IMEDI /  26 მაისი 2020, 15:13 / სანდო წყარო

დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები მთავრობას სახელმწიფო ბალანსზე არსებული ღია სივრცეების გამოყენების ინიციატივით მიმართავენ

დღეს „დედაენის ბაღში“ ბაღში ბარებისა და რესტორნების გაერთიანებაში 100-მდე ბიზნესსუბიექტი შეიკრიბა და პრესკონფერენცია გამართა. ისინი მთავრობას, დახურული სივრცეების გახსნის ნებართვის არგაცემის შემთხვევაში, სახელმწიფო ბალანსზე არსებული ღია სივრცეების გამოყენების ინიციატივით მიმართავენ.

„პირველ რიგში, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ვწუხვართ, რომ საზეიმო განწყობის ნაცვლად, ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე გვიწევს განცხადების გაკეთება. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი აერთიანებს ასობით ობიექტს და ათასობით დასაქმებულ პირს, სხვა დახურული სივრცეების, ბარებისა და კლუბების წარმომადგენლები კი ყოველდღიურად გვემატებიან.

ბარის და საკლუბო კულტურა, როგორც ღამის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, ქვეყანაში ტურიზმისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი საიმიჯო ნაწილია.

სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე, ჩვენი შრომითა და ენთუზიაზმით, ათასობით სამუშაო ადგილი შევქმენით.

პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე შექმნილი ვითარება იმდენად მძიმედ აისახა ჩვენს სექტორზე, რომ ბევრი ჩვენგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოვითხოვთ ყურადღებას.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ჩატარებულია კვლევა ჩვენი სფეროს პრობლემებსა და საჭიროებებზე, მაგრამ გვინდა აღვნიშნოთ, რომ, სამწუხაროდ, ეს მოხდა ჩვენთან კომუნიკაციისა და კონსულტაციების გარეშე. ჩვენი სფერო სპეციფიკური ბიზნეს მიმართულებაა და გონივრული გეგმის შემუშავება მხოლოდ ჩვენი ჩართულობით არის შესაძლებელი.

გაგაცნობთ ჩვენ მიერ ჩამოყალიბებულ კრიზისის დაძლევის ხედვასა და მოთხოვნებს, რომლის შესრულებასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ინდუსტრიისა და დასაქმებული ათასობით ადამიანის არსებობის, განვითარებისა და მომავლისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი.

„იმისათვის, რომ ჩვენმა სექტორმა სრულიად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება, აუცილებელია ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების, მათ შორის დღგ-ის კუთხით.

მოვითხოვთ საკრედიტო დახმარებას არსებული ბიზნეს ერთეულებისათვის კომერციული ბანკებიდან დაბალპროცენტიანი სესხის მიღებისას (დაახლოებით ისევე, როგორც ამას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში).

დროულად თუ არ მოგვეცემა დახურული სივრცეების გახსნის შესაძლებლობა, გვაქვს ინიციატივა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ, ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შევქმნათ სარეკრეაციო, ქვეყნის ტურისტული საიმიჯო პროდუქტი – „გადარჩენის პარკი“, სადაც უკვე არსებული დახურული ბარები წარმოადგენენ თავის ღია ვარიანტს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები.

აბსოლუტურად ვიაზრებთ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რაც უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ობიექტების და სივრცეების დაკეტვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ადრე, სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციების დამტკიცებამდე.

გვჯერა, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მძიმე ყოფა და ამიტომ სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად“, – აღნიშნულია დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლების განცხადებაში.

ყველა სიახლე

16 ივლისი 2020, 17:03

მსოფლიო

უკრაინა რეფორმების ჩასატარებლად ევროკავშირისგან €105 მილიონს მიიღებს

ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ევროპის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ ევროკომისიასთან 3 შეთანხმება გააფორმა, რომელიც ევროკავშირის დახმარების ახალი პროგრამის ფარგლებში კიევისთვის 105 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

16 ივლისი 2020, 16:55

პოლიტიკა

გიგი წერეთელმა აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით, ეუთოს თავმჯდომარის პირად წარმომადგენელთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით, ეუთოს თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს, ელჩს ანდრეს კაზპრჩიკს ონლაინ ფორმატში, ესაუბრა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ეუთოს წარმომადგენელმა სამხედრო დაპირისპირების პროცესზე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა და კონფლიქტურ ადგილზე არსებული ვითარება გააცნო.

16 ივლისი 2020, 16:40

COVID19

კოლუმბიაში შეიარაღებული დაჯგუფებები კარანტინის დამრღვევებს კლავენ

კოლუმბიაში კარანტინის დამრღვევებს შეიარაღებული ბანდები კლავენ. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. ქვეყნის 32 შტატიდან 11-ში ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებას ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ. გამოცემის მტკიცებით, ხშირ შემთხვევაში მათ მიერ დაწესებული შეზღუდვები ოფიციალურზე უფრო მკაცრია.

16 ივლისი 2020, 16:38

სპორტი

აშშ-ის უმაღლეს ლიგაში, 2 ქართველი ფეხბურთელით დაკომპლექტებულმა „სან ხოსემ“ პირველი თამაში მოიგო

ამერიკის შეერთებული შტატების განახლებულ უმაღლეს ლიგაში „სან ხოსემ“ პირველი თამაში მოიგო, - ამის შესახებ ინფორმაციას MLS Soccer ავრცელებს. კალიფორნიის გუნდმა, სადაც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ, სტუმრად „ვანკუვერი“ 4:3 დაამარცხა. კალიფორნიელები 59-ე წუთზე 1:3 აგებდნენ და მესამე ბურთი მას შემდეგ გაუშვეს, როდესაც მათი მეკარე ვეგა კაშიასთვის გადაცემის გაკეთების დროს უხეშად შეცდა. საბოლოოდ ბოლო 18 წუთში „სან ხოსემ“ მასპინძელთა კარში სამი ბურთი გაიტანა და სამი ქულა მოიპოვა.

16 ივლისი 2020, 16:35

COVID19

10 თვის ბავშვის კორონავირუსით ინფიცირების წყარო კვლავ უცნობია

„მცირეა ალბათობა იმისა, რომ დიაგნოზში შეიძლება შეცდომა იყოს, რადგან ბავშვი PCR ტესტით 2-ჯერ გადამოწმდა და სავარაუდო დადებითია შემთხვევა, თუმცა ის კიდევ შემოწმდება. პაციენტს დაავადება დაეწყო როგორც ნაწლავური ინფექცია: ღებინებით, დიარეით, ცხელებით და ამ ჩივილებით მიმართეს თელავის საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსზე ეჭვი მიიტანეს და ამიტომ ჩატარდა ტესტი“, - განაცხადა ნინო გაბისონიამ

ირაკლი კოვზანაძე

16 ივლისი 2020, 16:34

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკური გამოწვევების ფონზე ქვეყნის ცენტრალური ბანკის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება და გამადიდებელი შუშის ქვეშ ხვდება

გასული წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი წარმატებით იყენებდა ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ღია ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდები, ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.

ფოტო: „ლიბერთი ბანკი“

16 ივლისი 2020, 16:33

საზოგადოება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის „ლიბერთი ბანკისა“ და კომპანია „აქვა გეოს“ ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება „ლიბერთი ბანკის“სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.

დავით ზალკალიანი

16 ივლისი 2020, 16:33

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენ ველით, რომ საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ მკაცრად მოსთხოვს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობოდ დაცვას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის პასუხი ჩვენს განცხადებაზე, რომელიც იყო პირდაპირი და ყველაფერს არქმევდა თავის სახელს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, მსგავსი ფაქტები ახალი არ არის და ადრეც იყო საქართველოს მოქალაქეების გატეცების, მათი უკანონო დატყვევების, დაჭრის ფაქტები.

16 ივლისი 2020, 16:26

საზოგადოება

ბაგა-ბაღების თანამშრომლები სამედიცინო მომსახურების საშეღავათო პაკეტით ისარგებლებენ

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს და თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

რიჟვაძე Unicef

16 ივლისი 2020, 16:21

რეგიონი

Unicef-ი „ოცნების ქალაქის“ კომისიის მუშაობასა და კრიტერიუმების შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ღასან ხალილს შეხვდა. რიჟვაძემ ღასან ხალილს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ფონდის მნიშვნელობას ბავშვების ზრდისა და განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.

ჰულუსი აქარი

16 ივლისი 2020, 16:20

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაციისთვის პასუხს აგებს - აზერბაიჯანის ტკივილი ჩვენი ტკივილია

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის განცხადებით, სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაციისთვის პასუხს აგებს.

თამარ გაბუნია

16 ივლისი 2020, 16:18

საზოგადოება

თამარ გაბუნია: სოლიდარობის კვლევაში ჩასართავად, ამ ეტაპზე ქვეყანაში მძიმე პაციენტები არ არიან

დღეს საქართველოს არ ჰყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ. „სოლიდარობის კვლევა“ პაციენტების დონეზე საქართველოში ჯერ არ დაწყებულა, ვინაიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გარკვეული მოდიფიკაცია და წესების ცვლილებები ხორციელდება.

ყალბი ფული

16 ივლისი 2020, 16:13

მსოფლიო

ევროპის სამ ქვეყანაში ფულის გაყალბების ფაქტზე იტალიური მაფიის დავალებით მოქმედი 44 ადამიანი დააკავეს

ევროპოლმა ფულის გაყალბების მასშტაბური ქსელი გამოავლინა, რომელიც ნეაპოლიტანური მაფია „კამორას“ უკავშირდება. ამის შესახებ სააგენტო AFP წერს. 15 ივლისს ევროპის სამ ქვეყანაში ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც იტალიაში 40, საფრანგეთში 3, ბელგიაში კი 1 ადამიანი დააკავეს.

კობა გვენეტაძე

16 ივლისი 2020, 16:13

ეკონომიკა

კობა გვენეტაძემ პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა

პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის წლიური ანგარიში წარადგინა. მან ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბაკნის მიერ გატარებულ ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო ნაბიჯებზე.

16 ივლისი 2020, 16:09

სამართალი

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დაარსების შესახებ მემორანდუმს ხელი მოეწერა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) დაარსების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და USAID საქართველოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების დირექტორი ადამ შმიდტი.

ეკა ბესელია

16 ივლისი 2020, 16:08

პოლიტიკა

ეკა ბესელია დენდროლოგიურ პარკზე: ადამიანი ბოროტი თუ არ ხარ, როგორ შეიძლება არ მოგწონდეს როცა რაღაც კეთდება

„რაც არ არის კარგი, ამასაც ვხედავ. ერთი მხრივ, კარგ საქმეს რომ გააკეთებ და მეორე მხრივ, იმდენ ცუდს გააკეთებ, რომ ადამიანებს მდგომარეობიდან გამოიყვან - ეს ეხება ქვეყნის მართვას. კარგად გამოსდის ამ ადამიანს კეთილი საქმეების და გააკეთოს, ქვეყნის მართვას თავი რომ დაანებოს, ეს იქნება ჩემი მთავარი რჩევა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზი

16 ივლისი 2020, 15:51

საზოგადოება

ისნის რაიონში 6 ათასამდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

გაზის მიწოდება შეუწყდა შემდეგ ქუჩებს: ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილის, დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის, ფაღავას, შორაპნის, ცუცხვათის, შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, კობარეთის, იზაშვილის, გუთნის, ბადიაურის, კოტე ბაქრაძის, ხახანაშვილის, ნოსირის, უბილავას, სართიჭალის, ბოროდინის, ქურხულის, ირბახის, თელავის, ალიხანიანის, ნიორაძისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე მიმდებარედ არსებული კვებისა და კომერციულ ობიექტებს.

16 ივლისი 2020, 15:46

საზოგადოება

საქართველოს 64 ბიბლიოთეკა წიგნადი ფონდების განახლებისთვის 450-ლარიან ვაუჩერს მიიღებს

„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, მიმდინარე თვეში რეგიონალური ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების განახლების პროექტი მეშვიდედ ტარდება. ასოციაციის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ვაუჩერიზაციის პროექტი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

ქობულეთის მერია

16 ივლისი 2020, 15:37

საზოგადოება

ფართის დაკანონების მოთხოვნით ქობულეთის მერიის შენობაში საპროტესტო აქციას მართავენ

12 ოჯახი ფართის დაკანონებას ითხოვს. ამბობენ, რომ ამ შენობაში 8 წელია, ცხოვრიბენ, ახლა კი გამოსახლება ემუქრებათ. მათივე თქმით, შენობა საკრებულოს დეპუტატმა, მალზახ რომანაძემ შეისყიდა.

ელმარ მამედიაროვი

16 ივლისი 2020, 15:32

მსოფლიო

ილჰამ ალიევმა ელმარ მამედიაროვი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელმარ მამედიაროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.