის საკითხზე შესაბამის შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, საგანგებო ვითარების დროსაც ნებისმიერი ნაბიჯი მოსახლეობასთან დეტალური კომუნიკაციის შედეგია.

„ნებისმიერი ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ღონისძიება მრავალჯერ არის განხილული და მხოლოდ ამის შემდეგ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურების პროექტებს, ესეც საჯარო განხილვების შედეგია და ეს ნამვილად არ მომხდარა ერთ დღესა და საგანგებო ვითარებაში. მრავალწლიანი პროცესია, თუნდაც ონის ჰესების კასკადი, ამას თუ გულისხმობთ. პირიქით, მისასალმებელია, რომ მიუხედავად პანდემიისა, ჩვენთან შესაძლებელია, რომ ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხდეს. ეს ეხება როგორც ონს, ასევე ნამახვანს, რომლის მშენებლობაც პრაქტიკულად დღე-დღეზე დაიწყება. ეს ეხება ფოთის პორტის პროექტს, რომლის მუშაობა არ შეფერხებულა და დაჩქარდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, ონის პროექტი სრულიად უსაფრთხოა გარემოსა და მოსახლეობისთვის.

„2014 წლის შემდეგ, ამ პროექტს, ვგულისხმობ რაჭის ჰესებს, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო ჩაფიქრებული, საჯარო განხილვების პროცესში ეცვალა სახე და ეს აღარ არის მაღალკაშხლიანი და დიდი წყალსაცავი ჰესი და ყველას მოვუწოდებ, ცოტა პროფესიონალური იყოს ხედვებსა და გამონათქვამებში. ჩახედონ დოკუმენტებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2021, 14:51

ეკონომიკა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ EBRD-ის ჯილდო მიიღო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ ღონისძიებაზე მდგრადი განვითარების ჯილდო მოიპოვა. 62 ნომინაციიდან, ექვს კატეგორიაში 21 პროექტი შეირჩა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზებზე წარსადგენად. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას კი გენდერისა და ინკლუზიის კატეგორიაში ვერცხლის ჯილდო მიენიჭა.

ნიკა ობოლაძე

24 სექტემბერი 2021, 14:47

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: შეურაცხყოფა იყო არა მელიას, არამედ კობახიძის მხრიდან

„ნიკა მელიამ შეკითხვა დაუსვა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს რომ სახე გადაუხსნა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა და მისმა შვილმა ამაზე პასუხისმგებლობას რატომ არ იღებს მმართველი პარტია და რატომ აკისრებს პასუხისმგებლობას ოპოზიციას. ამ შეკითხვის გაგონებისას შეშინებული კობახიძე გაიქცა. შეურაცხყოფა იყო არა მელიას, არამედ კობახიძის მხრიდან და ეს მან თავადაც აღიარა. პირადად თუ შევხვდები კობახიძეს, მეც აუცილებლად ვკითხავ, რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენს მხარდამჭერს სახე გადაუხსნეს. ზოგადად, მთელი ქართული ოცნება სიტყვიერი დაპირისპირების გარდა არაფერსაკეთებს“,- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

მიტჩ მაკკონელი

24 სექტემბერი 2021, 14:42

პოლიტიკა

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერი: მადლობა საქართველოს სიმამაცისა და რუსების მიმართ მტკიცედ დგომისთვის

მადლობა საქართველოს სიმამაცისა და რუსების მიმართ მტკიცედ დგომისთვის, - განაცხადა სენატის უმცირესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მიტჩ მაკკონელმა.

24 სექტემბერი 2021, 14:41

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.

24 სექტემბერი 2021, 14:36

ტაბლოიდი

თმის არასწორად შეჭრის გამო, ინდოეთში სალონს მომხმარებლისთვის $271 ათასის გადახდა მოუწევს

ინდოეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სალონს $271 ათასის გადახდა მოუწევს მომხმარებლისთვის, რომელსაც თმა ისე არ შეჭრეს, როგორც მას სურდა. ქალი ამტკიცებდა, რომ მისი მითითების მიუხედავად, თმა მოკლედ - მხრებიდან 10 სანტიმრეტრამდე შეჭრეს. როგორც მან სასამართლოზე აღნიშნა, გრძელი თმის გამო, მასთან თმის პროდუქციის კომპანიები თანამშრომლობდნენ, სტილისტის დაუდევრობის შემდეგ კი, შეთავაზებები შეწყდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა.

ნიკოლოზ სამხარაძე

24 სექტემბერი 2021, 14:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: არჩევნებს დამაჯერებლად ვიგებთ, არავის სჭირდება ქვეყანაში არეულობა, გარდა რადიკალური ოპოზიციისა, რომელიც არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მიაღწევს

მოვუწოდო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, როგორც პარტიულ აქტივისტს, როგორც პარტიის წევრს, ასევე ჩვეულებრივი მხარდამჭერს, თავი შეიკავონ და არ აჰყვნენ პროვოკაციებს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკოლოზ სამხრაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ილჰამ ალიევი

24 სექტემბერი 2021, 14:18

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანმა სამხრეთ კავკასიაში შექმნა ახალი რეალობა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს

„აზერბაიჯანმა სამხრეთ კავკასიაში შექმნა ახალი რეალობა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა შეასრულოს თავისი პოზიტიური როლი და სომხეთს იმის გაცნობიერებისკენ მოუწოდოს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სომხეთში რევანშიზმისა და მილიტარიზაციის მხარდამჭერი ნებისმიერი ქმედება უნდა შეწყდეს. ვიმედოვნებთ, რომ, საბოლოოდ, სამხრეთ კავკასიაში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა დაისადგურებს“.

თეა წულუკიანი

24 სექტემბერი 2021, 14:15

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი, რადგან ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება, ნიკა მელია იყოს გარეთ, რომ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“

ნიკა მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ პროფესიონალი ხულიგანია, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ, ევროკავშირის ოფისთან მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

24 სექტემბერი 2021, 14:10

კულტურა

ელისო ბოლქვაძე ფრანგული ჟურნალის დირექტორებს შეხვდა

„ჟურნალი წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ფართო მუსიკალურ საინფორმაციო გამოცემას, რომელიც მრავალმილიონიან მკითხველს მოიცავს“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. შეხვედრას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები პაატა მაჭავარიანი და ვარლამ ბაძაღუა ესწრებოდნენ.

24 სექტემბერი 2021, 13:56

მსოფლიო

დაუდგენელი მიზეზით, ბანგლადეშის სანაპიროზე მკვდარი ვეშაპებისა და დელფინების გამორიყვა არ წყდება

2020 წლის იანვრიდან 2021 წლის სექტემბრამდე, ბანგლადეშის სანაპიროზე, სულ მცირე, 6 ვეშაპი და 60 დელფინი გამოირიყა. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები საყურადღებოა, ადგილობრივი ხელისუფლება შემთხვევებს ოფიციალურად არ აღწერს და უცნობია ზუსტი რაოდენობა, ბენგალის ყურეში მკვდარი რამდენი ძუძუმწოვარია წყლიდან გარიყული.

24 სექტემბერი 2021, 13:40

კულტურა

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, სამეცნიერო კომიქსების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სამეცნიერო კომიქსების კონკურსს აცხადებს.

24 სექტემბერი 2021, 13:35

COVID19

ბექა ფერაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პლატფორმა გააცნო

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბექა ფერაძემ სექტორის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პლატფორმა გააცნო და მათგან კოვიდსაშვის დანერგვის პროცესთან დაკავშირებული რეკომენდაციები მოისმინა.

24 სექტემბერი 2021, 13:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

თბილისში 24 სექტემბერს ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15, +17, ხოლო 25-27 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს და +21, +23 გრადუსამდე დათბება.

თეა წულუკიანი

24 სექტემბერი 2021, 13:27

კულტურა

კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით, ხუთი ახალი კონკურსი გამოაცხადა

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს, ან ფიზიკური პირების ჯგუფს. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 24 სექტემბრიდან 2021 წლის 4 ოქტომბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.

ბენო გეგეჭკორი

24 სექტემბერი 2021, 13:24

პოლიტიკა

ბენო გეგეჭკორი: გიორგი ბოტკოველის მეუღლე წლებია ცესკოში მაღალ თანამდებობაზეა, არაერთგზის დამარცხებული ბოტკოველი კი თავის მარცხს გაყალბებულ არჩევნებს აბრალებს - მეუღლემ გაუყალბა?!

პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოტკოველის მეუღლე ხათუნა გალდავა წლებია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში მაღალ საჯარო თანამდებიბაზე მუშაობს, თუმცა ოპოზიციის კანდიდატი ყოველ ჯერზე მის დამარცხებას გაყალბებულ არჩევნებს უკავშირებს.

24 სექტემბერი 2021, 13:19

პოლიტიკა

თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოს 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ

სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

კიმ იო ჩჟონი

24 სექტემბერი 2021, 13:19

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის და სამხრეთ კორეასთან ომის საბოლოოს დასრულებას არ გამორიცხავს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჩჟონი, რომელიც ქვეყნის მართვაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა, ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა, განაახლოს მოლაპარაკებები სამხრეთთან, თუ ეს უკანასკნელი „მტრულ პოლიტიკას“ შეწყვეტს. „საჭიროა, შეწყდეს არალოგიკური ცრურწმენები, ცუდი ჩვევები და მტრული დამოკიდებულება საკუთარი ქმედებების გასამართლებლად. მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს წინაპირობა დაკმაყოფილდება, შესაძლებელი იქნებოდა პირისპირ დაჯდომა და ომის შეწყვეტილად გამოცხადება“, - აღნიშნა მან.

24 სექტემბერი 2021, 13:12

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ალიანსი „მულტილატერალიზმისათვის“ მინისტრთა დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა გლობალური გამოწვევების საპასუხოდ საერთაშორისო თანამშრომლობის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობაზე.

24 სექტემბერი 2021, 13:07

პოლიტიკა

ხატია წილოსანი საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსს შეხვდა

საქართველოს პარპლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სურსათის ბანკის შექმნასა და სურსათის მარაგების სწორად მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2021, 12:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე: გუშინ ჩვენ გაცოცხლებული ბანერი ვიხილეთ

„ჩვენი ოპონენტები ბანერებზე მაღალი მორალური პიედესტალიდან საუბრობენ - შევიდნენ საკუთარ Facebook-გვერდზე. შედით „ევროპული საქართველოს“ გვერდზე და ნახეთ, როგორი ბანერები აქვთ. თუ დაბეჭდილ ბანერს სხვა წონა აქვს და ციფრულ ბანერს სხვა? მათ ზიზღის ენის შემცველი ვიდეოკლიპები აქვთ გადაღებული, რომლის განთავსებასაც ითხოვდნენ და ტელევიზიისგან უარი მიიღეს, თუმცა უჩივლეს და მოიგეს კიდეც“.