imedi /  30 ივნისი 2020, 16:50 / სანდო წყარო

ირაკლი კოვზანაძე: 2019 წელს ჩატარებულმა სახელმწიფო აუდიტებმა 12 მილიარდი ლარი მოიცვა

ირაკლი კოვზანაძე

ირაკლი კოვზანაძე

2019 წელს აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა და 87-% შეადგინა, ანუ ჩატარებულმა სახელმწიფო აუდიტებმა 12 მლრდ. ლარზე მეტი მოიცვა, რაც უდავოდ კარგი მაჩვენებელია - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის საფუძველს დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს, რისი საყრდენიც ამ მოწვევის პარლამენტმა შესაბამისი კანონმდებლობით შექმნა. მისი თქმით, აუდიტის სამსახური კარგად მუშაობს, თუმცა არის გარკვეული გამოწვევებიც.

„იზრდება გაცემული რეკომენდაციების რაოდენობა, 2019 წელს 1 067 რეკომენდაცია გაიცა. თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები, ამ კუთხით საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საკმაოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, უკვე მეორე წელია, პარლამენტის მიერ, დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიის მიერ ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტის ჩატარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. 2019 წელის 31 დეკემბრის მდგომარეობით სამსახურის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განახორციელა შპს ,,დელოიტ და ტუშმა“ და გასცა უპირობო დასკვნა ანუ, აუდიტის ფარგლებში არ გამოვლენილა არსებითი უზუსტობები, რაც მიუთითებს სამსახურის მიერ ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მაღალ სტანდარტზე“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ქვეყნის მთავარ მაკონტროლებელ სამსახურს წარმატებები უსურვა.

დღეს კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა და მხარი დაუჭირა.

ყველა სიახლე

ჯონი ტატუნაშვილი

10 ივლისი 2020, 22:02

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ - გენერალური შტაბის უფროსად ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ - გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გენერალი ჯონი ტატუნაშვილი ამ დრომდე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლის თანამდებობას იკავებდა.

10 ივლისი 2020, 21:57

სპორტი

გიორგი ლორია კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

გიორგი ლორია კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა და „ოქროს ხელთათმანი მიიღო. 34 წლის ლორიამ 13 შეხვედრაში არც ერთი ბურთი არ გაუშვა, რაც კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია. პირველ ტურში საქართველოს ნაკრების მეკარემ აელტან ურთულესი ბურთი მოიგერია და ეს მომენტი საუკეთესოდ აღიარეს. კვიპროსის უმაღლესი ლიგა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსის გამო მაშინ შეწყვიტა, როდესაც „ანორთოსისსა“ და „ომონიას“ ქულათა თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ და თემურ ქეცბაიას გუნდი ოქროს მედლებისთვის იბრძოდა. ახალი სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება და უმაღლეს ლიგაში 12-ის ნაცვლად 14 კლუბი ითამაშებს.

კორონავირუსი თურქეთი

10 ივლისი 2020, 21:42

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში COVID-19-ს 5 323 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 003 შემთხვევა გამოვლინდა, ჯანმში კი ვირუსი 210 965 ადამიანს დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 191 833 პაციენტი.

მაიკლ რაიანი

10 ივლისი 2020, 21:24

COVID19

ჯანმო: ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ კორონავირუსის აღმოფხვრა უახლოეს დროში შეძლოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ კორონავირუსის აღმოფხვრა უახლოეს დროში შეძლოს.

დავით ზალკალიანი

10 ივლისი 2020, 21:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: არასწორია იმის მტკიცება, რომ საქართველოს დაუწესდა სანქციები, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ მავნებლურად, ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიცია მოხვდეს ამ კანონში

არასწორია იმის მტკიცება, რომ ეს უკვე არის კანონი და საქართველოს დაუწესდა სანქციები. სწორედ ამ ნარატივის გავრცელებას ცდილობენ ოპონენტები. რაც საფუძველშივე არის არასწორი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

ირმა ინაშვილი

10 ივლისი 2020, 21:09

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ვიცით, ვინ ლობირებს ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას - ამ ხალხმა თავის დროზე კოდორი და ახალგორი ჩააბარა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ასიგნებების კონსოლიდირებულ აქტში კონკრეტული წინაპირობები არასამთავრობო სექტორის დაინტერესებული წევრების მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო ჩაიწერა. ინაშვილი ხელისუფლებას დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ანრი ოხანაშვილი

10 ივლისი 2020, 21:00

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის მტრების გასაგონად ვამბობ, აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები არ გადაიხედება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე ვერ აისახება.

ირაკლი რუხაძე

10 ივლისი 2020, 20:50

საზოგადოება

ირაკლი რუხაძე: არ არის კარგად განსაზღვრული, რა პირობებში შეიძლება მოხდეს ქონების დაძალებით გაყიდვა ან სატელეკომუნიკაციო კომპანიებში დროებითი მმართველის შემოყვანა

Hunnewell Partners-ის დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ამ ფორმით დამტკიცებას მიუღებლად მიიჩნევს. მისი განცხადებით, არ არის კარგად განსაზღვრული, რა პირობებში შეიძლება მოხდეს ქონების დაძალებით გაყიდვა ან სატელეკომუნიკაციო კომპანიებში დროებითი მმართველის შემოყვანა.

10 ივლისი 2020, 20:47

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თერაპიული ცენტრი გაიხსნა

ბულგარეთის საელჩოს დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თერაპიული ცენტრი გაიხსნა. ოფიციალურ ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე დაესწრო, რომლის შემდგომ, ბულგარეთის ელჩმა დესისლავ ივანოვამ რაჭის ღირსშესანიშნაობები რწმუნებულის მოადგილესთან გიორგი გონაძესთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად მოინახულა.

ენგურის ხიდი

10 ივლისი 2020, 20:44

პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტს დროებით გახსნის

ბორის ჯონსონი

10 ივლისი 2020, 20:43

COVID19

ბორის ჯონსონი დიდ ბრიტანეთში პირბადის ტარების წესების გამკაცრებას არ გამორიცხავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების წესები გამკაცრდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. „ჩემი აზრით, უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, რათა ადამიანებმა შეზღუდულ სივრცეებში პირბადეები ატარონ. ეს წესი უკვე მოქმედებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა უზრუნველვყოთ მაღაზიებში პირბადეების ტარება, სადაც გავრცელების რისკი დიდია“, - განაცხადა ჯონსონმა.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 20:41

საზოგადოება

კახა ბექაური: დღეს კომუნიკაციების კომისიას კანონმდებლობით, აღსრულების ყველაზე მძიმე მექანიზმი აქვს, რომლის გამოყენებაც დააზიანებს მომხმარებლის და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს

დღეს მოქმედი კანონით თუ 4-ჯერ არ შეასრულა კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა და კანონის ვალდებულება ოპერატორმა, კომისიას უფლება აქვს, ლიცენზია ჩამოართვას ან ავტორიზაცია შეუჩეროს მას, რაც პრაქტიკაში მისი საქმიანობის გაჩერებას, საბოლოოდ კი მილიონობით მობილური და ფიქსირებული მომსახურების მომხმარებლების საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენას უდრის, - ეს განცხადება დარგობრივი კომიტეტის დასრულების შემდეგ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა.

10 ივლისი 2020, 20:27

სამართალი

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გამომძიებელი ვერიკო იმერლიშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და მტავარი პროკურატურის მიერ, სასამართლო განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს, დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი. 2 ივლისს მას ბრალი წარედგინა “, - განუცხადეს Imedinews-ს პროკურატურაში.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 20:22

საზოგადოება

კახა ბექაური: დღეს კომიტეტზე ყველა კითხვა დაისვა, არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის, მედიის, კომიტეტის წევრებისგან და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაცემულია

„დღეს მოქმედი კანონით თუ 4-ჯერ არ შეასრულა კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა და კანონის ვალდებულება ოპერატორმა, კომისიას უფლება აქვს, ლიცენზია ჩამოართვას ან ავტორიზაცია შეუჩეროს მას, რაც პრაქტიკაში მისი საქმიანობის გაჩერებას, საბოლოოდ კი მილიონობით მობილური და ფიქსირებული მომსახურების მომხმარებლების საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენას უდრის“,- ეს განცხადება დარგობრივი კომიტეტის დასრულების შემდეგ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა.

10 ივლისი 2020, 20:12

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკრაინას საპროტესტო ნოტა გადაეცა

10 ივლისს, უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დავით ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვასილ ბოდნართან. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინულ მხარეს გადასცა საპროტესტო ნოტა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

10 ივლისი 2020, 20:12

COVID19

ჯანმოს დირექტორი: რატომ არის ასე რთული საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობის უკმარისობა დაგმო და საერთაშორისო თანამეგობრობას გლობალური ერთიანობისკენ მოუწოდა.

თორნიკე შენგელია

10 ივლისი 2020, 20:12

სპორტი

თორნიკე შენგელია: სადაც არ უნდა ვითამაშო, ჩემს ქვეყანას ვასახელებ და ქართულ დროშას ყოველთვის ავაფრიალებ

„ЦСКА" ევროპის ტოპ 3 გუნდში შედის, აქედან გამომდინარე, იმის შანსი, რომ მოვიგო ეს ტურნირი, არის დიდი. ეს იყო მთავარი ამ შემთხვევაში.თუ ჩემი გადაწყვეტილებით ვინმეს გული დავწყვიტე, ძალიან ვწუხვარ“, - ამის შესახებ თორნიკე შენგელიამ რადიო „ჯორჯიან თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხდა.

სოფო კილაძე

10 ივლისი 2020, 20:03

პოლიტიკა

დეპუტატებმა საკომიტეტო მოსმენაზე კომუნიკაციების კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, ვახტანგ აბაშიძის განმარტებით სატელეკომუნიკაციო სფეროს მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როცა მთელი საქმიანობა გადავიდა ელექტრონულ სისტემებზე, სატელეკომუნიკაციო ქსელებზე.

კორონავირუსი იტალია

10 ივლისი 2020, 20:01

COVID19

იტალიაში საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც იტალიაში იანვარში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადდა, შესაძლოა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში თავის წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო ANSA წერს.

მიხეილ ყაველაშვილი

10 ივლისი 2020, 19:59

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების საკითხს მხარი დაუჭირა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი უძღვებოდა, განიხილეს პარლამენტის წევრების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფის ინიციატივით წარმოდგენილი - პარლამენტის დადგენილების პროექტი „2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“.