25 მაისი 2020, 13:05 / სანდო წყარო

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯი 4.8%-ით გაიზარდა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 220.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები 2010-2019 წლებში, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1 146.1 ლარს, ხოლო ერთ სულზე 327.7 ლარს უტოლდება.

2019 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 68.2 პროცენტი შეადგინა.

შემოსავლების მსგავსად, ხარჯების მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის ტიპის დასახლებებში და 764.4 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 455.7 მილიონი ლარი იყო. 2019 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი (37.8 პროცენტი) უჭირავს სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2020, 10:14

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ Imedinews გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

15 ივლისი 2020, 10:07

რეგიონი

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ღვთისმშობლის კვართი, დადიანების მუზეუმის საცავიდან გამოაბრძანეს და მრევლთან ერთად ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.საზეიმო მსვლელობა დადიანების მუზეუმიდან მშენებარე ტაძრამდე გაიმართა რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

15 ივლისი 2020, 09:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1000-ს გადასცდა

​​საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 873 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია - 15 კარანტინის რეჟიმშია - 5640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 244 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 31 საქართველოს მოქალაქე.

15 ივლისი 2020, 09:29

რეგიონი

სალომე ზურაბიშვილი, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მივიდა. ის ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას და საზეიმო წირვას დაესწრება.

დავით ზალკალიანი

15 ივლისი 2020, 09:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ბრიუსელში ვიზიტზე: უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ კომისრის მხრიდან საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით

ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ კომისრის მხრიდან საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტისას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს განუცხადა.

15 ივლისი 2020, 09:00

მსოფლიო

უცხოელი სტუდენტების ქვეყანაში დარჩენის აკრძალვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება შეცვალა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარს ამბობს გეგმაზე, რომ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ, აშშ-ში ყოფნის უფლება შეუზღუდოს. ამის შესახებ Reuters წერს.

15 ივლისი 2020, 08:45

ტექნოლოგიები

Google მომხმარებლების თვალთვალში დაადანაშაულეს

კომპანია Boies Schiller Flexner კორპორაცია Google Alphabet Inc-ს სასამართლოში უჩივის და მომხმარებლების თვალთვალში ადანაშაულებს. ამის შესახებ Reuters წერს.

15 ივლისი 2020, 08:36

COVID19

კორონავირუსი: ვითარება საქართველოს კლინიკებში

ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამჟამად 27 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი 6 პაციენტია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კოვიდცენტრიდან თორმეტი პაციენტის ანალიზებია გადაგზავნილი და პასუხი დღეისთვის გახდება ცნობილი.

15 ივლისი 2020, 08:25

სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ორ კანდიდატს მოუსმენენ. საბჭოს წევრების კითხვებს პაატა ქათამაძე და ლაშა ქოჩიაშვილი უპასუხებენ.

15 ივლისი 2020, 08:22

მსოფლიო

მედია: აია სოფიას ტაძარში ლოცვისას ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს დაფარავენ

სტამბოლის აია სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს ფარდებით ან ლაზერით დაფარავენ. ამის შესახებ aljazeera იუწყება. aljazeera-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა. „სხვა დროს ქრისტიანული ხატები დაფარული არ იქნება და ღია იქნება ყველა ვიზიტორისთვის, ტაძარში შესვლა კი, უფასო იქნება“, - აცხადებს ომერ ჩელიკი. .

15 ივლისი 2020, 08:10

საზოგადოება

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი სტუმრებს დღეიდან მიიღებს

​​​​​​​შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, ვიზიტორებისთვის დღეიდან გაიხსნება. პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში.

15 ივლისი 2020, 08:01

საზოგადოება

დღეს ბარსელონადან სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ი (Myway Airlines) ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს. სარეპატრიაციო რეისით, სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.

15 ივლისი 2020, 01:02

COVID19

საფრანგეთში საშვილოსნოსშიდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში საშვილოსნოსშიდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

სალიმატა სიმპორე

15 ივლისი 2020, 00:56

სპორტი

ბელარუსში ეჭვობენ, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბის ბურკინაფასოელი მოთამაშე კაცია

კლუბმა დაანონსა, რომ უახლოეს მომავალში მოიყვანს დოკუმენტალურად დადასტურებულ ფაქტებს, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ სალიმატა სიმპორეს ეკვატორული გვინეისა და ბურკინა ფასოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრა აქვს გამართული.

ბენქსი

15 ივლისი 2020, 00:55

კულტურა

ბენქსიმ ახალი გრაფიტი ლონდონის მეტროში დახატა

ბენქსიმ მისთვის ჩვეული შავი ვირთხები დახატა: ისინი აცემინებენ, პირბადეებს პარაშუტებივით იყენებენ და მათში იმალებიან. ამგვარად მხატვარმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ ბევრი ადამიანი ნიღაბს სწორად არ იყენებს.

კახა ბექაური

15 ივლისი 2020, 00:51

პოლიტიკა

კახა ბექაური: სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მომხმარებლების უფლებები, ამისთვის კი აღსრულების ეფექტური მექანიზმია საჭირო

„ბიზნესთან შეთანხმებასა და კონსენსუსს მივაღწიეთ. კარგია, რომ ჩვენი მოსაზრება გაიზიარეს, რადგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ მობილური და ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანიებზეა საუბარი“.

15 ივლისი 2020, 00:51

COVID19

ესპანეთში დღე-ღამეში კოვიდინფიცირების 666 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 303 699 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 28 409 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

არჩილ ბერიანიძე

15 ივლისი 2020, 00:50

სამართალი

ბრალდებულთა ადვოკატებს შსს-ში გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებული მტკიცებულებები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულთა ადვოკატები იმყოფებოდნენ, რომელთაც საქმეში არსებული მტკიცებულებები გადაეცათ. ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მათთვის გადაცემული დოკუმენტები საკმაოდ მოცულობითია.

მაია ქარდავა

15 ივლისი 2020, 00:46

საზოგადოება

მაია ქარდავა იმედოვნებს, რომ წითელი ჯვარი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულებას მალე შეძლებს

„შემიძლია, დადასტურებით გითხრათ, რომ ჩვენი წარმომადგენლობა ცხინვალში შეხვდა დე ფაქტო ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, გაიგზავნა ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა, რაც გახლავთ პროცედურა ასეთ შემთხვევაში. პასუხად გვითხრეს, რომ რადგან ის საავადმყოფოში იმყოფება, იქ მოქმედებს კარანტინის რეჟიმი. ამან ცოტა გადადო და შეაყოვნა პროცესი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ ალბათ შევძლებთ ამ ვიზიტს. თუ ვთქვათ კარანტინის გამო უფრო გადაიწევს დროში, იმას მაინც ვეცდებით, რომ მოვიპოვოთ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, აუცილებლად შევუგზავნოთ მას ოჯახის წერილი და ოჯახს მივაწოდოთ ინფორმაცია. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვამბობ, რადგან ჩვენ ის ჯერ არ გვინახავს, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეგვიძლია კომენტარი გავაკეთოთ, თუმცა ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავთ და ახლაც მოგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში ცხადია, ვმოქმედებთ ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ მათ მივაწოდოთ ინფორმაცია საკუთარი ახლობლის მდგომარეობის შესახებ და ბუნებრივია, როდესაც ვიზიტი შედგება უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება და ამას უშუალოდ ოჯახს მივაწვდით“, - განაცხადა ქარდავამ.

ამირან სალუქვაძე

15 ივლისი 2020, 00:37

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: როცა მიდიხარ იმაზე, რომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე შეცდომა დააშვებინო ხელისუფლებას რომელ მორალზეა საერთოდ საუბარი?

„მაგრამ ვის ხარჯზე გააკეთე ეს ნაბიჯი, ვის ხარჯზე გადადგი? იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც დაშავდნენ? ანუ როცა დაგჭირდება ამ ადამიანებით მანიპულირებ, თვალზე აკეთებ აქცენტს და ა.შ., როცა დაგჭირდება გავიწყდება ეს ადამიანები და ამბობ, „შეცდომა დავაშვებინე“. როცა მიდიხარ იმაზე, რომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე შეცდომა დააშვებინო ხელისუფლებას რომელ მორალზეა საერთოდ საუბარი? - აღნიშნა სალუქვაძემ.