27 მაისი 2020, 16:00 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ტურისტული კომპანიებისა და გიდების დახმარება იქნება ცალკე პროგრამა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ბიზნესის ნაწილში, ქონების გადასახადი სრულად იქნა გადავადებული წლის ბოლომდე, ტურისტული სექტორის საშემოსავლო გადასახადებიც ასევე გადავადდება. სასტუმროები, რომლებსაც ბრუნვა აქვთ 20 მილიონ ლარამდე, მათ სახელმწიფო ბანკის პროცენტის სუბსიდირებაში დაეხმარება, ამისთვის ჩვენ ფული დარეზერვებული გვაქვს. მაგრამ სასტუმროები, რომლებიც არიან უფრო მსხვილი, 20 მილიონზე მეტი ბრუნვით, მათ სახელმწიფო ეხმარება ქონების გადასახადის შეღავათით და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანებს, რომლებიც ამ ბიზნესში ოპერირებენ, ძალიან კარგად ესმით რაზეც ვსაუბრობ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

პრემიერის განმარტებით, ტურისტული კომპანიების და გიდების დახმარებისთვის ცალკე პროგრამა იმოქმედებს და ყველა ნაბიჯის თუ პროგრამის ძირითადი მიზანი იქნება სამუშაო ადგილების და კომპანიების გადარჩენა.

„ტურისტული კომპანიების და გიდების დახმარება იქნება ცალკე პროგრამა და ყველა ამ ნაბიჯის და პროგრამის ძირითადი მიზანი იქნება ჯანსაღი სამუშაო ადგილების და კომპანიების გადარჩენა, მათი კომპეტენციის ამაღლება და მხარდაჭერა როგორც ლიკვიდობის, ასევე, მიწოდების შოკის გადალახვაში. სასტუმროების ნაწილში, საკარანტინო სივრცეები იყო სერიოზული მხარდაჭერა ეკონომიკური თვალსაზრისითაც, დაახლოებით 5 000 სამუშაო ადგილი შენარჩუნდა, გარდა იმისა, რომ უზარმაზარი კომპეტენცია შეიძინეს მსხვილმა სისტემურმა სასტუმროებმა როგორ უნდა მართონ COVID-ის რისკები. იქ თავისი სპეციალური პროტოკოლებია დასუფთავების, „ქეითერინგის“, ტრანსპორტირების. როდესაც ტურიზმი გაიხსნება, ეს ის ხალხია, რომელიც ყველაზე უკეთესად არის მზად იმისთვის, რომ გაუმკლავდეს და აითვისოს ტურიზმის შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ ტურიზმის გახსნის 3-ეტაპიანი გეგმა არსებობს. დღეს ჩვენ ვართ ადაპტაციის და მომზადების ეტაპზე. 15 ივნისიდან გაიხსნება შიდა ტურიზმი, ხოლო 1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება, რომ ქვეყნის გარედან მიიღოს სტუმრები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

სერგი კაპანაძე

16 ივლისი 2020, 17:23

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: რუსეთი ისე გათავხედდა, რომ ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს გვადანაშაულებენ

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება არის მორიგი სამწუხარო დემონსტრირება იმისა, როგორ დასუსტდა ქართული მხარე ბოლო წლების განმავლობაში. რუსეთის საგარეო ისეთ შემტევ განცხადებებს აკეთებს, რომ პირიქით, აქეთ გვადანაშაულებს ჩვენი მოქალაქეების გატაცებაში საოკუპაციო ძალების მიერ, ჩვენი მოქალაქეების დაჭრაში. ისე გათავხედდნენ, რომ გვადანაშაულებენ ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ჩინეთი ეკონომიკა

16 ივლისი 2020, 17:21

ეკონომიკა

ჩინეთი გახდა პირველი დიდი ქვეყანა, რომლის ეკონომიკაშიც პანდემიის შემდეგ ზრდა დაფიქსირდა

ჩინეთი გახდა პირველი დიდი ქვეყანა, რომლის ეკონომიკაშიც პანდემიის შემდეგ ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში ჩინეთის მშპ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2%-ით გაიზარდა.

ვასილ მამულაშვილი

16 ივლისი 2020, 17:17

სამართალი

მორაგბეების ადვოკატი ვასილ მამულაშვილი: გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს გამოძიება ცალკე წარმოებად იყოს დაწყებული

გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს გამოძიება არ იყოს 109-ე მუხლთან მიმართებაში. ამ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში და გამოძიება ცალკე წარმოებად იყოს დაწყებული, - ამის შესახებ მორაგბეების: არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების: არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლოა განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიება დაიწყო მანამდე არსებული სისხლის სამართლის საქმისგან დამოუკიდებლად/განცალკევებულად, რის გამოც ამ წარმოების ფარგლებში მოპოვებული შესაძლო მტკიცებულებები სსკ 143-ე, 225-ე და 126-ე მუხლით ბრალდებულ პირებს და მათ ადვოკატებს ვერ გადაეცემათ.

თბილისის ონკოლოგური საავადმყოფო

16 ივლისი 2020, 17:15

საზოგადოება

თბილისის ონკოლოგური საავადმყოფო მუშაობას რეაბილიტაციის დასრულებამდე შეაჩერებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურის თქმით, რეაბილიტაციის პროცესში ექიმები მიიღებენ წინა წლებში დაგროვილ, 10-თვიან დავალიანებას და ორი თვის კომპენსაციას. თანხები მათ უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში დაერიცხებათ. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, მუშაობას იგივე კლინიკაში განაგრძობენ.

გიორგი გელხაური

16 ივლისი 2020, 17:13

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ექსპერტიზა დასრულდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ექსპერტიზა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდა. ბრალდებულის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ სხეულზე მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. საგამოძიებო მოქმედებების დროს სამართალდამცველებმა დღეს არასრულწლოვანს ფიზიკური დაპირისპირების შესახებაც ჰკითხეს, რაზეც დაკავებული აცხადებს, რომ ძალადობის არც ერთ ეპიზოდში არ მონაწილეობდა.

16 ივლისი 2020, 17:11

საზოგადოება

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებელთა ნაკადი მეორე დღეა არ წყდება

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებელთა ნაკადი მეორე დღეა არ წყდება. დილიდან პარკს რამდენიმე ათასი ვიზიტორი კვლავ ეწვია - ადმინისტრაცია საზოგადოებას თხოვნით მიმართავს . „პარკს დამთვალიერებლები მთელი საქართველოდან სტუმრობენ. ვინაიდან პარკი 19 საათზე იკეტება, ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს მსურველებს, დასათვალიერებლად არაუგვიანეს 18 საათამდე მივიდნენ, რადგან ტერიტორია დიდია და დათვალიერებას ბევრი დრო სჭირდება. ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ დენდროლოგიური პარკის დამთვალირებლებს 7 საათის შემდეგ შეუძლიათ ეწვიონ მიმდებარედ არსებულ მინიატურების, მუსიკოსების ან ციცინათელების პარკს. დენდროლოგიური პარკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ყოველ დღე იმუშავებს. გამომდინარე იქიდან, რომ დენდროლოგიური პარკი უნიკალურია აქ წარმოდგენილი ფლორითა და ფაუნით და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, მომავალი კვირიდან მისი მონახულება ვიზიტორებს შეეძლებათ ყოველ დღე, ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა“, - ნათქვამია პარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი კოვზანაძე

16 ივლისი 2020, 17:07

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკი უნდა იყოს პრევენციული მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაში

„მაღალი ინფლაცია და ზედმეტად გაუფასურებული ლარი არის ის რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნული ბანკი უნდა იყოს პრევენციული, მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაში“ - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.

16 ივლისი 2020, 17:03

მსოფლიო

უკრაინა რეფორმების ჩასატარებლად ევროკავშირისგან €105 მილიონს მიიღებს

ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ევროპის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ ევროკომისიასთან 3 შეთანხმება გააფორმა, რომელიც ევროკავშირის დახმარების ახალი პროგრამის ფარგლებში კიევისთვის 105 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

16 ივლისი 2020, 16:55

პოლიტიკა

გიგი წერეთელმა აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით, ეუთოს თავმჯდომარის პირად წარმომადგენელთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით, ეუთოს თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს, ელჩს ანდრეს კაზპრჩიკს ონლაინ ფორმატში, ესაუბრა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ეუთოს წარმომადგენელმა სამხედრო დაპირისპირების პროცესზე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა და კონფლიქტურ ადგილზე არსებული ვითარება გააცნო.

16 ივლისი 2020, 16:40

COVID19

კოლუმბიაში შეიარაღებული დაჯგუფებები კარანტინის დამრღვევებს კლავენ

კოლუმბიაში კარანტინის დამრღვევებს შეიარაღებული ბანდები კლავენ. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. ქვეყნის 32 შტატიდან 11-ში ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებას ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ. გამოცემის მტკიცებით, ხშირ შემთხვევაში მათ მიერ დაწესებული შეზღუდვები ოფიციალურზე უფრო მკაცრია.

16 ივლისი 2020, 16:38

სპორტი

აშშ-ის უმაღლეს ლიგაში, 2 ქართველი ფეხბურთელით დაკომპლექტებულმა „სან ხოსემ“ პირველი თამაში მოიგო

ამერიკის შეერთებული შტატების განახლებულ უმაღლეს ლიგაში „სან ხოსემ“ პირველი თამაში მოიგო, - ამის შესახებ ინფორმაციას MLS Soccer ავრცელებს. კალიფორნიის გუნდმა, სადაც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ, სტუმრად „ვანკუვერი“ 4:3 დაამარცხა. კალიფორნიელები 59-ე წუთზე 1:3 აგებდნენ და მესამე ბურთი მას შემდეგ გაუშვეს, როდესაც მათი მეკარე ვეგა კაშიასთვის გადაცემის გაკეთების დროს უხეშად შეცდა. საბოლოოდ ბოლო 18 წუთში „სან ხოსემ“ მასპინძელთა კარში სამი ბურთი გაიტანა და სამი ქულა მოიპოვა.

16 ივლისი 2020, 16:35

COVID19

10 თვის ბავშვის კორონავირუსით ინფიცირების წყარო კვლავ უცნობია

„მცირეა ალბათობა იმისა, რომ დიაგნოზში შეიძლება შეცდომა იყოს, რადგან ბავშვი PCR ტესტით 2-ჯერ გადამოწმდა და სავარაუდო დადებითია შემთხვევა, თუმცა ის კიდევ შემოწმდება. პაციენტს დაავადება დაეწყო როგორც ნაწლავური ინფექცია: ღებინებით, დიარეით, ცხელებით და ამ ჩივილებით მიმართეს თელავის საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსზე ეჭვი მიიტანეს და ამიტომ ჩატარდა ტესტი“, - განაცხადა ნინო გაბისონიამ

ირაკლი კოვზანაძე

16 ივლისი 2020, 16:34

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკური გამოწვევების ფონზე ქვეყნის ცენტრალური ბანკის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება და გამადიდებელი შუშის ქვეშ ხვდება

გასული წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი წარმატებით იყენებდა ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ღია ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდები, ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.

ფოტო: „ლიბერთი ბანკი“

16 ივლისი 2020, 16:33

საზოგადოება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის „ლიბერთი ბანკისა“ და კომპანია „აქვა გეოს“ ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება „ლიბერთი ბანკის“სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.

დავით ზალკალიანი

16 ივლისი 2020, 16:33

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენ ველით, რომ საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ მკაცრად მოსთხოვს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობოდ დაცვას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის პასუხი ჩვენს განცხადებაზე, რომელიც იყო პირდაპირი და ყველაფერს არქმევდა თავის სახელს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, მსგავსი ფაქტები ახალი არ არის და ადრეც იყო საქართველოს მოქალაქეების გატეცების, მათი უკანონო დატყვევების, დაჭრის ფაქტები.

16 ივლისი 2020, 16:26

საზოგადოება

ბაგა-ბაღების თანამშრომლები სამედიცინო მომსახურების საშეღავათო პაკეტით ისარგებლებენ

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს და თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

რიჟვაძე Unicef

16 ივლისი 2020, 16:21

რეგიონი

Unicef-ი „ოცნების ქალაქის“ კომისიის მუშაობასა და კრიტერიუმების შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ღასან ხალილს შეხვდა. რიჟვაძემ ღასან ხალილს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ფონდის მნიშვნელობას ბავშვების ზრდისა და განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.

ჰულუსი აქარი

16 ივლისი 2020, 16:20

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაციისთვის პასუხს აგებს - აზერბაიჯანის ტკივილი ჩვენი ტკივილია

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის განცხადებით, სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაციისთვის პასუხს აგებს.

თამარ გაბუნია

16 ივლისი 2020, 16:18

საზოგადოება

თამარ გაბუნია: სოლიდარობის კვლევაში ჩასართავად, ამ ეტაპზე ქვეყანაში მძიმე პაციენტები არ არიან

დღეს საქართველოს არ ჰყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ. „სოლიდარობის კვლევა“ პაციენტების დონეზე საქართველოში ჯერ არ დაწყებულა, ვინაიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გარკვეული მოდიფიკაცია და წესების ცვლილებები ხორციელდება.

კობა გვენეტაძე

16 ივლისი 2020, 16:13

ეკონომიკა

კობა გვენეტაძემ პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა

პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის წლიური ანგარიში წარადგინა. მან ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბაკნის მიერ გატარებულ ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო ნაბიჯებზე.