IMEDI /  17 ივნისი 2020, 08:08 / სანდო წყარო

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს განიხილავს

ირაკლი კოვზანაძე

ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტში 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის განხილვა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე დასრულდება.

მმართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტის ეს ვერსია ქვეყნის ინტერესებს არ ასახავს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის მიმართ არსებობს გარკვეული კითხვები, მათ შორის საბიუჯეტო პარამეტრების პირობებში ფასების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, 24 ივნისს ვარაუდობს.

2 ივნისს 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის სამმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

9 ივნისს საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი წარადგინა.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2020, 09:58

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

„თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კმ_ში, სოფელ მუხილეთთან მოხდა 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“- წერია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

12 ივლისი 2020, 09:46

პოლიტიკა

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

პოლონეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ანჯეი დუდა და ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი უპირისპირდებიან. 28 ივნისს, არჩევნების პირველ ტურში, ტშასკოვსკიმ 30%-ის მოპოვება შეძლო, დუდამ კი– 43%-ის.

მიხეილ ჩხენკელი

12 ივლისი 2020, 09:35

რეგიონი

მიხეილ ჩხენკელი: მინდა, ყველას მოვუწოდო, ესტუმრონ სვანეთს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი და წვირმისა და იფარის ტაძრები მოინახულა.

იშაკ მოსტეფუი

12 ივლისი 2020, 09:29

მსოფლიო

სირიის ციხეში ISIS-ის ბრიტანელი მხარდამჭერი პირველად გარდაიცვალა

​​​​​​​ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც გასულ წელს ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა, სირიაში, ქალაქ ელ-ჰასაქაში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. ის ISIS-ის პირველი ბრიტანელი მხარდამჭერია, რომელიც სირიის დემოკრატიული ძალების პატიმრობაში გარდაიცვალა.

12 ივლისი 2020, 09:15

რეგიონი

საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი აჭარას სტუმრობს

აჭარას საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოში დიეგო კოლასი სტუმრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა და რეგიონის კულტურულ-ისტორიულ ღირშესანიშნაობები, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვნი პროექტები გააცნო.

12 ივლისი 2020, 09:08

მსოფლიო

4-თვიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში Walt Disney World-ის გასართობი პარკი გაიხსნა

​​​​​​​მსოფლიოში უმსხვილესმა გასართობმა ცენტრმა, Walt Disney World-მა ფლორიდის ქალაქ ორლანდოში მდებარე გასართობი პარკი გახსნა. ვიზიტორებისთვის სავალდებულოა პირბადეების ტარება და უსაფრთხოების სხვა ზომების დაცვა.

ამიტაბ ბაჩანი

12 ივლისი 2020, 08:51

COVID19

ბოლივუდის ვარსკვლავს, ამიტაბჰ ბაჩანს კორონავირუსი დაუდგინდა

​​​​​​​ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინდოელ მსახიობს, ამიტაბჰ ბაჩანს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობმა ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზეც დაწერა. მისმა შვილმა, ასევე მსახიობმა, აბჰიშეკ ბაჩანმაც twitter-ზე გამოაქვეყნა, რომ მასაც დაუდგინდა კორონავირუსი.

12 ივლისი 2020, 08:35

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 4 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 916 ადამიანი გარდაიცვალა, 209 881-ს კი, ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. შედეგად, ინფიცირებულთა რაოდენობა 12 828 600-ს გაუტოლდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 566 955- ს. ვირუსისგან 7 470 404 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

12 ივლისი 2020, 08:19

მსოფლიო

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ერდოღანს მოუწოდებს, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება გააუქმოს

​​​​​​​ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად უნდა გადაკეთდეს. საბჭოს მიერ თურქეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობას, წინააღმდეგობას გამოიწვევს.

12 ივლისი 2020, 08:04

COVID19

ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი ტვინსაც აზიანებს

​​​​​​​კორონავირუსმა, შესაძლოა, დააზიანოს არა მხოლოდ ფილტვები, გული და თირკმელები, არამედ, თავის ტვინიც - იმ პაციენტებში, რომელთაც ნევროლოგიური პრობლემები, მათ შორის, პარანოია და ჰალუცინაციები აწუხებთ. კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა სახის ნევროლოგიური დაზიანებების გამოწვევა შეუძლია ვირუსს.

12 ივლისი 2020, 01:14

სამართალი

თბილისში, მუხიანის დასახლებაში აფეთქებას 50 წლამდე კაცი ემსხვერპლა

მუხიანის დასახლებაში აფეთქების შედეგად 50 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.

12 ივლისი 2020, 00:53

ტაბლოიდი

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის მადონას შვილი ნიუ-იორკში პაპარაცების სამიზნე გახდა

ამერიკელი პოპ-შემსრულებლის მადონას უფროსი გოგო ლურდეს ლეონი პაპარაცების სამიზნე გახდა. ის ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

სუპერ მარიო

12 ივლისი 2020, 00:41

ტექნოლოგიები

Super Mario Bros.-ის ეგზემპლარი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპიუტერული თამაში გახდა

კარტრიჯი 1985 წელს არის გამოშვებული და პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაშია, რადგან დღემდე შეფუთული იყო. თამაშის ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. ამით მყიდველმა შარშანდელი რეკორდი მოხსნა. მაშინ ასევე კარგ მდგომარეობაში შემონახულ თამაშში მყიდველმა 100 500 ათასი დოლარი გადაიხადა.

FIFA

12 ივლისი 2020, 00:32

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია FIFA-ს ახალ პროექტში ერთვება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს ახალ პროექტში - Bridging the Gap - an analysis of the global football ecosystem ერთვება. ფედერაციის ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი პირველია, რომელიც ფიფამ ამ პროექტში ჩართო.

ისრაელი

12 ივლისი 2020, 00:26

მსოფლიო

ისრაელში კორონავირუსზე მთავრობის რეაგირება დემონსტრაციით გააპროტესტეს

ისრაელში ათასობით ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე, სადაც ეკონომიკაზე კორონავირუსის კრიზისის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ გადადგმული „არასათანადო საპასუხო ნაბიჯები“ გააპროტესტეს.

კურიერი ლაბრადორი ეროსი კოლუმბია

12 ივლისი 2020, 00:06

ტაბლოიდი

კოლუმბიაში ლაბრადორი კურიერად მუშაობს და პანდემიის დროს კლიენტებთან სურსათი მიაქვს

„სოციალური დისტანციის დაცვაში გვეხმარება. თანაც ხალხს მოსწონს, როცა მათთან ძაღლს ვაგზავნით“, - ამბობს მაღაზიის და ეროსის პატრონი მარია ნატივიდად ბოტერო. მისივე თქმით, ეროსი სახლში მისმა ვაჟმა მიიყვანა, 4 წლის წინ კი, როცა ოჯახმა მინი-მარკეტი გახსნა, ის თან დაჰყვებოდა ბოტეროს და მის შვილებს, როცა მათ მომხმარებლებთან შეკვეთები მიჰქონდათ.

11 ივლისი 2020, 23:48

ტექნოლოგიები

მექსიკაში არქეოლოგებმა წყლით დატბორილი უძველესი შახტი იპოვეს

არქეოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა მექსიკაში, კინტანა-პოს სანაპიროზე წყალქვეშა გამოქვაბულები შეისწავლა და 12 000 წლის წინ დატბორილი შახტი იპოვა. ამის შესახებ techcult წერს.

11 ივლისი 2020, 23:38

საზოგადოება

ამერიკის საელჩო: კელი დეგნანმა მოინახულა იფარი და უშგული, სადაც მოუთმენლად ელიან ადგილობრივ ტურისტებს

„ელჩი დეგნანისთვის დიდი პატივია ზემო სვანეთის მონახულება ქართველ ბიზნესმენ ქალებთან და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად. მათთან ელჩი განიხილავს ბიზნესის გამოწვევებსა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს“, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ვაკო გვილია

11 ივლისი 2020, 23:20

სპორტი

ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიასთან“ ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვაკო გვილია ვარშავის ლეგიასთან ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ლეგიამ ვარშავაში კრაკოვია ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 75-ე წუთზე კი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.

კობა კობალაძე

11 ივლისი 2020, 23:07

სამართალი

კობა კობალაძე: პოლიციის განყოფილებაში შვილთან ერთად მივედი, ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები, რეალურად სამართლებრივი შეფასება მიეცემა

ჩემი შვილი და მე ერთად მივედით განყოფილებაში, მილიონი რაღაცაა აგორებული მასზე და ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები, რეალურად სამართლებრივი პოზიცია, შეფასება მიეცემა ამას, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა კობა კობალაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.