02 ივნისი 2020, 18:46 / სანდო წყარო

European Best Destinations-ი: საქართველოს ათას მოსახლეზე უფრო მეტი ჰოსპიტალური საწოლი აქვს, ვიდრე შვედეთსა და დანიას, თან თბილისი პარიზსა და ლონდონზე ხუთჯერ უფრო უსაფრთხოა

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations-მა ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა. სტატიის ავტორი, სესილია როდრიგესო წერს, რომ საქართველომ ძალიან სწრაფად იმოქმედა და ეპიდემიის ძალიან დაბალ დონემდე შესანარჩუნებლად მიიღო ზომები. „ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებთან შედარებით აქ ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 260-ჯერ დაბალია“ - აღნიშნავს ავტორი.

„მაშინ, როდესაც მთელს ევროპაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები მცირდება, საზღვრები იხსნება და ახალი გზები ჩნდება ვიზიტორების უსაფრთხო მოგზაურობისთვის, ევროპის საზაფხულო კურორტები რეალურ შესაძლებლობად გვევლინება განტვირთვის მოსურნე მოგზაურებს.

ისეთი კრეატიული კონცეფციების წყალობით, როგორიცაა ახალი კორონავისურის კრიზისისგან ოფიციალურად გათავისუფლებულ ქვეყნებს შორის დამყარებული „საჰაერო ხიდები“, „სამოგზაურო ბუშტები“ და „საკურორტო დერეფნები“ (სადაც ვიზიტორების კარანტინში მოთავსება არ არის საჭირო), მთავრობები, საერთაშორისო ინსტიტუტები და ტურიზმის სპეციალიზებული ორგანიზაციები ახალ ინიციატივებსა და პროტოკოლებს აწესებენ ჯერ მეზობელ ქვეყნებში ტურიზმის განსაახლებლად და შემდეგ - რამდენიმე კვირაში - საერთაშორისო მოგზაურობის პიკური საზაფხულო სეზონისთვის.

საზაფხულო არდადეგები ევროპაში შეიძლება მომდევნო თვეს განახლდეს „საჰაერო ხიდების“ საშუალებით, იუწყება ბრიტანული გაზეთი The Sun-ი.

„ახლა ბევრი ევროპული ქვეყანა ხსნის საზღვრებს, ფრენებს და სასტუმროებს“ აცხადებს ორგანიზაცია European Best Destinations (EBD), რომელიც ევროკომისიის EDEN Network ("European Destinations of Excellence") ქსელის ფარგლებში ფუნქციონირებს და რომელსაც კონტინენტზე მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობა აქვს მიზნად დასახული.

იმ მოგზაურთა დასახმარებლად, რომლებსაც „სახლში გამოკეტვის შემდეგ ევროპაში მოგზაურობა სურთ, თუმცა არ იციან სად წავიდნენ და უსაფრთხოების რა ზომები მიიღება ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონების მიერ“, ორგანიზაცია EBD 20 დანიშნულების ადგილის ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ყველაზე დაბალი იყო ახალი კორონავირუსის ეფექტი (ე.ი. სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 600-ჯერ დაბალია).

ჩამოთვლილ ქვეყნებში დასვენების ადგილები საავადმყოფოებთან ახლოს მდებარეობენ და იმაზე მეტი საწოლის რესურსი არსებობს თითო მოსახლეზე, ვიდრე ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, თან ძალიან კონკრეტული პროტოკოლები ხორციელდება დაბინავების, კვებისა და სავაჭრო ობიექტებში ჰიგიენის ნორმების დაცვის მიზნით. ასევე, ამ ქვეყნებში ახალი ზომებია დაწესებული ყოველი ახალი მოგზაურისთვის კონდიცირების სისტემებში ფილტრების რეგულარული გამოცვლის, პირბადეების საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფისა და სოციალური დისტანცირების მხრივ.

სანამ სიაში მითითებულ რომელიმე ამ ლამაზ ადგილს მიაშურებთ, ორგანიზაცია EBD გირჩევთ:

• სიფრთხილე გამოიჩინოთ და არ დაგავიწყდეთ ბარიერული ჟესტები, სოციალური დისტანცირება, პირბადეების ტარება - როდესაც ეს შესაძლებელი და აუცილებელია;
• ნუ წახვალთ მოგზაურობაში, თუ ჯანმრთელობა სუსტი გაქვთ;
• ხანდაზმული ადამიანები 70 წლის ზემოთ, ასევე ჭარბი წონის მქონე პირები და რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ;
• მოგზაურთა პასუხისმგებლობაა დაიცვან მოწყვლად კატეგორიაში მყოფი საყვარელი ადამიანები და მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეები.

1. საქართველო, თბილისი

თბილისი საქართველოს დედაქალაქია. ის ერთერთია ახალი კორონავირუსის შედეგად ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყნებს შორის. საქართველომ ძალიან სწრაფად იმოქმედა და ეპიდემიის ძალიან დაბალ დონემდე შესანარჩუნებლად მიიღო ზომები. ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებთან შედარებით აქ ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 260-ჯერ დაბალია.

ქვეყანა 1 ივლისიდან ხსნის საზღვრებს, სამედიცინო ზომებს ახორციელებს მოგზაურთა და ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად, უსაფრთხო დასვენებისა და განტვირთვის მოსაწყობად.

თბილისი ფართო თვალსაწიერის მქონე ქალაქია, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი, კულტურა და დასვენება კარგად ერწყმის ერთმანეთს. ახლა ის უფრო ტრენდულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ქალაქი იდეალურია კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის. აღფრთოვანება აქ გარანტირებული გაქვთ.

ბრწყინვალე ოსმალური შენობები კარგად ერწყმის შუა საუკუნეების, ნეო-კლასიკურ, საბჭოთა და უკიდურესად თანამედროვე არქიტექტურას.

საქართველოს ათას მოსახლეზე უფრო მეტი ჰოსპიტალური საწოლი აქვს, ვიდრე შვედეთს და დანიას, თან თბილისი ხუთჯერ უფრო მეტად უსაფრთხოა (კრიმინალური მაჩვენებლებით), ვიდრე პარიზი ან ლონდონი.

ქალაქს ტურისტებისთვის განკუთვნილი ბინების დიდი არჩევანი გააჩნია, რასაც ამჟამად მოგზაურები მეტად ეტანებიან. აქვეა მცირე ზომის, ბუტიკის სტილის და საოჯახო სასტუმროები.

„დამატებითი არგუმენტი გჭირდებათ? 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ან თბილისის კერძო ვილაში დარჩენა 4-ჯერ უფრო ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე იმავე ჯგუფის იგივე სასტუმრო ევროპის სხვა დედაქალაქში“ იუწყება ორგანიზაცია EBD“ - აღნიშნულია სტატიაში.

თბილისის შემდეგ ავტორი მკითხველს შედეგი ადგილების შესახებ უამბობს:

2. საბერძნეთი, კორფუ;
3. ხორვატია, კავტატი;
4. აზორის კუნძულები;
5. საბერძნეთი, პრევეზის ნომი;
6. პორტუგალია, ალენტაჟუ.

მე-7 ადგილს კვლავ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქი, ბათუმი იკავებს.

„საქართველო ცალსახად ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, რომლებიც ბევრად ნაკლებად დაზარალდნენ ახალი კორონავირუსისგან. ძალიან სწრაფად დაწესდა აქ ზომები, რომელთა წყალობით ეპიდემია უკიდურესად დაბალ დონეზე იქნა შეკავებული. აქ ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 260-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში.

ბათუმი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, კავკასიონის ძირში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით. ის არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და თავისი ზომით - ქვეყნის რიგით მეორე უმსხვილესი ქალაქი.

ბათუმს ასევე მოიხსენიებენ „შავი ზღვის ლას-ვეგასად“. ორგანიზაციის EBD ინფორმაციით, ის „მშვენიერი ხედების, ძლიერი კულტურის და ლეგენდარული სტუმარ-მასპინძლობის შესანიშნავი ნაზავია. ეს მშვენიერი ქალაქი გიწვევთ განიცადოთ უძველესი ისტორიის მქონე ადგილებისა და თანამედროვე ყოფის კონტრასტი“.

ახალი კორონავირუსის კონტექსტში ბათუმი ევროპაში არა მხოლოდ ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ადგილად გვევლინება, არამედ ის ასევე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი, სადაც კრიმინალური დონის მაჩვენებელი ხუთჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში.

„აჭარის რეგიონს გამაოგნებელი მრავალფეროვნება გააჩნია: ზღვის თვალუწვდენელი სანაპიროები, მაღალი მთები, კულტურული ძეგლები, მონასტრები, თაღოვანი ხიდები, მშვენიერი ტბები და ავთენტური სოფლები. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინოები და ამოუცნობი სამზარეულო, შეიგრძნოთ ეკო-ტურიზმის ძალა, გახდეთ გულღია მასპინძლების სტუმრები. ცამდე აწვდენილი აჭარის მთები ბუნებასთან ჰარმონიულად გაგრძნობინებთ თავს.
ბათუმი ასევე შესანიშნავია შემოდგომაზე: ჰაერის ტემპერატურა ძალიან სასიამოვნოა სექტემბერსა და ოქტომბერში“.

ბათუმს 30-ზე მეტი საავადმყოფო გააჩნია, მათ შორისაა საუნივერსიტეტო კლინიკებიც, რომლებიც სამედიცინო კრიზისის დაწყებიდან არც ყოფილა გადატვირთული.

ქალაქი და ქვეყანა მოგზაურებისთვის 1 ივლისიდან იხსნება. კარანტინის რეჟიმში მგზავრის მოთავსებას არავინ ითხოვს“ -ვკითხულობთ სტატიაში.

European Best Destinations-ი უსაფრთხო ადგილთა შორის ასევე ასახელებს შემდეგ ქალაქებს:

8. ხორვატია, ზაგრები;
9. პორტუგალია, ალგარვი;
10. რუმინეთი, სიბიუ;
11. მონტენეგრო, კოტორი;
12. ხორვატია, რიეკა;
13. პოლონეთი, ვარშავა;
14. ავსტრია, ვენა;
15. სლოვენია, ბოჰინი;
16. მალტა;
17. პოლონეთი, გდანსკი;
18. ლიტვა, ვილნიუსი;
19. ლატვია, რიგა;
20. ფინეთი, ველური ტაიგა.

ყველა სიახლე

ისრაელი

12 ივლისი 2020, 00:26

მსოფლიო

ისრაელში კორონავირუსზე მთავრობის რეაგირება დემონსტრაციით გააპროტესტეს

ისრაელში ათასობით ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე, სადაც ეკონომიკაზე კორონავირუსის კრიზისის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ გადადგმული „არასათანადო საპასუხო ნაბიჯები“ გააპროტესტეს.

კურიერი ლაბრადორი ეროსი კოლუმბია

12 ივლისი 2020, 00:06

ტაბლოიდი

კოლუმბიაში ლაბრადორი კურიერად მუშაობს და პანდემიის დროს კლიენტებთან სურსათი მიაქვს

„სოციალური დისტანციის დაცვაში გვეხმარება. თანაც ხალხს მოსწონს, როცა მათთან ძაღლს ვაგზავნით“, - ამბობს მაღაზიის და ეროსის პატრონი მარია ნატივიდად ბოტერო. მისივე თქმით, ეროსი სახლში მისმა ვაჟმა მიიყვანა, 4 წლის წინ კი, როცა ოჯახმა მინი-მარკეტი გახსნა, ის თან დაჰყვებოდა ბოტეროს და მის შვილებს, როცა მათ მომხმარებლებთან შეკვეთები მიჰქონდათ.

11 ივლისი 2020, 23:48

ტექნოლოგიები

მექსიკაში არქეოლოგებმა წყლით დატბორილი უძველესი შახტი იპოვეს

არქეოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა მექსიკაში, კინტანა-პოს სანაპიროზე წყალქვეშა გამოქვაბულები შეისწავლა და 12 000 წლის წინ დატბორილი შახტი იპოვა. ამის შესახებ techcult წერს.

11 ივლისი 2020, 23:38

საზოგადოება

ამერიკის საელჩო: კელი დეგნანმა მოინახულა იფარი და უშგული, სადაც მოუთმენლად ელიან ადგილობრივ ტურისტებს

„ელჩი დეგნანისთვის დიდი პატივია ზემო სვანეთის მონახულება ქართველ ბიზნესმენ ქალებთან და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად. მათთან ელჩი განიხილავს ბიზნესის გამოწვევებსა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს“, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ვაკო გვილია

11 ივლისი 2020, 23:20

სპორტი

ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიასთან“ ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვაკო გვილია ვარშავის ლეგიასთან ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ლეგიამ ვარშავაში კრაკოვია ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 75-ე წუთზე კი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.

კობა კობალაძე

11 ივლისი 2020, 23:07

სამართალი

კობა კობალაძე: პოლიციის განყოფილებაში შვილთან ერთად მივედი, ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები, რეალურად სამართლებრივი შეფასება მიეცემა

ჩემი შვილი და მე ერთად მივედით განყოფილებაში, მილიონი რაღაცაა აგორებული მასზე და ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები, რეალურად სამართლებრივი პოზიცია, შეფასება მიეცემა ამას, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა კობა კობალაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ისრაელი

11 ივლისი 2020, 23:06

COVID19

ისრაელში კორონავირუსის 1500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ისრაელში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1500 ახალი შემთხვევა აღირიცხა. მედიის ცნობით, საავადმყოფოებში 134 მძიმე პაციენტი მკურნალობს, 49 კი მართვით სუნთქვაზეა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში 37464 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა - 354.

კახა ბექაური

11 ივლისი 2020, 22:44

საზოგადოება

კახა ბექაური: კომპანიების უკმაყოფილების მიზეზი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებებია

„კომპანიების გაბრაზების საფუძვლები შეიძლება უფრო ღრმა იყოს, ვიდრე - ეს კანონპროექტი. ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აქტიურ ცვლილებებს ვახორციელებთ ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე და ეს მოსახლეობამ და მედიამ კარგად იცის“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ დარგობრივ კომიტეტში სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 22:35

პოლიტიკა

კახა კუჭავა: აშშ-ში ჩვენი ელჩის ხელმძღვანელობით ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც ახლო ურთერთობა აქვს ს​ახელმწიფო დეპარტამენტთან, კონგრესთან და სენატთან

ჩვენ აშშ-ის გვყავს ძლიერი გუნდი ელჩის ხელმძღვანელობით, რომელიც თვეების განმავლობაში მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუნდაც ის რომ უნდა გაიზარდოს თანხები და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 22:10

პოლიტიკა

კახა კუჭავა: თანამშრომლობა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან არის აღიარებული, არის ძალიან მაღალ დონეზე

„დარწმუნებული ვარ, საბოლოო ასახვა არასოდეს ექნება იმას, რომ აშშ-ის დახმარება 15 პროცენტით შემცირდეს, რადგან ის თანამშრომლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც კი არის აღარებული, არის ძალიან მაღალ დონეზე და ის წარმატებები, რომელსაც ვაღწევთ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობის კუთხით, პირდაპირი და ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, თუ რასაც ვიღებთ ამ ბოლო წლების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

საგარეო

11 ივლისი 2020, 22:05

პოლიტიკა

საგარეო უწყება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს მორიგ სახიფათო პროვოკაციად აფასებს

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, როგორც მორიგ სახიფათო პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას.

ლევან მუხუზლა

11 ივლისი 2020, 21:47

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: მთავრობა ზრუნავს მევენახეებზე. სუბსიდირების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ისინი არ დატოვეს მარტო

მთავრობა ზრუნავს მევენახეეზე. სუბსიდირების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ისინი არ დატოვეს მარტო. ექნებათ საშუალება, რომ შეინახონ ოჯახი და გაიტანონ თავი მომავალ წლამდე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა„შაბათის ქრონიკაში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელიმა ლევან მეხუზლამ განაცხდა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 21:43

პოლიტიკა

კახა კუჭავა: კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაშიც, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დახმარება 15 პროცენტით შემცირდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის კანონპროექტი არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დახმარება 15 პროცენტით შემცირდება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

პეტრე და პავლე მოციქულები

11 ივლისი 2020, 21:34

საზოგადოება

ხვალ პეტრე-პავლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 21:01

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ნაადრევია და სიცრუეა იმის თქმა, რომ ვინმემ კანონი მიიღო ან საქართველოს სანქციები დაუწესა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ, განმარტა რა გზავნილია საქართვეოსთვის აშშ-ის კონგრესის ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილება: ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ილაპარაკა.

ნიკა გვარამია

11 ივლისი 2020, 21:00

სამართალი

ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში დაკითხეს

ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას კითხვები იყო წყაროს ვინაობასთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, არ გაასაჯაროვა და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეთერში, როგორც ლოგიკურ ვარაუდებს ისე გამოთქვამს.

კახა ბექაური

11 ივლისი 2020, 20:51

საზოგადოება

კახა ბექაური: დღეს შედეგიანი შეხვედრა იყო, გარკვეული მოსაზრებები გავაანალიზეთ კომიტეტთან ერთად და ოპერატორებთან შევაჯერეთ პოზიციები

„მობილური კომუნიკაციების კომპანიებში, რომლებიც ფლობენ სიხშირულ რესურს, ან კომუნიკაციების კომისიისგან მინიჭებული აქვთ ლიცენზია, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხევაში, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონით კომუნიკაციების კომისიას ამ კომპანიებში დღესაც შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ბიზნესისა და დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მირიან ნიკოლაძე

11 ივლისი 2020, 20:48

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა დანაშაულის სავარაუდო მოტივზე საუბრობს

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დანაშაულის მოტივზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. „ტვპირველის“ ეთერში შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობის, პირადი ურთიერთობების ნიადაგზე ჩხუბი, მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ „ეს ვერსია ივარაუდება“.

11 ივლისი 2020, 20:19

მსოფლიო

პოლიციამ მელბურნში კარანტინის დარღვევის ფაქტი KFC-ის შეკვეთის დევნისას გამოააშკარავა

პოლიციამ, მელბურნში კარანტინის დარღვევა, KFC-ის შეკვეთისთვის დადევნებით გამოააშკარავა. მათ არალეგალური წვეულება გამოააშკარავეს და ჯამში $26,000-ის ჯარიმა გამოწერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის უფროსის განმარტებით, 2-მა სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა დაახლოებით, ღამის 01:30-ზე სწრაფი კვების ობიექტში შეუკვეთა საკვები. სწორედ ამ დროს თანამშრომლებმა შენიშნეს 2 ადამიანი, რომლებმაც ზედმეტად დიდი დოზა KFC შეუკვეთეს, რაც დაახლოებით 20 ადამიანზე იყო გათვლილი.

ლია გიგაური

11 ივლისი 2020, 19:49

საზოგადოება

ლია გიგაური: რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ახალგორის საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან, მსხვილოს ციხის მიმდებარედ სოფელ ქვემო ჭალას მკვიდრი კაცი ჯერ დაჭრეს და შემდეგ გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამის შესახებ მან „საზოგადობრივ მაუწყებელს“ განუცხადა.