imedi /  06 ივლისი 2020, 19:17 / სანდო წყარო

ივანე მაჭავარიანი: ეკონომიკური მიზანშეწონილობით თუ ვისაუბრებთ, ფრენების გახსნა და სტუმრების მიღება ეკონომიკისთვის ნეგატიური იქნება

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

ეკონომიკური მიზანშეწონილობით თუ ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში ფრენების გახსნა და სტუმრების მიღება ეკონომიკისთვის ნეგატიურ ეფექტს იძლევა, რაც არ უნდა ეს პარადოქსული იყოს დღეს და ვინმეს სისულელედ მოეჩვენოს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს იქნება ნეგატიური, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

თუმცა, მინისტრის თქმით, ამას აქვს პოლიტიკური კომპონენტი და არის შემთხვევები, როდესაც არიან პარტნიორი ქვეყნები, რაც სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ მათთან ე.წ. ნაცვალგების პრინციპი ჰქონდეს.

„ამას ჩვენ ფრთხილად ვეკიდებით და გავალთ კონსულტაციის გზით. ძალიან მნიშვნელოვანია დროის მოგება. რამდენიმე თვემ აბსოლუტურად სხვა სურათი მოგვცა. დღეს კოვიდის და მისი მკურნალობის შესახებ უფრო მეტი იციან. ხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, მსოფლიოში ვირუსის გავრცელება უფრო მეტია და დიდი ტემპით მატულობს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვემოთ მოდის.

დღეს მსოფლიო მასშტაბით ექიმებმა უფრო მეტი იციან ამ ვირუსის შესახებ და უკეთ მკურნალობენ. ყოველი რამდენიმე თვის მოგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველასთვის და მეტ ინფორმაციას გვაძლევს, რომ მოხდეს კორექტირება იმ პოლიტიკის, რასაც კოვიდთან ბრძოლაში ვახორციელებთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ყველა სიახლე

23 ივნისი 2021, 11:32

საზოგადოება

კახა კალაძე: დღეს, ბინები კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა

სამგორის რაიონში მცხოვრებ 15 ოჯახს გადავცემთ საკუთრებაში ბინებს, ისანში 3 ოჯახს გადაეცემა, წყნეთში, ოქროყანაში და ნაძალადევისა და ვაკის რაიონებში კი თითო ოჯახს დაუკანონდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

გრიგოლ გეგელია

23 ივნისი 2021, 11:31

პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრორუსული არ არის

„არა. ერთადერთი, ისიც არ ვარ დარწუნებული ეს როგორ ან რატომ მოხდა,ეს ანაკლია არის. რუსეთის მთავარი მიზანი ჩვენთან მიმართებაში რა არის? დღეს რომ აქ, სტუდიაში სიმართლის აცრა გაკეთებული კრემლის ერთ-ერთ წამყვანი სტრატეგიული პოლიტიკის დამგეგმავი დავსვათ ის გეტყვით: არავითარი ევროკავშირი, არავითარი ნატო, საქართველოს თავისუფალ ნაწილში განლაგებული თუნდაც 1 სამხედრო ბაზა და მონაწილეობა და ვეტოს უფლება ყველა იმ პროექტში, რომელიც ენერგომატარებლების გატარებას გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის გავლით. არცერთი“, - განაცხადა ვაშაძემ.

23 ივნისი 2021, 11:30

კულტურა

ევროპელი ექსპერტები გელათში არსებულ ვითარებას სწავლობენ

გელათის მონასტერი დილიდან დაკეტილია. ადგილზე ევროპელი ექსპერტები მივიდნენ, რომლებიც სამინისტროს მოწვევით ტაძარში არსებულ ვითარებას სწავლობენ. გელათში იმყოფება კულტურის მინისტრის მოადგილეც.

23 ივნისი 2021, 11:30

მსოფლიო

აშშ-მა ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების 33 ვებგვერდი დაბლოკა

აშშ-მა ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების 33 ვებგვერდი დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

23 ივნისი 2021, 11:26

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ

შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინირებულ თანამშრომლობას და ყურადღება გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გამახვილდა.

კახა კალაძე

23 ივნისი 2021, 11:25

საზოგადოება

კახა კალაძემ დედაქალაქში ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა

როდესაც კენჭს ვიყრიდი დედაქალაქის მერად, საკმაოდ მწვავე ვითარება იყო საბავშვო ბაღებში: არასაკმარისი ადგილები, ავარიული შენობები, დიდი ხნის მოძველებული და გაუმართავი ინფრასტრუქტურა - ეს იყო რეალობა. მაშინაც ვამბობდი და გავიმეორებ: საბედნიეროდ, ამ ქალაქში იზრდება ბავშვების რაოდენობა და მეტი და მეტი საბავშვო ბაღი გვჭირდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქში ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ლევან იოსელიანი

23 ივნისი 2021, 11:20

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: უკრაინაზე დიდი მეგობარი საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს

„ვფიქრობ, რომ უკრაინაზე დიდი მეგობარი საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს, ეს ჩვენმა ხანგრძლივმა ურთიერთობამ არაერთგზის დაადასტურა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთერთობა იყოს იმ სიმაღლეზე, რომ არანაირი ბზარი და კითხვის ნიშანი არ იყოს ორ ქვეყანას შორის. მე, როგორც პარლამენტის წარმომადგენელი, ვაპირებ ინფორმაცია მივაწოდო იმ კრიზისთან დაკავშირებით რაც საქართველოში იყო“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მიხეილ გახელაძე

23 ივნისი 2021, 11:19

რეგიონი

ზაზა გახელაძის მამამ საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლა დროებით გადადო

დიდ პატივს ვცემ საქართველოს პატრიარქს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადავდივარ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მამამ მიხეილ გახელაძემ განუცხადა.

ანრი ოხანაშვილი

23 ივნისი 2021, 11:16

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო კანონმდებლობას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო კანონმდებლობას და მასში ასახული იქნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებიც.

ნინო ბარათაშვილი

23 ივნისი 2021, 11:15

პოლიტიკა

ნინო ბარათაშვილმა განმარტა, რა საკითხები განიხილება სალომე ზურაბიშვილის უკრაინაში ვიზიტისას

„საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იმართება 15-წლიანი პაუზის შემდეგ. განსახილველ საკითხებს შორის არის ორმხრივი ურთიერთობების თემატიკა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერისა და თანამშრომლობის თემატიკა. ცხადია, საუბარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ეს ხარისხი კონკრეტულ შედეგებში რეალიზდეს“, - განაცხადა ბარათაშვილმა.

23 ივნისი 2021, 10:57

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,04%-ია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 360 828 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 346 792, გარდაიცვალა 5 211 პაციენტი.

23 ივნისი 2021, 10:55

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 360 828 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 346 792, გარდაიცვალა 5 211 პაციენტი.

23 ივნისი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 469 თბილისში, 69 კი იმერეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 24, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 29, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

23 ივნისი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 360 828 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 346 792, გარდაიცვალა 5 211 პაციენტი.

23 ივნისი 2021, 10:50

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

23 ივნისი 2021, 10:38

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 50 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 50 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

23 ივნისი 2021, 10:34

კულტურა

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციტივით ახალი პროექტი - „პოეტები თბილისის ქუჩებიდან“ დაიწყო

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციტივით ახალი პროექტი - „პოეტები თბილისის ქუჩებიდან“ დაიწყო რომლის მიზანი, ცნობილ ქართველ მწერლებთან დაკავშირებული აქამდე უცნობი დეტალების წარმოჩენა, საცხოვრებელი მისამართების მოძიება და იმ ეპოქის გაცოცხლებაა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ.

ლევან დავითაშვილი

23 ივნისი 2021, 10:28

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილმა გარემოსა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროკომისიისა და პორტუგალიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის ინიციატივით გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-3 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ცალკეული ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმები, მიღწეული შედეგები და პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის ის გზები განიხილეს, რაც მწვანე ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება.

ბიძინა კულუმბეგოვი

23 ივნისი 2021, 10:17

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან მინდა ყველას მოვუწოდო, თუ გარშემო ადამიანები არიან, აუცილებლად, მაინც უნდა გამოიყენოთ პირბადე

„ძალიან მინდა, როგორც სპეციალისტმა, ყველას მოვუწოდო, სადაც არ უნდა იყოთ, თუ გარშემო ადამიანები არიან, თქვენ აუცილებლად მაინც უნდა გამოიყენოთ პირბადე. არ წახვიდეთ ისეთ ადგილებში, სადაც პირბადის გარეშე ბევრი ადამიანი იქნება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

23 ივნისი 2021, 10:12

COVID19

ოთარ ჩოკოშვილი: რეგულაციების შემსუბუქება ეპიდსიტუაციას მნიშვნელოვნად ვერ გააუარესებს, რამეთუ ჩვენ ვიცით, რომ დაავადება კვლავ არსებობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს, რომ პირბადის მოხსნა და სხვა რეგულაციების შემსუბუქება ეპიდსიტუაციას მნიშვნელოვნად ვერ გააუარესებს, რამეთუ ჩვენ ვიცით, რომ დაავადება კვლავ არსებობს, არსად წასულა და ამიტომ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ.