imedi /  11 ივნისი 2020, 19:34 / სანდო წყარო

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების შედეგად ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით 1.153 მილიარდი ლარი გამოეყოფა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითად ფინანსურ დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, წლევანდელი ბიუჯეტი -4% ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, რის გამოც მთელი რიგი უწყებების დაფინანსება მცირდება, თუმცა, მისივე განცხადებით, არ უქმდება არც ერთი პროექტი და პროგრამა და მათი მხოლოდ ვადების ცვლილება განხორციელდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსების მოზიდვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ ფისკალური დისციპლინის დაცვის და სავალუტო ფონდთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან ფინანსების აკუმულირება შეძლო. გიორგი კაკაურიძემ ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებებზე გამოყოფილი თანხების მიზნობრიობაზე ისაუბრა და დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა.

მისი განცხადებით, 450 მლნ. ლარი კომპენსაციის სახით დაურიგდებათ იმ მოქალაქეებს, ვინც პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩა.

ერთჯერადად, 300 ლარიანი დახმარების გასაცემად კი ბიუჯეტში 75 მლნ. ლარი გამოიყოფა. კომუნალური გადახდებისთვის ბიუჯეტი 170 მლნ. ლარის გამოყოფას ითვალისწინებს, შშმ პირების დასახმარებლად - 24 მლნ, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას - 60 მლნ. ლარი მოხმარდება, ვირუსის მკურნალობას და პრევენციას კი - 285 მლნ. ლარი.

კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიც წარადგინა და იმ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანამ გასულ საბიუჯეტო წელს მიაღწია.

კომიტეტის წევრმა წარმოდგენილი საფინანსო-საბიუჯეტო ინფორმაცია დადებითად შეაფასეს და ცვლილებების პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.

პანდემიის პერიოდში მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოებული საქმიანობა კომიტეტის თავმჯდომარემ შეაფასა.

„ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას ძალიან რთული სამუშაო ჩატარდა და წინაც რთულად სამართავი პროცესი გველოდება, რადგან სამწუხაროდ, ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. მაგრამ კარგია, როდესაც ასე რთულ ვითარებაში საქართველო, რომელიც სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა ფინანსური სიმწირით ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენ გვაქვს გამორჩეულად პოზიტიური შედეგი. ამ შედეგს ბოლომდე მიტანა სჭირდება, რამეთუ ისევ პანდემიის რეჟიმში ვართ. ეს ბიუჯეტი ბევრი მნიშვნელობით საყურადღებოა და მე ვფიქრობ, რომ გარდა იმისა, რომ ეს ანტიკრიზისული ბიუჯეტია, ასევეა წინდახედული ბიუჯეტი, რადგან აქ გათვალისწინებულია შესაძლო მეორე ეპიდემიოლოგიური ტალღა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს მთელ მსოფლიოს, რომ შესაძლოა ეს ტალღა კიდევ უფრო მძლავრი და კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს, ვიდრე აქამდე ვნახეთ ბევრ ქვეყანაში კატასტროფული სცენარები ვნახეთ და ვფიქრობ, რომ სიფრთხილე და წინდახედულობა აუცილებელია. რა თქმა უნდა, კრიტიკა იოლია. შესაძლოა სურვილების დონეზე წარმოდგენილი იყოს უფრო მეტი დახმარებები, უფრო მეტი შედეგი მოინდომოს ვიღაცამ, მაგრამ ქვეყანა მზად უნდა იყოს არა მხოლოდ სურვილებით, არამედ მზად უნდა იყოს ფინანსურადაც. შეიძლება სურვილი გქონდეს სწორად დაგეგმილი და გათვლილი, მაგრამ არ მოგყვებოდეს ფინანსები. ამიტომ რაც გაქვს, ისიც სწორად უნდა გადაანაწილო და უნდა გათვალო, რომ ის შემდეგშიც აუცილებლად დაგჭირდება. ვფიქრობ, რომ პანდემიის რეჟიმში ჩვენმა ქვეყანამ, მმართველმა გუნდმა სწორად მართა პროცესი და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, მთავარი შემფასებელი არის შედეგი და ეს არის გამორჩეულად პოზიტიური“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2025, 14:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „სადგურის მოედანზე“ ავარიული კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: არიან პოლიტიკური გიენები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ტრაგედიებით

ეს არის ის, რაც ნაკვები არის გარედან. ისტერია და ჩასაფრება, რომ რაიმენაირად ადამიანების ტრაგედიაზე პოლიტიკურად ისპეკულირონ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „სადგურის მოედანზე“ მდებარე ავარიული შენობის ნაწილის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე.

15 ივლისი 2025, 14:08

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნის შესახებ ევროსაბჭოსთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნის შესახებ ევროსაბჭოსთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 14:03

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა ესკო-ს ახალი ხელმძღვანელი თორნიკე ყაზარაშვილი თანამშრომლებს წარუდგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) ახალი გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

კახა კალაძე

15 ივლისი 2025, 13:53

პოლიტიკა

კახა კალაძე: არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი. არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არც ის და არც მისი თანაგუნდელები არ არიან ის ადამიანები, ვინც ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს კერძო საკუთრებიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანს.

კახა კალაძე

15 ივლისი 2025, 13:46

პოლიტიკა

კახა კალაძე არჩევნების ჩაშლის საკითხზე: არავის ვურჩევ შიმშილობას, რადგან ეს მათი ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელია. წარმოუდგენელია, ამით რა შედეგი უნდა მიიღონ

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვინ იქნება, რადგან ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან.

15 ივლისი 2025, 13:32

საზოგადოება

კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა - 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ხალხი შენობიდან გამოიყვანოს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების წესთან დაკავშირებით საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია არ მიაწოდონ. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ამ მიმართულებით წესი არ შეცვლილა და საკრებულოს ის დადგენილება, რომელზეც ზოგიერთი მედიასაშუალება საუბრობს, სულ სხვა შემთხვევებს ეხება.

კახა კალაძე

15 ივლისი 2025, 13:28

პოლიტიკა

კახა კალაძე: შენობას აქვს მესამე ხარისხის ავარიულობის კატეგორია მინიჭებული, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. ფაქტია იქ ხალხი ცხოვრობდა იმის მიუხედავად, რომ გამგეობამ არაერთი შეხვედრა გამართა ჩანაცვლების საკითხზე

დედაქალაქის მერმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის დროს გარდაცვლილი ორი ადამიანის ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

კახა კალაძე

15 ივლისი 2025, 13:23

პოლიტიკა

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ყველაფერ უკადრებელს კადრულობენ და ვისმენთ განცხადებების სახით

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადება, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებისა და კიდევ ორი მოსამართლის დასანქცირების რეკომენდაციის შესახებ, არის იმ შანტაჟის ნაწილი, რაც ბოლო წლებში საქართველოსთან მიმართებაში ხორციელდება.

ვიქტორ ორბანი

15 ივლისი 2025, 13:20

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი მოუწოდებს ევროკავშირს უკრაინის ლიდერებს ადამიანების უფლებების დარღვევისთვის სანქციები დაუწესოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო უკრაინის ლიდერებს სანქციები დაუწესოს.

15 ივლისი 2025, 13:19

რეგიონი

ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ფორუმს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ირაკლი ლატარია

15 ივლისი 2025, 13:09

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია კაია კალასის განცხადებაზე: 1 200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო

1.200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო, - ასე აფასებს ექსპერტი ირაკლი ლატარია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც განაცხადა: „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს."

დავით ჩიხელიძე

15 ივლისი 2025, 13:07

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე კაი კალასის განცხადებაზე: კარგად ჩანს დასავლეთის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ევროკავშირი აქტიურად მოქმედებს. არც მაშინ და არც ახლა ქართველი ხალხი არავის აინტერესებს

კაია კალასი (ევროკავშირი) უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და ფეხქვეშ თელავს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს! კაია კალასი: "მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს" კალასის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ისე უყურებს, როგორც კოლონიას, მას არა პარტნიორად არამედ, უუფლებო სახელმწიფოდ მიიჩნევს, რომელიც ვალდებულია ევრობიუროკრატების სურვილის შესაბამისად იმოქმედოს - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

15 ივლისი 2025, 13:00

სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, ტარების და გადაზიდვის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, ტარების, გადაზიდვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

ლევან ნიკოლეიშვილი

15 ივლისი 2025, 12:50

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: „შეუპოვარი მებრძოლის“, რუსეთის სავაჭრო პარტნიორის მეუღლის, კალასის განცხადება ვიხილეთ, რომ თურმე, სომხეთს შავ ზღვაზე გასავლელ ქვეყანად ხედავს - ფიქრობს, კავკასიურ ნაწილში უნდა გაჩნდეს არეულობის ახალი კერა

უცხოეთიდან სამხრეთ კავკასიურ საგარეო-პოლიტიკურ სათამაშო დაფაზე, იდიოტური, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ავანტურისტულზე უფრო მზაკვრული გეგმის ჯერ მსუბუქად შეთავაზება ვიხილეთ ამ დღეებში, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

15 ივლისი 2025, 12:49

საზოგადოება

16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

გია აბაშიძე

15 ივლისი 2025, 12:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სუვერენიტეტის შეუვალ დამცველ საქართველოს ემუქრება ევროკრატიის ერთ-ერთი აქტორი, კაია კალასი, რომელსაც დასავლეთში ასე ახასიათებენ - არაკომპეტენტური, არაშორსმჭვრეტელი, ევროპის ინტერესების მოწინააღმდეგე

სუვერენიტეტის შეუვალ დამცველ საქართველოს ემუქრება ევროკრატიის ერთ-ერთი აქტორი, კაია კალასი, რომელსაც დასავლეთში ასე ახასიათებენ - არაკომპეტენტური, არაშორსმჭვრეტელი, ევროპის ინტერესების მოწინააღმდეგე, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის, მუქარას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

დავით ქართველიშვილი

15 ივლისი 2025, 12:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროკომისარ კაია კალასის განცხადებით, ევროკომისრის სამუშაო მაგიდაზე უკვე არსებობს ე.წ. „ანტიქართული პაკეტი“, რომელიც ორ მოსამართლეზე სანქციების დაწესებას და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვას მოიცავს

საქართველოს დიდი ხანია აღარ ახსენებენ დასავლურ მედია და პოლიტიკურ ველზე, როგორც "შუა დერეფნის" განუყოფელ ნაწილს. როგორც წესი აღმოსავლეთის ენერგომატარებლები თავის დინებას ბაქოში ასრულებენ და შემდგომ სასწაულებრივად - რუმინეთიდან აგრძელებენ თავის დინებას. დღეს ამას დაემატა საქართველოს შავიზღვისპირეთის ნავსადგურების "გაუქმება" და ბრიუსელის ფსონის გაკეთება სომხეთის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შავ ზღვაში. როგორც მინიმუმ ეს არის პიროვნების დეგრადაციაზე აწყობილი საგანმანათლებლო სისტემის შედეგი, როგორც მაქსიმუმ - ამ უკვე დეგრადირებული სისტემის მსხვერპლ-მესვეურების მხრიდან, მათთვის გამაღიზიანებელი და დაუმარცხებელი საქართველოს წინააღმდეგ თავისი აგონიური უკანასკნელი შეტევის მცდელობა - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კაია კალასის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკომისრის სამუშაო მაგიდაზე უკვე არსებობს ე.წ. „ანტიქართული პაკეტი“, რომელიც ორ მოსამართლეზე სანქციების დაწესებას და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვას მოიცავს.

15 ივლისი 2025, 12:39

სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 12:38

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქის გაძევება განხორციელდა, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

15 ივლისი 2025, 12:27

რეგიონი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ე.წ. ნეძვის გზისა და აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ე.წ. ნეძვის გზისა და აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 4.1-კმ გზის მონაკვეთი რეაბილიტირდება.