imedi /  16 ივნისი 2020, 16:13 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: მზად ვართ, მეზღვაურების როტაციის პროცესში სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია შევასრულოთ

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

საქართველო მზადაა, 15 ივნისიდან უსაფრთხოების სპეციალური ზომების დაცვით, მეზღვაურთა როტაცია - რეპატრიაციის პროცესში სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია შეასრულოს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ გაითვალისწინა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გაიდლაინები და სპეციალური მოთხოვნები შეიმუშავა, რომელიც მკაცრი უსაფრთხოების ნორმების მიუხედავად, მნიშვნელოვნად ამარტივებს ქვეყნის ტერიტორიაზე მეზღვაურთა გადაადგილების პროცესს. დამუშავდა სპეციალური წესები ქვეყანაში მეზღვაურების მიღება/გაცილებისა და საკარანტინო სივრცეში გადაყვანისთვის.

„საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, გლობალური პანდემიის ფონზე ქვეყანაში არსებული დაბალი და მკაცრად კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით კი ჩვენი მზაობა, გავხდეთ სატრანზიტო ქვეყანა მეზღვაურებისთვის, დააინტერესებს საერთაშორისო გემთმფლობელებს, რადგან მეზღვაურთა როტაცია დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, - განაცხადა მინისტრმა.

მსოფლიოში დაახლოებით 1.2 მილიონი მეზღვაურია, რომლებიც 65,000 გემზე მსახურობენ. ეკიპაჟის შეცვლა ბოლო 2 თვის განმავლობაში შეჩერებულია. საერთაშორისო საზღვაო პალატის (International Chamber of Shipping) მონაცემების მიხედვით, სადღეისოდ 300 000 მეზღვაურის როტაციაა საჭირო.

პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარება რისკის ქვეშ აყენებს მეზღვაურების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ხოლო სამომავლო უმოქმედობა გავლენას იქონიებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთების დროულად გადაზიდვებზე.

მინისტრის ბრძანების თანახმად, ეკიპაჟის ცვლილების პროცესს ორგანიზებასა და კოორდინაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გაუწევს.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 00:56

ტექნოლოგიები

ჰოლივუდში მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პირველად დაამტკიცეს

ჰოლივუდში, ახალ სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმში, მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პირველად დაამტკიცეს. ამის შესახებ techcult წერს.

07 ივლისი 2020, 00:38

ტაბლოიდი

50 წლის ნაომი კემპბელი მეტროში ფოტოსესიაზე გაშიშვლდა

სუპერმოდელი და მსახიობი ნაომი კემპბელი მეტროში გამართულ ფოტოსესიაზე გაშიშვლდა. ფოტოები მოდელმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.

07 ივლისი 2020, 00:35

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. სანქციები რუსეთის 25 და საუდის არაბეთის 20 მოქალაქეს დაუწესდა.

07 ივლისი 2020, 00:25

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბანანების შეკვრაში ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყი აღმოაჩინეს 🐸

დიდ ბრიტანეთში, კარმარტენშირში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტის თანამშრომელმა ბანანის მტევნებს შორის ბაყაყი აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყმა ბრიტანეთამდე 8 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი გაიარა. ბანანი ბრიტანეთში კოლუმბიიდან შეიტანეს.

07 ივლისი 2020, 00:10

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ირანში უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინეს

ირანში, ფინელი მეცნიერთა ჯგუფმა უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინა. ამის შესახებ techcult წერს. ობობას აქვს თეთრი და წითელი ზოლები ზურგზე, რომელიც ჰოლივუდის კინოგმირ ჯოკერ ჰგავს, რომლის როლსაც ფილმში ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. მეცნიერებმა მის საპატივცემულოდ ობობას Loureedia phoenixi დაარქვეს.

მირიან ნიკოლაძე

06 ივლისი 2020, 23:50

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: დაზიანებების წარმოშობის მექანიზმს და მათ ხანდაზმულობას ექსპერტიზა დაადგენს

მოცემულ ეტაპზე გამოძიების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ გიორგის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება ამოვწუროთ. გავარკვიოთ ბოლოს და ბოლოს ბავშვი განზრახ მკვლელობის მიზეზითაა გარდაცვლილი თუ სხვა რამე მიზეზით. ველოდებით სასამართლო სამედიცინო და გენეტიკურ ექსპერტიზას, რომელიც ძალიან ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

დონალდ ტრამპი

06 ივლისი 2020, 23:39

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 39%-ით შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 39%-ით შემცირდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

ჩორჩანა

06 ივლისი 2020, 23:15

ეკონომიკა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაიო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

ენდრიუ კუომო

06 ივლისი 2020, 22:56

COVID19

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: ბატონო პრეზიდენტო, ნუ იქნებით კორონავირუსის თანამზრახველი

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, აღიაროს ის, რომ კორონავირუსი დიდ პრობლემას წარმოადგენს.

06 ივლისი 2020, 22:55

პოლიტიკა

საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში: ქალაქი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას

6 ივლისს ნიუ-იორკი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო ავრცელებს.

ლებრონ ჯეიმსი

06 ივლისი 2020, 22:51

სპორტი

ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს

ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს. შესაბამისი ფოტო Twitter-ზე გავრცელდა. ლეიკერსი სეზონის განახლებისთვის ემზადება, რომელიც COVID19-ის პანდემიის გამო შეწყდა.

ნათია თურნავა

06 ივლისი 2020, 22:40

ეკონომიკა

​ნათია თურნავა: ევროკავშირის წარმომადგენლებთან მხარდაჭერის პროგრამებზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სხვა პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორ ლოურენს მერიდიტთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროს ვინსენტ რეისთან.

06 ივლისი 2020, 22:35

ეკონომიკა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა. ის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 22:24

პოლიტიკა

ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის

ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არა-წევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს. ინფორმაციას ესტონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

თამარ გაბუნია

06 ივლისი 2020, 22:24

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყნები, სადაც შეზღუდვებთან მიმართებით ლოიალური დამოკიდებულება და მიდგომა იყო, ვირუსს ვეღარ აკონტროლებენ

„ესეც არის ნიშანი იმისა, რომ შეზღუდვის ღონისძიებების და ფიზიკური სოციალური დისტანცირების გარეშე ვირუსის კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ჟაირ ბოლსონარუ

06 ივლისი 2020, 22:19

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტმა ციხეებში პირბადის სავალდებულო ტარების დებულებას ვეტო დაადო

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ციხეებში პირბადის სავალდებულო ტარების დებულებას ვეტო დაადო. ამის შესახებ ბრაზილიის მთავრობის ოფიციალურ გაზეთში არის ნათქვამი.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივლისი 2020, 22:07

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი თუ შვედეთის

„ჩვენ დიდხანს გვახარბებდნენ რიგი უცხოური ქვეყნებით, განვითარებული ქვეყნებით, ევროპის ქვეყნებით. მაგალითად, გერმანიით. გერმანია ევროპაში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ბევრად უარესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ჩვენ და განსაკუთრებით შვედეთით, თითქოს ე.წ შვედური მოდელი იყო შვედეთის მთავრობის გენიალური მიგნება. ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი, თუ შვედეთის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

06 ივლისი 2020, 22:03

სპორტი

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება.

გოგა ხაინდრავა

06 ივლისი 2020, 21:56

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად ჩაიდინა

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად აქვს ჩადენილი და ამ ტაქტიკას პირველივე დღიდან, უკვე 8 წელია, მიმართავს. ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ POSTV-ს გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ განაცხადა. გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს.

ამირან გამყრელიძე

06 ივლისი 2020, 21:48

COVID19

ამირან გამყრელიძე: პანდემია გრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს

„საფრთხეა ის, რომ თუ „წესიერად“ არ მოვიქცევით, არ დავიცავთ რეკომენდაციებს, ან ის ხალხი, ვინც თვითიზოლაციაშია, რეკომენდაციას არ დაიცავს ან საზღვრის კონტროლს ოდნავ შევასუსტებთ - შესაძლოა ინფექცია ქვეყანაში შემოვიდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.