imedi /  18 ივლისი 2020, 16:30 / სანდო წყარო

HIP Holding-ის თავმჯდომარე ჯეიმს ჰონგი: საქართველოში არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებია

ჯეიმს ჰონგი

ჯეიმს ჰონგი

პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ეფექტური ღონისძიებები, რომლებსაც მთელი მსოფლიო აღიარებს, საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო კონკურენტუნარიან პირობებში აყენებს.

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზადდებოდა. უახლოეს პერიოდში კი საწარმოს მშენებლობა დაიწყება.

კომპანია HIP Holding-ის თავმჯდომარე ჯეიმს ჰონგი აცხადებს, რომ „გლობალ რისაიქლინგი“ გეგმავს არა მარტო გადაამუშაოს პლასტმასის ნარჩენები, არამედ აწარმოოს კიდეც პროდუქცია. მისი რეალიზაცია კი მოახდინოს როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე ექსპორტზე გაიტანოს ევროპის ქვეყნებში, ჩინეთსა და ამერიკაში.

„საქართველოში არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებია. მათ შორის, მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირსა და ჩინეთთან და, რა თქმა უნდა, უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. მთავრობის, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ხობის მუნიციპალიტეტში პირველ ეტაპზე, ვგეგმავთ პლასტმასის ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხნის. შემდეგ კი სამრეწველო-ეკონომიკური ზონის განვითარებას, მათ შრის ხელს შევუწყობთ, როგორც ადგილობრივი, ასევე ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ჩვენ ვგეგმავთ დავასაქმოთ 18-იდან 65-წლამდე 400-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე. ჩვენ შევთავაზებთ მათ სპეციალურ მომზადებას, სათანადო ანაზღაურებასა და ღირსეულ სამუშაო გარემოს“, - განაცხადა HIP Holding-ის თავმჯდომარემ.

მეორადი პლასტმასის დახარისხებით და გადამუშავებით საწარმო მიიღებს პოლიმერულ გრანულებს, რომელიც შემდგომ სამშენებლო მასალების დასამზადებლად გამოიყენება. პირველ ეტაპზე, ინვესტორი 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 400-მდე ადგილობრივს დასაქმებს.

ყველა სიახლე

მარინა კალიურანდი

14 ივნისი 2021, 09:25

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: მადლობას ვუხდი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის

„მივესალმები აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას, აგრეთვე სომხეთის მიერ აღდამის რეგიონში ნაღმების რუკების გადაცემას. მადლობას ვუხდი საქართველოს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის. მოვუწოდებ ორივე მხარეს, გააგრძელონ ეს გზა“, – თქვა მარინა კალიურანდმა.

14 ივნისი 2021, 09:07

რეგიონი

დღეს ქუთაისში შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართება​

დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22 საშუალო და მსხვილი კომპანია 100-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას შესთავაზებს. ასევე, წარმოადგენენ შრომის ბაზარზე არსებულ სამუშაო ადგილებს სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროებიდან.

14 ივნისი 2021, 08:51

COVID19

„სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთათვის სარეგისტრაციო პორტალი კვლავ განახლდა

დღეიდან „სინოვაკის“ ვაქცინით აცრის მსურველთათვის სარეგისტრაციო პორტალი კვლავ განახლდა. მოქალაქეებს შეეძლებათ პირველ და მეორე დოზაზე დარეგისტრირება.

14 ივნისი 2021, 08:29

პოლიტიკა

დღეს არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება

ასევე გაანალიზდება პროკურატურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხელახლა გადაითვალა შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე შერჩეული 20 უბანი, სადაც, როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, მნიშვნელოვანი დარღვევები არ დადასტურებულა.

ჰელგა მარია შმიდი

14 ივნისი 2021, 08:18

პოლიტიკა

დღეს ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს

ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი დღეს საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

14 ივნისი 2021, 08:02

პოლიტიკა

დღეს ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართება

დღეს ბრიუსელში გაიმართება ნატოს სამიტი, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

კადრი ფილმიდან „ბეჭდების მბრძანებელი“

14 ივნისი 2021, 00:51

კულტურა

„ბეჭდების მბრძანებლის“ მოტივებზე ანიმეს გადაიღებენ

სიუჟეტი პიტერ ჯექსონის ტრილოგიის მოვლენებამდე 250 წლით ადრე განვითარდება და ჯონ ტოლკინის შექმნილი სამყაროს - შუახმელეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს, როჰანის ლეგენდარულ მეფეზე - ჰელმ ჰამერჰენდზე მოგვითხრობს. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ფილმი Amazon-ის ახალ სერიალთან, რომელსაც ასევე ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით იღებენ, არ იქნება დაკავშირებული.

კახა კალაძე

14 ივნისი 2021, 00:12

საზოგადოება

კახა კალაძე ძმის გარდაცვალებაზე: შევძელი მომენახა ძალა, რომ ჩემი მშობლებისთვის ცხოვრების სტიმული მიმეცა

„ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, რადგან ეს არის ჭრილობა, რომელიც სანამ ვცოცხლობ, ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ამ ყველაფრის გადატანა ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, დედაჩემისთვის, მამაჩემისთვის, ოჯახისთვის. მე პირადად შევძელი ჩემს თავში მომენახა ძალა, რომ ჩემი მშობლებისთვის ცხოვრების სტიმული მიმეცა. ყოველთვის ვამბობ და ახლაც ვიტყვი, მე რომ თავი დამეხარა ამ პრობლემის წინაშე და თუნდაც ჩემი კარიერის გაგრძელება ვერ მომეხერხებინა, ვერ მომეხერხებინა, რომ წარმატებული ვყოფილიყავი, ეს ჩემი ოჯახისთვის, მშობლებისთვის, კიდევ უფრო დიდი ტრაგედია იქნებოდა. ისინი ამ ტრაგედიის შემდეგ ჩემი წარმატებით ცხოვრობენ და ცოცხლობენ“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

14 ივნისი 2021, 00:03

საზოგადოება

კახა კალაძე მშობლებზე: თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე სპორტში, ცხოვრებაში, ამ ადამიანების გვერდით დგომითა და მხარდაჭერით მოხდა ეს ყველაფერი

„დღეს გულწრფელად, ადამიანურად ამ ორი ადამიანის ძალიან დიდი მადლობელი ვარ, იმიტომ რომ თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე სპორტში, ცხოვრებაში, ამ ადამიანების გვერდით დგომითა და მხარდაჭერით მოხდა ეს ყველაფერი, რასაც ალბათ ვერასდროს გადავიხდი“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

13 ივნისი 2021, 23:50

საზოგადოება

კახა კალაძე: სამტრედიაში მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა

„როდესაც წამოვიზარდე, გარდატეხის ასაკში ვიყავი, დაახლოებით 14-15 წლის. სამტრედიაში მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა და კარგი იქნებოდა, თუ ამ საქმიანობას შევეშვებოდი. ბავშვისთვის ეს ძალიან დამთრგუნველი იყო. როდესაც მთელი გულით მონდომებული ხარ და ოცნებობ იმაზე, რომ ფეხბურთელი გამოხვიდე, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო.

კახა კალაძე

13 ივნისი 2021, 23:46

საზოგადოება

როგორს ხედავს კახა კალაძე მომავლის თბილისს

„მომავლის თბილისი მინდა იყოს დედაქალაქი, სადაც ყველა თაობის ადამიანს ეცხოვრება კომფორტულად: ბავშვს, ახალგაზრდას, მოხუცებულს. ყველასთვის უნდა იყოს კომფორტული. ქალაქი, სადაც გამართულია ინფრასტრუქტურა, სადაც არის ეკოლოგიურად სუფთა, ძალიან ბევრი რეკრეაციული სივრცე, მწვანე ზონები, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როდესაც ვსაუბრობ კომფორტზე ეს ყველაფერს მოიცავს და ძალიან დიდი ჟინი და სურვილი მაქვს ასეთი ქალაქი შევქმნათ მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

13 ივნისი 2021, 23:40

პოლიტიკა

იყრის თუ არა თბილისის მერის პოსტზე კენჭს ხელმეორედ კახა კალაძე

მყავს ახალგაზრდების ძალიან დიდი გუნდი, ვინც ჩემთან ერთად ამ სამი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობს და ვაკეთებთ საქმეს, რათა რადიკალურად შევცვალოთ, ქალაქში არსებული ვითარება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. კითხვაზე, იყრის თუ არა კენჭს მეორედ კახა კალაძე, მან განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

კახა კალაძე

13 ივნისი 2021, 23:36

საზოგადოება

კახა კალაძე: ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ხალხს დავამახსოვრდე როგორც კარგი და მზრუნველი მერი

„როდესაც ამირჩიეს, 2017 წელს, მაშინ ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი და აბსოლუტურად გულწრფელი სიტყვები იყო, რომ როდესაც დავამთავრებ ჩემს საქმიანობას, ძალიან დიდი სურვილი მაქვს იმის, რომ ქალაქის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თქვას, რომ კახა კარგი მერი იყო. გულწრფელად ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ხალხს მართლა დავამახსოვრდე როგორც კარგი და მზრუნველი მერი“, - განაცხადა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე

13 ივნისი 2021, 23:11

პოლიტიკა

კახა კალაძე ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირებაზე: ეს არის ძალიან დიდი ტყუილები, ჭორები

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილები, ჭორები, მიზანმიმართული და კონკრეტულად ხდება ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან, რომ საზოგადოებაში შექმნან განცდა, თითქოს მმართველ გუნდში არის დაპირისპირება. თვითონ იგონებენ ჯერ სისულელეს, შემდეგ მოდიან, გისვამენ კითხვას და შენ ვალდებული ხარ უპასუხო. აი ეს არის“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

13 ივნისი 2021, 22:51

საზოგადოება

კახა კალაძე 13 ივნისის მოვლენებზე: უმძიმესი დღეები იყო, მაგრამ ახალგაზრდების ჩართულობამ პირადად მე დიდი სტიმული მომცა

„უშუალოდ ადგილზე ვიმყოფებოდი და ძალიან კარგად მახსოვს თუ რა ხდებოდა იმ დროს, განსაკუთრებით სვანიძის ქუჩაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. უმძიმესი მდგომარეობა იყო რამდენიმე დღის განმავლობაში. სრული შოკი. უძლური გახდა დედაქალაქი, მისი მოსახლეობა ამ პრობლემის წინაშე. თუმცა ამ უბედურების ფონზე, მეორე დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც იყო და რაც მესიამოვნა, ეს იყო როდესაც გამოჩნდა ახალგაზრდების ძალიან დიდი არმია - ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, ამ ქალაქზე შეყვარებული ადამიანები“, - განაცხადა კალაძემ.

ნაფტალი ბენეტი

13 ივნისი 2021, 22:37

მსოფლიო

ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა

ბენეტი პრემიერის პოსტზე 2023 წლის სექტემბრამდე დაიკავეს, შემდეგ კი ძალაუფლებას 2 წლით ცენტრისტების ლიდერს, იეშ ატიდს გადასცემს. ნეთანიაჰუ პარტია „ლიკუდის“ თავმჯდომარედ დარჩება და ისრაელის ოპოზიციის ლიდერი გახდება.

მერაბ ბოლქვაძე

13 ივნისი 2021, 22:30

საზოგადოება

მერაბ ბოლქვაძე: მწვანე ქალაქის კონცეფციით თბილისში დამატებით რეკრეაციული სივრცეები უნდა შეიქმნას

თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი მერაბ ბოლქვაძის განცხადებით, ჯანსაღი ურბანული გარემოსა და უნიკალური ლანდშაფტური ღირებულების შენარჩუნება თბილისის გენერალური განვითარების გეგმის პრიორიტეტია. სტრატეგიული გეგმით კი, გამწვანებული ტერიტორიის ფართობმა დროთა განმავლობაში თითოეულ მოსახლეზე 10 კვადრატულ მეტრს უნდა მიაღწიოს.

13 ივნისი 2021, 22:27

ტექნოლოგიები

როგორ მოქმედებს ალცჰაიმერის საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ დაამტკიცა

Aducanumab-ით მკურნალობის დასაწყებად აუცილებელია პაციენტს დადასტურებული ჰქონდეს ალცჰაიმერი. მედიკამენტი ეფექტიანია დაავადების საწყის ეტაპზე. მკურნალობა ამ პრეპარატის ყოველთვიურ ინტრავენურ გადასხმას გულისხმობს, რაც საშუალოდ თვეში 4 ათასი დოლარი ჯდება. თუმცა, მედიკამენტი ჯერ ახალია და სპეციალისტები დროსთან ერთად, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდასაც პროგნოზირებენ.

ჯილ ბაიდენი, დედოფალი ელისაბედი, ჯო ბაიდენი

13 ივნისი 2021, 22:16

მსოფლიო

ელისაბედ მეორემ ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს უინძორის სასახლეში უმასპინძლა

ჯო და ჯილ ბაიდენები უინძორში კორნუოლიდან ჩავიდნენ, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი გაიმართა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ თეთრი სახლის მეთაურმა და მისმა მეუღლემ დედოფალთან ერთად ჩაი დალიეს, რის შემდეგაც ვიზიტი დასრულდა.

ლულიანა-საბინა ჯოჯა

13 ივნისი 2021, 22:00

პოლიტიკა

ლულიანა-საბინა ჯოჯა: ნატოსთან თავსებადობის კუთხით საქართველოს გაცილებით დიდი პროგრესი აქვს, ვიდრე უკრაინას

„საქართველოს გაცილებით დიდი პროგრესი აქვს, ვიდრე უკრაინას, რომელიც ჯერ კიდევ საბრძოლო ქმედებებშია. მოწვევაზე კონსენსუსამდე მთავარია ვიმუშაოთ იმაზე, როგორ მიიღოს საქართველოს უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტიები, რაც ყველაზე მეტად სჭირდება. ამაზე საბოლოო სიტყვა სტრატეგიულმა პარტნიორმა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა თქვას. განვიხილოთ, მაგალითად, საქართველოში განგრძობადი როტაციის სამხედრო აშშ-ის სამხედრო პერსონალის ყოფნა, რომელთა მიზანიც ჯარისკაცების ადგილზე გაწვრთნა იქნება. მომავალი ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის მადრიდის სამიტისთვის და იმედი ვიქონიოთ, რომ 2022 წლისთვის შევძლოთ არსებით პროგრესს მივაღწიოთ „მაპის“ საკითხებზე.