19 ივლისი 2020, 09:59 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: წელს საქართველოდან დაახლოებით 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტში, ახლგაშენებული მოცვის ბაღი დაათვალიერა და სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა.

საქართველოში, ლურჯი მოცვის ბაღი 700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. მიმდინარე წელს, ქვეყნიდან, დაახლოებით, 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია.

„ეს კულტურა, საექსპორტოდ, ძალიან პერსპექტიულია და საქართველოში, მომავალში, ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლის მომტანი იქნება. წარმოიდგინეთ, რამდენიმე წლის წინ, საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი საერთოდ არ იყო, მომავალში ათობით მილიონი დოლარის ექსპორტის მოლოდინი გვაქვს, იმ შემთხვევაში, თუ ეს ტემპი გაგრძელდება. წელს საქართველოდან დაახლოებით 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული“ - განაცხადა მინისტრმა.

სოფელ ნოსირში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „ინტერაგრომ“ 10 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კომპანიამ ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 230,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. „ინტერაგრო“ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიცაა. პროგრამის ფარგლებში კომპანიამ, „ბაღის გაშენებისთვის, 500,000 ლარის აგროკრედიტი მიიღო; 200,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2021, 17:00

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

„სახელმწიფო აუდიტი ცდილობს გააუმჯობესოს საქმიანობა. ჩვენი ამოცანა და ჩემი სურვილია, სამსახურის რეალური ეფექტურობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ერთადერთი რეალური ბერკეტი და ინსტრუმენტი, რომ პარლამენტმა გააკონტროლოს სამთავრობო ხარჯები და ფინანსური აქტივების მართვა, არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ჩვენც ვეცდებით ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად, ასევე დავეხმარებით, რომ გაუმჯობესდეს მისი დამოუკიდებლობის ხარისხი და რამდენადაც შესაძლებელია დავიცავთ მის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ საფინანსოს-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

16 ივნისი 2021, 16:51

საზოგადოება

გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტზე საქართველოდან თიბისის რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი წარდგება

წელს ლიდერთა სამიტში საქართველოც მონაწილეობს. სამიტზე თიბისის რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი წარდგება და დამსწრე აუდიტორიას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თიბისის მიერ გადადგმული ნაბიჯების, გამოცდილებისა და ხედვების შესახებ გაუზიარებს ინფორმაციას.

16 ივნისი 2021, 16:51

რეგიონი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რეგიონული შეხვედრები დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ადგილობრივი საჯარო უწყებების, სასამართლო კორპუსისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. შეხვედრების ციკლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან დაიწყო და ეტაპობრივად ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

16 ივნისი 2021, 16:44

საზოგადოება

სემეკი: 1-ლი ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ იგეგმება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ტარიფის მატება არ იგეგმება.

16 ივნისი 2021, 16:42

საზოგადოება

პარლამენტში, ჩეხეთის რესპუბლიკის მწვანე ქალაქების ურბანული დაგეგმარების გამოცდილებას გაეცნენ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ჩეხეთის არქიტექტორთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე მილან სვობოდას მოუსმინეს, რომელმაც მწვანე ქალაქების ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით ჩეხეთის გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

16 ივნისი 2021, 16:34

საზოგადოება

სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ შეუფერხებლად სრულდება საბაჟო ფორმალობები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა აღდგა. COVID-19 –ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, პირველმა მატარებელმა, ერევანი-თბილისი-ბათუმი საქართველოს ტერიტორიაზე 80 მგზავრი შემოიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მარკ კლეიტონი
კახა კუჭავა

16 ივნისი 2021, 16:32

პოლიტიკა

კახა კუჭავა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და დღის წესრიგზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება კანონშემოქმედებით საქმიანობაში ფრაქციების და კომიტეტების კიდევ უფრო გააქტიურებაზე გაამახვილა. ხაზი გაესვა პარლამენტში პროცესის ინკლუზიურობის მნიშვნელობას.

16 ივნისი 2021, 16:17

რეგიონი

პროექტის „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ შვიდ ახალგაზრდა სოციალურ საწარმოსთან, ხელშეკრულება გაფორმდა

ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ევროკავშირის დელეგაციის, სოციალურ მეწარმეობაში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

16 ივნისი 2021, 16:03

COVID19

ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გაიმართება

ღონისძიების მიზანი მოსახლეობისთვის ვაქცინებსა და ვაქცინაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაა. დისკუსიის მონაწილეები შემდეგ საკითხებზე ისაუბრებენ: ვაქცინაციის მნიშვნელობა, ვაქცინების ეფექტიანობა და მათი შესაძლო გვერდითი მოვლენები, საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინები და სხვა.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინი

16 ივნისი 2021, 15:51

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ყოველთვის სჯობს პირისპირ შეხვედრის გამართვა

ყოველთვის სჯობს პირისპირი შეხვედრის გამართვა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს.

ირაკლი კოვზანაძე

16 ივნისი 2021, 15:26

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე გენერალურ აუდიტორს: რით აიხსნება, რომ გამოვლენილი დარღვევების ფინანსური მაჩვენებელი ორჯერაა შემცირებული

„რამ გამოიწვია, რომ გამოვლენილი დარღვევების ფინანსური მაჩვენებელი ორჯერ არის შემცირებული“, - მიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი მექვაბიშვილს კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის აუდიტის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინი

16 ივნისი 2021, 15:23

მსოფლიო

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მე-18 საუკუნის ვილაში იმართება.

16 ივნისი 2021, 15:06

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თუ როგორი წარმატებით მუშაობს სახელმწიფო აუდიტი

„საქართველოს პარლამენტისთვის მთავარი ბერკეტი გახლავთ სახელმწიფო აუდიტი. ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ვაკონტროლებთ ფინანსების ხარჯვას მთავრობის მიერ, თუ როგორ ხდება საჯარო ფინანსების ხარჯვა და სახელმწიფო აქტივებზე კონტროლი. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თუ როგორი წარმატებით მუშაობს სახელმწიფო აუდიტი. ჩვენ მის თითოეულ ანგარიშს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. თითოეული ანგარიში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის მიერ არის წარმოდგენილი სკურპულოზულად იხილება ჩვენს კომიტეტთან შექმნილი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფში და შესაბამისი რეკომენდაციებიც მოდის კომიტეტის სხდომაზე“, ამის შესახებ საფინანსოს-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

16 ივნისი 2021, 15:05

საზოგადოება

ხვალიდან ავტობუსი N51 დადგენილი სქემით იმოძრავებს

ლესელიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ავტობუსი N51 გადაადგილდებოდა შეცვლილი მარშრუტით - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, თიანეთის გზატკეცილზე სვლას მარცხნივ მოხვევით განაგრძობდა.

ეკატერინე ტიკარაძე

16 ივნისი 2021, 15:02

რეგიონი

ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონზე: ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები და უფლებები

ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და უფლებები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საპატრიარქოსთან ერთად გაგრძელდება მუშაობა, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს.

ეკატერინე ტიკარაძე

16 ივნისი 2021, 14:51

რეგიონი

ეკატერინე ტიკარაძე ინდურ შტამზე: არ ვვარაუდობთ, რომ სიტუაცია გართულდება

„მნიშვნელოვან იარაღად კვლავ რჩება პირველ რიგში ვაქცინაცია, ნიღაბი და სოციალური დისტანცია. მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა შემოღებული რეგულაცია. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ რამე გართულებას ადგილი ექნება, თუმცა მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში დროულად მივმართოთ ექიმს და დროულად გავიკეთოთ ტესტი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მეუფე იაკობი

16 ივნისი 2021, 14:43

რეგიონი

მეუფე იაკობის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონს აღმზრდელების ნაწილი დატოვებს

ნინოწმინდის პანსიონში ამდენი თანამშრომელი არაა საჭირო, ამ ეტაპზე 19 აღმზრდელი დარჩება, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ვისაც წასვლა უნდა, ჩვენ არავის ვაჩერებთ, ველოდებით იმას, როდის გადაიყვანენ ბავშვებს და ვინც დარჩება, მათ მომსახურება სრულად ჰქონდეთ. უნდა ვიზრუნოთ ბავშვებზე და მათი ინტერესები საუკეთესოდ დავიცვათ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. მისივე განმარტებით, ბავშვები დაისტრესნენ, რადგან პანსიონიდან უცებ ბევრი ბავშვი წავიდა. „ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, როცა ბავშვებთან მივდივართ და კითხვებს ვუსვამთ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ანა ბიერდე

16 ივნისი 2021, 14:32

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანა ბიერდე საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ანა ბიერდე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს.

გივი მიქანაძე

16 ივნისი 2021, 14:28

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ბოლო დღეებში საზოგადოებამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების უპრეცედენტო რაოდენობა იხილა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ძალიან გაზრდილია ყურადღება საქართველოს მიმართ ძირითადი პარტნიორებისგან - აშშ-ისგან, ნატოსგან და ევროკავშირისგან.

16 ივნისი 2021, 14:18

რეგიონი

ქუთაისში დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ბინები გადაეცა

„მიხარია, რომ დღეს ასეთი პოზიტიური ღონისძიებით ვუბრუნდები ჩემს სამუშაო გარემოს. ვთვლი, რომ ძალიან დიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანია, როდესაც ხედავ, თუ რამდენი ოჯახის დახმარება შეგიძლია და დღეს ნამდვილად განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან წელს დევნილთა სააგენტომ ახალი ინიციატივა დანერგა, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვეძლევა ვეტერანი დევნილი მოქალაქეებისთვის გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები და გადავცეთ საცხოვრებელი ბინები და სწორედ ეს ღონისძიება არის დღეს“, - განაცხადა მინისტრმა.