imedi /  22 ივნისი 2020, 13:40 / სანდო წყარო

ევროპის საინვესტიციო ბანკი: საქართველო ვირუსის წინდახედულად და წარმატებულად განკარგვის მაგალითს წარმოადგენს

კორონავირუსის პანდემია უზარმაზარ წნეხად იქცა ჯანდაცვის სისტემებისთვის. ის უპრეცედენტო გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე და მსოფლიო იმგვარი დაღმასვლისკენ მიჰყავს, რომელსაც უახლესი ისტორიის ვერც ერთ სხვა ეკონომიკურ კრიზისს ვერ შევადარებთ - ამის შესახებ სამხრეთ კ ავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი წერს. მაჩიე ჩურას წერილს „ფორბსი“ აქვეყნებს.

მისი თქმით, რეცესიის სიღრმისა და ხანგრძლივობის შეფასება ძნელია. ჩურას განმარტებით, ყოველ რეგიონსა და ქვეყანაში ეს არა მხოლოდ პანდემიის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული, არამედ კონკრეტულ ეკონომიკურ პარამეტრებზე, გარემოებებზე, ძლიერ მხარეებსა და სისუსტეებზე. ეს მოიცავს დემოგრაფიულ მახასიათებლებს, ჯანდაცვის სისტემის განვითარების დონეს, ინტეგრაციას ღირებულების გლობალურ ქსელებში, არასასოფლო-სამეურნეო ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულებას, ტურიზმზე დამოკიდებულების დონესა და ფულადი დახმარებების წილს ფინანსურ ბრუნვებში.

„საქართველო ვირუსის წინდახედულად და წარმატებულად განკარგვის მაგალითს წარმოადგენს. საქართველოში, სადაც გადადებისა და ინფიცირების გაკვალვის ზომები სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო დროულად იქნა მიღებული, ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია და ახლა, თანდათანობით, ქვეყანა კარანტინიდან გამოსვლის ზომებს მიმართავს. ამავე დროს, COVID-19-ის კრიზისი ღრმა ჭრილობებს აყენებს საქართველოს ეკონომიკას. ვირუსის გამო, ტურიზმი და მასთან დაკავშირებული აქტივობები ლამის ერთბაშად გაიყინა, არადა საქართველოს მშპ-ის 30%-ზე მეტი ამ სექტორით ივსება, 45% კი ექსპორტებით. ვირუსის გავრცელების შემაკავებელმა ზომებმა სხვა სექტორებშიც – მაგალითად, სავაჭრო და სერვისების სექტორებში – გამოიწვია ეკონომიკური აქტივობების გაჩერება ან შენელება. დაბოლოს (თუმცა, რაც მნიშვნელოვანია), ფულადი დახმარებების შემცირებული შემოდინება და შესუსტებული მოთხოვნა პროდუქტებსა და სერვისებზე როგორც რეგიონიდან, ისე გლობალურად, ასუსტებს საქართველოს ეკონომიკურ პოზიციებს და, შესაბამისად, მის ფისკალურ მდგომარეობას. მართალია, კრიზისი დროებითია, ის მაინც საჭიროებს ეკონომიკის მხარდასაჭერ მყისიერ ნაბიჯებს, ისევე, როგორც საშუალოვადიან სტრატეგიებს, რათა ეკონომიკა მედეგი ზრდის რელსებზე დაბრუნდეს“, - აცხადებს ჩურა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებსა და ადგილობრივ ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დროული ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკური გაჯანსაღების ძლიერ საფუძველს ქმნის.

„ამ თვალსაზრისით, საკვანძო მოქმედებათა რიცხვშია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ბიზნესების ლიკვიდური საჭიროების მხარდაჭერა როგორც ფისკალური, ისე რეგულაციური ზომების მეშვეობით, და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საჯარო საინვესტიციო პროექტების გაგრძელება. საშუალოვადიან პერსპექტივაში, იმ ახალი ინვესტიციების მხარდაჭერა, რომლებიც COVID-19-ით გამოწვეულ პრობლემებზეა ორიენტირებული (მაგალითად, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და ადგილობრივი წარმოების ზრდა), შესაძლოა, ინსტრუმენტული იყოს მედეგი ზრდის სტიმულირებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ კრიტიკული რეფორმები, როგორიც ახლად მიღებული ენერგოეფექტიანობის კანონია, აგრეთვე ეხმარება მდგრად ეკონომიკურ გაჯანსაღებას“, - აღნიშნავს ჩურა.

მისივე თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ გაჯანსაღებას ყველა ასპექტში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარების უპრეცედენტო პაკეტში, რომელიც მომზადებულია ევროკავშირთან, ევროპის მთავრობებსა და ევროპის დამფინანსებელ ინსტიტუტებთან კოორდინირებით.

„საჯარო სექტორის სფეროში, EIB ხელახლა ახდენს არსებული ფონდების განაწილებას, რათა დაეხმაროს ჯანდაცვის სექტორს COVID-19-ით გამოწვეულ საგანგებო ვითარებაში. ამავე დროს, გრძელდება EIB-ის ინვესტიციები ცენტრალურ ტრანსპორტსა და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში, ისევე როგორც მისი ჩართულობა ახალ განახლებად ენერგიასა და სასოფლო- სამეურნეო პროექტებში. EIB ასევე აგრძელებს საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი ორიენტირებულია იმაზე, რომ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს ჰქონდეთ წვდომა ფინანსებზე, რაც საქართველოსთვის საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს. COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო ზომები გაზრდის აღნიშნულ საწარმოთა არსებული დაფინანსების მოქნილობას, რათა მხარი დაეჭიროს სამუშაო კაპიტალის საჭიროებებსა და ფონდების განაწილებას. გარდა ამისა, პროგრამა InnovFin-ის ბოლო პერიოდში დანერგილი ფუნქციები იძლევა საშუალებას, მოხდეს სამუშაო კაპიტალის საჭიროებათა მხარდაჭერა გაზრდილი საგარანტიო ტარიფებით, ისევე როგორც მცირე და საშუალო ბიზნესთა არსებული სესხების ისეთი მოდიფიკაცია, პოტენციურად პრობლემურ სიტუაციებთან გამკლავება რომ იყოს შესაძლებელი. ეს შეიძლება, ნიშნავდეს სესხის დაფარვის ვადების გადახედვას, რეფინანსირებას და ე.წ. ბრიჯ-სესხებს. გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა ეს ზომა ამ წლის ბოლოსთვის დაინერგება და, კომერციული ბანკების მეშვეობით, მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესების დამატებითი დაფინანსება საგანგებო ვადებითა და პირობებით“, - აცხადებს ბანკის წარმომადგენელი.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 01:12

COVID19

კალიფორნიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სანიტარული შეზღუდვები კვლავ დაწესდა

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო სანიტარული შეზღუდვები ნაწილობრივ აღადგინა.

14 ივლისი 2020, 01:08

ეკონომიკა

კახა ბექაური: ბიზნესის ყველა შენიშვნა უკავშირდებდა კომპანიაში დროებითი მმართველის შესვლის მექანიზმს, შეჯერებულ ვარიანტს ხვალ წარვადგენთ

შეხვედრა 4 საათს გრძელდებოდა და ჩემი აზრით პროდუქტიულად ჩაიარა. მოვისმინეთ ბიზნესის პოზიციები მ​აქსიმალურად დეტალურად. ყველას მიეცა საშუალება, რომ თავისი აზრი და შე​ნიშვნები გამოეთქვა. ასევე ჩვენი მხრიდანაც გამოთქმული იყო ჩვენი ხედვები, მოსაზრებები, მიზეზები და მიზნები რატომ არის ეს კანონპროექტი ამ ფორმით შემოტანილი დაჩქარებული წესით, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა პარლამენში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი შაქარაშვილი

14 ივლისი 2020, 01:08

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ სამი ადამიანი გამოკითხეს

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანა დაფიქსირებული იყო 19 ივნისს, შემთხვევის დროს ავტობანზე, რის გარშემოც გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა.

14 ივლისი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ჯეიმს ბონდის სერიალში გადაღებული ავტომობილი Lamborghini Diablo აუქციონზე გაიყიდება

1992 წელს გამოშვებული Lamborghini Diablo, რომელიც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშია გამოყენებული აუქციონზე გაიტანეს. ამის შესახებ TMZ წერს.

14 ივლისი 2020, 00:45

პოლიტიკა

პარლამენტში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს

საკანონმდებლო ორგანოში ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ბიზნესსექტორთან შეხვედრა. ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ესწრებოდნენ.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2020, 00:37

COVID19

დონალდ ტრამპი: დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის, რაც ჩინეთმა მსოფლიოს ჩინური ჭირით გაუკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო.

14 ივლისი 2020, 00:32

COVID19

აშშ-ში ქალმა COVID19-ით ლიფტში 71 ადამიანი დააინფიცირა

აშშ-ში უცხოეთიდან დაბრუნებულმა ქალმა covid19-ით ლიფტში ერთ წუთში 71 ადამიანი დააინფიცირა. მან ლიფტში პირბადის გარეშე ერთი წუთი გაატარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

თელავი

14 ივლისი 2020, 00:12

სამართალი

თელავში 40 წლამდე კაცი დაჭრეს

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. ინციდენტი ერთ-ერთ სახლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცთან სტუმარი იყო მისული, ურთიერთშელაპარაკება კი დაჭრით დასრულდა.

ჯონი დეპი

14 ივლისი 2020, 00:03

ტაბლოიდი

ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს უჩივლა

ლონდონში ჯონი დეპსა და News Group Newspapers შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯგუფი ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს ფლობს, რომელსაც მსახიობმა 2018 წელს გამოქვეყნებული მასალის გამო უჩივლა.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 23:52

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ქვეყანაში ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება.

13 ივლისი 2020, 23:38

რეგიონი

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლამდე მოზარდს ეძებენ

შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

კარენ ლონგარიკი

13 ივლისი 2020, 23:29

COVID19

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კარენ ლონგარიკს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლივიის სხაგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რასელ უესტბრუკი

13 ივლისი 2020, 23:26

სპორტი

NBA-ს ერთ-ერთ ვარსკვლავს რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ჰიუსტონის” კალათბურთელმა გულშემატკივარს სოციალური ქსელით აცნობა, რომ მისმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და თან მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვან.

მარია ვან კერხოვე

13 ივლისი 2020, 23:05

COVID19

ჯანმო: ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი რამ არის გასაგები

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის საკითხის გაგება ჯერ კიდევ შეზღუდულია.

მირიან ნიკოლაძე

13 ივლისი 2020, 22:56

საზოგადოება

მირიან ნიკოლაძე: გიორგი შაქარაშვილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან

როგორც ოჯახის ადვოკატმა, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, გარდაცვლილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან​.

13 ივლისი 2020, 22:53

რეგიონი

ქუთაისს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ობიექტი ემატება

როგორც ზვიად შალამბერიძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 22:30

COVID19

ენტონი ფაუჩი: ვირუსის დასასრული ჯერ არც კი ჩანს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე რთული კრიზისია, რომელთანაც მას ოდესმე ჰქონია საქმე.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 ივლისი 2020, 22:11

COVID19

ჯანმოს დირექტორი: თუკი ძირითადი პრინციპები არ იქნება დაცული, მაშინ პანდემია მხოლოდ ერთი გზით წავა - ის უფრო უარესი გახდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია გაუარესდება, თუკი ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს არ დაიცავენ. ვირუსის ერთადერთი მიზანია ხალხი დააინფიციროს.

ბაიერნი

13 ივლისი 2020, 22:10

სპორტი

ბუნდესლიგის სამივე ინდივიდუალური პრიზი „ბაიერნის“ წარმომადგენელმა მიიღო

წლის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული პრიზი ჰანს-დიტერ ფლიკს ერგო, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კი ალფონსო დევისი დასახელდა. „ბაიერნმა” გერმანიის ჩემპიონატი ზედიზედ მერვედ, არსებობის ისტორიაში კი ოცდამეათედ მოიგო.

13 ივლისი 2020, 21:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.