მსოფლიო ბანკი: ქვეყნებს უკვე შეუძლიათ გადადგან ნაბიჯები, რათა თავი დააღწიონ COVID-19-ის კრიზისს
ფოტო: vestifinance
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ძირითადი კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, ხალხისათვის თანხების პირდაპირი გაცემა და კერძო სექტორის შენარჩუნება შეზღუდავს ზარალის მოცულობას და დაეხმარება ქვეყნებს კრიზისიდან გამოსვლისა და აღდგენის პროცესისათვის მომზადებაში
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კორონავირუსის პანდემია და ეკონომიკის გაჩერება სერიოზულ დარტყმას აყენებს გლობალურ ეკონომიკასა და განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებს. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის სფეროში ყველაზე უარესი კრიზისი ჩაცხრა, განვითარებად ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას უკვე შეუძლიათ გადადგან ნაბიჯები აღდგენის დასაჩქარებლად და შეამცირონ გრძელვადიანი უარყოფითი შედეგების გავლენა იმ გზით, როგორც ეს წარმოდგენილია მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ მოხსენების ანალიტიკურ ნაწილში.
ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარებისა და ძირითადი კომუნალური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მოკლევადიანი რეაგირების ზომების გატარებას თან უნდა ახლდეს ყოვლისმომცველი პოლიტიკური ღონისძიებები გრძელვადიანი ზრდის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, როგორც მმართველობისა და საქმიანი გარემოს გაუმჯობესების საშუალებით, ასევე განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ინვესტიციების შედეგების გაფართოებითა და გაუმჯობესებით.
მომავალი ეკონომიკა რომ უფრო მდგრადი გახდეს, ბევრ ქვეყანას დასჭირდება სისტემები, რომელთაც აღდგენის პერიოდში შეუძლიათ შექმნან და შეინარჩუნონ უფრო მეტი ადამიანური და მატერიალური კაპიტალი ისეთი პოლიტიკური ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც ასახავენ და ხელს უწყობენ პანდემიის შემდგომ პერიოდში ახალი ტიპის სამუშაოების, საქმის წარმოებისა და მართვის სისტემების საჭიროებას.
„აღნიშნული კვლევა გამოიცა 8 ივნისის სრული ანგარიშის გამოქვეყნებამდე, რომელშიც შევა მსოფლიო ბანკის ჯგუფის უკანასკნელი პროგნოზები გლობალური ეკონომიკისათვის.
„თანამედროვეობაში პრეცედენტი არ გააჩნია იმ მასშტაბებსა და სიჩქარეს, რომლითაც COVID-19-ის პანდემიამ და ეკონომიკის გაჩერებამ გაანადგურა ღარიბთა მატერიალური მდგომარეობა მთელს მსოფლიოში. მიმდინარე შეფასებებით, 2020 წელს 60 მილიონი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურეს სიღატაკეში. ეს რიცხვი, სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება და მისი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მოწინავე ეკონომიკის ქვეყნების გახსნა გახდება”, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპესმა. „დღევანდელი სტრატეგიული არჩევანი, მათ შორის, ვალის უფრო მეტი გამჭვირვალობა ახალი ინვესტიციის მოსაზიდად, ციფრული კავშირის სწრაფი განვითარება და ღარიბებისთვის ფულადი უსაფრთხოების სისტემების ქსელის მნიშვნელოვანი გაფართოება, ხელს შეუწყობს ზარალის შემცირებასა და უზრუნველყოფს აღდგენითი პროცესების უფრო მეტ ეფექტიანობას. პროდუქტიული ინფრასტრუქტურის დაფინანსება და მშენებლობა განვითარების ყველაზე რთულად გადასაწყვეტი გამოწვევაა პანდემიის შემდგომ აღდგენის პროცესში. საჭიროა მივიღოთ ზომები სასამართლო პროცესების დაჩქარების, გაკოტრების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისა და ძვირადღირებული სუბსიდიების, მონოპოლიებისა და იმ დაცული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების მიზნით, რომლებმაც შეანელეს განვითარება.“
პანდემიასთან დაკავშირებული ღრმა კრიზისები სავარაუდოდ მრავალი წლის მანძილზე უფრო გაამწვავებენ და შეანელებენ ეკონომიკურ ზრდასა და წარმოებას, რომლებიც ცხოვრების მაღალი დონის სტანდარტებისა და სიღარიბის შემცირების მთავარ მამოძრავებელ ფაქტორებს წარმოადგენენ. უთანასწორობის პრობლემას ემატება შენელებული ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და აქედან გამომდინარე, ღარიბები და მოსახლეობის დაუცველი ფენები ყველაზე მეტად ზარალდებიან როგორც პანდემიისა და ეკონომიკის დაღმასვლის, ასევე ინფექციის, სკოლების დახურვისა და ფულადი შემწეობების ნაკადის მოცულობის შემცირების გამო.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად გატარებულმა ზომებმა შეარყია ისედაც უკვე მყიფე გლობალური ეკონომიკა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ვარდნა როგორც მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, ასევე ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ბაზრებსა და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში (შემოკლებით - EMDEs). როგორც ანალიტიკურ მოხსენებაში არის აღნიშნული, უფრო მეტად დაზარალდებიან ის EMDEs, რომელთაც ჯანდაცვის სუსტი სისტემები გააჩნიათ, ან მეტწილად გლობალურ ვაჭრობას, ტურიზმს ან უცხოეთიდან ფულად გზავნილებს ეყრდნობიან. განსაკუთრებული ზიანი ადგებათ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ იმ ბაზრებსა და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს, რომლებიც ნედლეულის ექსპორტზე არიან დამოკიდებული,.
გრძელვადიან პერიოდში პანდემიის გამო ხანგრძლივი ზიანი მიადგება რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის შემცირდება ინვესტიციები, დაინგრევა მატერიალური და ადამიანური კაპიტალი ბიზნესის დახურვის, განათლებისა და სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო; ასევე უკან დაიხევს გლობალური ვაჭრობა და სასაქონლო მიწოდება. ეს ფაქტორები შეამცირებს შესაძლო შედეგებს - იმ შედეგებს, რომლითაც ეკონომიკას შეუძლია შეინარჩუნოს სრული დასაქმება და შესაძლებლობები - და ასევე შეამცირებს შრომის ნაყოფიერებას მომავალში. უკვე არსებული მოწყვლადობის ფაქტორები, თანდათან გამქრალი დემოგრაფიული დივიდენდები და სტრუქტურული შეფერხებები კიდევ უფრო გააძლიერებენ პანდემიასთან დაკავშირებული ვარდნის პროცესით გამოწვეულ გრძელვადიან ზარალს.
„როდესაც პანდემია დაიწყო, მრავალი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი და განვითარებადი ეკონომიკა უკვე დაუცველი იყო რეკორდულად მაღალი დავალიანების დონისა და გაცილებით სუსტი ზრდის გამო. სტრუქტურულ პრობლემებთან ერთად ეს გააძლიერებს პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური ვარდნის გრძელვადიან ზარალს,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანაბარი ეკონომიკური ზრდის, ფინანსების და ინსტიტუტების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეილა ფაზარბაშიოღლუმ. „გადაუდებელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო ზარალის შესამცირებლად, ეკონომიკის აღსადგენად, იმისათვის რომ ეკონომიკური ზრდა უფრო ძლიერი, მოქნილი და მდგრადი გახდეს.“
როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პერიოდის აღდგენის პოლიტიკა გულისხმობს ჯანდაცვის მომსახურებების გაძლიერებასა და მიზნობრივი ღონისძიებების დაწესებას ზრდის განახლების ხელშესაწყობად. ეს მოიცავს კერძო სექტორის შენარჩუნების მცდელობებსა და უშუალოდ ხალხის მიერ ფულის მიღებას რათა შესაძლებელი იყოს ბიზნესის შექმნისაკენ სწრაფი დაბრუნება პანდემიის გაქრობის შემდგომ. ზარალის შემარბილებელი პერიოდის განმავლობაში, ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ ეკონომიკური საქმიანობა მიზნობრივი დახმარების მეშვეობით, რათა უზრუნველყონ საოჯახო მეურენობების, ფირმებისა და სახელმწიფოს აუცილებელი ძირითადი მომსახურებების ლიკვიდურობა. ამავდროულად, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი პირები ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ შესაძლო ფინანსურ შეფერხებებს.
აღდგენის პერიოდის განმავლობაში, ქვეყნებმა უნდა მოახდინონ სახელმწიფო მხარდაჭერის შემცირების რეგულირება და მიზნად უნდა დაისახონ განვითარების უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები. ანალიტიკური კვლევა განიხილავს ახალი კაპიტალის მოწესრიგებული გადანაწილების მნიშვნელობას იმ სექტორების მიმართულებით, რომლებიც პროდუქტიულები არიან პანდემიის შემდგომი ახალი სტრუქტურების წარმოქმნის დროს. წარმატების მისაღწევად ქვეყნებმა უნდა გაატარონ რეფორმები, რომლებიც საშუალებას მისცემს კაპიტალს და სამუშაო ძალას შედარებით სწრაფად მოახდინონ ადაპტაცია დავის გადაწყვეტის დაჩქარებით, მარეგულირებელი ბარიერების შემცირებით, და ძვირადღირებული სუბსიდიების, მონოპოლიების და იმ დაცული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებით, რომლებმაც შეანელეს განვითარება.
ბევრი ქვეყნისათვის მომავალი ეკონომიკური მდგრადობა დამოკიდებული იქნება მათ შესაძლებლობებზე, რომ აღდგენის პროცესში შექმნან და შეინარჩუნონ მეტი ადამიანური და მატერიალური კაპიტალი. პანდემიის შემდგომი პერიოდის მსოფლიოში, არსებითი მნიშვნელობა მიენიჭება ისეთ პოლიტიკას რომელიც გამოხატავს და ხელს უწყობს ახალი სახის სამუშაოების, ბიზნესებისა და მართვის ახალ სისტემების შექმნას. ფინანსური ვალდებულებების და ინვესტიციების გამჭვირვალობის გაზრდა ასევე აღადგენს ნდობასა და ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას.
გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა და ეკონომიკური ზრდის გლობალურმა დაღმასვლამ გამოიწვია ნავთობის ფასების ერთთვიანი ყველაზე მკვეთრი ვარდნა მარტის თვეში. ნავთობის ფასების გაიაფებას, რაც მოთხოვნიდან იყო განპირობებული და ნავთობის მწარმოებლების უთანხმოებას ნავთობის მოპოვების ობიექტების გამო, თან მოჰყვა მსოფლიო ნავთობის მარაგების მკვეთრი ზრდა. ანალიტიკური კვლევა ასევე დეტალურად ასახავს ნავთობის ფასების დაცემის შედეგებს მსოფლიო ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი ენერგიის ექსპორტიორი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ბაზრებისა და განვითარებადი ქვეყნების/EMDEs-ი ეკონომიკებისთვის.
მოკლევადიან პერიოდში, ვიდრე ტრანსპორტზე და მოგზაურობაზე შეზღუდვები ძალაში რჩება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნავთობის დაბალმა ფასებმა ხელი შეუწყოს ზრდას, პირიქით, მწარმოებლების ფინანსების შემდგომი შესუსტების გზით შესაძლოა უფრო გაიზარდოს ზარალი, რომელიც პანდემიამ გამოიწვია. საუკეთესო შემთხვევაში, ნავთობის დაბალმა ფასებმა შეიძლება უზრუნველყონ გლობალური აქტივობის მხოლოდ უმნიშვნელო მხარდაჭერა აღდგენის პროცესის საწყის ეტაპზე.
„ნავთობის ექსპორტის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ბაზრები და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკები აღნიშნულ კრიზისში შევიდნენ შესუსტებული ფისკალური პოზიციებით, მას შემდეგ რაც მათ მოუწიათ გადაეტანათ ნავთობის ფასების დაცემა 2014-2016 წწ-ში. ამას დაემატა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში უპრეცედენტო კრიზისი და ამჟამად ამ ქვეყნების ეკონომიკა განიცდის მკვეთრ ვარდნას, ვინაიდან მათი ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები სწრაფად ეცემა,’’ განაცხადა მსოფლიო ბანკის პერსპექტივების მიმართულების ჯგუფის დირექტორმა აიჰან კოსემ. „მაშინაც კი, თუ ნავთობის ფასები გაიზრდება ნავთობზე გლობალური მოთხოვნის აღდგენის შესაბამისად, ფასების ბოლოდროინდელი ვარდნა კიდევ ერთი შეხსენებაა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის, რომ სასწრაფოდ გააგრძელონ რეფორმები საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის.”
ნავთობის ამჟამინდელი დაბალი ფასები ასევე იძლევა შესაძლებლობას, გადაიხედოს ენერგეტიკაში ფასწარმოქმნის პოლიტიკა, რადგან ენერგორესურსების იმპორტიორმა EMDEs ქვეყნებმა უნდა უარი თქვან ძვირადღირებული სუბსიდიების სქემებზე და თავიანთი შეზღუდული ფისკალური რესურსები გადაანაწილონ უფრო მაღალი პრიორიტეტულობის მქონე ჯანდაცვისა და განათლების პროგრამების გაუმჯობესების ხარჯებზე.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის რეაგირება COVID-19-ზე
მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომელიც დაფინანსებისა და ცოდნის ერთერთი უდიდესი წყაროა განვითარებადი ქვეყნებისთვის, ვრცელ და სწრაფ ქმედით ზომებს იღებს, რათა დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს პანდემიაზე რეაგირების გაძლიერებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს, ვმუშაობთ, რომ უზრუნველყოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობისა და მარაგების მიწოდების უწყვეტობა, და ხელს ვუწყობთ კერძო სექტორს გააგრძელოს მუშაობა და შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ჩვენ 15 თვის განმავლობაში გამოვყოფთ 160 მილიარდ აშშ დოლარამდე ოდენობის ფინანსურ დახმარებას, რომ 100-ზე მეტ ქვეყანაში დავეხმაროთ ღარიბებსა და დაუცველთა ფენას, შევინარჩუნოთ კერძო სექტორი და დავაჩქაროთ ეკონომიკის აღდგენა. ზემოთ აღნიშნულ თანხაში შედის აგრეთვე საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) ახალი რესურსი 50 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, გრანტებისა და უაღრესად ხელსაყრელი სესხების სახით“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.
ყველა სიახლე
12 მარტი 2026, 22:59
მსოფლიო
ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი ტრამპს: ომის დაწყება ადვილია, მაგრამ მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია
ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა განაცხადა, რომ ირანი არ გაჩერდება მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მის „სავალალო მცდარ გათვლას“ არ ანანებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
12 მარტი 2026, 22:53
მსოფლიო
სენატორი კრის მერფი: ირანი კვლავ ინარჩუნებს ჩვენს მოკავშირეებზე დარტყმის შესაძლებლობას, ბირთვული პროგრამა კვლავ არსებობს - ეს არის სრული კატასტროფა
„დემოკრატმა“ სენატორმა, კრის მერფიმ ირანში მიმდინარე კონფლიქტს უწოდა „ყველაზე არაკომპეტენტური და არათანმიმდევრული ომი, რომელიც ამერიკას ბოლო საუკუნის განმავლობაში უწარმოებია“. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
12 მარტი 2026, 21:52
რეგიონი
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო
უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული და სრულად უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების ნივთებითა და მედიკამენტებით.
12 მარტი 2026, 21:44
საზოგადოება
ბესიკ კალაძე: გზის საფარს გლდანის რაიონის გამგეობა რაჭის ქუჩაზე აწესრიგებს, სადაც გასულ წელს მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა
„მუხიანის აგარაკებზე საგზაო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად, გზის საფარს გლდანის რაიონის გამგეობა რაჭის ქუჩაზე აწესრიგებს, სადაც გასულ წელს მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა. საგზაო სამუშაოები 5 000 კვ.მეტრ ფართობზე განხორციელდება. ასევე გორგულისა და ოშკის ქუჩებზე, 3 200 კვ.მ ფართობზე, ასფალტის საფარი დაიგება. წელს საგზაო ინფრასტრუქტურა გლდანის რაიონის გამგეობის მიერ მუხიანის აგარაკებზე დამატებით შვიდ მისამართზე მოწესრიგდება“, - აცხადებს გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე.
12 მარტი 2026, 21:40
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს. ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს
მოსკოვის მექანიზმი წარმოადგენს საერთაშორისო პროცედურას, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების შესაძლო სერიოზული დარღვევების შესასწავლად და შესაფასებლად. შესაბამისად, მის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები და დასკვნები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას მოითხოვს - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ.
12 მარტი 2026, 21:33
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს - განაცხადა ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ
ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები.“
12 მარტი 2026, 21:27
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: არაფერი ახალი, მორიგი მცდელობა დესტრუქციისა და არეულობის შემოტანის ქვეყანაში, ისევ იმ წრეზე ტრიალი, რაც წინა ანგარიშებსა, თუ რეზოლუციებში იყო
ცნობისთვის, დღეს ეუთო-მ გამოაქვეყნა მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.
12 მარტი 2026, 21:27
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს კლასიკური მაგალითია, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად - ანგარიში პირდაპირ ამბობს, საქართველო ისჯება ეროვნულო ინტერესების დაცვისთვის
10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში გამოქვეყნდა, ეს კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად, - წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
12 მარტი 2026, 21:24
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის „შეხიდება“ - ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის
ეუთო/ოდირის ანგარიში არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომლის მიზანი შიდაპოლიტიკური პროცესების გამწვავება არის! ანგარიშის გამოქვეყნების დრო და ტონალობა მიუთითებს ერთადერთ მიზანზე: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის "შეხიდება". ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
12 მარტი 2026, 21:20
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი: ენერგეტიკული შოკი, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის ომმა გამოიწვია, ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გლობალური კრიზისია
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ენერგეტიკული შოკი, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის ომმა გამოიწვია, ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გლობალური კრიზისია.
12 მარტი 2026, 21:15
პოლიტიკა
ქართველიშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: შეეშვით ბავშვების უფლებების წინააღმდეგ ბრძოლას, გამჭვირვალობას თავი დაანებეთ და ედემის ბაღში გადაგიყვანთ - პასუხად მივიღებთ სასტიკ უარს
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ და აღნიშნავს, რომ ამით დაგვემშვიდობა "მოსკოვის მექანიზმი" და მისი "მექანიზატორები".
12 მარტი 2026, 21:06
პოლიტიკა
ეუთოს გზავნილები ოპოზიციისთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუჩაში გასული პოლიტიკოსებისთვის ბოიკოტის კრიტიკა მიუღებელია. მმართველი პარტია პოლიტიკური ველის გაჯანსაღების აუცილებლობაზე საუბრობს.
12 მარტი 2026, 20:55
პოლიტიკა
აქციზი აკრძალვის ნაცვლად - ექვს წელზე მეტი ხნის ავტომობილებზე განბაჟების ტარიფი იზრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისი კერძო სუბიექტებისა და მოქალაქეების ინტერესებს ეფუძნება. ცვლილებები არ შეეხება რეექსპორტს და ადამიანებს, რომლებმაც ავტომობილი საზღვარგარეთ აუქციონზე უკვე შეიძინეს, ან პირველ აპრილამდე შეიძენენ.
12 მარტი 2026, 20:55
რეგიონი
გარემოს ეროვნული სააგენტო: გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა ტყიბულში, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
12 მარტი 2026, 20:51
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაციის ევროპაში ვიზიტი დასრულებულია. „ქრონიკა“ სტრასბურგიდან
საპარლამენტო დელეგაციის ევროპაში ვიზიტი დასრულებულია. ქართველი დეპუტატები სამი დღის განმავლობაში ევროპელ კოლეგებს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ხვდებოდნენ.
12 მარტი 2026, 20:49
პოლიტიკა
მძიმე ბრალდებები ლოგიკური ანალიზის საფუძველზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისულმა გივი თარგამაძემ ტერორიზმის კონტექსტში საჯარო განცხადებები მხოლოდ ასე ახსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მძიმე ბრალდებები ლოგიკური ანალიზის საფუძველზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისულმა გივი თარგამაძემ ტერორიზმის კონტექსტში საჯარო განცხადებები მხოლოდ ასე ახსნა და ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
12 მარტი 2026, 20:39
პოლიტიკა
შეეწირება თუ არა თინათინ ბოკუჩავას პარტიული თანამდებობა პეტრე ცისკარიშვილისა და თამარ ჩერგოლეიშვილის საჯარო კონფლიქტს? დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის მორიგ ალიანსში მორიგ კონფლიქტს, შესაძლოა, თინა ბოკუჩავას პარტიული თანამდებობა შეეწიროს.
12 მარტი 2026, 20:38
პოლიტიკა
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმი „ოჯახური ღირებულებების“ კანონის გაუქმებას ითხოვს - „ეს ეხება გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნის შეცვლის აკრძალვას“
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.
12 მარტი 2026, 20:32
პოლიტიკა
რა საერთო აქვს ევროპარლამენტში გამართულ დებატებს საბჭოთა კავშირის სახალხო ყრილობასთან? მიღებულია მორიგი რეზოლუცია, რომელიც მოძალადეების გმირებად წარმოჩენის მცდელობად შეფასდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კიდევ ერთი რეზოლუცია, დაუსაბუთებელი ბრალდებებით და მუქარით. ევროპარლამენტში მიღებული ეს დოკუმენტიც მოიცავს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ჩანაწერს, თუმცა საკუთარ მდგომარეობას მსჯავრდადებული რა ხანია თავადაც აღარ უჩივის.
12 მარტი 2026, 20:29
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვახტანგ თურნავამ ევროპარლამენტის წევრებთან და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.


