IMEDI /  22 მაისი 2020, 18:45 / სანდო წყარო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში დამსაქმებელი კომპანიების მიერ 22 000-მდე განაცხადი დარეგისტრირდა

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაახლოებით, 22 000 -მდე დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს ინფორმაცია 138 949 დაქირავებით დასაქმებულზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსის (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილებები, რის საფუძველზეც გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ, 46 753 მეწარმე სუბიექტს უკვე გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება, ხოლო 3 400-მდე პირთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ იმ ბიზნეს სუბიექტებს/კომპანიებს, რომლებმაც გამოავლინეს მაღალი სოციალური პასუხიმგებლობა და სრულყოფილად წარმოადგინეს მონაცემები დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, კუთვნილი კომპენსაციების სწრაფად და შეუფერხებლად მიღებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

05 ივლისი 2020, 12:05

COVID19

რა წესები უნდა დაიცვათ ზღვაზე - განახლებული რეკომენდაციები

პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

მირიან ნიკოლაძე

05 ივლისი 2020, 11:40

საზოგადოება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: დახრჩობასთან დაკავშირებით, რა დასკვნაც არ უნდა მოვიდეს, ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად განზრახ მკვლელობა რჩება

„ბლაგვი საგანი, შეიძლება, ცემის დროსაც იყო გამოყენებული. მათ შორის, შეიძლება, მუშტსაც ერქვას ბლაქვი საგანი, შეიძლება - ხის ძელს და ა.შ. კომპლექსურად უნდა გაირკვეს ყველაფერი. აქ ერთ კითხვაზე რომ პასუხი გასცე, მაგალითად, ბავშვი წყალშია დამხრჩვალი თუ - არა, ეს რას სცემს პასუხს? საერთოდ არაფერს“.

05 ივლისი 2020, 11:32

პოლიტიკა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება. კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.

მირიან ნიკოლაძე

05 ივლისი 2020, 11:23

საზოგადოება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: მოწმეები და ბრალდებულები სიმართლეს რომ ამბობდნენ, აქამდე ეს საქმე ბოლოში გვექნებოდა გაყვანილი

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა ადასტურებს, რომ უმთავრესი ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს, არის განზრახ მკვლელობა. მირიან ნიკოლაძე არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს და მეტიც - ბრალდებულთა სკამზე აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომელთაც ახლა დაზარალებულის სტატუსი აქვთ.

თვითმფრინავი

05 ივლისი 2020, 11:21

COVID19

დამტკიცდა რეკომენდაციები, რომელიც მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა თვითმფრინავში უნდა დაიცვან

თვითმფრინავში დასაქმებულთა და მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების სია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრს სწორად ჰქონდეს სახის ნიღაბი მორგებული და შეცვლის საჭიროების შემთხვევაში მოამარაგოს ის დამატებითი ნიღბებით; იმ შემთხვევაში, თუ ნიღაბი ხველების ან დაცემინების შემდეგ სველდება, უნდა მიეთითოს მგზავრს მისი გამოცვლის აუცილებლობაზე;

05 ივლისი 2020, 11:07

COVID19

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის.

ჯეიმი ვარდი

05 ივლისი 2020, 11:05

სპორტი

ჯეიმი ვარდიმ ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატში მეასე გოლი გაიტანა

ჯეიმი ვარდიმ ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატში მეასე გოლი გაიტანა. Anadolu Agency-ის ინფორმაციით, საიუბილეო დარტყმა „ლესტერის“ 33 წლის თავდამხმელმა „კრისტალ პალასთან“ მოგებული შეხვედრის 77-ე წუთზე შეასრულა, 90-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.

05 ივლისი 2020, 10:58

COVID19

აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 5 პირი მკურნალობს

აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 5 პირი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 4 ინფიცირებულს აქვს მოგზაურობის ისტორია, ერთი კი ინფექციური საავადმყოფოს სანიტარია, რომელიც სავარაუდოდ პაციენტისგან დაავადდა, ცნობილია მისი ყველა კონტაქტი. აჭარაში კორონავორუსზე ყოველდღურად 300-ზე მეტ პირს იკვლევენ, მედიკოსების განცხადებით რეგიონში მდგომარეობა კონტროლირებადია. ისინი მოსახლეობაა მოუწოდებენ დაიცვან რეკომენდაციები.

05 ივლისი 2020, 10:50

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, თითქმის ორი კვირაა, ახალი პაციენტი არ მიუღიათ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დაახლოებით ორი კვირაა ახალი პაციენტი არ მიუღიათ. კლინიკაში ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, რომლის პირველად ჩატარებულმა რე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, დღეს კი განმეორებითი კვლევის შედეგს ელოდებიან.

05 ივლისი 2020, 10:44

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ და ჯანლუიჯი ბუფონმა 2 რეკორდი დაამყარეს

კრიშტიანუ რონალდუმ და ჯანლუიჯი ბუფონმა 2 რეკორდი დაამყარეს. Sports Illustrated, - ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, 4 ივლისს, „ტორინოსთან“ შეხვედრისას კლუბურ დონეზე 46-ე ჯარიმა გაიტანა, რითაც მან რეკორდი დაამყარა და გახდა „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელი 1961 წლის შემდეგ, ვინც სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა.

05 ივლისი 2020, 10:37

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

05 ივლისი 2020, 10:34

მსოფლიო

აშშ-ში დემონსტრანტებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს

აშშ-ში, მერილენდის შტატში, ქალაქ ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს. შემთხვევის ადგილზე, სულ მცირე, 300 ადამიანი იყო შეკრებილი. მას შემდეგ, რაც ძეგლი ჩამოაგდეს, ის ნაწილებად დაიშალა.

ბაიერნი

05 ივლისი 2020, 10:32

სპორტი

გერმანიის საფეხბურთო თასი „ბაიერნმა“ მოიგო

გერმანიის საფეხბურთო თასის გამარჯვებული „ბაიერნი“ გახდა. ფინალში მიუნხენელებმა „ლევერკუზენი“ ანგარიშით 4:2 დაამარცხეს და ეს ტურნირი არსებობის ისტორიაში მეოცედ მოიგეს.

05 ივლისი 2020, 10:27

სამართალი

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის მიერ აქტივისტის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო

რაჭაში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს სცემა.

შსს

05 ივლისი 2020, 10:24

სამართალი

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ოზურგეთში 5 ადამიანი დააკავეს. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

05 ივლისი 2020, 10:22

თავდაცვა

კოჯორში გეგმიური სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების “ისარი 2020”-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. გეგმიურ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ასევე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. გენერალ-მაიორმა სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას და სპეციალური ოპერაციების ძალების ინსტრუქტორებს სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

05 ივლისი 2020, 10:08

თავდაცვა

კრწანისში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

ნატო - საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) კრწანისის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

პიტერ სიიარტო

05 ივლისი 2020, 09:58

პოლიტიკა

ხვალ საქართველოს, პანდემიის შემდეგ, პირველი მაღალი რანგის სტუმარი ეწვევა

6 ივლისს საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პიტერ სიიარტო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან; საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრებთან.

05 ივლისი 2020, 09:54

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში ახალ კორონავირუსს კიდევ 4 314 ადამიანი ემსხვერპლა

​​​​​​​გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 314 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ უკვე 532 686 შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 181 650 ადამიანს დაუსვეს. 59,316 ადამიანის მდგომარეობა მძიმე ან კრიტიკულია.

05 ივლისი 2020, 09:53

საზოგადოება

ხვალიდან 70 პროფესიულ კოლეჯში სასწავლო პროცესი განახლდება

6 ივლისიდან, ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯი, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღეს, სწავლას განაახლებენ. განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი ფოთისა და ოზურგეთის კოლეჯებს ეწვია და პირადად გაეცნო რამდენად შესაბამისობაშია სასწავლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან.