imedi /  10 ივნისი 2020, 17:06 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: მისაღებია პრინციპი, რომ იყოს თანაბარი კონკურენციის პირობები

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საკითხი შეეხება პრივილეგიის გამორიცხვას და არა მინიჭებას. დღეს არის არათანაბარი პირობები და სწორედ შემომტანს, რომელსაც აქვს არათანაბარი პირობა, ოღონდ მისთვის პოზიტიურად, უთანაბრებთ ბუნებრივი აირის შემომტანის თუ მეწარმის ფინანსურ მდგომარეობას და მათ თანაბარი კონკურენციის პირობებში აყენებთ. ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, მისაღებია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხის გარშემო მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, თუმცა იმ მიზეზით, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის სხდომას პარლამენტის წევრი არ ესწრებოდა და ამიტომ არგუმენტები ვერ წარადგინა და ამის გამო უნდა მოხდეს საკითხის კვლავ პირველი მოსმენით განხილვა - საპარლამენტო ცხოვრებაში ასეთი რამ არ არსებობს.

„კომიტეტი ყველა მოსმენაზე ინიშნება ცალ-ცალკე და მეორედ, პირველი მოსმენით განხილვისთვის კომიტეტის სხდომა ვერ ჩაინიშნება. საპარლამენტო ცხოვრებაში ასეთი რამ არ არსებობს. გამოქვეყნებულია, დაანონსებულია, და როდესაც არის კომიტეტის სხდომა, პარლამენტის წევრი უნდა მივიდეს და მიიღოს განხილვაში მონაწილეობა. მეორედ კომიტეტი დაინიშნოს იმიტომ, რომ ვთქვათ, ახალი არგუმენტები გაჩნდა - ეს არ ხდება, მაგრამ ეს ხდება მეორე მოსმენის დროს. დანარჩენ შემთხვევაში, თუ არის საკამათო საკითხები ამ საკითხებზე, უნდა ვიკამათოთ. თუ პრინციპი მისაღებია საიმისოდ, რომ პირობების და მდგომარეობის გათანაბრება უნდა იყოს, ამ შემთხვევაში აქ საწინააღმდეგო არავის უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მან თხოვნით მიმართა კანონპროექტის ინიციატორებს, რომ საკითხის მეორე მოსმენით განხილვისთვის წარმოადგინონ კალკულაცია, მათემატიკური დათვლა - თუ რატომ ხდება მათი თანაბარ პირობებში ჩაყენება და რატომ მაინცდამაიც კონკრეტული თანხით. ვიცე-სპიკერმა ასევე ითხოვა განმარტება იმისა, თუ რატომ არ გაუძვირდებათ ავტომფლობელებს გაზის ფასი.

„პრინციპებს მხარს ვუჭერთ, მაგრამ მეორე მოსმენისთვის წარმოადგინეთ კალკულაცია, მათემატიკური დათვლა - თუ რატომ ხდება მათი თანაბარ პირობებში ჩაყენება და რატომ მაინცდამაინც ამ კონკრეტული თანხით. გთხოვთ, გათანაბრების პირობები წარმოადგინოთ მათემატიკური სიზუსტით, რათა არავის დარჩეს კითხვა, არავინ გამოიყენოს არც გასაკრიტიკებლად და ცუდ შემთხვევაში, არც სასპეკულაციუოდ. სუბსიდირება კარგია. კეთილი ნების გამოხატვაც კარგია, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ სუბსიდირება ხდება მოქალაქის მიერ მოხმარების შემთხვევაში, თუკი მას გარკვეულწილად, გაუძვირდება საფასური. მოვისმინე იმის არგუმენტაციაც, თუ რატომ არ გაუძვირდებათ ავტომფლობელებს. წარმოადგინეთ უფრო მყარი არგუმენტები, თუ რატომ არ გაუძვირდებათ ავტომფლობელებს გაზის ფასი. რამდენად ლოგიკურია რომ ეს გაზის ფასის გაძვირებას სხვა შემთხვევების დროს არ გამოიწვევს. არ დავტოვოთ სივრცე იმისთვის, რომ დარჩეს კითხვის ნიშნები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​

ყველა სიახლე

03 ივლისი 2020, 17:35

ეკონომიკა

„თიბისი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი.

03 ივლისი 2020, 17:29

საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად 24 საგამოცდო ცენტრის ტექნიკური აღჭურვა მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მზადება 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. მათი ტექნიკური აღჭურვის პროცესი სრულდება. გამოცდები ჩატარდება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

ხადას ხეობა

03 ივლისი 2020, 17:26

რეგიონი

მწვანე ალტერნატივა: საზიანო ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ხადას ხეობას საფრთხეს უქმნის

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ აცხადებს, რომ საზიანო ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ხადას ხეობას საფრთხეს უქმნის. ორგანიზაცია ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

03 ივლისი 2020, 17:16

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ნათია სულავასა და ქეთევან თათოშვილს პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობისა და შემდგომი მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა, ამ დროისათვის, მძიმეა.

03 ივლისი 2020, 17:08

ეკონომიკა

ევროკავშირში უმუშევრობის დონე რვა თვის მაქსიმუმზეა

ევროკავშირში უმუშევრობის დონე ბოლო 8 თვის მაქსიმუმზეა. ამის შესახებ Euronews-ი წერს. მაისში უმუშევრობის დონე 6,7%-ით მეტი იყო ვიდრე აპრილში. თუმცა აცხადებენ, რომ უარესი სცენარის თავიდან აცილება შეძლეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

03 ივლისი 2020, 17:06

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი თურქეთის საქმეა

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი თურქეთის საქმეა, ამ თემაზე საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები კი თურქეთის უფლებების შელახვას წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

გიორგი ხაინდრავა

03 ივლისი 2020, 16:57

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: შალიკოს ფანჩატურის გაერთიანება პირდაპირ კრიმინალური გაერთიანებაა იმიტომ, რომ ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამინებს შორის, ვინც კრიმინალით და დანაშაულით არიან გაერთიანებულნი

ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არიან ამ გაერთიანებაში შეკრებილნი, რომელიც ჩემი აზრით პირდაპირ კრიმინალური გაერთიანებაა იმიტომ, რომ ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამინებს შორის, ვინც კრიმინალით და დანაშაულით არიან გაერთიანებულნი. დღეს, პოლიტიკური ფანჩატურის წარმომადგენლები გუშინწინდელი დღის განუკითხაობის, ძალადობის, უკანონობის გაცოცხლებას და გაპრავებას ცდილობენ , - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

03 ივლისი 2020, 16:52

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ვარჯიში განაახლეს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო იძულებითი პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლეს. მოთამაშეები შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვით ვარჯიშობენ. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ფედერაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში ნაკრები გუნდებისთვის უკონტაქტო ვარჯიშების განახლების სპეციალური გეგმა შეიმუშავა. პროგრამაში გათვალისწინებულია ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისმა სახელმწიფო სტურქტურებმა, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში ვარჯიშისთვის დააწესეს. პროგრამის მიზანია საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების კანდიდატი მოთამაშეებისთვის სპორტული ფორმის შენარჩუნება და მაქსიმალური ხელშეწყობა. სავარჯიშო პროცესს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები გაუძღვებიან.

გიგა ბოკერია

03 ივლისი 2020, 16:52

პოლიტიკა

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სად-ის ყოფილ უფროსს, დავით ჭაკუას არ იცნობს

„არ ვიცნობ ჭაკუას, მაგრამ პრობლემა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პრობლემა იყო პენიტენციურ სისტემაში, უკავშირდებოდა არა რომელიმე ერთ ბიუროკრატს, არამედ, საქმე გვქონდა მთლიანად პოლიტიკურ ჩავარდნასთან. ჩვენი, ჩემი და ყველა იმ ლიდერის პასუხიმგებლობა იყო, რომ ამ სისტემაში შესაძლებელი იყო ადამიანის უფლებების დარღვევა“.

03 ივლისი 2020, 16:51

რეგიონი

დედოფლისწყაროში დაიწვა ქალი, რომელმაც თავის ნაკვეთზე ბალახს ცეცხლი დასუფთავების მიზნით წაუკიდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. Imedinews-ის ინფორმაციით, სოფელ მაჩხაანში მარტოხელა მოხუცი იმ დროს დაიწვა, როცა მან საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს ცეცხლი დასუფთავების მიზნით წაუკიდა. თვითმხილველების თქმით, აალება უცბად მოხდა, ამიტომ ქალმა ცეცხლიდან თავის დაღწევა დროულად ვეღარ შეძლო. მიღებული დამწვრობით პენსიონერი ადგილზე გარდაიცვალა.

დავით ზალკალიანი

03 ივლისი 2020, 16:51

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: გერმანია, საფრანგეთი და უნგრეთი საქართველოსთვის უპირობოდ ხსნიან საზღვარს

გერმანია, საფრანგეთი და უნგრეთი საქართველოსთვის უპირობოდ ხსნიან საზღვარს. დათქმები აქვს იტალიას 2-კვირიანი თვითიზოლაცია, შვედეთი ითხოვს ტესტებს, საბერძნეთი და ესანეთი სპეციალური დოკუმენტაციის შევსებას ითხოვენ.

03 ივლისი 2020, 16:45

COVID19

ინდოეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელებაზე დაწესებული აკრძალვა ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდა

ინდოეთში კორონავირუსის გამო საერთაშორისო სამგზავრო ფრენების განხორციელებაზე დაწესებული აკრძალვა ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში განაცხადეს.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 16:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას ვთავაზობთ, რომ ყველამ დავიცვათ 25-მეტრიანი რადიუსი

პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას ვთავაზობთ, რომ ყველამ დავიცვათ 25-მეტრიანი რადიუსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ელჩებთან დაკავშირებით განაცხადა. „საუბარია 25-მეტრიან რადიუსზე. სხვა საკითხებში რაიმე არსებითი კითხვები განხილვებისას არ ყოფილა.

03 ივლისი 2020, 16:41

საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

დღეს ოფიციალურად გვაქვს დაზუსტებული რეკომენდაციები და ეს ეხება ორ მთავარ საკითხს: ერთი არის პირბადის გამოყენება უშუალოდ მუშაობის პროცესში. როდესაც აბიტურიენტი დაიწყებს მუშაობას ტესტზე, მას უფლება ექნება პირბადე არ გამოიყენოს, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

03 ივლისი 2020, 16:40

ეკონომიკა

ევროკავშირის ქვეყნებში ერთიანი გადახდის სისტემა 2022 წლიდან ამოქმედდება

უახლოეს ორ წელიწადი ევროზონაში გადახდის ერთიანი სისტემა European payments initiative (EPI) ამოქმედდება. Euronews-ის ცნობით, ახალი გადახდის სისტემის მომზადების შესახებ საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, ესპანეთის და ნიდერლანდების წამყვანმა 16-მა ბანკმა განაცხადა.

03 ივლისი 2020, 16:38

ეკონომიკა

53 900 ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

ალექს ძანარდი

03 ივლისი 2020, 16:36

სპორტი

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, რომელსაც ორივე კიდური ამპუტირებული აქვს, ხელის ველოსიპედით გადაადგილების დროს სატვირთო მანქანას შეეჯახა

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ალექს ძანარდი უმძიმეს მდგომარეობაშია. The Sentinel-ის ინფორმაციით, 53 წლის ექს-მრბოლელი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ხელის ველოსიპედით გადაადგილების დროს, სატვირთო მანქანას შეეჯახა. თავის ტრავმის მრავლობითი დაზიანებით ძანარდი მაშინვე სიენას კლინიკაში გადაიყვანეს და მართალია ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მაინც სტაბილურად მძიმეა.

დავით ზალკალიანი

03 ივლისი 2020, 16:34

პოლიტიკა

ცნობილია პირველი მაღალი რანგის სტუმარი, რომელსაც პანდემიის შემდეგ, საქართველო 6 ივლისს უმასპინძლებს

პანდემიის შემდგომ პირველი ოფიცილური, მაღალი რანგის სტუმარი რომელიც ორშაბათს საქართველოში ჩამოვა, უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იქნება. ამის შესახებ ქრონიკას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

03 ივლისი 2020, 16:27

პოლიტიკა

გერმანული მედია: საერთაშორისო თანამეგობრობა ამერიკასა და ევროპაში მიესალმება „ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ ძალისხმევას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის

საქართველოს პარლამენტმა ისტორიული საკონსტიტუციო რეფორმა დაამტკიცა. წარმატებული კენჭისყრა მოასწავებს ახალ ერას ქართული დემოკრატიისთვის - ამ სათაურით გერმანული მედია სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა Sueddeutsche Zeitung-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, საერთაშორისო თანამეგობრობა ამერიკასა და ევროპაში მიესალმება „ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ ძალისხმევას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის.

ვიდეოშეხვედრა

03 ივლისი 2020, 16:24

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამართა შეხვედრა თემაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გამართა შეხვედრა თემაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა.