imedi /  03 ივნისი 2020, 17:54 / სანდო წყარო

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენთვის მთავარია ტურიზმის გახსნა, თუმცა ეტაპობრივად და ძალიან ფრთხილად

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.

ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ფარგლებში ტურიზმის სფეროში ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივები.

„შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან. მათ შორის იყო ისრაელის ელჩი, რომელთანაც კიდევ უფრო კონკრეტულად გავიარეთ თუ როგორ უნდა მოხდეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნების პრინციპით თანამშრომლობა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მათი მხრიდან მზაობა ძალიან პოზიტიურ ჭრილშია გადატანილი და იმედს ვიტოვებთ, რომ ისრაელი იქნება ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რომელთანაც საქართველო უსაფრთხო დერეფნების ფორმატით განაახლებს ტურისტულ უსაფრთხო მიმოსვლას.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჩვენს ელჩებთან იმ ქვეყნებში, რომლებიც გამოირჩევიან მნიშვნელობითა და პრიორიტეტებით. მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის მთავარია ტურიზმის გახსნა, თუცა გახსნა ეტაპობრივად და ძალიან ფრთხილად. ამიტომ ძალიან სელექტიურად მივყვებით იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან ე.წ. მწვანე ქვეყნები და შესაბამისად ამ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები თუ როგორ უნდა განახლდეს ტურისტული მიმოსვლა", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაზე ელჩებმა ისაუბრეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე და ტურიზმის პერსპექტივებზე.

როგორც ცნობილია 1-ლი ივლისიდან, საქართველო გეგმავს უმასპინძლოს უცხოელ ტურისტებს, შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

ყველა სიახლე

გიორგი ცაგარეიშვილი

15 ივლისი 2020, 22:12

საზოგადოება

გიორგი ცაგარეიშვილი: ირინა ენუქიძემ თვალები აუხილა იმჟამინდელ საზოგადოებას იმაზე, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი

მე მახსოვს ფაქტობრივად ყოველი დღე ამ ქალბატონის თავგანწირული ბრძოლის - პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გიორგი ცაგარეიშვილი „ქრონიკასთან“ ირინა ენუქიძეს იხსენებს. ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ ენუქიძის მებრძოლმა ხასიათმა პოლიტიკოსები, მაშინდელი ხელისუფლების დანაშაულებთან მიმართებაში უფრო მეტად დაკვირვებულები გახადეს.

15 ივლისი 2020, 22:00

COVID19

ბოლივიის მთავრობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ბოლივიის მთავრობის კიდევ ორ წევრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. შესაბამისად, ქვეყნის მთავრობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

15 ივლისი 2020, 21:59

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული 10 თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტის განცხადებით, ბავშვს COVID-19- ის რამდენიმე სიმპტომი აღენიშნება, მათ შორის სიცხე. მაია მაისურაძის თქმით, ის კლინიკაში დედასთან ერთად იმყოფება. ბავშვის დედასაც ჩაუტარდა მოლეკულარული ტესტი, რომლის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.

15 ივლისი 2020, 21:49

COVID19

აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება

ინფიცირებული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.

ია მეტრეველი

15 ივლისი 2020, 21:45

საზოგადოება

ია მეტრეველი: ირინა ენუქიძის დიდი წვლილია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ხელისუფლებაში

სწორედ ბუტათი და შემდეგ სანდრო გირგვლიანით დაიწყო ქვეყნის დაქცევა „ნაციიონალურმა მოძრაობამ“ და ირინა ენუქიძემ ნათლად დაანახა საზოგადოებას, რასთან ჰქონდა საქმე - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ „ქრონიკასთან“ განაცხადა. ია მეტრეველის თქმით, ირინა ენუქიძემ ბევრი იბრძოლა და მისი დიდი წვლილია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ხელისუფლებაში.

15 ივლისი 2020, 21:39

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის უწყება: სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ოპერატიული ვითარება მშვიდია

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შუშან სტეფანიანმა კომენტარი გააკეთა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შექმნილ ვითარებაზე.

15 ივლისი 2020, 21:17

სამართალი

შსს-ში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ანა გაბეჩავას მეგობარი გოგო გამოიკითხა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაბადების დღეზე მყოფი კიდევ ერთი ერთი გოგო გამოიკითხა. მანდ მედიასთან ვრცლად საუბარი არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ ის იუბილარის, ანა გაბეჩავას მეგობარია და გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა.

კახა კუჭავა

15 ივლისი 2020, 21:11

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ირაკლი კობახიძე წინა არჩევნებსაც წარმატებით ხელმძღვანელობდა

ირაკლი კობახიძე წინა არჩევნებსაც ძალიან წარმატებით ხელმძღვანელობდა და ის ძალიან ძლიერი ხელმძღვანელია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ირაკლი კობახიძის დანიშვნაზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ბორის ჯონსონი

15 ივლისი 2020, 21:00

COVID19

ბორის ჯონსონმა კორონავირუსის პანდემიაზე მთავრობის რეაგირების გამოძიების ჩატარებას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მხარი დაუჭირა კორონავირუსის პანდემიაზე მთავრობის რეაგირების დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას.

15 ივლისი 2020, 20:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იქნება გუნდი, რომლის წყალობით 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს

ვინ რომელ ადგილს დაიკავებს, ახალი რამდენი სახე იქნება ზუსტად, ძველი სახე ვინ იქნება და რომელ ნომრად იქნება ესა თუ ის ადამიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, ამაზე კონსულტაციები არ დაწყებულა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

სერგი კაპანაძე

15 ივლისი 2020, 20:46

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან უნდა კეთდებოდეს განცხადებები, რომელიც ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს

უცნაური განცხადებაა, რბილად რომ ვთქვათ - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას უთხრა. „ყველა მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, რომელსაც საზოგადოებრივი ყურადღება ეთმობა, ძალიან მნიშვნელოვანია კეთდებოდეს განცხადება, რომელიც ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს, მარტო ჯგუფურს კი არა და ინდივიდუალურს ახალისებდეს, არამედ ნებისმიერი სახის ძალადობას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გიორგი ვოლსკი

15 ივლისი 2020, 20:39

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე: როდესაც ასეთი ჩასაფრებული და ბოროტი ოპოზიცია გყავს, ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთო

როდესაც ასეთი ჩასაფრებული და ბოროტი ოპოზიცია გყავს, რა საკვირველია არ უნდა გააკეთო ასეთი განცხადება- ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის ძალადობის საქმეს შეეხებოდა. „პრეზიდენტს ცუდი არაფერი უგულისხმია თუ ის ტრადიციებზე საუბრობდა, ლაპარაკობდა ტრადიციაზე, რომელიც ეხება აღიარებას, რომელიც ეხება მონანიებას“, - აცხადებს ვოლსკი. მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ ვაჟკაცობა ჯგუფური ძალადობა არ არის.

15 ივლისი 2020, 20:37

COVID19

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პირველი დადებითი შედეგები მიიღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ტესტირებისას

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პირველი დადებითი შედეგები მიიღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ტესტირებისას. ოქსფორდის უნივერსიტეტი ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან ვაქცინის ფართო წარმოების დაწყებაზე მუშაობს.

15 ივლისი 2020, 20:33

სამართალი

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხაშურში ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხაშურის რაიონის სოფელ ალში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სოფელ ალში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

15 ივლისი 2020, 20:33

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია - 15 კარანტინის რეჟიმშია - 5640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 244 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 31 საქართველოს მოქალაქე.

დავით მათიკაშვილი

15 ივლისი 2020, 20:29

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური პარკი შექმნა, რომელიც კიდევ ერთ ლოკაციად აღინიშნება საქართველოს ტურისტულ რუკაზე

ჩვენ გვესმოდა არაერთი სპეკულაცია და უსაფუძვლო ბრალდება, არადა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური პარკი შექმნა, რომელიც კიდევ ერთ ლოკაციად აღინიშნება საქართველოს ტურისტულ რუკაზე, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნას.

15 ივლისი 2020, 20:22

რეგიონი

დენდროლოგიურმა პარკმა პირველ დღეს რამდენიმე ათას ადამიანს უპასპინძლა

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, 18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხე. 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი.

არმენ სარქისიანი

15 ივლისი 2020, 20:16

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი: თუ აზერბაიჯანს ძალის ენა ურჩევნია, სომხეთის არმია მზად არის საკადრისი პასუხი გასცეს

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში საომარი ქმედებების გაჩაღება საკუთარ და მეზობელ ქვეყანაში არაადამიანური და უპასუხისმგებლო ქმედებაა.

მაიკ პომპეო

15 ივლისი 2020, 19:59

COVID19

მაიკ პომპეო: ჯანმოს მიერ კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის შესწავლა აბსოლუტურად შელამაზებული გამოძიება იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის შესწავლა აბსოლუტურად შელამაზებული გამოძიება იქნება.

15 ივლისი 2020, 19:58

რეგიონი

ბათუმში ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

ბათუმში ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. „ვაპროტესტებთ გახელაძის ჯერ ვერაგულად დაჭრას და შემდეგ გატაცებას. ცხადია ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას, ეს ბრძოლა არის მარათონული და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ტუღუშმა შეკრებილებმა რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. „ადამიანები ყოველდღე ქრებიან ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან და გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან. ეს უნდა გავაჩეროთ, ხმაური უნდა ავტეხოთ, სხვანაირად არ შეიძლება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მალხაზ რეხვიაშვილმა