imedi /  22 მაისი 2020, 18:22 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა

ნათია თურანავა

ნათია თურანავა

ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა ჟურნალისტებისთვის გააკეთა ტერმინის „ღრმაწყლოვანის“ განმარტება და აღნიშნა, რომ ღრმაწყლოვანია ნებისმიერი პორტი, რომლის აკვატორიის სიღრმე 10 მეტრზე მეტია.

„რაც შეეხება ზოგადად პორტების ღრმაწყლოვანობას, მოდით განვმარტოთ, რადგან დღევანდელ დღეს ნებისმიერი თანამედროვე პორტი, რომელიც უნდა მოემსახუროს თანამედროვე, „პანამაქსის“ ტიპის ხომალდებს, რომელთაც 65 ათას ტონაზე და მეტი ამწეობის შესაძლებლობა აქვთ, უნდა იყოს ღრმაწყლოვანი, ესაა ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე 10 მეტრზე მეტია. დღესდღეობით ფოთის მოქმედი პორტი და მისი აკვატორია საშუალოდ 8 მეტრის სიღრმისაა მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ადგილებში ის 10 მეტრამდეც ღრმავდება. ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება აქ, რიონის დელტაში, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტის და 10 მეტრზე მეტი სიღრმის,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, რიონის დელტა ინტენსიური მოსილვით გამოირჩევა, ამდენად, ფოთში პორტის ნორმალური ფუნქციონებისთვის გარკვეული პერიოდულობით აკვატორიის დაღრმავებაა აუცილებელი.

მინისტრი შეეხო კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ მიერ ფოთის პორტის გაფართოების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ნავმისადგომის აკვატორიის დაღრმავებას. „ტერმინი „ღრმაწყლოვანი“ მითითებულია იმ პროექტის სათაურში, რომელიც „ეიპიემ ტერმინალსმა“ შემოიტანა ფოთის პორტის გაფართოების პროექტის კონცეფციის განხილვის მიზნით. კომპანიას ფლობს მიწათსარგებლობის ნებართვას, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით არ მიგვიღია მომავალი პორტის დეტალური ტექნიკური პროექტი, საიდანაც კონკრეტულად გვეცოდინება, თუ რა კონფიგურაციითა და პარამეტრებით იქნება ეს პორტი აშენებული. ეს შემდგომი პროცესია, რაზეც ისინი ჯერ ისევ მუშაობენ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ასევე ღრმაწყლოვანია ფოთში კიდევ ერთი ე.წ. „პეისის ტერმინალის“ გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) - ის (ყოფილი OPIC) ინვესტიციით ხორციელდება და დაღრმავების შემდეგ მისი აკვატორია 13 მეტრის სიღრმისა და მეტი იქნება. DFC - ის მიერ პროექტის დასაფინანსებლად 50 მილიონი აშშ დოლარი იქნება გამოყოფილი.

ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ 10 მეტრზე მეტი სიღრმე ექნება ფოთის პორტს „ეიპიემ ტერმინალის“ პროექტის განხორციელების შემდეგ. „ისე ფაქტი, რომ „პეის ტერმინალსის“ პროექტი და ალბათ მომავალში „ეიპიემის“ პროექტი ორივე თანამედროვე შეფასებით „ღრმაწყლოვანია“, ერთი მეორის განვითარებას ხელს არ უშლის. ასეთივე ღრმაწყლოვანი უნდა იყოს თანამედროვე ტიპის ანაკლიის პროექტი და ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოში ვითარდება, რათა იყოს კონკურენტული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი რუსეთი

30 მაისი 2020, 11:48

COVID19

რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 400 ათასს მიუახლოვდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში ახალი კორონავირუსის 8 952 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ის დიაგნოზი ქვეყანაში 394 575 ადამიანს დაუსვეს.

მარიამ ქვრივიშვილი და პატრიკ ფრანცენი

30 მაისი 2020, 11:43

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და უსაფრთხო დერეფნების შექმნა: ეს და სხვა საკითხები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა განიხილეს.

30 მაისი 2020, 11:33

COVID19

24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 251 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 8 927 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 127 ვირუსს ემსხვერპლა, 3 317 კი გამოჯანმრთელდა.

კონსტიტუცია

30 მაისი 2020, 11:32

პოლიტიკა

მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება

მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. ქვეყნის მასშტაბით პროცესის პირდაპირი ეთერით გაშუქებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. საყოველთაო სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ივლისის ბოლომდე დამტკიცდება.

30 მაისი 2020, 11:28

COVID19

დღე-ღამეში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4,989 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3,125 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 58 კი ვირუსს ემსხვერპლა.

ვაშინგტონი დემონსტრაცია ჯორჯ ფლოიდი

30 მაისი 2020, 11:28

მსოფლიო

დემონსტრანტები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ, თეთრ სახლთან მივიდნენ

საიდუმლო სამსახურმა შენობის შესასვლელი დაბლოკა. აქციის მონაწილეებმა ღობის მიღმა მყოფ პოლიციელებს და საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს წყლით სავსე ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს.

აშშ პოლიცია

30 მაისი 2020, 11:20

მსოფლიო

AP: პენტაგონი მზადაა, მინეაპოლისში სამხედრო პოლიცია შეიყვანოს

პენტაგონმა სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში შესვლისთვის სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ს სამმა წყარომ დაუდასტურა.

30 მაისი 2020, 11:20

საზოგადოება

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მარინა ეზუგბაია

30 მაისი 2020, 11:17

COVID19

მარინა ეზუგბაია: „პლაქვენილი“ პროტოკოლიდან არაა ამოღებული, მისი გამოყენება დროებითაა შეჩერებული

„პლაქვენილი“ პროტოკოლიდან არაა ამოღებული, თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ. მისი გამოყენება დროებითაა შეჩერებული, - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტების კითხვას „პლაქვენილთან“ დაკავშირებით.

შალვა სუთიაშვილი

30 მაისი 2020, 11:11

სპორტი

საფრანგეთის სარაგბო კლუბმა, „ანგულემმა“, შალვა სუთიაშვილი ბოლო ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

საფრანგეთის სარაგბო კლუბმა, „ანგულემმა“, შალვა სუთიაშვილი ბოლო ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას charentelibre ავრცელებს. 36 წლის ქართველი მორაგბე ამ გუნდის შემადგენლობაში 2015 წლიდან გამოდის და 88 შეხვედრის გამართვა მოასწრო. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, სუთიაშვილმა ეროვნულ გუნდში თამაში რამდენიმე თვის წინ დაასრულა.

მტრედი ჯაშუში

30 მაისი 2020, 11:10

ტაბლოიდი

ინდოეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მტრედი გაათავისუფლა

პაკისტანსა და ინდოეთში მტრედების რბოლა სპორტის პოპულარული სახეობაა. მფლობელები ფრინველს სხვადასხვა გამანსხვავებელ ნიშანს უკეთებენ. მტრედი სწორედ ასეთი ნიშნის გამო (ფრთაზე საღებავით დაწერილი ციფრები) დააკავეს. ინდოელი სამხედროები ეჭვობდნენ, რომ ეს კოდია, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთს ქაშმირში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები ეკონტაქტებიან.

მარინა ეზუგბაია

30 მაისი 2020, 11:00

COVID19

მარინა ეზუგბაია: მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, არ მინდა ეს ყოველდღე შევახსენო

მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, არ მინდა, ეს ყოველდღე შევახსენო, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, როგორც მოქალაქისა და როგროც ინფექციონისტის, თხოვნა იქნება, თავი დაიცვან, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

კორონავირუსი უკრაინა

30 მაისი 2020, 10:44

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 23 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში ახალი კორონავირუსი 9 393 ადამიანს დაუდასტურდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 23 204 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 696 ადამიანი გარდაიცვალა, 9 311 კი გამოჯანმრთელდა.

30 მაისი 2020, 10:43

მსოფლიო

19 წლის ბიჭი ჯორჯ ფლოიდისთვის გამართულ საპროტესტო აქციაზე მოკლეს

19 წლის ბიჭი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა საპროტესტო აქციაზე მყოფ ადამიანებს, ისინი ჯოჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას skynews ავრცელებს. თინეიჯერი დეტროიტში, მიჩიგანის შტატში, საღამოს პროტესტის მსვლელობისას გარდაიცვალა და ეს 10,000-ობით ქუჩაში მყოფმა ადამიანმა დაინახა. ატლანტაში 100-ობით დემონსტრანტი პოლიციას დაუპირისპირდა და ისინი მათ სამუშაოს მიტოვებისკენ მოუწოდებდნენ.

მარინა ეზუგბაია

30 მაისი 2020, 10:40

COVID19

11 ახალი პაციენტიდან 9 ერთ ადამიანთან კონტაქტით დაინფიცირდა

11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის კლასტერიდანაა, დანარჩენი ცხრა კი ერთ დადასტურებულ, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით დაინფიცირდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე განცხადებით, იკვლევენ ამ სყაროში არსებობენ თუ არა სხვა ინფიცირებულებიც.

ვიეტნამი კორონავირუსი

30 მაისი 2020, 10:39

COVID19

როგორ ებრძვის პანდემიას 97-მილიონიანი ვიენტამი, სადაც კორონავირუსით ამ დრომდე არავინ გარდაცვლილა

აზიის რეგიონში კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებულ ქვეყნებად სამხრეთ კორეას, ტაივანსა და ჰონგ-კონგს ასახელებენ, თუმცა ერთ-ერთი დაუფასებელ მაგალითად ვიეტნამი რჩება. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წერს. 97-მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსს ჯერ არავინ ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი მხოლოდ 328-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩინეთს ესაზღვრება, ყოველწლიურად კი ვიეტნამს მილიონობით ჩინელი ვიზიტორი სტუმრობს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

30 მაისი 2020, 10:25

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაცინეტმა დაამარცხა

სულ საავადმყოფოში 13 პაციენტია მოთავსებული, აქედან 1 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, დანარჩენები კი თერაპიულ მიმართებულებაში მკურნალობენ. კლინიკაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

30 მაისი 2020, 10:24

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 24 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 24 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 600 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ბრაზილია კორონავირუსი კუბოები

30 მაისი 2020, 10:14

COVID19

ბრაზილიამ კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობით ესპანეთს გადაუსწრო

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 26 928 ახალი შემთხვევა დადასტურდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 465 166-მდე გაიზარდა.

Paveway ავიაბომბი

30 მაისი 2020, 09:42

მსოფლიო

WSJ: საუდის არაბეთი აშშ-ისგან 500 მილიონ დოლარად მართვად ავიაბომბებს ყიდულობს

მისი ცნობით, ვაშინგტონმა უკვე შეატყობინა კონგრესს, რომ ერ-რიადისთვის კომპანია Raytheon-ის მიერ წარმოებული 7,5 ათასი ავიაბომბის გაყიდვას გეგმავს. მანამდე, 2019 წელს საუდის არაბეთმა მსგავსი ტიპის 60 ათასი ბომბი შეიძინა. ამასთან ერთად, აშშ-ს საუდის არაბეთში Paveway-ის ნაწილების წარმოების გაფართოება სურს, რაც დამატებით 106 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას შექმნის.