imedi /  08 ივლისი 2020, 18:22 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი: ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შევძლებთ უფრო მეტ სახელმწიფოსთან გავხსნათ პირდაპირი მიმოსვლა, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებაზე

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

აქამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილების მიზანი იყო, რომ დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უზურნველგვეყო უსაფრთხო გარემო. ეს აუცილებელი გარემოებაა და დევს ყველაფრის საფუძველში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთობლივად შეძლო დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებული შედეგის მიღწევა. პრემიერის პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში პირდაპირი მიმოსვლა კიდევ უფრო მეტ სახელმწიფოსთან გაიხსნება, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებაზე.

„მას შემდეგ რაც Covid-19-თან დაკავშირებული ეპიდვითარება მეტნაკლებად იცვლება სხვადასხვა წარმატებით, სხვადასხვა ქვეყანასა და სხვადასხვა კონტინენტზე, 30 ივნისს საქართველო ევროკავშირმა შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში და ეს არის მისასალმებელი ფაქტი, ფაქტი რომელიც ადასტურებს რომ საქართველოს ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა შევძელით ერთობლივად მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. ჩვენ გვინდა მეტი გახსნილობა უზრუნველვყოთ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ სიფრთხილით, თანმიმდევრულად, ეს გადაწყვეტილებები უნდა ეყრდნობოდეს არსებულ ეპიდვითარებას. 5 სახელმწიფოსთან საზღვრების გახსნა არ ნიშნავს, რომ ეს სია რომელიც არ შეიცვლება, ის შეიცვლება. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შევძლებთ უფრო მეტ სახელმწიფოსთან გავხსნათ პირდაპირი მიმოსვლა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებაზე. ევროკავშირმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოველ 2 კვირაში გადახედოს უსაფრთხო სახელმწიფოების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც ექნება ნებადართული ქვეყნებში შევიდნენ. ჩვენ მივმართავთ დამატებით ზომებსაც - შესავსები იქნება სპეციალური ელექტრონული ფორმა, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იმოგზაურებს საქართველოში, რათა ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იქნება ეს ადამიანი საქართველოში ყოფნისას და, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ინფორმაცია მისი საქართველოში ჩამოსვლამდე მოგზაურობის თაობაზე,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ყველა სიახლე

24 ივლისი 2021, 12:28

COVID19

„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყო, აცრა კი 26 ივლისიდან დაიწყება. ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.

24 ივლისი 2021, 12:23

რეგიონი

წითელ ხიდზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტისა და სხვა ტვირთის საქართველოდან უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტი აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ სატვირთო ავტომობილით, არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - 170 980 ღერი სხვადასხვა სახეობის სიგარეტისა და პიროტექნიკური ნაწარმის (294 880 ცალი) საბაჟო წესის დარღვევით საქართველოდან გატანის ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

24 ივლისი 2021, 12:18

საზოგადოება

მაშველები საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 100-მდე ადამიანს დაეხმარნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მიმდინარე საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის დაჯილდოვდნენ. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლაშა თვაურმა განსაკუთრებული მამაცობისთვის სამახსოვრო საჩუქრები 3 მაშველს: მამუკა წულუკიძეს, დავით ბაუჟაძეს და ბექა ხელაძეს გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

თამარ გაბუნია

24 ივლისი 2021, 12:06

COVID19

თამარ გაბუნია: მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებს 24 საათის განმავლობაში sms-ის სახით

გარკვეული ცვლილებებია რეგისტრაციის წესში. რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებს 24 საათის განმავლობაში sms-ის სახით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, „ფაიზერის“ ახალი დოზებით ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება.

პაატა იმნაძე

24 ივლისი 2021, 11:53

COVID19

პაატა იმნაძე: ამჟამად, ქვეყანაში ყველა ტიპის ვაქცინაა - ყველა გემოვნების ადამიანისთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში, უკვე ვაქცინების დიდი არჩევანია და მოქალაქეებს აქვთ საშუალება, მათგან სასურველი აირჩიონ.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 11:52

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: 0,5 მილიონი Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია - მადლობა აშშ-ის მთავრობას და ამერიკელ ხალხს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ გადმოცემის ფაქტს ეხმაურება და აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს მადლობას უხდის. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ეს ნაბიჯი ჩვენს შორის ნამდვილ მეგობრობას და ძლიერ თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

24 ივლისი 2021, 11:33

COVID19

საქართველოში 956 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 956 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 210 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 956 მძიმე პაციენტიდან თბილისში მკურნალობს 455 პირი, აჭარაში - 67, იმერეთში -218. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 5, იმერეთში - 11.

24 ივლისი 2021, 11:27

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 485 თბილისში, 236 კი აჭარაში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა - 236, იმერეთი - 220, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 123, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 111, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი -45, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 ივლისი 2021, 11:21

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.03%-ია

23 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.03%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.55% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.15%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 400 698 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 371 434, გარდაიცვალა 5 665 პაციენტი.

24 ივლისი 2021, 11:21

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის სასაზღვრო ჯარების სარდალს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდალს, პოლკოვნიკ არმან მარალჩიანს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე ესწრებოდა.

24 ივლისი 2021, 11:11

სამართალი

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის საქმეზე, კიდევ ერთი პირი დააკავეს

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 1991 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

24 ივლისი 2021, 11:06

სამართალი

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

პოლიციამ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხულიგნობის ბრალდებით, ერთი პირი, 1999 წელს დაბადებული ო.მ. ცხელ კვალზე დააკავა.

24 ივლისი 2021, 10:59

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ზოგადი შეფასება, პოსტი პოსტისთვის! მადლობა, ქალბატონო „სახალხო დამცველო“, ვალი მოხდილი გაქვთ

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის შეფასებას ეხმიანება პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვანი შვილების შესახებ, რომლებსაც „ტვ პირველის” ჟურნალისტები, ნებართვის გარეშე, საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ.

24 ივლისი 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 617 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 869 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 400 698 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 371 434, გარდაიცვალა 5 665 პაციენტი.

24 ივლისი 2021, 10:51

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 400 698 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 371 434, გარდაიცვალა 5 665 პაციენტი.

24 ივლისი 2021, 10:48

მსოფლიო

ფლორიდაში, შენობის ნგრევისას დაღუპულთა ცხედრების ძიება დასრულდა

აშშ-ში, ფლორიდაში, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნგრევის შემდეგ, 24 ივნისიდან მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაო დასრულებულია. საბოლოო მონაცემებით, შემთხვევას, სულ მცირე, 97 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი ადამიანი, 54 წლის ქალი, ამ დრომდე, დაკარგულად მიიჩნევა.

24 ივლისი 2021, 10:32

საზოგადოება

თბილისსა და რეგიონებში პროფესიული განათლების ღია კარის დღეები - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ დაიწყო

ათასწლეულის ფონდმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება, ღია კარის დღე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა.

24 ივლისი 2021, 10:01

რეგიონი

შტორმისა და წყალდიდობის შემდეგ, ენგურმა შესართავთან ნაპირსამაგრი გაანგრია

შტორმმა და წყალდიდობის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა პრობლემები შექმნა ანაკლიაში, ენგურის შესართავთან. მდინარემ არსებული ნაპირსამაგრი გაანგრია. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და სამუშაო ანაკლიაში დილიდან განახლდა. მიმდინარეობს დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაო, რათა მდინარემ სანაპირო ზოლზე პრობლემები არ შექმნას.

24 ივლისი 2021, 09:54

რეგიონი

რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თეა წულუკიანი ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს ესტუმრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელ გიორგი კალანდიასა და მის მოადგილეებთან ერთად ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს ესტუმრა.

24 ივლისი 2021, 09:50

საზოგადოება

პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. აგროოლიმპიადის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა დააჯილდოვეს.