imedi /  01 ივლისი 2020, 13:55 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკი გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოზე მუშაობას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკი

2019 წლის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დამტკიცებული კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს (იხ. პრესრელიზი ) სრულად ამოქმედების მიზნით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და დამტკიცების მიმართულებით მუშაობას. განისაზღვრა იმ კანონქვემდებარე აქტების ჩამონათვალი, რომელთა ერთი ნაწილი მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე, ხოლო მეორე ნაწილი 2021 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დამტკიცდეს, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მიუთითებს, რომ რეზოლუციის ჩარჩოს დასრულება ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს. ამდენად, ეროვნული ბანკი აქვეყნებს იმ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 1-ელ ივლისამდე უნდა შემუშავებულიყო.

„კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ახალი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დაწესებაზე ეროვნულმა ბანკმა დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა. თუმცა, აღნიშნული მორატორიუმი არ გავრცელდა რეზოლუციის რეფორმის მიმდინარეობაზე. რეფორმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (IMF) მიუთითებს (იხ. ბმული) და აღნიშნავს, რომ რეზოლუციის ჩარჩოს დასრულება ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს.

შესაბამისად, მიმდინარე თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე დაამტკიცა შემდეგი სამართლებრივი აქტები, რომლებიც, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 1-ელ ივლისამდე უნდა შემუშავებულიყო:

„კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესი", რომლით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში ბანკები შეიმუშავებენ გაჯანსაღების გეგმებს, რომელთა მიზანი ეფექტური და ქმედითი გაჯანსაღების ზომების წინასწარ განსაზღვრის გზით, ფინანსური სტრესისთვის ბანკის ადეკვატური მზაობის უზრუნველყოფაა;

„კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესი , რომლის საფუძველზე ბანკებმა, გაჯანსაღების გეგმების შემუშავების ფარგლებში, უნდა უზრუნველყონ ბანკის იმ ფუნქციების იდენტიფიცირება, რომელთა შეუფერხებელი განხორციელება მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის, ეკონომიკის რეალური სექტორისთვის ან/და ბანკის მომსახურების მიმღები პირებისთვის;

„რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესი", რომელიც განსაზღვრავს რეზოლუციის მიზნებისთვის ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების განხორციელების წესებს, პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, ასევე, დამოუკიდებელი შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მოცემული წესის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა ცალკე დოკუმენტის სახით შეიმუშავა სარეკომენდაციო ხასიათის რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების სახელმძღვანელო, რომელიც რეზოლუციის მიზნებისთვის ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების დამოუკიდებელი შემფასებლისთვისაა განკუთვნილი.

"დროებითი ბანკის ლიცენზირების, მართვისა და ბაზრიდან გასვლის წესი", რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების მიზნით, დროებითი ბანკის ლიცენზირებასთან, მართვასა და ბაზრიდან გასვლასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს.

„რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურების შესახებ წესი", რომელიც რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებულ პროცედურას განსაზღვრავს რეზოლუციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.

„საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტის შექმნისა და საქმიანობის წესი", რომელიც ეროვნული ბანკში შექმნილ რეზოლუციის კომიტეტის უფლებამოსილებებს, ვალდებულებებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურას განსაზღვრავს. თავის მხრივ, კომიტეტის მიზანი სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებით რეზოლუციის მიზნების მიღწევის ხელშეწყობაა.

„ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის დებულება", რომელიც ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის საქმიანობას განსაზღვრავს. აღნიშნული კომიტეტი ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის საფუძველზე შეიქმნა და მის შემადგენლობაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შედიან. კომიტეტის ძირითადი ამოცანა ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით კრიზისული სიტუაციებისა და ფინანსური კრიზისის მართვის მექანიზმების შემუშავებაა.

დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტები სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და ქვეყნის საფინანსო სექტორის კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდა. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საბანკო სექტორის წარმომადგენლები.

გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს სრულად ამოქმედების მიზნით, ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას დარჩენილ სამართლებრივ აქტებზე. შედეგად, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სრულფასოვანი ჩარჩო ექნება“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.​

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 01:04

COVID19

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ ან დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. ამის შესახებ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურში განაცხადეს.

07 ივლისი 2020, 00:56

ტექნოლოგიები

ჰოლივუდში მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პირველად დაამტკიცეს

ჰოლივუდში, ახალ სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმში, მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პირველად დაამტკიცეს. ამის შესახებ techcult წერს.

07 ივლისი 2020, 00:38

ტაბლოიდი

50 წლის ნაომი კემპბელი მეტროში ფოტოსესიაზე გაშიშვლდა

სუპერმოდელი და მსახიობი ნაომი კემპბელი მეტროში გამართულ ფოტოსესიაზე გაშიშვლდა. ფოტოები მოდელმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.

07 ივლისი 2020, 00:35

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. სანქციები რუსეთის 25 და საუდის არაბეთის 20 მოქალაქეს დაუწესდა.

07 ივლისი 2020, 00:25

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბანანების შეკვრაში ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყი აღმოაჩინეს 🐸

დიდ ბრიტანეთში, კარმარტენშირში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტის თანამშრომელმა ბანანის მტევნებს შორის ბაყაყი აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყმა ბრიტანეთამდე 8 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი გაიარა. ბანანი ბრიტანეთში კოლუმბიიდან შეიტანეს.

07 ივლისი 2020, 00:10

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ირანში უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინეს

ირანში, ფინელი მეცნიერთა ჯგუფმა უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინა. ამის შესახებ techcult წერს. ობობას აქვს თეთრი და წითელი ზოლები ზურგზე, რომელიც ჰოლივუდის კინოგმირ ჯოკერ ჰგავს, რომლის როლსაც ფილმში ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. მეცნიერებმა მის საპატივცემულოდ ობობას Loureedia phoenixi დაარქვეს.

მირიან ნიკოლაძე

06 ივლისი 2020, 23:50

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: დაზიანებების წარმოშობის მექანიზმს და მათ ხანდაზმულობას ექსპერტიზა დაადგენს

მოცემულ ეტაპზე გამოძიების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ გიორგის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება ამოვწუროთ. გავარკვიოთ ბოლოს და ბოლოს ბავშვი განზრახ მკვლელობის მიზეზითაა გარდაცვლილი თუ სხვა რამე მიზეზით. ველოდებით სასამართლო სამედიცინო და გენეტიკურ ექსპერტიზას, რომელიც ძალიან ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

დონალდ ტრამპი

06 ივლისი 2020, 23:39

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 39%-ით შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 39%-ით შემცირდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

ჩორჩანა

06 ივლისი 2020, 23:15

ეკონომიკა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაიო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

ენდრიუ კუომო

06 ივლისი 2020, 22:56

COVID19

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: ბატონო პრეზიდენტო, ნუ იქნებით კორონავირუსის თანამზრახველი

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, აღიაროს ის, რომ კორონავირუსი დიდ პრობლემას წარმოადგენს.

06 ივლისი 2020, 22:55

პოლიტიკა

საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში: ქალაქი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას

6 ივლისს ნიუ-იორკი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო ავრცელებს.

ლებრონ ჯეიმსი

06 ივლისი 2020, 22:51

სპორტი

ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს

ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს. შესაბამისი ფოტო Twitter-ზე გავრცელდა. ლეიკერსი სეზონის განახლებისთვის ემზადება, რომელიც COVID19-ის პანდემიის გამო შეწყდა.

ნათია თურნავა

06 ივლისი 2020, 22:40

ეკონომიკა

​ნათია თურნავა: ევროკავშირის წარმომადგენლებთან მხარდაჭერის პროგრამებზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სხვა პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორ ლოურენს მერიდიტთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროს ვინსენტ რეისთან.

06 ივლისი 2020, 22:35

ეკონომიკა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა. ის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 22:24

პოლიტიკა

ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის

ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არა-წევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს. ინფორმაციას ესტონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

თამარ გაბუნია

06 ივლისი 2020, 22:24

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყნები, სადაც შეზღუდვებთან მიმართებით ლოიალური დამოკიდებულება და მიდგომა იყო, ვირუსს ვეღარ აკონტროლებენ

„ესეც არის ნიშანი იმისა, რომ შეზღუდვის ღონისძიებების და ფიზიკური სოციალური დისტანცირების გარეშე ვირუსის კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ჟაირ ბოლსონარუ

06 ივლისი 2020, 22:19

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტმა ციხეებში პირბადის სავალდებულო ტარების დებულებას ვეტო დაადო

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ციხეებში პირბადის სავალდებულო ტარების დებულებას ვეტო დაადო. ამის შესახებ ბრაზილიის მთავრობის ოფიციალურ გაზეთში არის ნათქვამი.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივლისი 2020, 22:07

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი თუ შვედეთის

„ჩვენ დიდხანს გვახარბებდნენ რიგი უცხოური ქვეყნებით, განვითარებული ქვეყნებით, ევროპის ქვეყნებით. მაგალითად, გერმანიით. გერმანია ევროპაში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ბევრად უარესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ჩვენ და განსაკუთრებით შვედეთით, თითქოს ე.წ შვედური მოდელი იყო შვედეთის მთავრობის გენიალური მიგნება. ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი, თუ შვედეთის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

06 ივლისი 2020, 22:03

სპორტი

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება.

გოგა ხაინდრავა

06 ივლისი 2020, 21:56

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად ჩაიდინა

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად აქვს ჩადენილი და ამ ტაქტიკას პირველივე დღიდან, უკვე 8 წელია, მიმართავს. ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ POSTV-ს გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ განაცხადა. გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს.