imedi /  09 ივნისი 2020, 13:40 / სანდო წყარო

ეჯაილი აქ და ახლა - თიბისი ტრანსფორმაციის 1 წელს აჯამებს

თიბისის ოფისი

ეჯაილი აქ და ახლა - თიბისი ტრანსფორმაციის 1 წელს აჯამებს.

როგორც თიბისიში აცხადებენ, ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგებისმიღწევას. ეჯაილის მუშაობი პრინციპი გულისხმობს გამოიყენოს ყველა ის რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც კომპანიაში არის აქ და ახლა. ამ მეთოდით მუშაობისას, საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლები, რომლებიც ერთსა და იმავე ამოცანაზე ფოკუსირდებიან.

თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია 2019 წელს დაიწყო და ახლა, ერთი წლის თავზე ამ პრინციპით სათავო ოფისის ძირითადი ნაწილი და სრულად IT მიმართულება მუშაობს.

„კომპანიის სწრაფი ზრდის ფონზე, ეჯაილი განსაკუთრებულად ეფექტური მუშაობის სისტემა აღმოჩნდა. ახალმა სტრუქტურამ საშუალება მოგვცა პროცესები უფრო სწრაფად და მოქნილად გვემართა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, რაც ჩვენს შედეგებზეც აისახა. თუ იერარქიულ სისტემაში ბევრი ბიუროკრატიაა, ამ პრინციპით მუშაობა თანამშრომლებს მეტ თავისუფლებას აძლევს და ასე უფრო მეტი წარმატებული პროდუქტი და მომსახურება იქმნება, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს ცხოვრებას უმარტივებს“, - აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ეჯაილ ტრანსფორმაციის შედეგად თიბისის თანამშრომლების პროდუქტიულობა 17%-ით, ხოლო ბედნიერების ინდექსი 16%-ით გაიზარდა.

თანამშრომლების 30%-მა, რომელმაც ეჯაილ სტრუქტურაში გადაინაცვლა, შეიცვალა პოზიცია და ახალი მიმართულებით გააგრძელა მუშაობა. კომპანიას დაემატა 170 ახალი თანამშრომელი, გადამზადდა - 590.

ტრანსფორმაცია აისახა ბიზნეს შედეგებზეც - თიბისის პროდუქტების ბაზარზე მიწოდების სიჩქარე ორჯერ გაიზარდა.

ეჯაილით მუშაობის პირობებში თიბისიმ უკვე არაერთი კამპანია განახორციელა და ბევრი პროდუქტიც დანერგა, მათ შორის: განახლებული მობაილბანკი, ციფრული ბარათი, განახლებული ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისთვის, მერჩანტ ჰაბი, Apple pay, სტატუს დიჯიტალ სატარიფო ნაკრები. გაციფრულდა და ავტომატური გახდა ბევრი საბანკო პროცესი და ფუნქციონალი.

„ღირებულებები, რომლებიც ეჯაილ ტრანსფორმაციას ახლავს, განსაკუთრებულად დაგვეხმარა შეუფერხებლად გაგვეგრძელებინა მუშაობა და ეფექტურად განგვეხორციელებინა პროექტები. დელეგირებული ბიზნესპროცესების და ავტონომიის საშუალებით ეჯაილ გუნდებმა ბოლო სამ თვეში არაერთი პროდუქტი შესთავაზეს მომხმარებელს“, - განაცხადა თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდერმა, ინგა ყელაურაძემ.

უახლოეს მომავალში ეჯაილ ტრანსფორმაცია გავრცელდება კომპანიის რისკების და ფინანსების მიმართულებებზე. თიბისიში ეჯაილის მომავალი პრიორიტეტები ტექნოლოგიების და კომპეტენციების განვითარება იქნება, რაც გამოიხატება ტესტისრების ავტომატიზციის, DevOps პრაქტიკების მეტი ინტენსიურობით დანერგვასა და თანამშრომლების განვითარების სისტემური მიდგომების გაუმჯობესებაში.

(R)

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

10 ივლისი 2020, 10:17

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ხობში ჩინური ინვესტიციით საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია

„ხობში ჩინური ინვესტიციით პლატმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზადდებოდა, უახლოეს პერიოდში კი მშენებლობა დაიწყება. განხორციელდება 50 მილიონი ლარის ინვესტიცია და 400 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „გლობალ რისაიქლინგის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

10 ივლისი 2020, 10:15

რეგიონი

ძლიერი წვიმის გამო ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განცხადებით, ქალაქში არსებული რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა მათი სიმძლავრე არ ყოფნის უხვი ნალექის გატარებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის დათვლა.

10 ივლისი 2020, 10:13

COVID19

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

10 ივლისი 2020, 10:11

COVID19

ჰონგ-კონგში სკოლებს ისევ დახურავენ

კოვიდინფიცირების შემთხვევების მატების გამო ჰონგ-კონგში სკოლები ისევ დაიხურება. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ჰონგ-კონგში კოვიდ 19-ით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯო ბაიდენი

10 ივლისი 2020, 10:08

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად მუხლი მოიყარა

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმბოლური ჟესტით შეუერთდა.

ბათუმი

10 ივლისი 2020, 10:07

სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში დაჭრილი არასრულწლოვანი აცხადებს, რომ თვითდაზიანება შემთხვევით მიიყენა

„ის არის კონტაქტური, იმყოფება პოსტოპერაციული განყოფილების პალატაში. დაჭრილი არასრულწოვანი კლინიკაში გუშინ 21:55 საათზე შემოიყვანეს. მას აქვს მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, ბასრი საგნით მიყენებული. ჭრილობა იყო ღრმა, სისხლდენა ჰქონდა, თუმცა შინაგანი ორგანოები არ არის დაზიანებული“, - განაცხადა მედცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ცხვარაძემ.

10 ივლისი 2020, 09:54

სპორტი

„ინტერმა” „ვერონასთან“ მატჩი ფრედ დაასრულა და ქულები დაკარგა

ანგარიში მასპინძელთა ფეხბურთელმა ლაზოვიჩმა მატჩის დებიუტში გახსნა, რასაც სტუმრებმა ანტონიო კანდრევას დუბლით უპასუხეს. თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, მიგელ ველოსომ უძლიერესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ინტერს“ გამარჯვების საშუალება არ მისცა.

ათენი

10 ივლისი 2020, 09:45

მსოფლიო

ათენში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ათენში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებისას 6 პოლიციელი დაშავდა. Euronews-ის ინფორმაციით, პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა სამართალდამცავებს ხელნაკეთი ბომბები ესროლა, რასაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზითა და მანათობელი ხელყუმბარებით უპასუხა.

ბოლივია

10 ივლისი 2020, 09:40

მსოფლიო

ბოლივიის დროებითი პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჟანინ ანიეს ჩავესი COVID19-ით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან twitter-ის გვერდზე დაწერა.

ბათუმი

10 ივლისი 2020, 09:24

სამართალი

ბათუმში დაჭრილი 17 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა

ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მედიკოსების თქმით, მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველების თქმით, ხმაური იყო, თუმცა ფაქტს არ შესწრებიან. ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბიჭი შველას ითხოვდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება 117- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს

10 ივლისი 2020, 09:17

სამართალი

შსს გლდანში სროლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ცნობით, 2020 წლის 9 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა.

სასაზღვრო პოლიცია

10 ივლისი 2020, 09:12

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას კავშირგაბმულობის აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, კავშირგაბმულობის თანამედროვე აღჭურვილობა და საკომუნიკაციო საშუალებები გადაეცა.

შსს

10 ივლისი 2020, 09:08

სამართალი

ვახტანგ გომელაურმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

გლდანი

10 ივლისი 2020, 09:02

სამართალი

ახალგაზრდა კაცი, რომელიც გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დააკავა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად იარაღი ამოიღეს, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

გიორგი შაქარაშვილი

10 ივლისი 2020, 08:51

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. შაქარაშვილის ბიძა „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ ოჯახი მნიშვნელოვან ვერსიად განზრახ მკვლელობას განიხილავს და იმედოვნებენ, რომ დასკვა იქნება კატეგორიული ფორმულირებით და არ დატოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს.

სუსი

10 ივლისი 2020, 08:39

პოლიტიკა

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს განიხილავენ

პარლამენტის დღეს სამი კომიტეტის, თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სუსის ანგარიშს განიხილავენ. წლიურ ანგარიშს დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი წარუდგენს.

რომან გოცირიძე

10 ივლისი 2020, 08:20

პოლიტიკა

რომან გოცირიძე სუსის ანგარიშზე: გვექნება კითხვა რუსეთის აგენტურის მომრავლებაზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტში დღევანდელი ანგარიშის განხილვას დაესწრებიან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო წელიწადს არ იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი.

ანრი ოხანაშვილი

10 ივლისი 2020, 08:05

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: რაც არ უნდა იოცნებოს სააკაშვილმა, მისი არაადეკვატური სურვილები და ზრახვები კრახით დასრულდება

„სააკაშვილმა რაც არ უნდა იოცნებოს, რაც არ უნდა დაგეგმოს, მისი არაადეკვატური სურვილები და ზრახვები რასაც ჩვენი საზოგადოება წარსულ პერიოდში თვალყურს ადევნებდა, დასრულდება კრახით“, - ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ავღანეთი

10 ივლისი 2020, 08:00

COVID19

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე სპეციალური რეისით გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს.

რობერტ რედფილდი

10 ივლისი 2020, 01:12

COVID19

რობერტ რედფილდი: სკოლების დახურვა ბავშვების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე სკოლების გახსნა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, აშშ-ში სკოლები უნდა გაიხსნას. მისი თქმით, თუ სკოლები დახურული დარჩება, ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი საფრთხე იქნება.