imedi /  25 ივნისი 2020, 22:41 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ კვლავ 270 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო, კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ 270 ათასი ლარით დაჯარიმდა.

კომპანია კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს მეცხრე თვეა არ ასრულებს. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა პირველ აგვისტომდე მისცა.

გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილების მფლობელი ყველა ბენეფიციარი მესაკუთრის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა და აღნიშნული ინფორმაციის წარმოსადგენად კომპანიას ორ კვირიანი ვადა განუსაზღვრა.

„შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო, კომისიამ ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, „კავკასუს ონლაინი“ 2019 წლის 12 დეკემბერს 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, ხოლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, 2020 წლის 6 თებერვალს კომისიამ კომპანიას ჯარიმის სახით 90 000 ლარი დააკისრა. სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად და წილის გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვადა „კავკასუს ონლაინს“ 22 თებერვლამდე ჰქონდა, თუმცა მისი მხრიდან ვალდებულება მაშინაც არ შესრულებულა. 2020 წლის 12 მარტს კი, კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 270 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა“- აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ისრაელი

12 ივლისი 2020, 00:26

მსოფლიო

ისრაელში კორონავირუსზე მთავრობის რეაგირება დემონსტრაციით გააპროტესტეს

ისრაელში ათასობით ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე, სადაც ეკონომიკაზე კორონავირუსის კრიზისის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ გადადგმული „არასათანადო საპასუხო ნაბიჯები“ გააპროტესტეს.

კურიერი ლაბრადორი ეროსი კოლუმბია

12 ივლისი 2020, 00:06

ტაბლოიდი

კოლუმბიაში ლაბრადორი კურიერად მუშაობს და პანდემიის დროს კლიენტებთან სურსათი მიაქვს

„სოციალური დისტანციის დაცვაში გვეხმარება. თანაც ხალხს მოსწონს, როცა მათთან ძაღლს ვაგზავნით“, - ამბობს მაღაზიის და ეროსის პატრონი მარია ნატივიდად ბოტერო. მისივე თქმით, ეროსი სახლში მისმა ვაჟმა მიიყვანა, 4 წლის წინ კი, როცა ოჯახმა მინი-მარკეტი გახსნა, ის თან დაჰყვებოდა ბოტეროს და მის შვილებს, როცა მათ მომხმარებლებთან შეკვეთები მიჰქონდათ.

11 ივლისი 2020, 23:48

ტექნოლოგიები

მექსიკაში არქეოლოგებმა წყლით დატბორილი უძველესი შახტი იპოვეს

არქეოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა მექსიკაში, კინტანა-პოს სანაპიროზე წყალქვეშა გამოქვაბულები შეისწავლა და 12 000 წლის წინ დატბორილი შახტი იპოვა. ამის შესახებ techcult წერს.

11 ივლისი 2020, 23:38

საზოგადოება

ამერიკის საელჩო: კელი დეგნანმა მოინახულა იფარი და უშგული, სადაც მოუთმენლად ელიან ადგილობრივ ტურისტებს

„ელჩი დეგნანისთვის დიდი პატივია ზემო სვანეთის მონახულება ქართველ ბიზნესმენ ქალებთან და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად. მათთან ელჩი განიხილავს ბიზნესის გამოწვევებსა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს“, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ვაკო გვილია

11 ივლისი 2020, 23:20

სპორტი

ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიასთან“ ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვაკო გვილია ვარშავის ლეგიასთან ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ლეგიამ ვარშავაში კრაკოვია ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 75-ე წუთზე კი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.

კობა კობალაძე

11 ივლისი 2020, 23:07

სამართალი

კობა კობალაძე: პოლიციის განყოფილებაში შვილთან ერთად მივედი, ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები, რეალურად სამართლებრივი შეფასება მიეცემა

ჩემი შვილი და მე ერთად მივედით განყოფილებაში, მილიონი რაღაცაა აგორებული მასზე და ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები, რეალურად სამართლებრივი პოზიცია, შეფასება მიეცემა ამას, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა კობა კობალაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ისრაელი

11 ივლისი 2020, 23:06

COVID19

ისრაელში კორონავირუსის 1500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ისრაელში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1500 ახალი შემთხვევა აღირიცხა. მედიის ცნობით, საავადმყოფოებში 134 მძიმე პაციენტი მკურნალობს, 49 კი მართვით სუნთქვაზეა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში 37464 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა - 354.

კახა ბექაური

11 ივლისი 2020, 22:44

საზოგადოება

კახა ბექაური: კომპანიების უკმაყოფილების მიზეზი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებებია

„კომპანიების გაბრაზების საფუძვლები შეიძლება უფრო ღრმა იყოს, ვიდრე - ეს კანონპროექტი. ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აქტიურ ცვლილებებს ვახორციელებთ ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე და ეს მოსახლეობამ და მედიამ კარგად იცის“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ დარგობრივ კომიტეტში სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 22:35

პოლიტიკა

კახა კუჭავა: აშშ-ში ჩვენი ელჩის ხელმძღვანელობით ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც ახლო ურთერთობა აქვს ს​ახელმწიფო დეპარტამენტთან, კონგრესთან და სენატთან

ჩვენ აშშ-ის გვყავს ძლიერი გუნდი ელჩის ხელმძღვანელობით, რომელიც თვეების განმავლობაში მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუნდაც ის რომ უნდა გაიზარდოს თანხები და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 22:10

პოლიტიკა

კახა კუჭავა: თანამშრომლობა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან არის აღიარებული, არის ძალიან მაღალ დონეზე

„დარწმუნებული ვარ, საბოლოო ასახვა არასოდეს ექნება იმას, რომ აშშ-ის დახმარება 15 პროცენტით შემცირდეს, რადგან ის თანამშრომლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც კი არის აღარებული, არის ძალიან მაღალ დონეზე და ის წარმატებები, რომელსაც ვაღწევთ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობის კუთხით, პირდაპირი და ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, თუ რასაც ვიღებთ ამ ბოლო წლების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

საგარეო

11 ივლისი 2020, 22:05

პოლიტიკა

საგარეო უწყება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს მორიგ სახიფათო პროვოკაციად აფასებს

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, როგორც მორიგ სახიფათო პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას.

ლევან მუხუზლა

11 ივლისი 2020, 21:47

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: მთავრობა ზრუნავს მევენახეებზე. სუბსიდირების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ისინი არ დატოვეს მარტო

მთავრობა ზრუნავს მევენახეეზე. სუბსიდირების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ისინი არ დატოვეს მარტო. ექნებათ საშუალება, რომ შეინახონ ოჯახი და გაიტანონ თავი მომავალ წლამდე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა„შაბათის ქრონიკაში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელიმა ლევან მეხუზლამ განაცხდა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 21:43

პოლიტიკა

კახა კუჭავა: კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაშიც, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დახმარება 15 პროცენტით შემცირდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის კანონპროექტი არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დახმარება 15 პროცენტით შემცირდება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

პეტრე და პავლე მოციქულები

11 ივლისი 2020, 21:34

საზოგადოება

ხვალ პეტრე-პავლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 21:01

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ნაადრევია და სიცრუეა იმის თქმა, რომ ვინმემ კანონი მიიღო ან საქართველოს სანქციები დაუწესა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ, განმარტა რა გზავნილია საქართვეოსთვის აშშ-ის კონგრესის ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილება: ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ილაპარაკა.

ნიკა გვარამია

11 ივლისი 2020, 21:00

სამართალი

ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში დაკითხეს

ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას კითხვები იყო წყაროს ვინაობასთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, არ გაასაჯაროვა და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეთერში, როგორც ლოგიკურ ვარაუდებს ისე გამოთქვამს.

კახა ბექაური

11 ივლისი 2020, 20:51

საზოგადოება

კახა ბექაური: დღეს შედეგიანი შეხვედრა იყო, გარკვეული მოსაზრებები გავაანალიზეთ კომიტეტთან ერთად და ოპერატორებთან შევაჯერეთ პოზიციები

„მობილური კომუნიკაციების კომპანიებში, რომლებიც ფლობენ სიხშირულ რესურს, ან კომუნიკაციების კომისიისგან მინიჭებული აქვთ ლიცენზია, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხევაში, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონით კომუნიკაციების კომისიას ამ კომპანიებში დღესაც შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ბიზნესისა და დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მირიან ნიკოლაძე

11 ივლისი 2020, 20:48

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა დანაშაულის სავარაუდო მოტივზე საუბრობს

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დანაშაულის მოტივზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. „ტვპირველის“ ეთერში შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობის, პირადი ურთიერთობების ნიადაგზე ჩხუბი, მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ „ეს ვერსია ივარაუდება“.

11 ივლისი 2020, 20:19

მსოფლიო

პოლიციამ მელბურნში კარანტინის დარღვევის ფაქტი KFC-ის შეკვეთის დევნისას გამოააშკარავა

პოლიციამ, მელბურნში კარანტინის დარღვევა, KFC-ის შეკვეთისთვის დადევნებით გამოააშკარავა. მათ არალეგალური წვეულება გამოააშკარავეს და ჯამში $26,000-ის ჯარიმა გამოწერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის უფროსის განმარტებით, 2-მა სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა დაახლოებით, ღამის 01:30-ზე სწრაფი კვების ობიექტში შეუკვეთა საკვები. სწორედ ამ დროს თანამშრომლებმა შენიშნეს 2 ადამიანი, რომლებმაც ზედმეტად დიდი დოზა KFC შეუკვეთეს, რაც დაახლოებით 20 ადამიანზე იყო გათვლილი.

ლია გიგაური

11 ივლისი 2020, 19:49

საზოგადოება

ლია გიგაური: რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ახალგორის საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან, მსხვილოს ციხის მიმდებარედ სოფელ ქვემო ჭალას მკვიდრი კაცი ჯერ დაჭრეს და შემდეგ გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამის შესახებ მან „საზოგადობრივ მაუწყებელს“ განუცხადა.