imedi /  13 ივლისი 2020, 19:21 / სანდო წყარო

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა ვერ დადგება ვერც ბიზნესი და ვერც რომელიმე სფერო

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

დღეს სახელმწიფოს იმაზე ძლიერი მექანიზმი აქვს სანქცირების ვიდრე დროებითი მმართველის შეყვანაა კომპანიაში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფოს, და ამ შემთხვეევაში კომუნიკაციების კომისიას საერთოდ ავტორიზაციის ან ლიცენზიის გაუქმება შეუძლია კომპანიებისთვის კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში. სახელმწიფო, რომ სწორედ ბიზნეს ინტერესებზე და საზოგადოებაზე არ ფიქრობდეს ამ მექანიზმს გამოიყენებდა, მაგრამ სწორედ საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ცდილობენ შუალედური მოდელის შემოტანას, რომელიც არც საზოგადოებას დააზარალებს და დატოვებს კომუნიკაციის გარეშე, არც სახელმწიფოს და არც ბიზნესს, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დაინტერესებულ პირთა მხრიდან ისე ხდება საკითხის წარმოჩინება, თითქოს ეს ცვლილება არის განსაკუთრებული სიახლე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ასეთ რეგულაციას უკვე იცნობს კანონმდებლობა სხვა სფეროებში.

ანალიტიკოსის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები მხრიდან თემით სპეკულირებენ.

როგორც ნიკოლოზ მჭედლიშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, სერგი კაპანაძე „კავკასუს ონლაინის“ ინტერესების დამცველის, იურისტის დავით კაპანაძის ძმაა და ნათელია, რა მიზნები და ინტერესები ამოძრავებდა დარგობრივ კომიტეტზე სერგი კაპანაძეს და „ევროპულ საქართველოს“.

მისივე განცხადებით, რატომღაც არც მედიას და არც სხვა პოლიტიკოსებს არ გახსენებიათ და დაუსვამთ კითხვა „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგი კაპანაძისთვის, რომელიც თითქმის ნახევარი საათი სვამდა კითხვებს ცვლილებების პროექტზე დარგობრივ კომიტეტში, შემთხვევით მას პირადი ინტერესები ხომ არ ამოძრავებს.

,,ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ქვეყნის ინტერესები არის N1, სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა ვერ დადგება ვერც ბიზნესი და ვერც რომელიმე სფერო. მით უმეტეს, სტრატეგიულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ბიზნეს, არამედ სწორედ სახელმწიფოს აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებით ბიზნეს ინტერესები არანაირად არ იზღუდება, ვინაიდან დღეს სახელმწიფოს იმაზე ძლიერი მექანიზმი აქვს სანქცირების ვიდრე დროებითი მმართველის შეყვანაა კომპანიაში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფოს, და ამ შემთხვეევაში კომუნიკაციების კომისიას საერთოდ ავტორიზაციის ან ლიცენზიის გაუქმება შეუძლია კომპანიებისთვის კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში. სახელმწიფო, რომ სწორედ ბიზნეს ინტერესებზე და საზოგადოებაზე არ ფიქრობდეს ამ მექანიზმს გამოიყენებდა, მაგრამ სწორედ საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ცდილობენ შუალედური მოდელის შემოტანას, რომელიც არც საზოგადოებას დააზარალებს და დატოვებს კომუნიკაციის გარეშე, არც სახელმწიფოს და არც ბიზნესს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სტრატეგიულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე აუცილებელია ქვეყანას და შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ აღსრულების ეფექტური მექანიზმები, სწორედ ასეთი მექანიზმის მინიჭებას ითვალისწინებს ცვლილებების პაკეტი კომუნიკაციების კომისიისთვის. ისე ხდება საკითხის წარმოჩინება დაინტერესებული პირების მხრიდან, თითქოს ეს ცვლილება არის განსაკუთრებული სიახლე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ასეთ რეგულაციას უკვე იცნობს ჩვენი კანონმდებლობა სხვა სფეროებში. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ როგორც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი სხვადასხვა ვარიაციითა და ფუნქციით ითვალისწინებს სპეციალური მმართველის და სპეციალური ღონისძიებების ინსტიტუტს, სწორედ იმ მიზნით რა მიზანიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს აქვს. ძალიან ნათლად ჩანს, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან თემით სპეკულირების მცდელობა ხდება. რატომღაც არც მედიას და არც სხვა პოლიტიკოსებს არ გახსენებიათ და დაუსვამთ კითხვა ევროპული საქართველოს წევრ სერგი კაპანაძისთვის, რომელიც თითქმის ნახევარი საათი სვამდა კითხვებს ცვლილებების პროექტზე დარგობრივ კომიტეტში, შემთხვევით მას პირადი ინტერესები ხომ არ ამოძრავებს. ვისაც არ აქვს ინფორმაცია ან დაავიწყდა შეგახსენებთ, რომ სერგი კაპანაძე კავკასუს ონლაინის ინტერესების დამცველის, ამ კომპანიის იურისტის დავით კაპანაძის ძმა გახლავთ. შესაბამისად ძალიან ნათელია, რა მიზნები და ინტერესები ამოძრავებდა დარგობრივ კომიტეტზე სერგი კაპანაძეს და „ევროპულ საქართველოს“. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ჩემი შეფასებით ბიზნესის წარმომადგენლების პროტესტი და კრიტიკა არ უკავშირდება მხოლოდ კანონში შესატან ცვლილებებს, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იციან, რომ დღეს კომუნიკაციების კომისიას უფრო მძლავრი მექანიზმი აქვს, რომელიც ავტორიზაციის შეჩერება ან ლიცენზიის გაუქმებაა. ვფიქრობ, მათი კრიტიკა ძირითადად კომუნიკაციების კომისიის მიერ ბოლო წლებში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკავშირდება, რომელიც მთლიანად სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციას და მომხმარებლების ინტერესების დაცვას ემსახურება, რასაც ტელეკომ სფეროს კომპანიები და მათი მფლობელები ბუნებრივია, სიხარულით არ შეხვედრიან, მხოლოდ რამდენიმე გადაწყვეტილებას გავიხსენებ და თავად დარწმუნდებით ამაში. კომუნიკაციების კომისიამ ბოლო წლების მობილური და ფიქსირებული საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაცია გააკეთა, მობილური კომუნიკაციის ბაზარზე ურთიერთჩართვის ტარიფები 11 თეთრიდან 2.5 თეთრამდე შეამცირა, მობილური და ფიქსირებული მომსახურებისთვის საბითუმო ინტერნეტის ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შეამცირა. გასულ წელს ასევე მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია, შევიდეს აღნიშნულ ბაზარზე და ვეღარ შეუქმნიან დიდი კომპანიები ბარიერებს. მხოლოდ ეს სამი გადაწყვეტილებაც საკმარისია იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ რეალურად რა არ მოწონს ბიზნესს და რას აპროტესტებს. კიდევ ვიმეორებ, ბიზნეს ინტერესები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ პირველ ადგილზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებია, რაც ბიზნესის წარმომადგენლებს, როგორც ჩანს, დაავიწყდათ”, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ყველა სიახლე

15 აგვისტო 2020, 00:50

ტაბლოიდი

ბრიტანეთში, საკულტო მულტფილმის პერსონაჟის ფიფქიას სასტუმრო-კოტეჯი ააგეს

ბრიტანეთში, ქალაქ სუონსში საკულტო მულტფილმის პერსონაჟის ფიფქიას სასტუმრო-კოტეჯი ააგეს. კოტეჯი 1930-იან წლებში გადაღებულ მულტფილმ „ფიფქია და 7 ჯუჯაში“ გამოყენებული ესკიზის მიხედვით აშენდა. ამის შესახებ The Sun წერს.

ალექს როდრიგესი ჯენიფერ ლოპესი

15 აგვისტო 2020, 00:33

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესმა და მისმა მეუღლემ მაიამიში 40 მილიონ დოლარად ახალი სახლი შეიძინეს. ფოტო

მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა და მისმა მეუღლემ, ბეისბოლის ყოფილმა მოთამაშემ, ალექს როდრიგესმა მაიამიში 40 მილიონ დოლარად ახალი სახლი შეიძინეს. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს. გამოცემის ინფორმაციით, სახლი ე.წ. ვარსკვლავთა კუნძულზე მდებარეობს, სადაც უძრავ ქონებას მხოლოდ ცნობილი ადამიანები და გავლენიანი ბიზნესმენები ფლობენ.

ჟოზეპ ბორელი

15 აგვისტო 2020, 00:29

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

15 აგვისტო 2020, 00:28

ტექნოლოგიები

ევროპაში 5G-ის მოწინააღმდეგეებისთვის სპეციალურ სახლს ააშენებენ

ევროპაში, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰელმონდში ააშენებენ სახლს, რომელშიც ელექტრომაგნიტური გამოსხივება დაბლოკილი იქნება. ამ სახლს ააშენებენ მგრძნობიარე ადამიანებისთვის, რომელთაც 5G-ის გავლენით, თავის ტკივილი და უძილობა ეწყებათ. ამის შესახებ Innovation Origins წერს.

ნინო ლომჯარია

15 აგვისტო 2020, 00:24

პოლიტიკა

სახალხო დამცველი: შალვა ნათელაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ჩემი საქმიანობისა და ოჯახის წევრის მისამართით

სახალხო დამცვალი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მიუღებელია შალვა ნათელაშვილის განცხადებები, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის უმწვავესი პრობლემის დაკნინებას და ქალების, როგორც პროვოკატორების წარმოჩენას ისახავს მიზნად.

კრიშტიანუ რონალდუ ჯორჯინა როდრიგესი

15 აგვისტო 2020, 00:24

ტაბლოიდი

კრიშტიანუ რონალდუ და მისი საცოლე შვებულებას მდიდრულ იახტაზე ატარებენ. ფოტო

ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ და მისი საცოლე, მოდელი ჯორჯინა როდრიგესი შვებულებას მდიდრულ იახტაზე ატარებენ. პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

15 აგვისტო 2020, 00:10

ტაბლოიდი

რომის ზოოპარკში, ცხელი ზაფხულის გადასატანად, ცხოველებს გაყინულ ხილსა და ტკბილეულს აჭმევენ

იტალიაში, რომის ზოოპარკის თანამშრომლები ცხოველებს ცხელი ზაფხულის გადატანაში ეხმარებიან. ამის შესახებ Euronews იუწყება. კერძოდ, ზოოპარკის ბინადრებს, სიცხით გამოწვეული დისკომფორტის დასაძლევად გაყინულ ხილსა და ტკბილეულს აჭმევენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აგვისტო 2020, 00:00

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვიხარია, როდესაც გლეხი არის წარმატებული, დასაქმებული და ბედნიერი

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეკონომიკის განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. წარმოიდგინეთ, რამდენად პარადოქსულია, რომ ჩვენ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. რატომ? - იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლების დროს ჩვენ გამოვცადეთ ომი, ტერიტორიების დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი 8-წლიანი სტაბილური პერიოდი არის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას გურჯაანში განაცხადა.

ჩუმლაყი სამაცივრე მეურნეობა

14 აგვისტო 2020, 23:42

რეგიონი

„ქართული ოცნების” ლიდერებმა სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდნენ, სადაც სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ.

14 აგვისტო 2020, 23:38

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერები გურჯაანში, ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ.

დიღმის ძმათა სასაფლაო

14 აგვისტო 2020, 23:35

საზოგადოება

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირებს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 15 აგვისტოს, 11:00 საათზე, გაიმართება.

14 აგვისტო 2020, 23:32

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კარდენახში, სასტუმრო „ამპელო“ დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სასტუმრო „ამპელოში“ იმყოფებოდნენ.

14 აგვისტო 2020, 23:29

რეგიონი

ქობულეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ვიდეო

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად სადგურის მიმდებარედ რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, რამაც საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. როგორც ქობულეთის მერიაში განაცხადეს, მდგომარეობის შესასწავლად ბრიგადები გავიდნენ. პირველადი ინფორმაციით კი წყალი რუსთაველისა და ძველი საავადმყოფოს უბანში 5 საცხოვრებელ სახლში შევიდა.

რატი იონათამიშვილი

14 აგვისტო 2020, 23:28

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი დავით ბაქრაძეს: კომპრომისად გინდათ ღალატის გაყიდვა, ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი

დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ის ეთერში ამტკიცებს - რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს და რუსეთის შეტევა საპასუხო იყო, მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ იქ ოკუპაცია ჩაწერილიყოო, - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის „რუსთავი2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას FCEBOOK-ზე ეხმაურება.

მირიან ნიკოლაძე

14 აგვისტო 2020, 23:14

პოლიტიკა

მირიან ნიკოლაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებს

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავი და ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია მირიან ნიკოლაძემ Imedinews-ს დაუდასტურა.

14 აგვისტო 2020, 23:08

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა.

ვერტმფრენი

14 აგვისტო 2020, 22:35

ტაბლოიდი

გერმანიაში სწავლობენ სამხედრო პილოტის საქმეს, რომელმაც საცოლეს ვერტმფრენიდან ყვავილები გადაუგდო

გერმანიაში სწავლობენ ორი სამხედრო მოსამსახურის საქმეს, რომლებმაც ერთ-ერთის საცოლეს ვერტმფრენიდან ყვავილების თაიგული გადაუგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა APA ავრცელებს. ინციდენტი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში, სოფელ ჰოლცენში რამდენიმე დღის წინ მოხდა. პოლიციამ გამოძიება სამხედრო ვერტმფრენის ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენის ფაქტზე დაიწყო.

ალექსანდრე ლუკაშენკო

14 აგვისტო 2020, 22:23

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსებს: არ გაჰყოთ გარეთ ცხვირი! თქვენ და ჩვენს შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ!

ბელარუსის უშიშროების საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე ლუკაშენკომ მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, გარეთ ცხვირი არ გამოჰყონ.

ჟერარ პიკე სამუელ უმტიტი

14 აგვისტო 2020, 22:00

სპორტი

„ბარსელონას“ მცველს კორონავირუსი დაუდგინდა

„ბარსელონას“ ფეხბურთელს, სამუელ უმტიტის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.