imedi /  19 ივნისი 2020, 01:43 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი რთველზე: დაახლოებით 60 მილიონია, რაც სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით დაიხარჯება

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

ზოგიერთ სექტორს კოვიდი მნიშვნელოვნად შეეხო და ვიცით, რომ მათ შორის ტურიზმის სექტორი არის საოცრად დაზარალებული. ტურიზმის შემდეგ მთელ მსოფლიოში ყველაზე დაზარალებული ღვინის სექტორია - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ღვინის სექტორი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ჰორეკა სეგმენტთან და ის არ იყიდება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებში, მისი გაყიდვის სპეციფიკა განსხვავებულია.

„ღვინის გაყიდვა მჭიდროდ არის დაკავშირებული სასტუმრო ბიზნესთან. სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ჰორეკა სეგმენტი არის გაყიდვების ძალიან მნიშვნელოვანი და გაყიდვების დაახლოებით 30 პროცენტი მოდის ჰორეკა სექტორზე, რომელიც რადენიმე თვე მთელ მსოფლიოში დაკეტილი იყო. საქართველოშიც ახლახან გაიხსნა რესტორნები და მათი სრული დატვირთვა, ჯერ შორსაა. ყველა ახალ ბაზარზე ქართული ღვინის დიდი წილი შედიოდა სწორედ ჰორეკა სექტორში, ამიტომ დღეისთვის დაახლოებით, 10-15%-ით არის შემცირებულია ღვინის გაყიდვები, მაშინ, როდესაც რომ წელს უნდა გაზრდილიყო. ჩვენ ყოველ წელს გვაქვს 5-დან 10%-მდე ზრდა და ამიტომ ნედლეულის ბაზაც საქართველოში ყოველ წელს იზრდება და სწორედ ამ ზრდაზეა ინდუსტრია ორიენტირებული. წელს კი ზრდის ნაცვლად კი კლება გვაქვს, ისევე, როგორც ეკონომიკაში. ეს ძალიან მძიმეა სექტორისთვის და ამიტომ ჩვენ კრიზისული ბიუჯეტის ნაწილში სუბსიდირების თანხა გვაქვს გათვალისწინებული. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ სუბსიდიის რეჟიმიდან ფაქტობრივად გამოსულები ვიყავით, იმ მიზნით, რომ ჩვენ ფერმერებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ, რადგან ეს არის მალფუჭებადი პროდუქტი და მყისიერად უნდა დაბინავდეს, მინიმალური გარანტირებული პირობებით იმისთვის, რომ ფერმერებმა თავის დანახარჯის ამოღება შეძლონ და გარკვეული მოგებაც მიიღონ, სახელმწიფო გაწევს სუბსიდირებას, თუმცა სუპერ ფასების მოლოდინი ყურძენზე, წარმოუდგენელია. გულწრფელები ვიყოთ და პირდაპირ ვთქვათ და არ შევქმნათ ცრუ მოლოდინები, რადგან ეს არის ის შესაძლებლობა, რაც ქვეყანას გააჩნია ამ რთულ პირობებში ჩვენ გვესმის რომ რესურსები შეზღუდულია და ყველაფერს ყურძნის შესაძენად ვერ დავხარჯავთ. თან სახელმწიფომ უნდა დახარჯოს ფული, რადგან კერძო სექტორიდან შემცირებულია მოთხოვნა. დაახლოებით 60 მილიონია, რაც სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით დაიხარჯება, რაც ვითარების დაბალანსების შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ნაკლებად მტკივნეულად გადაიაროს სექტორმა პრობლემები, როგორც მევენახეებმა, ასევე მეღვინეებმა“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, წელს დიდი რაოდენობით, დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოლოდინი არსებობს.

„სულ ახლახან აგროკრედიტში ჩვენ დავაბრუნეთ და მომავალ მთავრობაზე ეს ცვლილებები გავა, რომელიც პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს ღვინის კომპანიებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამატებით ინვესტიციებს განახორციელებენ ახალი სიმძლავრეების დადგმის კუთხით, ელემენტარულად ჩვენ ჭურჭელიც გვჭირდება და მოლოდინი ძალიან დიდია, დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოლოდინი გვაქვს. ასევე საბრუნავ საშუალებებში ჩვენ დავეხმარებით ღვინის კომპანიებს. ჩვენ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია, შეხვედრები სექტორის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა სეგმენტთან მსხვილ კომპანიებთან, ასევე მცირე კომპანიებთან, მეწარმეებთან, ასევე ფერმერებთან და მათთან შეხვედრები კიდევ უნდა გაგრძელდეს, რადგან ყველას უნდა გვქონდეს სწორი მოლოდინი. ეს არის მაქსიმუმზე მაქსიმუმი, რაც სახელმწიფომ შეიძლება დახარჯოს იმისთვის, რომ ერთის მხრი პასუხისმგებლიანი იყოს გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით და მერე მხრივ იმისთვის, რომ ჩვენი ფერმერების ინტერესები დავიცვათ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ყველა სიახლე

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 20:22

საზოგადოება

კახა ბექაური: დღეს კომიტეტზე ყველა კითხვა დაისვა, არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის, მედიის, კომიტეტის წევრებისგან და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაცემულია

„დღეს მოქმედი კანონით თუ 4-ჯერ არ შეასრულა კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა და კანონის ვალდებულება ოპერატორმა, კომისიას უფლება აქვს, ლიცენზია ჩამოართვას ან ავტორიზაცია შეუჩეროს მას, რაც პრაქტიკაში მისი საქმიანობის გაჩერებას, საბოლოოდ კი მილიონობით მობილური და ფიქსირებული მომსახურების მომხმარებლების საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენას უდრის“,- ეს განცხადება დარგობრივი კომიტეტის დასრულების შემდეგ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

10 ივლისი 2020, 20:12

COVID19

ჯანმოს დირექტორი: რატომ არის ასე რთული საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობის უკმარისობა დაგმო და საერთაშორისო თანამეგობრობას გლობალური ერთიანობისკენ მოუწოდა.

თორნიკე შენგელია

10 ივლისი 2020, 20:12

სპორტი

თორნიკე შენგელია: სადაც არ უნდა ვითამაშო, ჩემს ქვეყანას ვასახელებ და ქართულ დროშას ყოველთვის ავაფრიალებ

„ЦСКА" ევროპის ტოპ 3 გუნდში შედის, აქედან გამომდინარე, იმის შანსი, რომ მოვიგო ეს ტურნირი, არის დიდი. ეს იყო მთავარი ამ შემთხვევაში.თუ ჩემი გადაწყვეტილებით ვინმეს გული დავწყვიტე, ძალიან ვწუხვარ“, - ამის შესახებ თორნიკე შენგელიამ რადიო „ჯორჯიან თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხდა.

10 ივლისი 2020, 20:12

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკრაინას საპროტესტო ნოტა გადაეცა

10 ივლისს, უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დავით ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვასილ ბოდნართან. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინულ მხარეს გადასცა საპროტესტო ნოტა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

სოფო კილაძე

10 ივლისი 2020, 20:03

პოლიტიკა

დეპუტატებმა საკომიტეტო მოსმენაზე კომუნიკაციების კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, ვახტანგ აბაშიძის განმარტებით სატელეკომუნიკაციო სფეროს მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როცა მთელი საქმიანობა გადავიდა ელექტრონულ სისტემებზე, სატელეკომუნიკაციო ქსელებზე.

კორონავირუსი იტალია

10 ივლისი 2020, 20:01

COVID19

იტალიაში საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც იტალიაში იანვარში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადდა, შესაძლოა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში თავის წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო ANSA წერს.

მიხეილ ყაველაშვილი

10 ივლისი 2020, 19:59

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების საკითხს მხარი დაუჭირა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი უძღვებოდა, განიხილეს პარლამენტის წევრების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფის ინიციატივით წარმოდგენილი - პარლამენტის დადგენილების პროექტი „2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“.

ადამიანის უფლბათა კომიტეტი

10 ივლისი 2020, 19:48

პოლიტიკა

საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებმა ათწლიანი ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის პროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დადგენილების პროექტი - „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“, განიხილა. აღნიშნული პროექტი ორმოცდაათი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

10 ივლისი 2020, 19:41

COVID19

ავსტრალიაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცეს

ავსტრალიის თერაპიული საქონლის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენებისთვის წინასწარი ნებართვა გასცა.

ბუდუ ზივზივაძე

10 ივლისი 2020, 19:37

სპორტი

ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრულ „ფეჰერვარში” გააგრძელებს

ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრულ „ფეჰერვარში” გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. „ფეჰერვარი” ქვეყნის ვიცე-ჩემპიონია და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

10 ივლისი 2020, 19:36

პოლიტიკა

საკომიტეტო მოსმენაზე ადამიანის უფლებების კუთხით პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ანგარიშები მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილს მოუსმინეს. აქიაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2018-2019 წლებში შესრულების შუალედური ანგარიშები, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშები და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშები წარმოადგინა.

10 ივლისი 2020, 19:28

სამართალი

პროკურატურამ მამისა და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ო-მ 2020 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას - ა.ო.ს და პაპას - გ.ო.-ს, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სვანეთი

10 ივლისი 2020, 19:26

რეგიონი

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, მდგრადი სამთო ტურიზმის სექტორში, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო იმერეთის რეგიონებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ პროექტ GRETA-ს ფარგლებში (მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა), სამთო ტურიზმის სექტორში, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს.

მოსკოვი

10 ივლისი 2020, 19:18

COVID19

რუსეთი საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენას 15 ივლისიდან დაიწყებს

რუსეთი სხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენას 15 ივლისიდან დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. ფრენების აღდგენა იმ ქვეყნებთან იგეგმება, სადაც კორონავირუსის გავრცელება ბოლო ორი კვირის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 40 შემთხვევას არ აღებამატება.

10 ივლისი 2020, 19:08

მსოფლიო

ათენი აია-სოფიასთან დაკავშირებით თურქეთის გადაწყვეტილებას პროვოკაციად მიიჩნევს

საბერძნეთის კულტურის მინისტრი თურქეთის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება, ცივილიზებული სამყაროს წინაშე „ღია პროვოკაციად“ აფასებს.

მირიან ნიკოლაძე

10 ივლისი 2020, 19:05

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: იმ პირებს, ვინც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პატიმრობაშია, ბრალს სავარაუდოდ ორ კვირაში წარუდგენენ

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახი შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას. ჩამოყალიბდნენ ასეთ პოზიცაზე, რომ გამოძიების ვადაში უნდა მოხდეს ამ პირებისთვის ბრალის კონკრეტული მუხლით წარდგენა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მედიას გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.

გენერალური პროკურატურა

10 ივლისი 2020, 19:01

სამართალი

ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სკოლა „ალბიონის“ პედაგოგებს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

შემოსავლების სამსახური

10 ივლისი 2020, 19:00

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ჟურნალისტის ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება

შემოსავლების სამსახური მცდარ ბრალდებებს უწოდებს ელისო კილაძის განცხადებას, რომ მას ჟურნალისტური გამოძიების პროცესში, სამსახურის წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ, - ამის შესახებ ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემოსავლების სამსახური ჟურნალისტის მიერ, სოციალურ ქსელ facebook-ზე ატვირთულ ვიდეომასალაში გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.

10 ივლისი 2020, 18:59

ტაბლოიდი

Apple-მა IOS 14-ის პირველი საჯარო ბეტა-ვერსია გამოუშვა

Apple-მა IOS 14-ისა და iPadOS 14-ის პირველი საჯარო ბეტა-ვერსია გამოუშვა. მისი ჩამოტვირთვა Apple-ის ბეტა-ტესტირების ვებგვერდზეა შესაძლებელი. iOS 14 და iPadOS 14 ივნისის ბოლოს წარადგინეს, რის შემდეგაც მას დეველოპერები ტესტავდნენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

10 ივლისი 2020, 18:58

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას აია-სოფიას მეჩეთად გამოცხადების თაობაზე

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა განკარგულებას აია-სოფიას მეჩეთად გამოცხადების თაობაზე.