IMEDI /  08 ივლისი 2020, 22:10 / სანდო წყარო

ნათია თურნავამ Bosch-ის ჯგუფის კომპანიასთან საქართველოში ბიზნეს სერვისების სექტორის განვითარების შესაძლებლობები განიხილა

ნათია თურნავა და მიხეილ ხიდურელი

ნათია თურნავა და მიხეილ ხიდურელი

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსხვილი გერმანული კონცერნის Robert Bosch GmbH-ის შვილობილი კომპანიის Bosch Service Solutions-ის ტოპ-მენეჯმენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მასთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელი.

ონლაინ შეხვედრისას მინისტრმა გერმანული კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს ბიზნეს გარემო და ის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო, რომელიც ქვეყანას ბიზნეს სერვისების სექტორში გააჩნია.

პოტენციური ინვესტორების წინაშე პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. მისი თქმით, სამიზნე ბაზრებთან სიახლოვე, ევროპული ნების ცოდნა, დაბალი ბიუროკრატია, კონკურენტული ფასები ის ძირითადი უპირატესობებია, რაც საქართველოს ბიზნეს სერვისების სექტორში გააჩნია.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ბიზნეს გარემო ნამდვილად მიმზიდველია და აუცილებლად გაგრძელდება სამუშაო დონეზე მისი შესწავლა.

კომპანია Bosch Service Solutions-ი მსოფლიოს წამყვან ბრენდებს აწვდის დისტანციურ სერვისებს. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 9500 თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც კლიენტებს 40-მდე ენაზე ემსახურებიან.

აღსანიშნავია, რომ Bosch Service Solutions-ი შერჩეული იყო როგორც სამიზნე კომპანია და მათთან დაკავშირება სააგენტოსა და სამინისტროს ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში მოხდა.

ყველა სიახლე

დავით ბაქრაძე

13 აგვისტო 2020, 21:06

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: საქართველო არის რეგიონული ლიდერი ბევრი მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიული განვითარების კუთხით

საქართველო არის რეგიონული ლიდერი ბევრი მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიული განვითარების კუთხით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, საქართველო ამყარებს დემოკრატიულ იდეალებს და ამის ჩვენებისა და დემონსტრირების კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება არჩევნები.

თენგიზ ცერცვაძე

13 აგვისტო 2020, 20:53

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის კრიზისის მართვაში დარტანიანის როლს თუ ვინმე ასრულებს, ეს არის გახარია

კითხვა დამისვეს - დარტანიანი რომელი ხართო?, მე ვუთხარი რომ მუშკეტერი სამი იყო და დარტანიანი მეოთხე და ვფიქრობ ის გიორგი გახარიაა-თქო, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

ჰამასი

13 აგვისტო 2020, 20:46

მსოფლიო

„ჰამასმა“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ისრაელთან შეთანხმების გამო გააკრიტიკა

შეიარაღებული მოძრაობა „ჰამასი“ არაბთა გაერთიანებული საამიროებს ისრაელთან შეთანხმების გამო აკრიტიკებს და ამ ნაბიჯს პალესტინელებისთვის „ზურგში დანის დარტყმას“ უწოდებს. ამის შესახებ გამოცემა FNN-ი წერს.

დავით ზალკალიანი

13 აგვისტო 2020, 20:46

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-თან ჩვენი თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა და გვსურს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის დონეც, ამ ურთიერთობის თანაბარი იყოს

ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ დონეზე ვართ. შედეგი იქნება კიდევ უფრო მეტი, მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისა ყველა მიმართულებით და ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა როგორც არასდროს, ისეთ უმაღლეს ნიშნულზეა.

რობერტ რედფილდი

13 აგვისტო 2020, 20:38

COVID19

რობერტ რედფილდი: თუ ამერიკელები კორონავირუსის პრევენციის ზომებს არ დაიცავენ, ქვეყანა ყველაზე საშინელი შემოდგომის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, თუ ამერიკელები კორონავირუსის პრევენციის ზომებს არ დაიცავენ, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება, ქვეყანა ყველაზე საშინელი შემოდგომის წინაშე შეიძლება დადგეს.

13 აგვისტო 2020, 20:29

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში დღეს 100 ბიოლოგიური ნიმუში შეგროვდა

საერთო ჯამში, ხვალ სოფელი არშადან და სოფელი გარბანიდან 500-მდე ადგილობრივის შედეგები უნდა გახდეს ცნობილი, რაც ეპიდვითარების შესახებ შემაჯამებელ სურათს შექმნის, რის შემდეგაც ამ რეგიონში სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

თორნიკე რიჟვაძე

13 აგვისტო 2020, 20:19

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ შემდეგ წელსაც ხალხთან ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების გამარჯვების შანსებზე ისაუბრა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატები პირველივე ტურში გაიმარჯვებენ. მისი თქმით, პირველივე ტურში ვგეგმავთ ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას.

ანტონ საროკა

13 აგვისტო 2020, 19:57

სპორტი

საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელი დააკავეს

ბელარუსის ნაკრებისა და ბორისოვის „ბატეს“ ფეხბურთელი ანტონ საროკა საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 28 წლის თავდამსხმელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დააკავეს, სასჯელის სახით მას 7-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

13 აგვისტო 2020, 19:54

COVID19

ვენესუელაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის განცხადებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 150 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

გიორგი ვოლსკი

13 აგვისტო 2020, 19:48

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ლევან კობერიძესა და ელენე ხოშტარიას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ

„ლევან კობერიძე და ელენე ხოშტარია შესაძლოა, როგორც ოპონენტები ეფექტურები არიან პარლამენტში, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მათი საქმიანობა პროდუქტიული არ იქნება და მხოლოდ ახალი დაპირისპირების შექმნას მოემსახურება. მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ, რადგან ამომრჩევლების გაცილებით უფრო მეტმა რაოდენობამ იცის, რომ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაპირისპირების, დესტრუქციის, გამოუვალი მდგომარეობის და ჩიხების შექმნის ოსტატები არიან, არ შეიძლება, რომ კონკრეტული უბნისა და ოლქის ინტერესებს წარმოადგენდნენ საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენ ასე ვხედავთ, რომ მათი პოზიცია განსხვავებულია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

13 აგვისტო 2020, 19:37

რეგიონი

სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარი, ზარალის ანაზღაურების თანხას, 38 870 ლარს მიიღებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარს, დავით დოლმაზაშვილს, 15 ივლისს მოსულმა სეტყვამ და ქარიშხალმა ატმის მოსავლის 75% გაუნადგურდა, - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 38,870 ლარს მიიღებს. 9 ჰა ფართობის დაზღვევისთვის ფერმერის მიერ გადახდილი თანხა 1,652 ლარს შეადგენს.

გიორგი ვოლსკი

13 აგვისტო 2020, 19:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების განვითარება ისე არავის ეჩქარება, როგორც ხელისუფლებას

„უსუსური განცხადება, თითქოსდა, ხალხის ჩამოყვანა არ გვინდა და მასობრივი ავიარეისები ჩამოვა საქართველოში უსაფრთხო ქვეყნებიდან, რომელიც არ არსებობს და შეავსებენ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერთა რიგებს, არის ისეთივე ფანტაზია, როგორიც თავის დროზე სააკაშვილს ჰქონდა – ღრუბელ-ღრუბელ ფრენით, ან მიწით, ზღვით, ხმელეთით საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. დაახლოებით იგივე ემოციები და განწყობებია. ორი ფრთა ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხასიათი არ შეუცვლიათ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბეირუთი აფეთქება

13 აგვისტო 2020, 19:30

მსოფლიო

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებებისგან მიყენებული ზარალი 15 მილიარდ დოლარს აღემატება

ლიბანის პრეზიდენტის, მიშელ აუნის განცხადებით, ბეირუთის პორტში 2750 ტონა ამიაკის სელიტრის აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი 15 მილიარდ დოლარს აღემატება. ამის შესახებ გამოცემა Anadolu წერს. ლიბანის უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზარალდა 3 972 შენობა და 4 214 ავტოსატრანსპორტო საშუალება.

13 აგვისტო 2020, 19:25

მსოფლიო

ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების სრულ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ნატო უკრაინა

13 აგვისტო 2020, 19:11

მსოფლიო

კვლევის მიხედვით, ნატოში გაწევრიანებას უკრაინელთა 48% უჭერს მხარს

გამოკითხულ უკრაინელთა ნახევარზე მეტი მზადაა ევროკავშირი ქვეყნის გაწევრიანებას დაუჭიროს მხარი, თუ ეს საკითხი რეფერენდუმზე უახლოეს კვირას გავიდოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ცენტრ SOCIS-ისა და „რაზუმკოვის ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ევროკავშირი გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 57,7% დაუჭერდა, წინააღმდეგი 26,9% იქნებოდა, რესპონდენტთა 5,8% კი ამბობს, რომ რეფერენდუმში მონაწილეობას არ მიიღებდა.

13 აგვისტო 2020, 18:57

რეგიონი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მესტიის მუნიციპალიტეტს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მესტიის მუნიციპალიტეტს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ეხმარება ხანდაზმულ, მარტოხელა ადამიანებს, რომლებსაც COVID-19-ით გამოწვეული საფრთხე განსაკუთრებით ემუქრებათ.

გიორგი ვოლსკი

13 აგვისტო 2020, 18:47

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპონენტების მთავარი ამოცანა არის დესტრუქცია, ცხელი კერების შექმნა

„ოპონენტების მთავარი ამოცანა არის დესტრუქცია, ცხელი კერების შექმნა და ისეთი სიტუაციების პროვოცირება, რომ შესაძლებლობისთანავე, საქართველოს ხელისუფლება გარკვეული საკითხების მიმართ არადემოკრატიულ მიდგომებში დაადანაშაულონ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დესტრუქციულ ქმედებებს განვითარების საშუალება არ მიეცეს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

13 აგვისტო 2020, 18:41

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე უკრაინის ელჩს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა, რომელიც ქუთაისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, საუბარი შეეხო როგორც კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებას, ასევე სამომავლო პერსპექტივებს.

13 აგვისტო 2020, 18:37

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 750 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 750 ათასს გადააჭარბა.

იგორ დოლგოვი

13 აგვისტო 2020, 18:33

ეკონომიკა

უკრაინის ელჩი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ნაბიჯი ახალი მეცნიერებისა და ახალი განათლებისკენ

„იმედი მაქვს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ნაბიჯი მომავალში, ახალი მეცნიერებისა და ახალი განათლებისკენ", - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.