imedi /  15 ივლისი 2020, 10:32 / სანდო წყარო

სოსო ფხაკაძე: გვინდა, გულწრფელად დავაფიქსიროთ მადლიერება, რომ პარლამენტთან ერთად მივაღწიეთ კომპრომისულ რედაქციას

სოსო ფხაკაძე

სოსო ფხაკაძე

ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცვლილებების საბოლოო რედაქცია, რომელსაც გუშინ პირველი მოსმენით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, ბიზნესთან შეთანხებულია.

„ბოლო სამი დღის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ვმუშაობდით პარლამენტში. ჩვენს რეგულატორთან ბიზნესს გვქონდა ძალიან ბევრი შეკითხვა, მაგრამ საბოლოო ჯამში, საქართველოს პარლამენტის ძალიან მაღალი დონის ჩართულობით, ჩვენ შევძელით, რომ მიგვეღწია კომპრომისული რედაქციისათვის, რაც გულისხმობს შემდეგს – ბიზნესი წინააღმდეგი იყო, რომ ცვლილებებში ყოფილიყო შეტანილი 29-ე მუხლი. 29-ე მუხლი მოიცავს სპეციფიკურ ვალდებულებებს. სწორედ ჩვენი დისკუსიის საფუძველზე და პარლამენტის ძალიან კარგი და აქტიური ჩართულობით, შევძელით, რომ 29-ე მუხლიდან, რომელიც თავის მხრივ ხუთ პუნქტს მოიცავს, სამი პუნქტი ამოღებულიყო და დარჩა მხოლოდ ორი პუნქტი. ეს არის ჩვენი შეთანხმების პირველი კომპრომისული შედეგი. მეორე კომპრომისული შედეგი არის ის, რომ თვით ამ ორ მუხლზეც პროცედურა გავრცელდება არა იმ ვერსიით, რომელიც უკვე ახალი ცვლილებებით იყო ჩვენამდე შემოთავაზებული, არამედ იმოქმედებს ძველი, დღეს მოქმედი კანონმდებლობა სასამართლო პრაქტიკის ნაწილში“, - განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში აქტიურმა მუშაობამ შედეგები გამოიღო და ცვლილებების პაკეტი ახლა უკვე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მისაღებია.

„საბოლოო ჯამში, გვინდა, აბსოლუტურად გულწრფელად დავაფიქსიროთ მადლიერება. გვინდა, რომ ეს წესი დაინერგოს, რომ ნებისმიერ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბიზნესსა და ეკონომიკას, მაქსიმალურად გაიაროს კონსულტაციები ხელისუფლებამ ბიზნესთან. საბოლოო ჯამში, ეს ორივე მხარის გაძლიერებასა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ყველა სიახლე

ვლადიმერ ბოჟაძე

24 ივნისი 2021, 16:22

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: გახარია ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ შემთხვევით მოხვდა იმ სასტუმროში, რომელშიც თურმე სულ ჩერდება სააკაშვილი, რაც ზღაპარია

„გახარია ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ შემთხვევით მოხვდა იმ სასტუმროში, რომელშიც თურმე სულ ჩერდება სააკაშვილი(ისიც საინტერესო რა უნდა ამ დროს სააკაშვილს ვაშინგტონში), რაც არის ზღაპარი, ხოლო ამ ვერსიის შეთავაზება, საზოგადოების შეურაცხყოფა. საბედნიეროდ ხალხი/ამომრჩეველი ბრძენია და ეს არაერთხელ დადასტურდა არჩევნებზე, შესაბამისად დასკვნებს გახარია - სააკაშვილის ალიანსიდან თავადაც კარგად გამოიტანს!“ - წერს ბოჟაძე Facebook-ში.

24 ივნისი 2021, 16:20

მსოფლიო

ევროკავშირმა ბელარუსს მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

გიორგი ცუცქირიძე

24 ივნისი 2021, 15:47

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე პრემიერის ინიციატივაზე: კანონპროექტი ჰუმანურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, უპირველესად პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 15:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით

„ერთი წამით, წარმოვიდგინოთ, სმენის არმქონე ადამიანების რეაქცია, როცა ბატონი მამუკა მათ დამამცირებელ და დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენიებს“, - წერს იონათამიშვილი.

24 ივნისი 2021, 15:16

სამართალი

ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის“ (GCSD) და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

დავით ზალკალიანი

24 ივნისი 2021, 15:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა შეუძლებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების გარეშე

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უსაფრთხოების სფეროში მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან და რა თქმა უნდა, რუსეთთან კონფლიქტი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას.

ვასილ ხოდელი

24 ივნისი 2021, 15:02

პოლიტიკა

ვასილ ხოდელი: ტექნიკური შესაძლებლობა თუ იქნება, მზად ვართ დღესვე გაწყდეს ეს კონტრაქტი, მაგრამ ამას დრო სჭირდება

„ამ პერიოდის განმავლობაში „ლიბერთი“ განიცდის საკმაოდ სერიოზულ წნეხს გარედან, რეპუტაციულ ზიანს იღებს. ეს არ არის მისაღები ამ კომპანიისთვის. გაგახსენებთ, რომ 5 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს ამ კომპანიაში. ჩვენ კეთილსინდისიერად ვიხდით გადასახადებს და ეს მოცემულობა ჩვენთვის მისაღები არ არის“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

24 ივნისი 2021, 14:55

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი ე.წ. ინდურ შტამზე: ვირუსის მინიმალური კონცენტრაციაც საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს

ინდური შტამით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია ხუთიდან რვამდე ადამიანი დააინფიციროს, საქართველოშიც ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა ინდური შტამით დაავადებული იქნება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

24 ივნისი 2021, 14:51

ეკონომიკა

ირაკლი რუხაძე: ჩავედით საპენსიო სესხის პროცენტის ისეთ ნიშნულზე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს პენსიების დარიგებას

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ ახლა ბანკს დაწეული აქვს საპენსიო სესხის პროცენტი ისეთ ნიშნულამდე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს პენსიების დარიგებას.

ალეკო ელისაშვილი

24 ივნისი 2021, 14:51

საზოგადოება

ალეკო ელისაშვილი: გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს ბანკი კრედიტის დაფარვას არ მოსთხოვს

გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს არ მოსთხოვს ბანკი კრედიტის დაფარვას, ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

24 ივნისი 2021, 14:45

საზოგადოება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის ონლაინ ტრენინგს გამართავს

ტრენინგი საქართველოს 31 ქალაქსა და დაბაში ჩატარდება და ჯამში კერძო სექტორის 500-მდე წარმომადგენელი გადამზადდება. ტრენინინი 30 ივნისის ჩათვლით გაიმართება და შემდეგ თემებს მოიცავს: ინკლუზიური ტურიზმი და კოვიდ 19 (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია UNWTO) ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელი (ENAT) რეკომენდაციები, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა-უნივერსალური დიზაინი, მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები, ინკლუზიური ტურიზმის ეკონომიკური პოტენციალი და მსოფლიო გამოცდილება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეთიკა, სწორი კომუნიკაცია და ტერმინოლოგია.

დავით ზალკალიანი

24 ივნისი 2021, 14:37

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაციაში ხაზი გაუსვას რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას

რაც შეეხება ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობას, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაციაში ხაზი გაუსვას რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ სარჯველაძე

24 ივნისი 2021, 14:35

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე მამუკა ხაზარაძეზე: კვლავ დესტრუქციის ნაპერწკალი გაჩნდა ოპოზიციის რიტორიკაში

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადებებს პარლამენტიდან შესაძლო გასვლის შესახებ დესტრუქციულს უწოდებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 ივნისი 2021, 14:34

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია რეალურად ვერ პოულობს თავის ადგილს

„ოპოზიციას არ შეუძლია რეალურად, საგნობრივად და არგუმენტირებულად დაასაბუთოს თავისი პოზიციები. ამიტომ ყოველ ჯერზე მიმართავენ დემარშებს, რაც დამაზიანებელი არის პირველ რიგში მათთვის. მეორე მხრივ დამაზიანებელია, როცა ამბობენ: „ჩვენ გვინდა უკეთესი სასამართლო“ და ამ დროს კონკრეტულ განხილვაში ვერ შემოდიან, იმიტომ რომ როცა კონკრეტული განხილვა იწყება, სათქმელი უკვე არაფერი აქვთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

იაგო ხვიჩია

24 ივნისი 2021, 14:30

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მილიონი სხვადასხვა საკითხია, რომელზეც პარლამენტში უნდა ვიყოთ და ვმსჯელობდეთ ნაცვლად იმისა, რომ გავიდეთ და ისევ ქუჩაში გავიტანოთ პროცესი

დავამთავრეთ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი და ნუ დავამატებთ მას პარლამენტიდან გასვლა-არგასვლის საკითხს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

24 ივნისი 2021, 14:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მამუკა ხაზარაძეზე: ხან შედიან, ხან გამოდიან - თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ, ის გაუკეთებიათ

ტყუილია, თითქოს ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ბიძინა კულუმბებგოვი

24 ივნისი 2021, 14:24

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: რამდენიმე კვლევის შედეგად, იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთხვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის

„ყოველთვის არის მოწოდება, რომ მაინც ჯობს ერთი და იგივე ვაქცინა გამოვვიყენოთ, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან სერიოზული კვლევა ჩაატარეს გერმანიაში, ბრიტანეთსა და ესპანეთში და რომელმაც ასეთი რამ აჩვენა: პაციენტები რამდენიმე ნაწილად დაყვეს, ერთი, რომლებსაც ჰქონდათ ორჯერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ადმინისტრირებული, მეორე, რომლებსაც 2-ჯერ ჰქონდათ „ფაიზერი“ გამოყენებული და მესამე, შერეული ვაქცინა. იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ორი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთვევაში და ოდნავ უფრო უკეთესი, ვიდრე ორი „ფაიზერის“ შემთხვევაში. ჯერჯერობით ეს საყოველთაო, მსოფლიო რეკომენდაცია არ არის, მაგრამ ამ თვალსაზრისით რამე პრობლემა არ არის.

მამუკა ხაზარაძე

24 ივნისი 2021, 14:23

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ

„მე გუშინ გავაკეთე განცხადება და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ, არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია. ამ ჩავარდნილ დოკუმენტზე პასუხისმგებლობას აიღებთ თქვენ. მანამდე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ გაგაკეთებინოთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი ვაშაძე

24 ივნისი 2021, 14:21

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე მოსამართლეების დანიშვნაზე: დარწმუნებული ვარ, რომ ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას დავიწყებთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დასავლეთიდან სწორედ ისეთი რეაქცია იხილა, როგორსაც ელოდებოდა.

ხატია დეკანოიძე

24 ივნისი 2021, 14:20

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: მოსამართლეების საკითხის პარლამენტში შემოტანის შემდეგ „ქართული ოცნების“ მარტო დატოვებას მე არ ვემხრობი

მოსამართლეების საკითხის პარლამენტში შემოტანის შემდეგ „ქართული ოცნების“ მარტო დატოვებას მე არ ვემხრობი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.