imedi /  02 ივნისი 2020, 16:26 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: საქართველო უსაფრთხო დანიშნულების ადგილია და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ საერთაშორისო აეროპორტებსაც

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროცესს ასევე გაეცნენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი, თამარ არჩუაძე და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან კარანაძე.

აეროპორტის ოპერატორმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ ადგილზე უკვე უზრუნველყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და საერთაშორისო სტანდარტებით აეროპორტებში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა, მათ შორის შემოსასვლელებში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური ვიდეოსკანერები, რომლითაც მოხდება მგზავრთათვის სიცხის გაზომვა. ასევე მოხდა მოფრენისა და გაფრენის ტერმინალების უსაფრთხო დისტანციის სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აერპორტის თანამშორმლებს შორის.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, როგორც ცნობილია, საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობას 1-ლი ივლისიდან გეგმავს.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მთელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთაშორისო აერპორტები, მზად იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და უსაფრთხოების ყველა ეპიდემიოლოგიურ სტანდარტს უპასუხონ, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს, როგორც ტურისტების მიღება, ასევე ჩვენი მოქალაქეების გაფრენა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ ძალიან დიდი შრომა გაწია და უსაფრთხოების სტანდარტი ყველა პროცედურის დროს, ყველა ნაბიჯზე უმაღლეს დონეზე იყოს დაცული.


„პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ აეროპორტებსაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ყველა სიახლე

04 ივლისი 2020, 11:00

რეგიონი

რუისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივებმა სარწყავი წყლის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები ტაშისკრის არხზე, სარწყავი წყლის აღდგენას ითხოვენ, რომელიც 2 კვირაა არ მოედინება, რაც მოსახლეობას მოსავლის განადგურების საფრთხე უქმნის. ადგილზე იმყოფებიან მელიორაციის სამსახურისა და ქარელის საკრებულოს წარმომადგენლები.

უკრაინა კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 10:55

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 15 პაციენტი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 227-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 21 155 პაციენტი.

მამუკა ბახტაძე

04 ივლისი 2020, 10:55

პოლიტიკა

მამუკა ბახტაძემ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

დღეს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მამუკა ბახტაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით, აშშ-ს დღევანდელი დღე მიულოცა. „ვულოცავ 4 ივლისს ჩვენს ამერიკელ მეგობრებს! ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ბრძოლაშია გამოცდილი და ორმხრივია. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე Twitter-ზე წერს.

04 ივლისი 2020, 10:50

COVID19

კოვიდინფიცირების შემთხვევებით მექსიკამ იტალიას გადაუსწრო

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მექსიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 6 740 შემთხვევა აღწერეს. ამით, ქვეყანაში ინცირების მაჩვენებელი უკვე 245 251-ს გაუტოლდა. შედეგად, მექსიკამ იტალიის ჯამურ მაჩვენებელს (241 184 შემთხვევა) გადაასწრო.

კორონავირუსი ინდოეთი

04 ივლისი 2020, 10:49

COVID19

ინდოეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების ანტირეკორდი დაფიქსირდა

ინდოეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 22 771 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ვახტანგ გომელაური

04 ივლისი 2020, 10:40

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაურმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

დღეს, 4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სრულიად აშშ-ს დღევანდელი დღე მიულოცა და მშვიდობა, სიძლიერე და წარმატება უსურვა. „ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, სტრატეგიულ პარტნიორებს და ამერიკელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ მშვიდობას, სიძლიერესა და წარმატებას“, - ამის შესახებ განცხადება ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.

ინდოეთი ძაღლები

04 ივლისი 2020, 10:39

მსოფლიო

ინდოეთის ერთ-ერთ შტატში ძაღლის ხორცის იმპორტი და გაყიდვა აიკრძალა

რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციამ გადაწყვეტილება გააკრიტიკა და შტატის კვების კულტურაზე თავდასხმად შეაფასა.

ჩე სონ ჰუ

04 ივლისი 2020, 10:35

პოლიტიკა

ფხენიანი აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების საჭიროებას ვერ ხედავს

ოფიციალური ფხენიანი აშშ-სთან მოლაპარაკებების საჭიროებას ვერ ხედავას. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ჩე სონ ჰუს განცხადებით, აღნიშნული მოლაპარაკებები სხვა არაფერია, თუ არა - პოლიტიკური იარაღი ვაშინგტონისთვის.

გიორგი გახარია

04 ივლისი 2020, 10:14

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან

„ჩვენ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ საკვანძო სფეროებში და უმაღლეს დონეზე ავიყვანეთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის კუთხით. ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები დღითიდღე ძლიერდება“.

უკანონო სახერხი

04 ივლისი 2020, 10:14

სამართალი

თბილისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს, ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა როგორც ლენტური, ისე ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი. იქვე განთავსებული იყო 3,5 მ3 წიწვოვანი სახეობის ფიცარი.

ავღანეთი გაცილება

04 ივლისი 2020, 10:13

თავდაცვა

„მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ავღანეთში მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაემგზავრა

მე-13 ბატალიონი ვიცე-პოლკოვნიკ ვლადიმერ ნათენაძის მეთაურობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქვედანაყოფი როტაციის წესით ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილებას მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონისგან გადაიბარებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 10:13

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

სუნთქვის აპარატები

04 ივლისი 2020, 09:55

COVID19

ჯანდაცვის სამინისტრომ სუნთქვის პორტატული აპარატები შეიძინა

ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის „კოვიდ-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის” ფარგლებში, სუნთქვის პორტატული აპარატები შეიძინა. უწყებამ პორტატული სუნთქვის აპარატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა.

იაპონია წყალდიდობა

04 ივლისი 2020, 09:50

მსოფლიო

ძლიერი წვიმების გამო იაპონიაში 200 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ძლიერი წვიმების გამო იაპონიაში 200 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Kyodo ავრცელებს. კუმამოტოსა და კაგოსიმას პრეფექტურებში საფრთხის მაქსიმალური დონეა გამოცხადებული, რაც ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის არსებობას გულისხმობს. ბოლო მონაცემებით, კუმამოტოს პრეფექტურაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად სულ მცირე 13 ადამიანი ითვლება. ძლიერი წვიმების გამო ელექტროენერგიის გარეშე 9 ათასი სახლი დარჩა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აშშ

04 ივლისი 2020, 09:44

საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

კარლ ჰარცელი

04 ივლისი 2020, 09:37

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა უნიკალურია და ასოცირების შეთანხმება ამ პარტნიორობის საყრდენს წარმოადგენს

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში „ევროპის დღეები 2020“- ის შემაჯამება და პანელური დისკუსია გაიმართა. ციფრულ ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა 2020 წლის ევროპის დღეები შეაჯამეს და ასოცირების შეთანხმების 6 წლის შედეგები შეაფასეს.

წყალმომარაგება

04 ივლისი 2020, 09:34

რეგიონი

უახლოეს მომავალში წნორის მოსახლეობა ევროპული სტანდარტების შესაბამის წყალს მიიღებს

წნორის წყლის ახალი სისტემების ტესტირების შემდეგ მოსახლეობა სტაბილურ წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. კახეთის რეგიონში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა მოინახულა.

ბენ ჰოჯესი

04 ივლისი 2020, 09:11

მსოფლიო

ბენ ჰოჯესი: კრემლმა შეიძლება ჩათვალოს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის გამო უკრაინის წინააღმდეგ იერიშზე აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემს

2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბენ ჰოჯესი

04 ივლისი 2020, 09:06

პოლიტიკა

გენერალი ბენ ჰოჯესი: ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია

2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟაირ ბოლსონარუ

04 ივლისი 2020, 08:38

COVID19

ჟაირ ბოლსონარუმ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ კანონს ვეტო დაადო

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ვეტო დაადო კანონს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის სავალდებულო ტარებას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა G1 ავრცელებს. კანონი ასევე ითვალისწინებდა პირბადის სავალდებულო ტარებას სახელმწიფო უწყებებში და კომერციულ, სამრეწველო და რელიგიურ დაწესებულებებში. კანონის მიხედვით, ამ დაწესებულებებს მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის პირბადეები უფასოდ უნდა დაერიგებინათ.