IMEDI /  23 ივნისი 2020, 14:42 / სანდო წყარო

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა რეცესიაშია

ჩინეთის ეკონომიკა რეცესიაში გადავიდა, ამის შესახებ Bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, 6,8%-ით დაეცა, რაც ქვეყნის ეკონომიკის რეცესიაში გადასვლაზე მიანიშნებს.

მსოფლიოში შემცირებული მოთხოვნა, ჩინეთის ეკონომიკის მთავარი მუხრუჭია. ჩინეთის ხელისუფლებამ 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის ფონზე ეკონომიკის ზრდა არ დაგეგმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

თხილი

15 ივლისი 2020, 12:57

საზოგადოება

სურსათის სააგენტო მეთხილე ფერმერებს მოუწოდებს, დაავადებების წინააღმდეგ წამლობა სქემის მიხედვით ჩაატარონ

მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მეთხილე ფერმერებს მოუწოდებენ, ნარგავებში აგროსამუშაოები დროულად და გეგმის მიხედვით ჩაატარონ, - ამის შესახებ აღნიშნულია სურსათის ეროვნულ სააგენტოს განცხადებაში. სააგენტოს ინფორმაციით, ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, ამ პერიოდში აღინიშნება აზიური ფაროსანას ზაფხულის პირველი თაობის მესამე-მეოთხე ასაკის ინდივიდები, რომლებსაც თხილის მოსავლის დაზიანება შეუძლიათ.

კორონავირუსი ავსტრალია

15 ივლისი 2020, 12:57

COVID19

ავსტრალიის პოლიცია თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს შემოწმებაზე მისულ ოფიცრებს კარი ჩაცმულება გაუღონ

სამართალდამცველების თქმით, უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა შემოწმებაზე მისულ პოლიციელებს კარს შიშველი ადამიანები უღებდნენ.

არჩილ თალაკვაძე

15 ივლისი 2020, 12:45

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პიკის დროს პარლამენტის მუშაობას ითხოვდნენ

ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პიკის დროს გვსაყვედურობდნენ, პარლამენტი რატომ არ მუშაობსო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „რიგგარეშე სესია გადატვირთულია. პირველ რიგში, მადლობას გიხდით კომიტეტებს. გუშინ ღამის პირველ საათზე დასრულდა კომიტეტის ბოლო სხდომა. სხვათა შორის, ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პიკის დროს გვსაყვედურობდნენ, პარლამენტი რატომ არ მუშაობსო და ახლა გვსაყვედურობენ, პარლამენტი ამდენ კანონპროექტზე რატომ მუშაობსო“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნათია თურნავა

15 ივლისი 2020, 12:44

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ახალი საწარმოები იხსნება

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილ სპილენძისა და ალუმინის სადენების ახალ საწარმოში, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ოფიციალურად გახსნა. საწარმოში ინვესტიცია განახორციელა თურქულმა კომპანიამ „Koç Kablo“. საწარმო აღჭურვილია მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიით, რაც სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს უზრუნველყოფს.

სალომე სამადაშვილი

15 ივლისი 2020, 12:42

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ნაცმოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ სულის ჩამდგმელია და ამ ალიანსის გაფართოებას ვგეგმავთ

„ნაციონალური მოძრაობა“ არის სულის ჩამდგმელი და დამაარსებელი „ძალა ერთობაშიასი“, ვაპირებთ, თანამშრომლობა გავაგრძელოთ სხვა პარტიებთან და გავაფართოვოთ ეს ალიანსი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გამოჩნდებიან მნიშვნელოვანი, ახალი პოლიტიკური მოთამაშეები, ვინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში.

არჩილ თალაკვაძე

15 ივლისი 2020, 12:35

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე გიგი წერეთელს: ბიუროს ყველა სხდომაზე წერილი შემოგაქვთ, თითქოს სხდომას არ ესწრებით და შემდეგ სხდომებს ესწრებით

„ევროპული საქართველოს“ მომართვა გვაქვს სხდომებთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის გაუგებარია. ყოველ ბიუროზე შემოდის ეს წერილები და შემდეგ ყველა სხდომას ესწრებით. ბატონო გიგი, იქნებ აგვიხსნათ, როგორ ხდება ეს, რომ ყოველ ბიუროზე წერილი შემოგაქვთ, რომ სხდომას არ ესწრებით და შემდეგ სხდომებს ესწრებით. ავტომატურად ხომ არ შემოაქვს ეს თქვენი ფრაქციის აპარატს?,“-განაცხადა თალაკვაძემ.

რომან გოცირიძე

15 ივლისი 2020, 12:35

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: „ძალა ერთობაშია” არ დაიშლება

„ნაციონალური მოძრაობა” არის „ძალა ერთობაშიას” ლიდერი და რეალურად მისი დაფუძნების მთავარი შემოქმედი. არსად „ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს გასვლას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პოლიტიკური გაერთიანებიდან მათი გასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.

სომხური არმია

15 ივლისი 2020, 12:32

მსოფლიო

სომხური მხარის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დროს 10 სამხედრო დაშავდა, მათგან 1 მძიმეა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების დროს 10 სომეხი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ Facebook-ზე სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი, შუშან სტეფანიანი წერს.

კორონავირუსი

15 ივლისი 2020, 12:23

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 156 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 422 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ კი 746 369-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სახლხო დამცველის მონიტორინგის ანგარიში

15 ივლისი 2020, 12:21

სამართალი

სახალხო დამცველმა დისტანციური წესით ჩატარებული სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა დისტანციური წესით ჩატარებული სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში საუბარია ტექნიკური გაუმართაობის სიმრავლეზე, რომელიც სხდომოების დაგვიანების ან გადადების მიზეზიც გამხდარა, ხშირ შემთხვევაში, ბრალდებულსა და ადვოკატს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის არარსებობაზე.

ჩრდილოეთ მაკედონია არჩევნები

15 ივლისი 2020, 12:21

მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ჩრდილოეთ მაკედონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები პირბადეებით მიდიან, ხმის მიცემა კი დისტანცირების წესების დაცვით მიმდინარეობს. უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის უფლება 1,8 მილიონ ადამიანს აქვს.

სალომე ზურაბიშვილი

15 ივლისი 2020, 12:10

რეგიონი

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს

„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღესასწაული. ვლაქერნობა არის მართლაც უდიდესი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის. ალბათ, ზუგდიდი და მცხეთა არის ის ორი წმინდა ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს. ვისურვებდი და მოვუწოდებდი ყველას, რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში დაესწრონ ვლაქერნობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ღვთისმშობლის კვართი არის ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან. ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს. ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც უნდა მოვიდნენ არა მხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც. ჩვენ გვაქვს არაერთი წმინდა ადგილი საქართველოში და საქართველო უნდა გახდეს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური ტურიზმის ადგილი. ამაზე უნდა იმუშაოს ჩვენმა ტურიზმის სააგენტომ, საპატრიარქომ და ჩემი ყველანაირი მხარდაჭერით, რაც საჭირო იქნება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი რამიშვილი

15 ივლისი 2020, 12:08

ეკონომიკა

გიორგი რამიშვილი: რა თქმა უნდა, რაც გვინდოდა, ყველაფერი ვერ წამოვიღეთ, მინდა აღვნიშნო სიმართლე, რომ ჩვენ ბოლოს შევთანხმდით

„საბოლოო ჯამში პარლამენტარებთან, ბატონ თალაკვაძესთან და კომისიასთან ვიმუშავეთ და შევჯერდით. რა თქმა უნდა, ეს 29-ე პუნქტი სულ რომ არ ყოფილიყო ჩვენ კიდევ უფრო კმაყოფილები ვიქნებოდით. ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო სასამართლოს შეცვლა. ანუ რაც ჯერ კიდევ არსებობს და ლიცენზირებულ კომპანიებს, ჩვენ გვეხება, რომ მარეგულირებელს თუ უნდა რომ შემოიყვანოს რამდენიმე ჯარიმის შემდეგ დროებითი მმართველი, ამ შემთხვევაში უნდა წავიდეს სასამართლოში. ეს ჩვენ პრინციპული მოთხოვნა იყო, განსაკუთრებით ჩვენი კომპანიისთვის და ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

15 ივლისი 2020, 12:07

სამართალი

პრეზიდენტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, ჯგუფური ძალადობა არაქართულია

არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად. პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დასმული შეკითხვის პასუხად განუცხადა. მისი თქმით, ადამიანებზე ძალადობა მიუღებელი და ძალიან არაქართულია. „კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი... ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა და დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა. ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით და დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 12:06

COVID19

პაატა იმნაძე: კვირა არ გავა, სადღაც უცბად არ გაჩნდეს შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით

კვირა არ გავა ისე, რომ სადღაც უცებ არ გაჩნდეს შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემა, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ყველა სამსახურის კარგი მუშაობისა და ხალხის მიერ რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგია.

15 ივლისი 2020, 12:02

რეგიონი

საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, ფოთის პორტში, 3 030 ტონა ხორბლით დატვირთული გემი შემოვიდა

გლობალური კრიზისისა და COVID-19 პანდემიის პირობებში, საქართველო, როგორც ამიერკავკასიის ძირითადი სატრანზიტო რეგიონი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე გემს ნავსადგურში დახვდა და საბაჟო კონტროლის პროცედურებს ადგილზე გაეცნო.

სალომე ზურაბიშვილი

15 ივლისი 2020, 11:55

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ვისაც ვიწყალებ, არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი, არიან დამნაშავეები და არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები

„რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავიმეორებ, რომ მათგან არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი. არიან დამნაშავეები. და არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები. ვისაც ვიწყალებ, ყველანი არიან დამნაშავეები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 11:51

COVID19

პაატა იმნაძე: ერთხელ ვთქვი, პირ-ცხვირბადე დავარქვათ, რადგან პირბადე რატომღაც პირზე უკეთიათ

ერთხელ ვთქვი, რომ სახელიც უნდა შევიცვალოთ და პირ-ცხვირბადე დავარქვათ-მეთქი, რადგან პირბადე რატომღაც პირზე უკეთიათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ სტუმრობისას განაცხადა.

კორონავირუსი სომხეთი

15 ივლისი 2020, 11:50

COVID19

სომხეთში კორონავირუსს კიდევ 11 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 515 შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 33 005 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 781 ადამიანი, 21 348-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

გიორგი კანდელაკი

15 ივლისი 2020, 11:49

პოლიტიკა

გიორგი კანდელაკი: მთავრობა „ვიზეარს“ ფრენების უფლებას არ აძლევს

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, დაახლოებით ათი დღის წინ გამართულ „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ საბჭოზე, სადაც საზოგადოების ზეწოლის შედეგად ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს, ქვეყანაში შემოსვლა-გასვლის მაქსიმალურად გართულება გადაწყდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ამ სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაინც დაუწესდეთ ანტიკონსტიტუციური კარანტინის მოთხოვნა, მაშინაც კი, თუ ისინი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხუთ „გამწვანებულ“ ქვეყანაში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ამავე სხდომაზე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს საზღვრები არ გაიხსნას ჩვენი ტურიზმისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, როგორიც პოლონეთია.