imedi /  11 ივლისი 2020, 17:59 / სანდო წყარო

პარლამენტში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონზე 3 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ

პარლამენტში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე დახურულ კარს მიღმა 3 საათის განმავლობაში იმსჯელეს. შეხვედრას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი და ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. განხილვის მთავარი თემები სადაო პუნქტები იყო, მათ შორის დროებითი მმართველის დანიშვნის საკითხი.

როგორც ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, პოზიციები გუშინდელ მოსმენასთან შედარებით უფრო დაახლოებულია, თუმცა გარკვეული შეკითხვები კვლავ რჩება. Hunnewell Partners-ის დამფუძნებლის, ირაკლი რუხაძის თქმით, კომისიამ სექტორის წარმომადგენლების გარკვეული შენიშვნები გაითვალისწინა.

„მაგალითად, ამოიღეს გასხვისების უფლება. ახლა წილის გასხვისება აღარ შეუძლიათ. მაგრამ დატოვეს დროებითი მმართველის შეყვანა და დროებითი მმართველის შეყვანას მაინც აქვს საკმაოდ ფართო დიაპაზონი იმ წინაპირობებისა, რომლის გამოც შეიძლება შეიყვანო და ეს არ მომწონს. ძალიან ბუნდოვანია მაინც როდის შეიძლება შეიყვანონ მარეგულირებელი. ბუნდოვანი არაა, გაწერილია, მაგრამ ძალიან ფართოა, სუბიექტური“, - განაცხადა რუხაძემ.

დადებითად აფასებს ცვლილებებს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი.

„გუშინდელთან შედარებით უკეთეს კონდიციაში ვართ, მინდა დაგიდასტუროთ. თუმცა, როგორც კომპანიას, ასევე ასოციაციას, ჩვენ ახლა წარმოდგენილები ვართ ერთიანად, გვაქვს კიდევ გარკვეული შენიშვნები. ამ შენიშვნების გათვალისწინებით, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ დილას ჩვენ ველოდებით საბოლოო რედაქციას. მასშიც შევიტანთ ჩვენ ცვლილებებს, ეს არის ჩვენი შეთანხმების საგანი კომიტეტზე და უკვე ალბათ ხვალისთვის პარლამენტს ექნება ჩვენს მიერ საბოლოოდ ჩასწორებული ვერსია იმ ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებზეც ძალინ ღიად და პროფესიულად დღეს ჩვენ ვისაუბრეთ“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კი განაცხადა, რომ შეხვედრას კონკრეტული შედეგი მოჰყვა. მაგალითად, დროებითი მმართველი უფლებამოსილების საკითხზე. მან ასევე განმარტა, რომ ცნება „დროებითი კანონმდებელი“ დღევანდელ კანონმდებლობაშიც მოქმედებს, უბრალოდ განსხვავებულია აღსრულების მექანიზმები.

„ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც გუშინ ოპერატორებს ჰქონდათ ეს იყო დროებითი მმართველის მიერ თუ არ აღსრულდა კომისიის გადაწყვეტილებები, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდა წარმოდგენილი პროექტით, რომ წილი ან აქტივები გაესხვისებინა. ასე იყო პროექტში. დღეს ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, რომ თუ დროებითი მმართველი ვერ აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას იმ ვადაში რა ვადაც იყო კანონპროექტში მოცემული, ეს ვადა მოვხსნათ, დავტოვოთ მანამ, სანამ აღსრულდება კომისიის გადაწყვეტილება, მაგრამ მას გამოვართვათ უფლება, რომ ან წილი, ან კომპანიის აქტივები გაასხვისოს. შესაბამისად, ახალ ვერსიაში დროებითი მმართველისთვის ის უფლებამოსილება, რომ გაასხვისოს კომპანიის აქტივები ან მისი წილი, აღარ ექნება. ავტორიზებული პირების და ლიცენზირებული პირების ნაწილში, რა თქმა უნდა, კომისიის უფლებამოსილების ოდნავ გაფართოებაა, თუმცა არა მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ, კიდევ ვამბობ, ერთი მხრივ, კომისიის გადაწყვეტილებების არ შესრულებაზე მინიმუმ 4 ჯარიმა უნდა მიიღოს კომპანიამ, ანუ 3 გაფრთხილება და ჯარიმა, რომ ჩაირთოს დროებითი მმართველის მექანიზმი. მანამდე ვერაფრით ჩაირთვება ეს მექანიზმი. და მეორე, რაც მთავარია, რომ თითქოს ეს არის ახალი უბედურება ჩვენს კანონმდებლობაში და სასწაული რაღაც, რომელმაც შეიძლება ინვესტიციების დააზიანოს და ა.შ., აბსურდია სრულად და არაარგუმენტირებული, იმიტომ რომ უსაფუძვლო მსჯელობებია, რადგან ჩვენ უკვე დღეს კანონმდებლობაში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში“ გვაქვს ეს მუხლი, რომ მობილური კომუნიკაციების კომპანიებმა, რომლებიც არიან ლიცენზიის მფლობელები, ისინი ფლობენ სიხშირულ რესურსს და მათ მინიჭებული აქვს მარეგულირებლისგან ლიცენზია, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დღესაც აქვს კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნის უფლება. უბრალოდ იქ არის მექანიზმი განსხვავებული ოდნავ, რომ სასამართლო ნიშნავს ჩვენი მიმართვის საფუძველზე. აქ არის - ჩვენ ვნიშნავთ, მაგრამ სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვთ და შეიძლება გააჩეროს სასამართლომ“, - განაცხადა ბექაურმა.

საკომიტეტო განხილვა ორშაბათს განახლდება. დეპუტატებმა პროექტს კენჭი პირველი მოსმენით უნდა უყარონ.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

01 აგვისტო 2021, 15:38

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ყოველწიურად სულ უფრო მაღალ დონეზე ფასდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ყოველწიურად სულ უფრო მაღალ დონეზე ფასდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

რესან კონცელიძე

01 აგვისტო 2021, 15:29

პოლიტიკა

რესან კონცელიძე: 2015 წლის 1-ელ აგვისტოს დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეიქმნა

„2015 წლის 1-ელ აგვისტოს დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეიქმნა, რომლის მისიაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით“, - ასე ეხმაურება რესან კონცელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 6-წლისთავს.

ზაალ ანჯაფარიძე

01 აგვისტო 2021, 15:26

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: უზნეობისა და საძაგლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რასაც ნაცკონგლომერატი თავისი მართული ტელეარხებით აკეთებს გარდაცვლილის ტრაგედიაზე

რასაც ეს ნაც-კონგლომერატი თავის მართული ტელეარხებით აკეთებს იმ საწყალი გარდაცვლილი თუ მოკლული ავსტრალიელი ქალის ტრაგედიაზე, არის უზნეობისა და საძაგლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, - ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აშშ-ში მანიაკები დასტობით ხოცავენ ხალხს კაფეებში თუ სკოლებში, მაგრამ ამერიკელს არ მოუვა აზრად მის ქვეყანაში ტურისტად ჩასვლის მსურველებს უთხრას, არ ჩამოხვიდე, საშინელი ქვეყანააო.

კელი დეგნანი

01 აგვისტო 2021, 15:22

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ცალმხრივი რეფორმები არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები პროცესი იყოს ინკლუზიური და მასში მონაწილეობდეს ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერი

ცალმხრივი რეფორმები არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები პროცესი იყოს ინკლუზიური და მასში მონაწილეობდეს ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ხელის მომწერმა მხარეებმა პირობა დადეს, რომ მას შეასრულებდნენ.

01 აგვისტო 2021, 15:10

თავდაცვა

აშშ-ის საელჩო: Agile Spirit 2021-ის ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს მონაწილეთა მზადყოფნას, სიძლიერესა და თავსებადობას

„Agile Spirit 2021-ის ერთობლივი წვრთნები, რომელიც თავს უყრის 15 მოკავშირე და პარტნიორი ძალების 2,500 სამხედროს, ხელს უწყობს მონაწილეთა მზადყოფნას, სიძლიერესა და თავსებადობას“, - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

სოსო არჩვაძე

01 აგვისტო 2021, 14:41

პოლიტიკა

იოსებ არჩვაძე: ადამიანურ ტრაგედიაზე ასეთი ბოროტი განცხადებები მათ ავტორთა ღიად გამოვლენილ მიზანთროპულ და არაპატრიოტულ დემარშზე მიუთითებს

ადამიანურ ტრაგედიაზე ასეთი ბოროტი განცხადებები, „ანგლობა“, მათ ავტორთა მახვილსიტყვიერებაზე კი არა, ღიად გამოვლენილ მიზანთროპულ და არაპატრიოტულ დემარშზე მიუთითებს. აღარაფერს ვამბობ ისეთებზე, რომლებიც გულწრფელად თუ ფარისევლურად მოთქვამენ, „თავზე ნაცარს იყრიან“, რომ თურმე „ასეთ ქვეყანაში ცხოვრება აღარ ღირს“ და ამიტომ სამშობლო უნდა დატოვონ“ - წერს ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, დანაშაული, მათ შორის უცხოელებისა და ტურისტების მიმართ, ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ხდება.

01 აგვისტო 2021, 14:34

სამართალი

კახეთში ავტოსახელოსნოს თანამშრომელს მანქანა დაეცა და დაიღუპა

კახეთში უბედური შემთხვევა მოხდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ერთ-ერთი სახელოსნოს თანამშრომელს მანქანა დაეცა. მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

რატი იონათამიშვილი

01 აგვისტო 2021, 14:30

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობა“ ფაქტობრივად, სიკვდილზეა ჩასაფრებული, ეს პოლიტიკური ჯგუფი არის შურის მაძიებელი, რომელიც სინამდვილეში ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ - საქართველოს

„ნაცმოძრაობა“ ფაქტობრივად, სიკვდილზეა ჩასაფრებული, რომ ადამიანის გარდაცვალებაზე საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნება და პოლიტიკური დივიდენდების მიღება შეძლონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ არის შურის მაძიებელი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც სინამდვილეში ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ - საქართველოს.

იაკობ ქაჯაია

01 აგვისტო 2021, 14:10

სპორტი

იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია. 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მან პირველ შეხვედრაში ფინელ მეტოქეს 9-0 აჯობა, ხოლო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი, რუსი სერგეი სემიონოვი 3-1 დაამარცხა.

ირაკლი ქადაგიშვილი

01 აგვისტო 2021, 14:09

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს ღია, დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში

ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს ღია, დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველანაირი დესტრუქცია აღკვეთილი იქნება.

ირაკლი ქადაგიშვილი

01 აგვისტო 2021, 14:06

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობასთან გვაქვს საქმე - პოლიტიკოსები, ე.წ ექსპერტები, ე.წ. მედია ადამიანის სიკვდილით სპეკულირებენ, რათა ქვეყანას ავნონ

„ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობასთან გვაქვს საქმე - პოლიტიკოსები, ე.წ ექსპერტები, ე.წ. მედია ადამიანის სიკვდილით სპეკულირებენ და ეს სპეკულაცია მიდის არამარტო იქამდე, რომ მის ოპონენტ პოლიტიკურ პარტიას ავნონ, არამედ მთლიანად, ქვეყანას“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი

01 აგვისტო 2021, 13:46

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ტურიზმის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტ კამპანიას თავგამოდებით ეწევიან ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნენი

ტურიზმის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტ კამპანიას მეორე დღეა თავგამოდებით ეწევიან ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი დაა სხვა ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნენი - წერს ფეისბუქის გვერდზე საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი. მისი თქმით, მიზანმიმართულად მიდის საზოგადოების აზრის ფორმირება, რომ საფრთხის შემცველია საქართველოში ჩამოსვლა.

კელი დეგნანი

01 აგვისტო 2021, 13:36

საზოგადოება

კელი დეგნანი: Agile Spirit-ის მსგავსი ​რეგულარული წვრთნები აკავებს აგრესიას, არწმუნებს ხალხს და ჩვენს მოკავშირეებს, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად, გვაქვს სწავლება და აღჭურვილობა, რომელიც გვჭირდება

ამგვარი რეგულარული წვრთნები აკავებს აგრესიას და არწმუნებს ხალხს და ჩვენს მოკავშირეებს, რომ ჩვენ ვართ მზად, ვიმუშაოთ ერთად, რომ გვაქვს სწავლება და აღჭურვილობა, რომელიც გვჭირდება, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა Agile Spirit 2021-ის ფარგლებში გამართულ წვრთნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი წვრთნები რეგულარულად ჩატარდეს.

01 აგვისტო 2021, 13:29

პოლიტიკა

კახა კუჭავა: სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებული პროფესიონალები ყოველდღიურად ზრუნავენ თითოეული მოქალაქის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა, მათ პირადად მიულოცა დაარსების დღე და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

01 აგვისტო 2021, 13:24

საზოგადოება

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: შენი ქვეყნის „ჟურნალისტები“, ბოლოს და ბოლოს, შენი თანამემულენი იწყებენ პროპაგანდას, რომ უცხოელი ტურისტი არ ჩამოვიდეს

„აჰა, გეგმაც ამოქმედდა, დაიწყეს უკვე იმ საწყალი ავსტრალიელი მოკლული ქალის გვამზე ხტუნაობა. დახტიან ერთი გვამიდან მეორეზე, უკვე რამდენი წელია... მაგრამ აქ ახალი ის არის, რომ შენი ქვეყნის „ჟურნალისტები“, ბოლოს და ბოლოს, შენი თანამემულენი, იწყებენ იმის პროპაგანდას, რომ უცხოელი ტურისტი არ ჩამოვიდეს“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ვლადიმერ ბოჟაძე

01 აგვისტო 2021, 13:17

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიაზე: ასე სძულდეს ხალხს საკუთარი სამშობლო, სწყინდეთ ეკონომიკის გაზრდა და ტურიზმის განვითარება - ასე მხოლოდ ნამდვილი მტრები იქცევიან

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ყოფილი პროკურორის და ახლა მედია მენეჯერის ნიკა გვარამიას Facebook-პოსტს ეხმიანება, სადაც გვარამია Facebook- ჯგუფს - „Spend your time in Georgia/ მე დავისვენებ საქართველოში“ სახელწოდებას უცვლის და წერს Spend Your Last Day in Georgia რაც ნიშნავს - გაატარე სიცოცხლის ბოლო დღეები საქართველოში.

01 აგვისტო 2021, 13:14

პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი: კმაყოფილები ვართ რაზმის მომზადების დონით და ვაგრძელებთ სამშობლოს სამსახურში ყოფნას, ყველა თანამშრომელს ვულოცავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით, შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საიუბილეო თარიღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს, ანზორ ჩუბინიძესთან და დაზვერვის სამსახურის უფროს შალვა ლომიძესთან ერთად მიულოცეს და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრნენ.

ამირან სალუქვაძე

01 აგვისტო 2021, 13:08

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ყველა ადამიანსა და პარტიას შეუძლია დღევანდელი კრიმინოგენული სიტუაციისა და პოლიტიკის კრიტიკა, გარდა - წინა ხელისუფლების, მათი მედიებისა და „ოცნების“ ყოფილი წევრებისა

„მართლა? აშშ-ში? გააშუქეს იქაურ მედიაში? საელჩო ჩაერთო? ამერიკაში აღარ ჩამოხვიდეთო, მოუწოდეთ ტურისტებს? ყველა ადამიანსა და ყველა პარტიას შეუძლია დღევანდელი კრიმინოგენული სიტუაციისა და პოლიტიკის კრიტიკა, გარდა წინა ხელისუფლებისა, მათი მედიებიანად, რომლებიც ადრე დავარცხნილად აშუქებდნენ და უსაფრთხო გარემოს გვილამაზებდნენ და ოცნების ყოფილი წევრებისა“.

ირაკლი ბერაია

01 აგვისტო 2021, 13:05

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: სუს-ის სახით, ქვეყანას ჰყავს თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და მომზადებული დასავლური სპეცსამსახური, რომელსაც შეუძლია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული სხვადასხვა სახის გამოწვევის განეიტრალება

სუს-ის სახით, საქართველოს ჰყავს თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და მომზადებული დასავლური სპეცსამსახური, რომელსაც შეუძლია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული სხვადასხვა სახის გამოწვევის განეიტრალება და ასევე, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების ინტერესების დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის, რაც უსაფრთხოების სამსახურს გამოარჩევს, არის პროდუქტიულობა, პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმი, ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი და ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობა.

01 აგვისტო 2021, 12:45

სპორტი

ორ ქართველ ძიუდოისტს ტოკიოს ოლიმპიადის აკრედიტაციები ჩამოართვეს

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ორ ქართველ ძიუდოისტს აკრედიტაციები ჩამოართვეს, - ინფორმაცია „იმედინიუსს“ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა, ელგუჯა ბერიშვილმა დაუდასტურა.