imedi /  08 ივლისი 2020, 13:39 / სანდო წყარო

შოთა გულბანი: უცხოელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ხელისუფლების მიდგომა, რომ გადასახადების კიდევ უფრო შემცირება არის პოპულისტური განაცხადი და მრავალ პრობლემას გამოიწვევს

შოთა გულბანი

შოთა გულბანი

უცხოელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ჩვენი და ზოგადად ხელისუფლების მიდგომა, რომ გადასახადების კიდევ უფრო შემცირება არის პოპულისტური განაცხადი და მრავალ პრობლემას გამოიწვევს, როგორც ფისკალური მიზნების განხორციელებაში, ისე ზოგადად ეკონომიკაში, - ამის შესახებ თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის წევრმა, შოთა გულბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაში, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი უძღვებოდნენ, ადგილობრივი ექსპერტები და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც შოთა გულბანმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობა ითვალისწინებს ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებებსაც და პირდაპირი დიალოგი არსებობს საერთაშორისო ექსპერტებთან, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ.

„ჩემთვის, მაგალითად, საინტერესო იყო ფისკალური ადმინისტრირების ნაწილში, რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში გადასახდების კიდევ უფრო შემცირების თვალსაზრისით, რადგან ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი. ჩვენ გამუდმებით ვუსმენთ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებსა და დისკუსიას საპარლამენტო ტრიბუნებიდან. უცხოელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ჩვენი და ზოგადად ხელისუფლების მიდგომა, რომ გადასახადების კიდევ უფრო შემცირება არის პოპულისტური განაცხადი და ეს მრავალ პრობლემას გამოიწვევს როგორც ფისკალური მიზნების განხორციელებაში, ისე ზოგადად მთლიანობაში ეკონომიკაში. მით უმეტეს, მოგეხსენებათ, რომ ამ პანდემიურ პერიოდში მრავალი ვალდებულება წარმოექმნა სახელმწიფოს როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური მიმართულებით“, - განაცხადა გულბანმა.

ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობენ, პრეზენტაცია წარადგინეს.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2021, 14:43

რეგიონი

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“, რომელზე დასწრებაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

სერგო ჩიხლაძე

15 ივნისი 2021, 14:37

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატზე: თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება, ის „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდება

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. საერთო კანდიდატზე კი, ოპოზიცია ვერ თანხმდება. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მხარდაჭერა დამარცხების ფორმულა იქნება.

დავით ზალკალიანი

15 ივნისი 2021, 14:37

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: არცერთ მესამე ძალას არ აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაბლოკოს

საქართველომ მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები ნატოში ინტეგრაციის პროგრესის თვალსაზრისით ყოფილიყო შესაბამისად შეფასებული და ასახული საბოლოო კომუნიკეში, რომელიც გამოქვეყნდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა„ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი საბოლოო მიზნისთვის, წევრობისთვის.

ნიკოლოზ სამხარაძე

15 ივნისი 2021, 14:33

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: კომუნიკეში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გაწევრიანდეს ნატოში

„ასევე უნდა მან ხელი უნდა შეუწყოს ლტოლვილების დაბრუნებას. კიდევ ერთხელ არის ხაზგასხმული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გაწევრიანდეს ნატოში და საქართველო არის ქვეყანა, რომელიც წარმატებით ახორციელებს რეფორმებს“, - განაცხადა სამხარაძემ.

15 ივნისი 2021, 14:32

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების“ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, ასევე საგადასახადო მონიტორინგისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფორუმში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, საქართველო-ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.

ჰელგა მარია შმიდი და დავით ზალკალიანი

15 ივნისი 2021, 14:26

პოლიტიკა

ეუთოს გენერალურმა მდივანმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაწეული ფასილიტაციისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა

ეუთოს გენერალურმა მდივანი​ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ჰელგა მარია შმიდმა აღნიშნა, რომ მიზანი მიღწეულია ბევრი აქტორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად.

ირაკლი ანთაძე

15 ივნისი 2021, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი ანთაძემ ერგნეთის შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი დაასახელა

ერგნეთის შეხვედრაზე მთავარ საკითხს რა თქმა უნდა წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ანთაძემ „ქრონიკას“ განუცხადა

ირმა გახელაძე

15 ივნისი 2021, 14:21

მსოფლიო

ერგნეთში, სადაც IPRM-ის შეხვედრა იმართება, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ჩავიდნენ

„ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს - ზაზას გათავისუფლება. ვფიქრობთ, რომ დროა, ოჯახიც ჩავერთოთ და ასეთი ფორმით გავაგრძელოთ გვერდში დგომა. არ ვიცი, რა შედეგი იქნება. დღეს არანაირი მოლოდინი არ გვინდა, რომ გვქონდეს, იმედგაცრუების კიდევ ერთი დღე არ გვინდა“, - ამბობს ზაზა გახელაძის მეუღლე.

პაატა იმნაძე

15 ივნისი 2021, 14:17

COVID19

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი გავრცელებას იწყებს

„სამწუხაროდ, მთელ ევროპაში ძალიან იმატებს ინდური შტამის ფუნქციონირება. ჩვენთანაც იმატებს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ბრუნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეისთვის 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ „ინდური შტამიც“ იწყებს გავრცელებას“, - აღნიშნავს პაატა იმნაძე.

15 ივნისი 2021, 14:09

რეგიონი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: „რთველი 2021“-ის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს

„რთველი 2021“-ის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო.

იოანეკე ბალფორტი

15 ივნისი 2021, 13:59

პოლიტიკა

იოანეკე ბალფორტი: ევროკავშირი, ისევე, როგორც ეუთო, ძალიან მონდომებულია, იმუშაოს უსაფრთხოებისა და მედიაციისთვის

„ევროკავშირი, ისევე, როგორც ეუთო, ძალიან მონდომებულია, იმუშაოს უსაფრთხოებისა და მედიაციისთვის, რათა მოიძებნოს კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის დირექტორმა, იოანეკე ბალფორტმა, ერგნეთში, რომელიც საქართველოს ბრიუსელიდან ეწვია.

15 ივნისი 2021, 13:57

ეკონომიკა

იმამურა აკირა: ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ

ამგვარი ინვესტიციები მომავალშიც განხორციელდება. ჩვენ გვაქვს დადებული ხელშეკრულება საგანგებო საგადასახადო რეჟიმის შესახებ, რათა მაღალი ინვესტიციების განხორციელებისას თავიდან იქნას აცილებული ორმაგი დაბეგვრა“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა.

15 ივნისი 2021, 13:51

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „სამართლიან არჩევნებზე“: სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა

„საარჩევნო რეფორმის“ წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკური გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის“ - ამბობს „სამართლიანი არჩევნები“. ორგანიზაცია, რომელიც ერთი თვე უმალავდა ამომრჩევლებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები მცდარი იყო და რომლითაც ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად აცხადებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.

სალომე ზურაბიშვილი

15 ივნისი 2021, 13:46

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები ნატოს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ

„მივესალმები ნატოს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი გზა ნათელია და ძლიერდება ჩვენი პარტნიორების სოლიდარობით“, - წერს პრეზიდენტი.

სოფიო გორგოძე

15 ივნისი 2021, 13:44

საზოგადოება

სოფიო გორგოძე: ცენტრი მოაწყობს საკარანტინო სივრცეებს იმ გამოსაცდელებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული COVID-19

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით.

ჰელგა მარია შმიდი

15 ივნისი 2021, 13:43

პოლიტიკა

ჰელგა მარია შმიდი: ეუთო მუშაობს ხალხის კეთილდღეობისთვის - იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს

ეუთოს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით მეასე შეხვედრის მიმდინარეობისას, შესვენების დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სრულად ფლობს ინფორმაციას ზაზა გახელაძის საკითხზე და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარი მიზანი სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების შემსუბუქებაა.

ნუნუ მიცკევიჩი

15 ივნისი 2021, 13:39

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩმა განმარტა, რომელი რეგულაციებით ჩატარდება ეროვნული გამოცდები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

15 ივნისი 2021, 13:37

საზოგადოება

გამოეთიშებიან თუ არა საგამოცდო პროცესს ის აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ

საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა.

15 ივნისი 2021, 13:35

სამართალი

პოლიციამ წყალტუბოში სასტუმრო „არგოს“ ფასადის დაზიანების ფაქტზე 3 ადამიანი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივნისს, წყალტუბოში, სასტუმრო „არგოს“ ფასადი ქვებით დააზიანეს და ამავე სასტუმროს მფლობელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გიორგი კაკაურიძე

15 ივნისი 2021, 13:34

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: „ოქროს სიის“ გაუქმება სწორი გადაწყვეტილება იყო

„ოქროს სიის“ გაუქმება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ლელოს“ სხდომაზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს იმპორტზე ისეთი შეღავათები, როგორი შეღავათებიც საქართველოში იყო.