imedi /  06 ივლისი 2020, 11:58 / სანდო წყარო

შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებაზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესის პოზიციას განმარტავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BIA)

შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს.

ასოციაცია განცხდებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ შრომის ინსპექციის მანდატთან დაკავშირებით ასოციაციის პოზიცია ეფუძნება ევროპულ პრაქტიკას, სადაც, ქვეყნების უმრავლესობაში, შრომის ინსპექციის სამოქმედო არეალი შეზღუდულია. შრომის უსაფრთხოების პირობების კონტროლთან ერთად, შრომის ინსპექცია ძირითადად აკონტროლებს ისეთი ფუნდამენტური შრომითი უფლებების დაცულობას, როგორებიცაა მაგალითად არალეგალური დასაქმება, არასრულწლოვანთა შრომა, სამუშაო დროის ლიმიტები, ორსულთა შრომა, სამუშაო პირობები მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე და სხვა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არაერთ სატელევიზიო და რადიო ეთერში, პუბლიკაციებში, საჯარო განცხადებებში, საკონსულტაციო შეხვედრებსა თუ საპარლამენტო მოსმენების ფარგლებში სრულიად ღიად და საჯაროდ განმარტა თუ რატომ თვლის შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების არსებულ პროექტს ქვეყნის ეკონომიკის, ბიზნესის ანუ დამსაქმებლების და თვით დასაქმებულთათვის ზიანის მომტანად. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთხელ არგუმენტირებულად, პროფესიულად ჩამოაყალიბა და დაასაბუთა ბიზნესის პოზიცია და არაერთხელ მოითხოვა ცვლილებების განხორციელებამდე რეგულირების ზეგავლენის შეფასების მექანიზმის გამოყენება.

სამწუხაროა, რომ დღემდე დრო და დრო გვესმის კონსპირაციული თეორიები და ვხედავთ საკითხის მიმართ იდეოლოგიზირებულ მიდგომას, სადაც ბიზნესი აპრიორი „დამნაშავედაა“ გამოცხადებული, რომელთან ანგარიშსწორების იარაღადაც მოიაზრება შრომის ინსპექცია მოქმედების შეუზღუდავი მანდატით სასამართლოს კონტროლის გარეშე.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ შრომის ინსპექციის მანდატთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ეფუძნება ევროპულ პრაქტიკას, სადაც, ქვეყნების უმრავლესობაში, შრომის ინსპექციის სამოქმედო არეალი შეზღუდულია და შრომის უსაფრთხოების პირობების კონტროლთან ერთად, შრომის ინსპექცია ძირითადად აკონტროლებს ისეთი ფუნდამენტური შრომითი უფლებების დაცულობას, როგორებიცაა მაგალითად არალეგალური დასაქმება, არასრულწლოვანთა შრომა, სამუშაო დროის ლიმიტები, ორსულთა შრომა, სამუშაო პირობები მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე და სხვა.

სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წინააღმდეგია შრომის ინსპექციის მანდატის არა ზოგადად გაფართოვების, არამედ შეუზღუდავად, განუსაზღვრელად, იმგვარად გაფართოების, რომ შრომის ინსპექციის კომპეტენციაში შეიძლება მოექცეს ისეთი საკითხები, რაც თავისი არსიდან გამომდინარე, მხოლოდ სასამართლო ორგანოების კომპეტენცია უნდა იყოს.

ამასთან, ამ თემატიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შრომის ინსპექციის საქმიანობაზე სასამართლო კონტროლი. მიგვაჩნია, რომ შრომითი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის მიზნებისათვის, შრომის ინსპექციას საწარმოში შესვლა და შემოწმება უნდა შეეძლოს მხოლოდ სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და სასამართლოს შესაბამისი ნებართვით (წინასწარი შეტყობინების გარეშე) და არა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საფუძვლით.

ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ აღმოჩნდა ეს საკითხი ამგვარი წინააღმდეგობის საგანი მაშინ, როდესაც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლზე სასამართლო ზედამხედველობა საუკეთესო პრაქტიკა და საუკეთესო დამცავი მექანიზმია, როგორც ბიზნესისათვის, ასევე თვით შრომის ინსპექციისათვის, რომელთანაც, გვინდა ხასგასმით ავღნიშნოთ, რომ ჩვენ დღეს საუკეთესო თანამშრომლობის გამოცდილება გვაკავშირებს.

ის, რომ შრომითი ურთიერთობების პროცესში არსებობს გარკვეული პრობლემები, ეს ჩვენ თვითონაც ბევრჯერ აღგვინიშნავს და სწორედ ამიტომ ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ შრომითი დავების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის მექანიზმის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რათა საკუთარი უფლებების დასაცავად დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს წლების განმავლობაში არ უწევდეთ სასამართლოში დავა. საინტერესოა ის გარემოება, რომ შრომის ინსპექციას არც ახლა და არც შემოთავაზებული ცვლილებებით არ ენიჭება შრომითი დავების გადაწყვეტის მანდატი და საკითხზე გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მაინც სასამართლომ უნდა მიიღოს. ანუ ნაცვლად დავების გადაჭრის მექანიზმის შემუშავება-დახვეწისა აშკარად იქმნება დამატებითი, ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული რგოლი.

ჩვენი წუხილი ზემოთჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით აბსოლუტურად არაა უსაფუძვლო, თუ გავითვალისწინებთ იმ ცუდ გამოცდილებას, როდესაც 2018 წელს დაჩქარებულად, შესაბამისი ანალიზის და ბიზნესის არგუმენტების გათვალისწინების გარეშე ცვლილებები შევიდა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში და აბსოლუტურად ყველა კომპანიას, მიუხედავად მათი ზომისა და საქმიანობის სფეროსა, დაევალა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დაქირავება ან შრომის უსაფრთხოების კურსის გავლა, რამაც ჯამში ქართულ ბიზნესს რამდენიმე ასეული მილიონი ლარით გაუზარდა ხარჯი ყველანაირი პრაქტიკული საჭიროების გარეშე, მხოლოდ ფორმალური მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.

საქართველოში რამდენიმე ასეული ათასი აქტიური ბიზნეს სუბიექტია, საიდანაც მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი თუ იქნება მსხვილი ბიზნესი. ბიზნეს სუბიექტის დანარჩენი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესია. მცირე და საშუალო ბიზნესში მოღვაწეობენ ის ადამიანები, ის მოქალაქეები, რომლებმაც, მათ შორის მთელი პირადი ქონების გარისკვით წამოიწყეს საქმე, გენერირებული შემოსავლებით უზრუნველყოფენ საკუთარ ოჯახებს და ქმნიან სამუშაო ადგილებს.

დღეს, როდესაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას ბიზნესი, დღეს როდესაც ბიზნეს სუბიექტებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა, რომ თუნდაც მინიმალური აქტივობის ფონზე შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები, არათუ შრომის კოდექსის მასშტაბური ცვლილება, არამედ ნებისმიერი ნაჩქარევი დამატებითი რეგულაცია სულ უფრო შეამცირებს ბიზნესების გადარჩენის პერსპექტივებს.

და ბოლოს, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან ასოცირების პროცესზე და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რატომღაც ყველაზე ხშირად გვავიწყდება ყველაზე მთავარი დეტალი - ნებისმიერი რეგულაციის მიღება მხოლოდ შესაბამისი, წინასწარი, დეტალური ანალიზის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს არა მხოლოდ უსმენენ, არამედ მათ მონაცემებს, მოსაზრებებს და არგუმენტებს დეტალურად სწავლობენ და აანალიზებენ, საბოლოო გადაწყვეტილებებს კი სწორედ ობიექტურ ანალიზზე დაყრდნობით და არა სურვილებით იღებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

14 აგვისტო 2020, 21:13

მსოფლიო

ბელარუსმა რუსეთს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 32 დაკავებული მებრძოლი გადასცა

ბელარუსმა რუსეთს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 32 დაკავებული დაქირავებული მებრძოლი გადასცა. როგორც რუსეთის გენერალურ პროკურატურაში იუწყებიან, დაკავებულები უკვე რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

დავით სონღულაშვილი

14 აგვისტო 2020, 21:07

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანი არის კუთხე და მუნიციპალიტეტი, რომლის მაჟორიტარობაც იყო და არის ჩემი ცხოვრების არსი

გურჯაანი შეიცვალა, ისევე როგორც მისი სოფლები და ინფრასტრუქტურა. გურჯაანი ხედავს ახალ პერსპექტივას, აქ კარგად ესმით ცვლილებების არსი და მიმართულება. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი შევასრულე, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არ დავაკელი ცდა და მონდომება არც ერთ საკითხს, რომელიც გურჯაანისთვის გამოწვევას წარმოადგენდა, - ამის შესახებ გურჯაანში სიტყვით გამოსვლისას გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

14 აგვისტო 2020, 21:03

COVID19

სოზარ სუბარი: მესტიაში სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებულია და არც გაუარესდება

„ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო სამი საქმე, რომელიც ძალიან საყურადღებოა – ორი გუშინ და ერთი გუშინწინ. ეს შემთხვევები ლენჯერს გასცდა და მესტიაში მოხდა მათი იდენტიფიცირება, თუმცა გუშინწინდელზე გუშინ და გუშინდელზე დღეს მოხდა ყველა კონტაქტის დადგენა და ყველა იმ პირის გამოკვლევა. მესტიაში არ უნდა დარჩეს არც ერთი ადამიანი, მათ შორის დაბა მესტიაში, რომლის ტესტირება არ მოხდება. ვფიქრობ, რომ ამ აფეთქების ლოკალიზება მალე მოხდება. დღევანდელი და ხვალინდელი პასუხები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ შეგვეძლება უკვე სრული სურათის შევიქმნათ ვითარებაზე“, - განაცხადა სუბარმა.

გიორგი გახარია

14 აგვისტო 2020, 20:54

პოლიტიკა

გიორგი გახარია: დავით სონღულაშვილი არის უაღრესად განათლებული, ამ კუთხეზე შეყვარებული და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპუტატი

ამ ქვეყანაში უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არცერთი გოჯი მიწა დარჩეს დაუმუშავებელი. მთავრობის ვალდებულებაა, რომ ჩვენი ფერმერების მიერ წარმოებული, არცერთი კილოგრამი დარჩეს ​დაუბინავებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურჯაანში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

14 აგვისტო 2020, 20:54

COVID19

კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ესპანეთში ღამის კლუბები დაიხურება, ხოლო საჯარო ადგილებში მოწევა აიკრძალება

კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ესპანეთში ღამის კლუბები დაიხურება, ხოლო საჯარო ადგილებში მოწევა აიკრძალება.

მიხეილ ჩხენკელი

14 აგვისტო 2020, 20:42

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

14 აგვისტო 2020, 20:35

COVID19

ერაყში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 013 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 013 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 68 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კალაძე

14 აგვისტო 2020, 20:35

პოლიტიკა

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც განსხვავებული აზრის ადამიანები იდევნებოდნენ

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარ ღირებულებად ადამიანი გამოაცხადა, ჩვენ ყველა სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება დავიწყეთ, ჯანდაცვა და განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, - ამოს შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გურჯაანში განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით სონღულაშვილი წარადგინა.

გიორგი გახარია

14 აგვისტო 2020, 20:33

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ოკუპაცია მხოლოდ ორი გზით, მშვიდობითა და შრომით უნდა დავასრულოთ

მოგესალმებით გურჯაანელებო. დღეს უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ საქმეზე და მხოლოდ მომავალზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი წარსულიც. დღეს ისეთი დღე არის, რომ ჩვენი მძიმე წარსული უნდა გავიხსენოთ და უნდა ვთქვათ, რომ ზუსტად 28 წლის წინ სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურჯაანში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 20:29

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დესტრუქციული ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაყვანა ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანად უნდა იქცეს

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების 8-წლიანი მმართველობის პერიოდი არის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. რამდენად პარადოქსულია, რომ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. ყველა სხვა ხელისუფლების დროს გვაქვს გამოცდილი ომი, ტერიტორიების დაკარგვა და მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი სტაბილური პერიოდი „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პერიოდია. რა თქმა უნდა, ოპონენტებს ამის აღიარება არ სურთ, მაგრამ ჩვენ ეს კარგად გვახსოვს, - ამის შესახებ გურჯაანში სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 20:19

მსოფლიო

აშშ-მა ირანიდან ვენესუელაში მიმავალი 4 ტანკერი დააკავა და 1.1 მილიონი ბარელი ნავთობი ამოიღო

აშშ-მა ირანიდან ვენესუელაში მიმავალი 4 ტანკერი დააკავა და 1.1 მილიონი ბარელი ნავთობი ამოიღო. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში განაცხადეს.

კორონავირუსი

14 აგვისტო 2020, 20:08

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 26 ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 26 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათში ტესტირება 235 ადამიანს ჩაუტარდა. საერთო ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 182 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2020, 20:00

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მოადგილეებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

იაცეკ ჩაპუტოვიჩი

14 აგვისტო 2020, 19:57

მსოფლიო

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დაუჭირეს მხარი

ევროკავშირი შეადგენს ბელარუსის მოქალაქეთა სიას, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები შეიძლება დაწესდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა.

ჰაიკო მაასი

14 აგვისტო 2020, 19:52

მსოფლიო

ჰაიკო მაასი: ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემოწმებაა საჭირო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლებასა და მათზე, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს, ზეწოლა უნდა გააძლიეროს.

რობერტ ტრამპი

14 აგვისტო 2020, 19:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა ჰოსპიტალში გადაიყვანეს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დღეს, ნიუ-იორკის ჰოსპიტალში აშშ-ის პრეზიდენტის უმცროსი ძმა რობერტ ტრამპი მოათავსეს. ამის შესახებ CNN იუწყება. ტელეარხის წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და ძმის ნახვას აპირებს.

მატეუშ მორავეცკი

14 აგვისტო 2020, 19:35

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერმა ბელარუსის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მატეუშ მორავეცკიმ პოლონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თეა ახვლედიანი

14 აგვისტო 2020, 19:23

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: წითელი ჯვრის დახმარებით სულ იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია 191 პირი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-ანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

14 აგვისტო 2020, 19:23

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა

„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა და ხვალიდან აქტიურად მოქალაქეების მიღებას დაიწყებს. ლევან კობიაშვილის განცხადებით საარჩევნო კამპანია ხვალიდან აქტიურად დაიწყება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები მოსახლეობასთან როგორც შტაბში, ასევე მათ უბნებში გაიმართება. შტაბის გახსნაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

14 აგვისტო 2020, 19:23

COVID19

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 987 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 987 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც აპრილიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.