imedi /  27 მაისი 2020, 17:17 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: მთავრობას ბიუჯეტის წარდგენა შეუძლია 5 ივნისამდე და ჩვენ ამ ვადას არ გადავაცილებთ

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ბიუჯეტის წარდგენის, ასევე პარლამენტის რეგლამენტის მიერ განსაზღვრული თარიღები არსებობს, მთავრობას ბიუჯეტის წარდგენა შეუძლია 5 ივნისამდე, ჩვენ ამ ვადას არ გადავაცილებთ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში დეპუტატ რომან კაკულიას კითხვას, რომელიც ბიუჯეტის პარამეტრებზე შეეხებოდა.

გიორგი გახარიას თქმით, პანდემიამდე ნაერთი ბიუჯეტი გვქონდა 13 მილიარდ 700 ათასი, რომელიც შემცირდა 11 მილიარდ 900 ათასამდე შემცირდა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხარჯები ასეთია: 350 მილიონი ეს არის კონკრეტულად ჯანდაცვის ხარჯები ვირუსთან ბრძოლაში. 1,03 მილიარდი ეს არის მოქალაქეების სოციალური დახმარება, 1.7 მილიარდი ეს არის ბიზნესის დახმარება და სულ ეს არის 4,3 მილიარდი. ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი გაზრდილია 6-დან 8,5-მდე. ეს არის ის პარამეტრები, რომლებიც ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული გვაქვს და რომელიც არის საპროგნოზო, კრიზისული, მაგრამ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიმოქმედოთ იმ სოციალური დახმარებებისა და ანტიკრიზისული გეგმების ფარგლებში, რომელიც უკვე წარდგენილი იყო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

პეტრო პოროშენკო

04 ივლისი 2020, 15:21

მსოფლიო

პეტრო პოროშენკო: მზად ვარ ციხეში წავიდე, რათა უკრაინა გადარჩეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის გადასარჩენად მზად არის ციხეში წავიდეს და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან პირად შურისძიებად აფასებს. ამის შესახებ მან BBC-ის უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

ბელარუსი კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 15:18

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა,პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი სულ 418 პაციენტი გარდაიცვალა..

კადრი ფილმიდან „ინფიცირება“

04 ივლისი 2020, 14:53

ტექნოლოგიები

კვლევა: სამყაროს აღსასრულზე ფილმების მოყვარულები პანდემიას უკეთ გაუმკლავდნენ

„თუ კარგ ფილმს უყურებთ, გითრევთ და გაიძულებთ სიტუაციას პერსონაჟის თვალით შეხედოთ, ამიტომ აუცილებლად თავში სხვადასხვა სცენარს ამუშავებთ. ჩვენი აზრით, ადამიანები სპეციალურად არ სწავლობენ ამას, მაგრამ ტუალეტის ქაღალდის დეფიციტს თუ არ ჩავთვლით, ყველამ უკვე იცოდა რა უნდა ეყიდა“, - განაცხადა ფსიქოლოგმა კოლტან სკრივნერმა.

მავრების ქუჩა

04 ივლისი 2020, 14:40

მსოფლიო

ბერლინში მეტროს სადგურ „მავრების ქუჩას“ სახელს გადაარქმევენ

ბერლინში მეტროს სადგურ „მავრების ქუჩას“ სახელს გადაარქმევენ. ინფორმაცაის ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბერლინის სატრანსპორტო კომპანიაში ჩათვალეს, რომ სახელწოდება დისკრიმინაციული ხასიათისაა. გადარქმევის პროცესი რამდენიმე კვირას გასტანს. ამასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლება იმსჯელებს იმაზე, საჭიროა თუ არა ამავე სახელწოდების ქუჩისთვის სახელის გადარქმევა.

ანრი ოხანაშვილი

04 ივლისი 2020, 14:27

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს! ვამაყობთ ქართველი და ამერიკელი ხალხის წარმატებული თანამშრომლობით! მადლობას გიხდით მტკიცე მხარდაჭერისათვის!“, - ნათქვამია ოხანაშვილის განცხადებაში.

ბარაკ ობამა

04 ივლისი 2020, 14:23

მსოფლიო

როგორ აღნიშნავდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს. ვიდეო

როგორ აღნიშნავდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პრეზიდენტი 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ვიდეოში ასახულია 1992 წლიდან მოყოლებული კადრები, სადაც ჩანს ჯორჯ ბუში უფროსი, ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უმცროსი, ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი.

გერმანია პირბადე

04 ივლისი 2020, 14:05

COVID19

ბერლინის მოსახლეობას პირბადის არასწორი ტარების აღსაკვეთად მოუწოდებენ დეოდარანტი არ იხმარონ

გერმანიის დედაქალაქში მეტროსა და ავტობუსებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ნიღბის ტარება აუცილებელია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები პირბადეს არასწორად - მხოლოდ პირზე ატარებენ.

კორონავირუსი სპორტდარბაზი

04 ივლისი 2020, 13:47

COVID19

სამხრეთ კორეის ქალაქ იიჯონბუში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა

სამხრეთ კორეის ქალაქ იიჯონბუში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 36 შიდა გადაცემას უკავშირდება, 27 კი იმპორტირებულია. 25 ახალი შემთხვევა სეულის მახლობლად მდებარე ქალაქ იიჯონბუში დაფიქსირდა, საიდანაც 16 ე.წ. სპორტდარბაზის კლასტერს მიეკუთვნება.

04 ივლისი 2020, 13:43

პოლიტიკა

საქართველოს პროკურატურა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„ამერიკის შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოს პროკურატურის სისტემის განვითარების პროცესში. აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურაში ხორციელდება მთელი რიგი წარმატებული პროექტები“.

04 ივლისი 2020, 13:40

COVID19

დღე-ღამეში აშშ-ში კორონავირუსს 616 ადამიანი ემსხვერპლა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 54 904 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 616 ადამიანი კი გარდაიცვალა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 2 890 588 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 132 101 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის დამარცხება 1 235 488-მა ადამიანმა შეძლო.

უგანდა ტაქსის მძღოლი თავის დაწვა

04 ივლისი 2020, 13:40

მსოფლიო

უგანდაში ტაქსის მძღოლმა პოლიციის განყოფილებაში 40 დოლარის გამო თავი დაიწვა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ტაქსით მგზავრების გადაყვანა აკრძალულია. მაგრამ ვალუგემბეს მოტოციკლი მეგობარს ათხოვა, რომელმაც ეს აკრძალვა დაარღვია. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ის სამართალდამცველებმა.

საბა კვირკველია

04 ივლისი 2020, 13:25

სპორტი

საბა კვირკველიამ შესაძლოა მოსკოვის „ლოკომოტივი“ დატოვოს

მოსკოვის „ლოკომოტივი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას გაშვებას აპირებს. რუსული მედიის ცნობით, ლოკომოტივი ცენტრალურ მცველლს ეძებს და ამ პოზიციაზე კვირკველიას სავარაუდო შემცვლელებიც ჰყავს, რომლებიც 28 წლის ქართველ ფეხბურთელზე უმცროსები არიან.

04 ივლისი 2020, 13:20

მსოფლიო

ბრიტანეთში არალეგალური მუსიკალური ღონისძიების დაშლისას 7 პოლიციელი დაშავდა

დიდ ბრიტანეთში, დასავლეთ ლონდონში, არალიცენზირებულ მუსიკალურ ღონისძიებაზე შეკრებილთა დაშლის მცდელობისას 7 სამართალდამცველი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შეკრებილებმა პოლიციელებს აგურები დაუშინეს, რის შედეგადაც მათი ნაწილის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ადამიანი ძაღლი ასაკი

04 ივლისი 2020, 13:13

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ძაღლის და ადამიანის ასაკის შედარების ახალი ფორმულა დაადგინეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახალი ფორმულა შეადგინეს, რომელიც ძაღლების ზრდის სიჩქარეს ითვალისწინებს. კვლევისთვის მათ ლაბრადორები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ამ ჯიშის ძაღლები ადამიანზე გაცილებით სწრაფად იზრდებიან, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ კი ეს ტემპი უფრო ნელი ხდება.

04 ივლისი 2020, 13:11

რეგიონი

წყალმომარაგების კომპანია: ფოთის წყალარინების ქსელის მშენებარე კონტრაქტორს გაფრთხილება კიდევ ერთხელ მიეცა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში, ირაკლი ნაფეტვარიძემ, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ფოთში წყალარინების ქსელის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში სამუშოები მიმდინარეობს ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე. მშენებელი კონტრაქტორი ახალი ქსელის მოწყობას რეკვავას, აკაკის, ჭავჭავაძის, წმინდა გიორგისა და თავდადებულის ქუჩებზე ახორციელებს.

აჭარა დახმარება

04 ივლისი 2020, 13:08

რეგიონი

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს. ეს გადაწყვეტილება სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სამთავრობო კომისიის წევრების რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

04 ივლისი 2020, 13:04

მსოფლიო

ოკლაჰომას 2 პოლიციელს მკვლელობაში ადანაშაულებენ, მათ მსხვერპლზე ელექტრო შოკი 50-ჯერ გამოიყენეს

ჯოშუა ტეილორსა და ბრენდონ დინგმანს, 1 ივლისს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს, ელექტრო შოკის ჭარბი გამოყენების შედეგად მათ 28 წლის ჯარედ ლაკის სიცოცხლე იმსხვერპლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ოფიცრებმა ელექტრო შოკები 50-ზე მეტჯერ გამოიყენეს, რაც ძალის გადამეტება იყო და როგორც დოკუმენტში წერია ეს სიკვდილის გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

04 ივლისი 2020, 12:59

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 583 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 19 267-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა უკვე 235-ია. აზერბაიჯანში კორონავირუსის დამარცხება 10 820-მა ადამიანმა შეძლო.

კელი დეგნანი

04 ივლისი 2020, 12:51

პოლიტიკა

კელი დეგნანი: საქართველოში გატარებული 5 თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებებს დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის 244-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა.

04 ივლისი 2020, 12:38

სამართალი

ხობის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხობის მონაკვეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ტოიოტას“ ფირმის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გარდაცვლილი ხობში მცხოვრები მე-10 კლასის მოსწავლეა. მოზარდი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ხაზის გასწვრივ ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სენაკიდან, ზუგდიდში მიმავალმა მანქანამ გაიტანა.