imedi /  25 მაისი 2020, 16:22 / სანდო წყარო

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ

COVID-19-ის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ. შესაბამისად, მგზავრებს, რომელთა ფრენაც გაუქმდა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ან უცხო ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, უფლება აქვთ შეცვალონ ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან მოითხოვონ გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება, საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პირობები ვრცელდება მგზავრებზე, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ ფრენა საქართველოდან საქართველოში, აგრეთვე საქართველოდან სხვა ქვეყანაში ქართული ან უცხოური ავიაკომპანიის მეშვეობით, ასევე მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებდნენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში, ქართული ავიაკომპანიის მეშვეობით.

ამასთან, ავიაკომპანიებს არ დაეკისრებათ მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემის ვალდებულება ფრენებზე, რომელთა გაუქმება გამოწვეული იყო კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო და არა თავად ავიაგადამზიდველების მიზეზით.

დროებითი საშეღავათო პირობების ამოქმედება დაეხმარება ავიაკომპანიებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეჩერებით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავებაში და ხელს შეუწყობს აღნიშნული ავიასაწარმოების ლიკვიდობისა და ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ავიაგადამზიდველების ოპერირების განახლებისთვის და რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის. ამასთან, საშეღავათო ზომების დაწესებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაიზიარა მრავალი ქვეყნის პრაქტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია ე.წ. ვაუჩერების მექანიზმის დაშვებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დროებითი საშეღავათო ღონისძიებები სერტიფიცირებული სუბიექტების მიმართ მიმდინარე წლის აპრილშიც დაამტკიცა. სააგენტომ დროებით, 2021 წლის პირველ ივლისამდე შეაჩერა „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის“ ერთ-ერთი ნორმის მოქმედება, კერძოდ სააგენტოს უფლებამოსილება შეაჩეროს ან გააუქმოს ოპერატორის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში ავიაგადამზიდველის მიერ არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ასევე, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ავიასპეციალისტების და ავიასაწარმოების მიმართ დაწესებული იყო საშეღავათო ზომები, რომლებიც ძირითადად ითვალისწინებდა გარკვეული დოკუმენტების მოქმედების ვადების გახანგრძლივებას და მოთხოვნების შემსუბუქებას საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების სრულად შენარჩუნებით.

ყველა სიახლე

04 ივლისი 2020, 11:24

მსოფლიო

ალაბამაში სროლას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ალაბამაში სროლის ხმა ისმოდა. თავდასხმა ქალაქ ჰუვერის სავაჭრო ცენტრში განხორციელდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სროლას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი დაშავდა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

04 ივლისი 2020, 11:23

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა 87% გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის დამარცხება კიდევ 4-მა პაციენტმა შეძლო, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 825-ს გაუტოლდა, მათი პროცენტული წილი კი 87.2%-ია.

ჭაკუა ექსტრადირება

04 ივლისი 2020, 11:22

სამართალი

„ქრონიკამ“ დავით ჭაკუას ექსტრადირებისას გადაღებული ექსკლუზიური კადრები მოიპოვა

„ქრონიკამ“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირებისას გადაღებული ექსკლუზიური კადრები მოიპოვა, რომელიც ბერლინი-ბათუმის სპეცრეისის ბორტზეა გადაღებული. კადრები „ქრონიკას“ ბორტზე მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა მიაწოდა.

04 ივლისი 2020, 11:21

საზოგადოება

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე აბიტურიენტთა სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და შექმნილი ვითარების გამო ვერ ახერხებენ საქართველოში შემოსვლას, გამოცდების ჩაბარების მიზნით, დაფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ.

სალომე ზურაბიშვილი

04 ივლისი 2020, 11:20

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

„მინდა, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა, ასევე, მივულოცო დღევანდელი დღე ქართველებს, ვინც ამერიკაში ცხოვრობენ და ვისაც ამერიკა თავის მეორე სამშობლოდ მიაჩნია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ბერლინი სპეცრეისი

04 ივლისი 2020, 11:20

საზოგადოება

საქართველოში მორიგი ჩარტერული რეისი ბერლინიდან შესრულდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისი განხორციელდა. თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისს 175 მგზავრი, მათ შორის 5 არასრულწლოვანი გაყვა, საქართველოში კი ავიარეისით 180 მგზავრი ჩამოვიდა.

04 ივლისი 2020, 11:17

COVID19

დონალდ ტრამპის ვაჟის შეყვარებული კორონავირუსით დაინფიცირდა

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრი კიმბერლი გილფოილი კორონავირუსით დაინფიცირდა. აღსანიშნავია, რომ ის ამავდროულად დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟის შეყვარებულია, - ამის შესახებ გამოცემა The New York Times იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გილფოილმა ტესტი სამხრეთ დაკოტაში გამგზავრებამდე ჩააბარა, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

მარინა ეზუგბაია

04 ივლისი 2020, 11:11

COVID19

კოვიდინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

კოვიდინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, დღეისთვის კოვიდცენტრებში 106 ინფიცირებული მკურნალობს.

04 ივლისი 2020, 11:08

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა შედგა, რომლის მთავარი მიზანი იყო გასულ წლებში ასოციაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის ერთგვარი შეჯამება/ანალიზი და სამომავლო გეგმების განსაზღვრა.

04 ივლისი 2020, 11:00

რეგიონი

რუისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივებმა სარწყავი წყლის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები ტაშისკრის არხზე, სარწყავი წყლის აღდგენას ითხოვენ, რომელიც 2 კვირაა არ მოედინება, რაც მოსახლეობას მოსავლის განადგურების საფრთხე უქმნის. ადგილზე იმყოფებიან მელიორაციის სამსახურისა და ქარელის საკრებულოს წარმომადგენლები.

უკრაინა კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 10:55

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 15 პაციენტი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 227-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 21 155 პაციენტი.

მამუკა ბახტაძე

04 ივლისი 2020, 10:55

პოლიტიკა

მამუკა ბახტაძემ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

დღეს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მამუკა ბახტაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით, აშშ-ს დღევანდელი დღე მიულოცა. „ვულოცავ 4 ივლისს ჩვენს ამერიკელ მეგობრებს! ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ბრძოლაშია გამოცდილი და ორმხრივია. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე Twitter-ზე წერს.

04 ივლისი 2020, 10:50

COVID19

კოვიდინფიცირების შემთხვევებით მექსიკამ იტალიას გადაუსწრო

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მექსიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 6 740 შემთხვევა აღწერეს. ამით, ქვეყანაში ინცირების მაჩვენებელი უკვე 245 251-ს გაუტოლდა. შედეგად, მექსიკამ იტალიის ჯამურ მაჩვენებელს (241 184 შემთხვევა) გადაასწრო.

კორონავირუსი ინდოეთი

04 ივლისი 2020, 10:49

COVID19

ინდოეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების ანტირეკორდი დაფიქსირდა

ინდოეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 22 771 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ვახტანგ გომელაური

04 ივლისი 2020, 10:40

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაურმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

დღეს, 4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სრულიად აშშ-ს დღევანდელი დღე მიულოცა და მშვიდობა, სიძლიერე და წარმატება უსურვა. „ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, სტრატეგიულ პარტნიორებს და ამერიკელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ მშვიდობას, სიძლიერესა და წარმატებას“, - ამის შესახებ განცხადება ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.

ინდოეთი ძაღლები

04 ივლისი 2020, 10:39

მსოფლიო

ინდოეთის ერთ-ერთ შტატში ძაღლის ხორცის იმპორტი და გაყიდვა აიკრძალა

რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციამ გადაწყვეტილება გააკრიტიკა და შტატის კვების კულტურაზე თავდასხმად შეაფასა.

ჩე სონ ჰუ

04 ივლისი 2020, 10:35

პოლიტიკა

ფხენიანი აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების საჭიროებას ვერ ხედავს

ოფიციალური ფხენიანი აშშ-სთან მოლაპარაკებების საჭიროებას ვერ ხედავას. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ჩე სონ ჰუს განცხადებით, აღნიშნული მოლაპარაკებები სხვა არაფერია, თუ არა - პოლიტიკური იარაღი ვაშინგტონისთვის.

გიორგი გახარია

04 ივლისი 2020, 10:14

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან

„ჩვენ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ საკვანძო სფეროებში და უმაღლეს დონეზე ავიყვანეთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის კუთხით. ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები დღითიდღე ძლიერდება“.

უკანონო სახერხი

04 ივლისი 2020, 10:14

სამართალი

თბილისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს, ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა როგორც ლენტური, ისე ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი. იქვე განთავსებული იყო 3,5 მ3 წიწვოვანი სახეობის ფიცარი.

კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 10:13

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.