imedi /  29 ივნისი 2020, 15:24 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკის განცხადებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 350.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით 18.3 მლრდ აშშ დოლარი (60.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 103.7 პროცენტია, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბანკის განცხადებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 350.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

ამასთან, ბანკის ინფორმაციით, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად.

„საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით 18.3 მლრდ აშშ დოლარი (60.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 103.7 პროცენტია. 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 350.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 318.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ფასის ცვლილებების გამო - 179.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, სხვა ცვლილებების გამო 29.4 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 176.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.8 მლრდ აშშ დოლარი (25.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 44.1 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.7 მლრდ აშშ დოლარი (18.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 443.9 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 755.0 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.3 პროცენტი) და 876.4 მლნ აშშ დოლარი (2.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.0 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.7 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.8 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 10.6 მლრდ აშშ დოლარი (34.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 60.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.3 მლრდ აშშ დოლარია (14.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.6 პროცენტია.

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 5.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 5.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო - ვალი 162.0 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. 2020 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 443.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 196.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - აცხადებენ ბანკში.

აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია გამოქვეყნებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304#sagareoseqtori

ყველა სიახლე

ონდჟეი დოსტალი

08 ივლისი 2025, 23:55

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ონდჟეი დოსტალი: ქართველებმა აირჩიეს მთავრობა, რომელიც არ არის ევროპის წინააღმდეგ - საქართველოს მთავრობა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას იცავს

მოგეწონებოდათ, აშშ რომ ჩარეულიყო ევროკომისიის საქმეებში? - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ონდჟეი დოსტალმა საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.

ჰანს ნოიჰოფი

08 ივლისი 2025, 23:39

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი: ევროპარლამენტი უკვე თვეების განმავლობაში განიხილავს იმას, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ დაუშვეს ის მთავრობა, რომლის მოსვლასაც ევროკავშირი გეგმავდა

ევროპარლამენტი უკვე თვეების განმავლობაში განიხილავს იმას, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ დაუშვეს ის მთავრობა, რომლის მოსვლასაც ევროკავშირი გეგმავდა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ჰანს ნოიჰოფმა.

08 ივლისი 2025, 23:31

პოლიტიკა

სამართალდამცველზე ძალადობა დაუშვებელია. თავდასხმა აშშ-ში და მკაცრი რეაგირება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შეერთებულ შტატებში მსგავსი გაფრთხილება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ტეხასში სასაზღვრო პატრულის ოფისს თავს დაესხნენ, შედეგად ორი ოფიცერი და პატრულის ერთი თანამშრომელი დაშავდნენ. შეიარაღებული თავდამსხმელი კი, პოლიციამ საპასუხო სროლის დროს მოკლა.

დანილო დელა ვალე

08 ივლისი 2025, 23:24

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: უკვე მეექვსედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს - როგორც ჩანს, ალბათ ვიღაცას არ სძინავს საქართველოზე ფიქრით

უკვე მეექვსედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს - როგორც ჩანს, ალბათ ვიღაცას არ სძინავს საქართველოზე ფიქრით, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, დანილო დელა ვალემ.

ანდრაშ ლასლო

08 ივლისი 2025, 22:59

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო: საქართველოს შესახებ ეს ანგარიში სამარცხვინოა - თქვენ არ უყურებთ საქართველოს როგორც პარტნიორს, თქვენ საქართველოს კოლონიად განიხილავთ

საქართველოს შესახებ ეს ანგარიში სამარცხვინოა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ.

08 ივლისი 2025, 22:41

პოლიტიკა

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

08 ივლისი 2025, 22:20

პოლიტიკა

პრემიერი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე: გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი

გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

08 ივლისი 2025, 22:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი

თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

08 ივლისი 2025, 22:11

პოლიტიკა

პრემიერი თორნიკე რიჟვაძეზე: ინფორმაცია მივიღეთ ექიმებისგან, დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვიხარია. მადლობა ღმერთს, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი

გვიხარია, რომ თორნიკე რიჟვაძის გამოჯანმრთელება კარგი მიმართულებით ვითარდება, - განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.

08 ივლისი 2025, 22:09

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი: თორნიკე რიჟვაძე იყო კონტაქტური, ადეკვატური და აქვთ უკეთესობის იმედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ძალიან გახარებულები ვართ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დანარჩენ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

08 ივლისი 2025, 21:37

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პრემიერ-მინისტრი მივიდა. ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2025, 21:25

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნა დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნა დაამტკიცა.

გიორგი გვიმრაძე

08 ივლისი 2025, 21:23

პოლიტიკა

გიორგი გვიმრაძე ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: პირდაპირ თქვან ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა, მავნებლების „გაპრავება“ რომ არ გაუჭირდებათ, კი ვნახეთ სირიაში

პირდაპირ თქვან ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა. ამ ბიუროკრატიულმა მექანიზმებმა დაღუპა ევროკავშირი, - ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, გიორგი გვიმრაძე, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2025, 21:19

მსოფლიო

ტრამპი: პუტინით კმაყოფილი არ ვარ - ის უამრავ ადამიანს კლავს

ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „არ არის კმაყოფილი“ ვლადიმირ პუტინით და აღნიშნა, რომ უკრაინაში ყოველკვირეული მსხვერპლი ახლა 7 000 ადამიანს აღწევს.

08 ივლისი 2025, 21:01

კულტურა

კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ლევილის მამულის მმართველი საბჭოს წევრები - ირენ ციციშვილი, ასინეთ (ნინო) კალატოზიშვილი, ტიერი ბერიშვილი, კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი შორენა ციცაგი, ლევილის პროექტის მენეჯერი თამარ კვარაცხელია.

მამუკა ხაზარაძე

08 ივლისი 2025, 20:59

პოლიტიკა

კრიტიკის შიში და ფული - რას ყიდულობდა „ლელო“ პოლიტიკაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი

არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ოპოზიცია თვითდაზიანებით არის დაკავებული. ცეცხლი ამჯერად, „ნაციონალებმა“ გახსნეს ლელოს მისამართით.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2025, 20:50

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს.

08 ივლისი 2025, 20:49

პოლიტიკა

ევროპელი დეპუტატი ეუთოს დასკვნის წინააღმდეგ. მიიღებს თუ არა ევროპარლამენტი სააკაშვილის მეგობრების მორიგ პროექტს?„ქრონიკის" სიუჟეტი

რა ფასი აქვს ევროპისთვის ეუთოს დასკვნას, ეს ევროპარლამენტში მიმდინარე პროცესმაც აჩვენა. კენჭისყრისთვის ამზადებენ დოკუმენტს, სადაც ეუთოს აღიარებული არჩევნების ფონზე, ხელახალი არჩევნებია მოთხოვნილი.

ალექსი ახვლედიანი

08 ივლისი 2025, 20:48

სამართალი

სასამართლომ ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა

საქმე ეხება საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ახვლედიანის სახლში, ახვლედიანის კუთვნილი იარაღით თვითმკვლელობა სცადა.

08 ივლისი 2025, 20:43

პოლიტიკა

ევრობიუროკრატებისგან უგულებელყოფილი ეუთო. „ქრონიკის" სიუჟეტი

ეუთო, რომელსაც საქართველოს არჩევნების აღიარების გამო, ქართული ოპოზიცია და მათი მოკავშირე ევროპელები თავს ესხმიან, საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობს. ორგანიზაციას თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება სურს. ეუთოს კრიტიკოსები ახლა მის მხარდამჭერებად იქცნენ.