imedi /  10 ივლისი 2020, 15:36 / სანდო წყარო

კონკურენციის სააგენტო: 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ, დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, რომლის მთავარ მიზანს 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის კონკრეტული ფაქტის კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობის შესწავლა წარმოადგენდა.

საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ყურადღება გამახვილდა ფქვილის და ხორბლის ბაზრებზე, როგორც პურის ფასის ცვლილებაზე ზეგამვლენ ბაზრებზე.

სააგენტოს ინფორმაციით, პურისა და ფქვილის მწარმოებელ ეკონომიკურ აგენტებთან და დარგობრივ ასოციაციებთან გამართული საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად, სააგენტოს მიერ განისაზღვრა მონიტორინგის ძირითადი მიმართულებები: 1. პურის ბაზარი 2. ფქვილის ბაზარი 3. ხორბლის ბაზარი

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2015-2018 წლებში ხორბლის ბაზრის იმპორტის დონის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, გაიზარდა იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და შემცირდა ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი. აღნიშნულის შედეგად, ქვედა დონის - ხორბლის საბითუმო მიწოდების ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა.

„2015 წელს 49 ეკონომიკურმა აგენტმა 535 263 ტონა ხორბლის იმპორტი, ხოლო 2018 წელს 115-მა ეკონომიკურმა აგენტმა 573 885 ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა. ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი 1184 ერთეულიდან - 550 ერთეულამდე შემცირდა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 2015 წელს ბაზრის 4 უმსხვილესი იმპორტიორის ჯამური წილი 58% იყო, 2018 წელს კი მათი ჯამური წილი 35%–მდეა. ამავე პერიოდში, ადგილობრივი ხორბლის წარმოების მოცულობა 125.6 ათასი ტონიდან 106 ათას ტონამდეა შემცირებული.

ხორბლის ბაზრის იმპორტის დონის სტრუქტურის ცვლილების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა 2017-2018 წლებში საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტის გააქტიურება. 2015 წელს საზღვაო გზით იმპორტირებული ხორბლის წილი საერთო იმპორტში 93%–ის ფარგლებში იყო, 2018 წელს კი ხორბლის დიდი ნაწილის იმპორტი საავტომობილო გზით განხორციელდა – 46%, საზღვაო იმპორტის წილი 19%–მდეა შემცირებული. მონიტორინგის ფარგლებში, წისქვილკომბინატების და დარგობრივი ასოციაციის მიერ, დაფიქსირდა პოზიცია საავტომობილო გზით იმპორტირებული ხორბლით მარაგების შექმნის შეუძლებლობის შესახებ. სააგენტომ, ერთი მხრივ, გაიზიარა პოზიცია - საავტომობილო გზით იმპორტირებული ხორბლით მარაგების შექმნის სირთულის შესახებ, თუმცა, მეორე მხრივ, შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საავტომობილო გზით იმპორტირებულ ხორბალს კრიტიკულად უარყოფითი გავლენა წისქვილკომბინატების ხორბლის მარაგებზე, პრაქტიკულად, არ გააჩნდა.

მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტომ ყურადღება გაამახვილა ხორბლის მარაგების რაოდენობრივ საკითხზეც, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდის შემთხვევაში, ხორბლის მარაგი შესაძლოა წარმოადგენდეს ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის მაბალანსირებელ ფაქტორს. შესაბამისი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ წისქვილკომბინატებს, შესასწავლ პერიოდში, გააჩნდათ საკუთრი წარმოების საშუალოდ ერთი თვის მარაგი. შესაბამისად, 2018 წელს, ხორბლის ახალი მოსავლის პირობებში, რომელიც 2017 წელთან შედარებით გამოირჩეოდა მაღალი თვითღირებულებით, წისქვილკომბინატების ხორბლის მცირე მარაგები არ იძლეოდა ფქვილის ფასის - განსახილველ შემთხვევაში პურის წარმოებაში გამოსაყენებელი პირველი ხარისხის ფქვილის ფასის გრძელვადიანი/სტაბილური შენარჩუნების შესაძლებლობას.

მონიტორინგის ფარგლებში, ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა - საქართველოს 8 გუბერნიიდან და 65 მუნიციპალიტეტიდან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან, შემოსავლების სამსახურიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ფქვილისა და პურის მწარმოებელი კომპანიებიდან, ენერგომომარაგების და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებიდან, ასევე ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციებისგან, დისტრიბუტორი კომპანიებისგან, კომერციული ბანკებიდან და ა.შ.

მონიტორინგის მთავარი მიზნის, პურის ფასის ზრდის მიზეზების დეტალური ანალიზის პროცესში, სააგენტომ შეისწავლა, როგორც 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის თავდაპირველი შემთხვევები, ასევე გამოარკვია, რომ აღნიშნულს ჰქონდა სისტემური ეფექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. დეტალურად გაანალიზდა პურის ფასწარმოქმნა და დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. სააგენტო განგრძობით რეჟიმში აწარმოებდა დაკვირვებას როგორც პურის, ასევე მისი ფასის მაკომპლექტებელი ძირითადი კომპონენტის - ფქვილის ფასზე. მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის ფასი 2018 წლის 10 დეკემბრის შემდეგ პერიოდში რამდენჯერმე დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით, პურის ფასი არ შეცვლილა“, - აცახდებენ სააგენტოში.

ყველა სიახლე

11 აგვისტო 2020, 00:05

კულტურა

ფრანგ მსახიობ ევა გრინს, „პატრიოტის“ გადაღებების ჩაშლის გამო, შესაძლოა სოლიდური ჯარიმა დაეკისროს

ფრანგ მსახიობ ევა გრინს, ფილმის გადაღებების ჩაშლის გამო შესაძლოა $130 მილიონის გადახდა მოუწიოს, ​ ამის შესახებ Variety წერს. კინოსტუდია White Lantern-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის „პატრიოტის“ გადაღება ევა გრინის გამო ვერ დასრულდა. მათი განცხადებით, მსახიობმა მოითხოვა დამატებით ძვირადღირებული მომსახურე პერსონალის დაქირავება.

მაიკ პომპეო

10 აგვისტო 2020, 23:58

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით, რომელიც არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

10 აგვისტო 2020, 23:53

COVID19

ისრაელში COVID19-ის პრევენციისთვის ახალი რეგულაციები 11 აგვისტოდან ამოქმედდება

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კოვიდ-19“ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციები ძალაში 11 აგვისტოს შევა.

გია ცაგარეიშვილი

10 აგვისტო 2020, 23:50

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: დღეს ქვეყნის სათავეში დგას ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება

დღეს ქვეყანას სათავეში უდგას ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება, ქვეყნის სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც თავის თანამოქალაქეს არ დაჩაგრავენ, ოჯახში არ შეუვარდებიან, პოლიტიკიური ნიშნით სამსახურიდან არ გამოაგდებენ, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა „POSTV“-ს ეთერში განაცხადა.

რობერტ ლევანდოვსკი

10 აგვისტო 2020, 23:49

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა. „ჩელსისთან” მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც „ბაიერნმა” ანგარიშით 4:1 მოიგო, პოლონელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

10 აგვისტო 2020, 23:34

მსოფლიო

მინსკში სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად რეზინის ტყვიებსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებენ

მინსკში სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად რეზინის ტყვიებსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებენ.

არჩილ თალაკვაძე

10 აგვისტო 2020, 23:31

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სექტემბერში წარვადგენთ პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სექტემბერში წარადგენს პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები.

10 აგვისტო 2020, 23:29

მსოფლიო

სომხეთში სასაწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და ხელოვნების ცენტრებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. ამის შესახებ კუკტურის მინისტრმა Facebook-ზე განაცხადა. არაიკ არუთინიანის თქმით, შემდეგ კვირაში გადაწყვეტილებას უნივერსიტეტებთან დაკავშირებითაც მიიღებენ.

მარიამ ქვრივიშვილი

10 აგვისტო 2020, 23:24

რეგიონი

მარიამ ქვრივიშვილი: მესტიაში მყოფ მოქალქეებს მოვუწოდებ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144-ს, რომ მოხდეს მათი აღრიცხვა და საკარანტინო ზონაში ორგანიზებული გადაყვანა

ამ დროისათვის ცხელი ხაზის „144“-ის საშუალებით იდენტიფიცირებულია ტურისტების პირველი ნაკადი. სურვილიდან გამომდინარე ტურისტების გადაყვანა უკვე დაიწყო მესტიის მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარე რეგიონებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში.

დიეგო კოლა
თეა ახვლედიანი

10 აგვისტო 2020, 22:51

საზოგადოება

თეა ახვლედიანმა საქართველოში ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მხარეები ასევე შეეხნენ სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში მიჭრეულ შედეგებს და ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს და განიხილეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების განათლებაზე ხელმისაწვდომობის, სახელმწიფო ენის, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის და სხვა აქტუალური საკითხები.

10 აგვისტო 2020, 22:44

მსოფლიო

მინსკის ცენტრში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს

მინსკის ცენტრში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მომიტინგეები შეიკრიბნენ, სამართალდამცველები სპეცტექნიკით არიან მობილიზებულნი.

10 აგვისტო 2020, 22:24

რეგიონი

ტურიზმის ადმინისტრაცია: მესტიის მუნიციპალიტეტში 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცე განთავსდება

მესტიის მუნიციპალიტეტში COVID19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ოპერატიულად განახორციელა საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება.

10 აგვისტო 2020, 22:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ შეშფოთებულია ბელარუსში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების გამო

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის, კეილი მაკინანის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია ბელარუსში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების გამო და ოფიციალურ მინსკს მოუწოდებს, თავი შეიკავოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან.

ნათია თურნავა

10 აგვისტო 2020, 22:10

საზოგადოება

ნათია თურნავა: ანზორ ერქომაიშვილმა არა მხოლოდ განავითარა ქართული ფოლკლორი, არამედ საქართველო მსოფლიოს ამაყად გააცნო

თქვენ ბრძანდებით ადამიანი, ვინც არა მხოლოდ გადაარჩინეთ ბევრი ფოლკლორული ნაწარმოები, არა მხოლოდ განავითარეთ ქართული ფოლკლორი, არამედ საქართველო ამაყად გააცანით სრულიად მსოფლიოს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ოზურგეთის ახლად რეაბილიტირებულ, დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამოზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი
ანზორ ერქომაიშვილი

10 აგვისტო 2020, 22:08

საზოგადოება

პრეზიდენტი ანზორ ერქომაიშვილს: თქვენ წარმოადგენდით და წარმოადგენთ ძველ კულტურას, ტრადიციებს, ღირსებას, ნამდვილ ქართველობას

„ჩვენ დიდი ხნის წინ, შევხვდით პარიზში, როცა ახალგაზრდები ვიყავით, თქვენ საქართველოს წარმომადგენელი იყავით, რომელთან შეხვედრაზეც ვოცნებობდი. თქვენ, ჩემს და ყველა იმ ადამიანის თვალში, ვინც მაშინ შეგხვდათ, წარმოადგენდით ძველ კულტურას, ტრადიციებს, ღირსებას, ნამდვილ ქართველობას. ეს დღესაც ასეა და არაფერი შეცვლილა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში გამოჩენილი ქართველი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

არჩილ თალაკვაძე

10 აგვისტო 2020, 21:58

საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარე: ანზორ ერქომაიშვილმა შეასრულა უნიკალური მისია, ჩვენი ქვეყნის ისტორია გადაარჩინა დაკარგვას, აღადგინა და მომავალთან დააკავშირა

მან ალბათ ერთ-ერთმა გამორჩეულად შეძლო, რომ მოესმინა საკუთარი ქვეყნის ისტორიისთვის, ქვეყნის წარსულისთვის, ჩაეწერა ეს ყველაფერი და გადაეტანა ნოტებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის ახლად რეაბილიტირებულ, დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამოზე განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 21:48

მსოფლიო

სლოვაკეთის ხელისუფლებამ სამი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა

სლოვაკეთის ხელისუფლებამ სამი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა. აღნიშნული ინფორმაცია სლოვაკეთის სხაგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

10 აგვისტო 2020, 21:31

რეგიონი

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ის კიდევ 9 შემთხვევა გამოვლინდა

​​​​​​​კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ცხრა შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 55 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა, მათგან ცხრას კი COVID19 -ი დაუდასტურდა.

ანტონიო გუტერეში

10 აგვისტო 2020, 21:30

მსოფლიო

გაეროს გენმდივანი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, მაქსიმალური თავშეკავებულობა გამოიჩინონ და მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყონ

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ბელარუსის ხელისუფლებას თავშეკავებულობის გამოჩენისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 21:29

რეგიონი

მესტიაში, შავღელეს მონაკვეთთან მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედაგად, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, შავღელეს მონაკვეთან, მეწყრული პროცესები განვითარდა. ჩამოწოლილმა მიწის მასამ საავტომობილო გზა ჩაკეტა, რის გამოც მაგისტრალზე მოძრაობა პარალიზებულია. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომსპეციალური ტექნიკის მუშაობა საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება.