imedi /  16 ივლისი 2020, 17:21 / სანდო წყარო

ჩინეთი გახდა პირველი დიდი ქვეყანა, რომლის ეკონომიკაშიც პანდემიის შემდეგ ზრდა დაფიქსირდა

ჩინეთი ეკონომიკა

ჩინეთი გახდა პირველი დიდი ქვეყანა, რომლის ეკონომიკაშიც პანდემიის შემდეგ ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში ჩინეთის მშპ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2%-ით გაიზარდა.

ყველაზე დიდი კვარტალური ზრდა სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში დაფიქსირდა, მომსახურების სფერო კი შედარებით ნელი ტემპით იზრდებოდა. საცალო ვაჭრობის პირველ კვარტალთან შედარებით შემცირებულია, თუმცა შეინიშნება აღდგენის ტენდენცია.

„საერთო ჯამში, ეროვნულმა ეკონომიკამ ეპიდემიის ნეგატიური ეფექტის დაძლევა დაიწყო და აღდგენის გზას დაადგა“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ყველა სიახლე

ირაკლი სესიაშვილი

05 აგვისტო 2020, 20:21

თავდაცვა

ირაკლი სესიაშვილი: საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რომელიმე მხარეს სამხედრო ტვირთებით მომარაგებაში ხელს ვუწყობთ, ეს გამორიცხულია

„ამ შემთხვევაში ჩვენ ორივე ქვეყანასთან ამ შეთანხმების პირნათლად ერთგულნი ვართ, შესაბამისად, არც ერთ ქვეყანას რაიმე პრეტენზია არ ჰქონია და ვერც ექნება, იმიტომ რომ ჩვენი დაინტერესება არის მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს მეზობელ ქვეყნებში, იმიტომ რომ ჩვენ ორივე მეზობელთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რომელიმე მხარეს სამხედრო ტვირთებით მომარაგებაში ხელს ვუწყობთ, ეს გამორიცხულია. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესს. ამიტომ აქ არის მკაცრი დაცვა, ეს იცის ორივე სახელმწიფომ. ეს ორივე სახელმწიფო ამ მიდგომას მიესალმება“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

05 აგვისტო 2020, 20:15

მსოფლიო

ლიბანის ხელისუფლებამ ბეირუთი კატასტროფის ზონად გამოაცხადა

ლიბანის ხელისუფლებამ ქვეყნის დედაქალაქი ბეირუთი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამად ნაჟდმა განაცხადა.

ქანდაკება ტურისტი იტალია

05 აგვისტო 2020, 19:48

კულტურა

იტალიაში ტურისტმა მუზეუმში ფოტოს გადაღებისას მე-19 საუკუნის ქანდაკება დააზიანა

ტურისტმა კანოვას „გამარჯვებულ ვენერასთან“ ფოტოს გადაღება გადაწყვიტა და პიედესტალზე დაჯდა. ადგომისას კი შეამჩნია, რომ მე-19 საუკუნის თაბაშირის ფიგურას ფეხზე თითი მოსძვრა. ამის შესახებ მან არავის შეატყობინა და მუზეუმი დატოვა.

05 აგვისტო 2020, 19:37

პოლიტიკა

​პრეზიდენტი ებრაულ თემს ლაილაშის ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული განვითარების საკითხთან დაკავშირებით შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ლაილაშის ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული განვითარების მიზნით ებრაულ თემთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივით პრეზიდენტი ლეჩხუმში, სოფელ ლაილაშის სინაგოგის დათვალიერების შემდეგ გამოვიდა.

05 აგვისტო 2020, 19:33

COVID19

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდება

სომხეთის მთავრობა ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერმა, ტიგრან ავინიანმა განაცხადა.

გოჩა ენუქიძე

05 აგვისტო 2020, 19:27

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: სასმელი წყლის პრობლემა სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში, 100% მოგვარებულია.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, სასმელი წყლის პრობლემა სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში, 100% მოგვარებულია, სოფელ ნაკიეთში, კი ის უახლოეს დღეებში გადაიჭრება. ამასთანავე, ონის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით დღეს პრობლემა წამოიჭრა. როგორც აღმოჩნდა ჟიჟორეთის ზედა სათავე-ნაგებობიდან გამომავალი მილი რიონის კალაპოტშია მოქცეული.

05 აგვისტო 2020, 19:21

რეგიონი

დაბა სურამში გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობის, თვითმმართველობის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

05 აგვისტო 2020, 19:11

მსოფლიო

მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში მუეძინი გულის შეტევით გარდაიცვალა

მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში მუეძინი, ოსმან ასლანი გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

05 აგვისტო 2020, 19:11

სამართალი

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

„2020 წლის 5 აგვისტოს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თ.გ.-ს და გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

05 აგვისტო 2020, 18:58

COVID19

ბოლივიის სკოლებში სასწავლო პროცესი 2021 წლამდე არ განახლდება

ბოლივიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი 2021 წლამდე არ განახლდება. ამის შესახებ ბოლივიის მთავრობაში განაცხადეს.

05 აგვისტო 2020, 18:39

საზოგადოება

წინანდალში აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ღონისძიება „ხელოვნება მშვიდობისათვის“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით წინანდალში ღონისძიება „ხელოვნება მშვიდობისათვის“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზი ხელოვანის სპექტაკლის ონლაინ-ჩვენება და ნატო მარშანიას წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ ქართულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

05 აგვისტო 2020, 18:39

მსოფლიო

ჯანმო: ლიბანელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ლიბანელ ხალხს ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო.

ევროპა ლიგა

05 აგვისტო 2020, 18:27

სპორტი

დღეს „ევროპა ლიგის“ მერვედფინალის მატჩები გაიმართება

დონეცკის „შახტარი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა თამაშობს, საკუთარ მოედანზე „ვოლფსბურგს“ დაუპირისპირდება. დანიაში კი „კოპენჰაგენის“ მეტოქე თურქეთის „ისთანბულ ბაშაქშეჰირი“ იქნება. პირველი რაუნდი „შახტარმა“ 2:1, „ბაშაქშეჰირს“ კი 1:0 მოიგო.

ანტონიო გუტერეში

05 აგვისტო 2020, 18:21

მსოფლიო

გაეროს გენმდივანი: გაერო ამ რთულ პერიოდში ლიბანის მხარდაჭერას გააგრძელებს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

05 აგვისტო 2020, 18:11

საზოგადოება

თეა წულუკიანმა გარდაბანში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

თეა წულუკიანმა გარდაბანში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა. უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე გარდაბნის მცხოვრებთაც შეეძლებათ. ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გარდაბანში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

05 აგვისტო 2020, 18:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ამერიკის ლიბერალურ ქალაქებში შემზარავი უკანონობაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის იმ ქალაქებში, რომელსაც ლიბერალები მართავენ, შემზარავი უკანონობაა.

სასამართლო

05 აგვისტო 2020, 17:57

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა 18 აგვისტოს გაგრძელდება

როგორ მოგვიანებით ბრალდებულების ადვოკატებმა ჟურნალისტებს აცნობეს, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად, დაცვის მხარის კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, მოსამართლემ უარით უპასუხა ადვოკატების შუამდგომლობას ბრალდებულების მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

05 აგვისტო 2020, 17:56

რეგიონი

შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის ერთი მონაკვეთი, „მთის გზების“ პროექტის ფარგლებში, სნო-ჯუთა- როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა

05 აგვისტო 2020, 17:52

პოლიტიკა

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ჯანდაცვის კომიტეტში მეორე მოსმენით დაამტკიცეს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები მერო მოსმენით დაამტკიცეს. შრომის კანონში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა და წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

05 აგვისტო 2020, 17:42

რეგიონი

სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, ჭიორას, გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცემა

სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, ჭიორას, გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 75 ოჯახისთვის, სოფელ ჭიორაში, 160 ოჯახისთვის სოფელ გლოლაში და 250 ოჯახისთვის სოფელ ღებში ფქვილის ტომრების გადაცემის პროცესში მონაწილეობდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.