imedi /  08 ივნისი 2020, 12:24 / სანდო წყარო

INCOFIN IM-ისა და IIV Mikrofinanzfonds-ის მხარდაჭერით, „კრისტალმა“ 8 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი - კრისტალი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ 8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო გერმანული ფონდი IIV Mikrofinanzfonds-ისა და საინვესტიციო კომპანია INCOFIN IM-ის მხარდაჭერით, რომლის მიზანიც საქართველოში მიკრომეწარმეებისა და ფერმერების ინოვაციური ფინანსური მომსახურებით მხარდაჭერაა, - ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რესურსი 2020 წლის პირველი კვარტალიდან უკვე ხმარდება COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად მოწყვლადი ფერმერებისა და მიკრომეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური პროდუქტების მიწოდებას, მათ შორის საკრედიტო პროდუქტებზე წვდომის, საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებასა და მიზნობრივი ბიზნესკონსულტაციების მხარდაჭერას. კრიზისისთვის დამახასიათებელი საბაზრო არასტაბილურობის პირობებში, ახალი საკრედიტო რესურსით მნიშვნელოვანად განმტკიცდა „კრისტალის“ ლიკვიდობის პოზიცია.

2010 წლიდან „კრისტალი“ და INCOFIN IM წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა ფონდების მეშვეობით. 2015 წლიდან Invest in Visions „კრისტალის“ პარტნიორი გახდა საკრედიტო მიმართულებით, ხოლო 2016 წლიდან agRIF - ფონდი, რომელსაც INCOFIN IM-ი მართავს, „კრისტალის“ ერთ-ერთი აქციონერი და ინვესტორია. ახალი თანამშრომლობა ნათლად მიუთითებს ერთობლივ მიზანზე - გაგრძელდეს საერთო მიზნებისკენ სწრაფვა, გაუმჯობესებული ფინანსური მომსახურებისა და მეწარმეობის განვითარება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

Incofin IM-ის უფროსი მმართველი პარტნიორისა და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის გეერთ პიტერმანსის განცხადებით, „Incofin-ისა და კრისტალის პარტნიორობა ათწლეულს ითვლის, რომლის განმავლობაშიც საერთაშორისო და ადგილობრივმა ეკონომიკამ პოზიტიური და ნეგატიური პერიოდები გაიარა.

„ინვესტორის საქმიანობის ნაწილია, უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა ნორმალურ და რთულ პერიოდებშიც. შესაბამისად, ჩვენი მიზანია სოციალური ზეგავლენა და ტექნიკური დახმარების გამოყენებით ძალები გავაერთიანეთ „კრისტალთან“ ერთად სოციალური ზეგავლენის გასაზომად. აღნიშნულ დაფინანსებაში პატივი გვაქვს, ჩავრთოთ Invest in Visions - ყველაზე დიდი გერმანული სავაჭრო მიკროსაფინანსო ფონდი, რომელთან ერთადაც Incofin-ი ახორციელებს ინვესტიციებს EECA რეგიონში“, - აცხადებს გეერთ პიტერმანსი.

Visions GmbH-ის უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, დოქტორკარლოს დე ლას სალასის თქმით კი აღნიშნული 8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის რესურსით, აძლიერებენ მათ ნაყოფიერ თანამშრომლობას კრისტალთან, რომელიც 2015 წლიდან დაიწყო.

„კრისტალის მიერ მიკრო მეწარმეების მხარდაჭერა, სოციალური სტრატეგია, სოფლის მეურნეობის განვითარება და მიზანი ხელი შეუწყოს ქალ მეწარმეებს, შესანიშნავად ერწყმის ჩვენს ხედვას, რომელიც სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე პროექტების ინვესტირებასა და ფინანსური მომსახურების გაფართოებასთან არის დაკავშირებით. ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ რესურსი ეხმარება „კრისტალის“ ლიკვიდობის ზრდას, მაშინ როდესაც ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამუშაოს გასაგრძელებლად“, - განაცხადა სალასიმ.

„კრისტალის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის, ილია რევიას თქმით, წინა კრიზისულ პერიოდში „კრისტალის“ ლიკვიდობის პოზიციის გასამყარებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფინანსური მომსახურების უწყვეტი მიწოდებისთვის COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში.

„ჩვენი მომხმარებლები და მათი ოჯახები საქართველოს მოსახლეობის 10,8%-ს შეადგენენ, შესაბამისად, აღნიშნულმა ინვესტიციამ შესაძლებლობა მოგვცა, გავაგრძელოთ მათთვის ინოვაციური საკრედიტო პროდუქტებისა და ტექნიკური დახმარების მიწოდება. აღნიშნული ტრანზაქცია ხაზს უსვამს ნდობას მიკროსაფინანსო სექტორისა და საქართველოს მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, - განაცხადა რევიამ.

Incofin Investment Management (www.incofin.com) საერთაშორისო დამოუკიდებელი საინვესტიციო კომპანიაა, ფოკუსირებული სოფლის მეურნეობის დაფინანსებაზე, და მოტივირებულია ინკლუზიური პროგრესის ხელშეწყობის სურვილით. შესაბამისად, Incofin IM მხარს უჭერს მეწარმეებს, რათა შეიქმნას მეტად მდგრადი ბიზნესი და გაუმჯობესდეს საზოგადოების მოწყვლადი ნაწილის ცხოვრების პირობები. Incofin IM არის AIFM-ის მიერ ლიცენზირებული ფონდების მენეჯერი, რომელიც მართავს 1 მილიარდ დოლარზე მეტ აქტივებს. ჰყავს 60-ზე მეტი პროფესიონალით დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ბელგიის სათავო ოფისით და ასევე ადგილობრივი საინვესტიციო ჯგუფებით ინდოეთში, კოლუმბიაში, კენიასა და კამბოჯაში.

როგორც წამყვან საინვესტიციო კომპანიას, Incofin-ს 2.1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორცილებული (სესხებითა და კაპიტალში ინვესტიციით) 257 მიკროსაფინანსო/ფინანსურ ორგანიზაციაში, 53 ქვეყნის მასშტაბით აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

IIV Mikrofinanzfonds-ი 2011 წელს დაარსდა Invest in Visions GmbH-ის (www.investinvisions.com) მიერ, რომელიც გერმანიაში რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია და პიონერია ინკლუზიური ფინანსების მიმართულებით. გერმანიაში იგი იყო პირველი ასეთი კლასის აქტივების მქონე ფონდი, საცალო და ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. მისი აქტივების მოცულობა ახლახანს გაიზარდა 800 მილიონ აშშ დოლარამდე. IIV Mikrofinanzfonds ამჟამად აფინანსებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და მისი ხედვაა, მხარი დაუჭიროს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, რაც შესაძლებელია ფინანსური სერვისების მიწოდებით მიკრო მეწარმეებისთვის რომლებსაც არ ემსახურებიან ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები.

„კრისტალი“ ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 311 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, ემსახურება 100,000 ზე მეტ მომხმარებელს, ოპერირებს 48 ფილიალით და ასაქმებს 1,000-ზე მეტ თანამშრომელს. „კრისტალის“ აქციონერებს შორის არიან წამყვანი დასავლური ფონდები: Agrif Cooperatief U.A. და DWM Funds S.C.A.-SICAF-SIF. მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 2018 წლის 13 დეკემბერს, „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა.

ყველა სიახლე

შოთა ბერეკაშვილი

16 მარტი 2026, 16:23

ეკონომიკა

შოთა ბერეკაშვილი საცალო ქსელების წარმომადგენლებს: არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებსაც არც თუ ისე დიდი ძალა აქვთ და გვინდა, კონტრაქტული ურთიერთობებით ბალანსი არსებობდეს

ვერ ვხვდები ასეთი რეაქცია რატომ არის იმაზე, თუკი სტანდარტიზაცია მოხდა ხელშეკრულებების ჯაჭვში, ახსენეთ ბრენდები, რომლებსაც დიდი ძალა აქვთ, მაგრამ, არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებსაც არც თუ ისე დიდი ძალა აქვთ და გვინდა, რომ კონტრაქტული ურთიერთობებით რაღაც ბალანსი არსებობდეს, - განაცხადა საცალო ქსელების მსხვილ ოპერატორებს, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

16 მარტი 2026, 16:18

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

„კანონპროექტთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრები გვქონდა. ციფრული მმართველობის სააგენტოს როლი ფასდაუდებელი იყო კანონპროექტის დახვეწასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ტექნოლოგიური ტერმინებიდან გამომდინარე, რომელსაც სპეციფიკა ითვალისწინებს. შეხვედრები გვქონდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წარმომადგენლებთანაც. მადლობას ვუხდი მათ ამ თემით დაინტერესებისთვის. ასევე, პროაქტიული კომუნიკაცია გვქონდა სახალხო დამცველთან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

16 მარტი 2026, 16:08

პოლიტიკა

გვარამია: 4 ოქტომბერს მურთაზ ზოდელავას შეეშალა. ჰაერი იყო, არც მედიების ქმედება იყო პასუხისმგებლიანი - ამას გისაყვედურებდით, საპნის ბუშტი თქვენ გაბერეთ რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად

„4 ოქტომბერს მურთაზ ზოდელავას შეეშალა. სხვებზეც ასე ვფიქრობ. კინაღამ გული გამისკდა რომ უყურე სასოწარკვეთას მასის და ადამიანებისას. ძალიან მძიმე საყურებელი იყო, ტელევიზორში ვუყურებდი. ხომ ჰაერი იყო, არც მედიების ქმედება იყო პასუხისმგებლიანი - ამას გისაყვედურებდით. საპნის ბუშტი თქვენ გაბერეთ რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად. კინაღამ წაიქცა მთელი პროტესტი, როგორ გადარჩა, იმასაც ვერ ვხვდები“, - ამბობს გვარამია.

16 მარტი 2026, 16:02

საზოგადოება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამას ახორციელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის, ეროვნული უმცირესობებისთვის განათლების ხელმისაწვდომობისა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამას ახორციელებს, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ნინო ფოჩხუა

16 მარტი 2026, 15:59

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: დიახ, საქართველოს სახელით, ღირსეული ქალბატონი თამარი დაამშვენებს მელანია ტრამპის მიწვევით, გლობალურ სამიტს „ერთად უკეთესი მომავლისთვის“. ოპონენტები უკვე ემზადებიან, რომ როგორმე გადაფარონ ეს მოვლენა

დიახ, საქართველოს სახელით, ღირსეული ქალბატონი თამარი დაამშვენებს მელანია ტრამპის მიწვევით, გლობალურ სამიტს "ერთად უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

დავით კუხალაშვილი

16 მარტი 2026, 15:55

საზოგადოება

დავით კუხალაშვილი: ევრო დირექტივაში ვაჭრობის შესახებ, საუბარია ფერმერების დაცვაზე ჩვენნაირი დიდი ქსელებისგან და მართალია, იმიტომ, რომ ფერმერს თუ უარი უთხარი, მას დრო აღარ დარჩება გაყიდვის ალტერნატიული არხის მოძებნისთვის

როდესაც ასიმეტრიაზეა საუბარი, გთხოვთ, გავიხსენოთ, რომ ჩვენი მომწოდებლები ასევე არიან მსოფლიო ბრენდები: „პროქტერ ენდ გემბლი“, „უნილევერი“, „ნესტლე“, „მონდელიზი“ და ა.შ., - განაცხადა „დეილი ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა, დავით კუხალაშვილმა, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

ნიკა გვარამია

16 მარტი 2026, 15:53

პოლიტიკა

გვარამია ამბობს, რომ ოპოზიციის „გაერთიანება“ მათ შორის „პარტნიორების“ დაკვეთა იყო

„პარტნიორებისგან რა თქმა უნდა. პირველ რიგში შიგნით, ხალხისგან. ჩვენი ელექტორატისგან როცა გაჩნდა ეს დაკვეთა, ამას გავყევით. უმწიფარი ნაყოფი არ უნდა მოწყვიტო და არც ფიქციური გაერთიანებები აკეთო, იმიტომ, რომ მოსავლის აღება გინდა “, - ამბობს პოლიტიკოსი.

კირ სტარმერი

16 მარტი 2026, 15:53

მსოფლიო

კირ სტარმერის განცხაებით, ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად ​ ჰორმუზის სრუტის გახსნის სიცოცხლისუნარიან გეგმაზე მუშაობს

„ეს არის კარგი ურთიერთობა. გუშინ „კარგი დისკუსია გვქონდა სრუტეების შესახებ. ჩვენ ძლიერი მოკავშირეები ვართ; ასეა უკვე ათწლეულებია. მაგრამ ჩემი მოვალეობაა ვიმოქმედო ისე, როგორც მიმაჩნია, რომ საუკეთესო იქნება ბრიტანეთის ინტერესებისთვის. თუ პრემიერ-მინისტრი ხარ, არ გაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდე და თქვა - უფს, ამ ომთან დაკავშირებით შეცდომა დავუშვი, შეიძლება ახლა გამოვეთიშო?“

არჩილ გეგენავა

16 მარტი 2026, 15:51

ეკონომიკა

არჩილ გეგენავა: ჩვენი მიზანი, რომ ქეშბექი არსებობდეს, არ არის. ნეტ ფასზე გადასვლა პრობლემა არაა. გვესმის, ეს პირდაპირ ფასზე არ იმოქმედებს, თუმცა ჯაჭვში შემავალ არცერთ მხარეს ექნება იმის საშუალება, რომ სპეკულაციურად ილაპარაკოს

ჩვენი პოლიტიკა არის, რომ რაც შეიძლება ეფექტურები ვიყოთ და ეფექტურობისკენ გვაქვს სწრაფვა. სოციალურ კალათაში შემავალ პროდუქტებზე თუ ვისაუბრებთ შემიძლია ვთქვა, რომ სულ შაქრის კატეგორიაში, ჩვენი ჯგუფის ფარგლებში ჯამურად, 4,6%-ია რაც გვაქვს მარჟა, - განაცხადა „დეილი ჯგუფის“ ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, არჩილ გეგენავამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

დავით ჩიხელიძე

16 მარტი 2026, 15:50

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ სცადა, პრეზიდენტის ღირსეული და პასუხისმგებლობიანი სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით დაენახათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე ხდება

ოპოზიციამ სცადა, პრეზიდენტის ღირსეული და პასუხისმგებლობიანი სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით დაენახათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე ხდება და მისი განცხადებების მიზანმიმართული, არასწორი ინტერპრეტირება ხდება, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „პირველი ლედის“ ნაცვლად „პირველი დედის“ ამბობს.

ეკა სეფაშვილი

16 მარტი 2026, 15:41

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: მიმწოდებლები ამბობენ, რომ ხელშეკრულებები ქსელურ მარკეტებთან კაბალურია - საინტერესოა, რამდენად ხშირად მიმართავენ მწარმოებლები სასამართლოს ამ ხელშეკრულებების გასაჩივრების მიზნით

ფასების რეგულირების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა კომისიის სხდომაზე შეკითხვები დაუსვა „ნიკორას“ წარმომადგენელს, თემურ ალექსანდრიას. სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მიმწოდებლები ქსელურ მარკეტებთან ხელშეკრულებებს უწოდებენ კაბალურს. დეპუტატმა იკითხა, ჰქონიათ თუ არა მიმწოდებლებს სასამართლო დავა „ნიკორასთან“:

16 მარტი 2026, 15:40

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაციას ითვალისწინებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ პროექტებთან ერთად.

რევაზ სოხაძე

16 მარტი 2026, 15:37

პოლიტიკა

რევაზ სოხაძემ გზის ინფრასტრუქტურის ინოვაციებზე საერთაშორისო სამიტი გახსნა

თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - Georgia Rubberized Asphalt Summit 2026 (GRAS 2026), რომელიც რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებს ეძღვნება. სამიტის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

16 მარტი 2026, 15:35

პოლიტიკა

გვარამია: ტრ**ი გვაქვს რევოლუციური სცენარის? ვინც ქადაგებდა რევოლუციას, აღმოჩნდა რომ ჰქონდათ ამის ტრ**ი?

„ჩვენ გვაქვს არჩევანი მშვიდობიანი, თანაზომადი პროტესტის და ვხედავთ, რომ ნელ-ნელა ეს პროცესი, მაგრამ დრამატული რაღაცები ხდება. თუნდაც ბოლო ნახევარი თვე რომ ავიღოთ. მეორე მხარეს ადამიანები ლაპარაკობენ და შეფასებას გთხოვენ, ან ქმედებას რევოლუციური სცენარის და ბოდიში თქვენთან და ტრ**ი გვაქვს რევოლუციური სცენარის? ვინც ქადაგებდა რევოლუციას, აღმოჩნდა რომ ჰქონდათ ამის ტრ**ი? დიდი ჰაერის ბუშტი აღმოჩნდა და ჰაერის ბუშტს მე რატომ შევაფასებ?! “ - ამბობს გვარამია.

თორნიკე ჭეიშვილი

16 მარტი 2026, 15:31

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

16 მარტი 2026, 15:30

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულმა დეპარტამენტებმა სამეგრელოს და იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს და იმერეთის დეპარტამენტების უფლებამოსილმა პირებმა ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

16 მარტი 2026, 15:29

საზოგადოება

Comcom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ ჟურნალისტიკის სწავლების 4 თვიანი პრაქტიკული კურსი დაიწყო

კომუნიკაციების კომისიის „მედიასკოლის სტუდიის“ პრაქტიკულ 4-თვიან კურსზე მეოთხე ნაკადის მიღება დასრულდა. Comcom-ის ინფორმაციით, შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, ჟურნალისტიკით დაინტერესებული 12 სტუდენტი შეირჩა, რომელთაც ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სრულიად უფასოდ დაეუფლონ ჟურნალისტიკისთვის ყველა საჭირო ცოდნასა და უნარს, დაიწყონ კარიერა და დასაქმდნენ მედია სფეროში.

16 მარტი 2026, 15:26

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც შიდა სახმელეთო წყლებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხებს ეხება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

არჩილ მელიქაძე

16 მარტი 2026, 15:25

ეკონომიკა

„2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი: პროდუქტის ექსკლუზიურმა შემომტანებმა შესაძლებელია თქვან ის 5% მოგების, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩანს, ეს არის მთელი ჯაჭვი მომწოდებლიდან ექსკლუზიურ დისტრიბუტორამდე, ამ ჯაჭვში 5 %-ზე 10-ჯერ მეტი მოგებაა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მაღაზიის თაროზე პროდუქტების განთავსების შესახებ „2 ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ მელიქაძემ, სასურსათო პროდუქციის ექსკლუზიური შემომტანი კომპანიების მოგებაზე ისაუბრა.

16 მარტი 2026, 15:03

რეგიონი

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო წყალტუბოში გამართულ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში გამართულ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მარეგულირებელი კომისიების, სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.