imedi /  25 ივლისი 2020, 15:31 / სანდო წყარო

ალექსანდრე ძნელაძე: სამშენებლო სექტორში სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სქემაში ჩართვის სურვილი ისეთმა ბანკებმაც კი გამოხატეს, რომელთაც ეს საბანკო პროდუქტი მანამდე არც ჰქონიათ

ალექსანდრე ძნელაძე

ალექსანდრე ძნელაძე

იმის მიუხედავად რომ სულ რამოდენიმე დღეა სამშენებლო სექტორში სუბსიდირების პროგრამა დაიწყო, ბანკებში განაცხადების რაოდენობა მზარდია. საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ძნელაძე გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ ამბობს, რომ ფაქტობრივად 1-ლი ივლისიდან გაცემული ყველა სესხი, რომელიც აკმაყოფილებს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პირობებს, მოხვდება სუბსიდირების პროექტში.

რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს, როგორც ძნელაძე ამბობს, იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა. თუმცა აღნიშნულმა პროგრამამ უკვე იქონია ეფექტი არამხოლოდ სუბსიდირების ქვეშ გაცემულ სესხებზე, არამედ სხვა იპოთეკურ სესხებზე, რომელიც საერთოდ არ ხვდება სუბსიდირების პროგრამაში.

„როდესაც დამტკიცდება სესხი ფიზიკურ პირზე , სუბსიდირების პროგრამა ავტომატურად ჩაერთვება. იპოთეკურ სესხზე საკრედიტო საგარანტიო სქემისგან განსხვავებით, თქვენ არც ბანკთან შეთანხმება და არც დამატებითი განაცხადების გაგზავნა არ დაგჭირდებათ. ყველა ბანკს შეუძლია აღნიშნული სესხები გასცეს. უბრალოდ, ზოგიერთ ბანკს არ აქვს აღნიშნული პროდუქტი. მაგრამ, აქვე მინდა ავღნიშნო, აღნიშნული პროექტის წყალობით, რამდენიმე ბანკმა იპოთეკურ ბაზარზე შესვლის ინტერესი უკვე გამოხატა, იმდენად მაღალი ინტერესი არის ამ სესხებთან მიმართებაში“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 28 მაისს დააანონსა, 2008 წლის კრიზისის შედეგებიდან გამომდინარე. მაშინ გაზრდილმა რისკებმა, ინფლაციური ზეწოლამ და მომხმარებლის გაუარესებულმა მოლოდინებმა, უძრავი ქონების ფასები და სამშენებლო აქტივობა მკვეთრად შეამცირა და ბაზარს გამოცოცხლებისთვის 3 წელი დასჭირდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ პანდემიით შექმნილ ვითარებაში, ზარალის მაქსიმალური შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, დარგის კრიზისიდან გამოსაყვანად, სპეციალური გეგმა შეიმუშავა. გეგმის მიხედვით ბიუჯეტიდან იპოთეკური სესხის სუბსიდირება ხდება. პროგრამის ფარგლებში სესხების გაცემა კი, დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

ყველა სიახლე

ჯორჯ სოროსი

12 აგვისტო 2020, 21:30

მსოფლიო

ჯორჯ სოროსი: დონალდ ტრამპი გარდამავალი მოვლენაა, რომელიც ნოემბერში დასრულდება

ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის განცხადებით, დონალდ ტრამპი გარდამავალი მოვლენაა, რომელიც ნოემბერში დასრულდება.

ამირან გამყრელიძე

12 აგვისტო 2020, 21:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: დაახლოებით ერთ საათში გუშინდელი ტესტებიდან დარჩენილი 300 ტესტის პასუხიც იქნება

დღეს დასრულდა 600 ნიმუშის ტესტირება და იქიდან მხოლოდ ერთი დადებითია. ისიც უკავშირდება ლენჯერის კლასტერს, - ამის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით შესაძლოა ითქვას, რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში.

კორონავირუსი ტესტი

12 აგვისტო 2020, 21:21

COVID19

მესტიაში გამოკვლეული 600 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „პირველ არხს“ განუცხადა. მისი თქმით, დადასტურებული შემთხვევა ლენჯერს უკავშირდება. ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიაში სვანეთში აღებული ნიმუშიდან 600 უკვე გამოიკვლიეს.

მიხეილ ჩხენკელი

12 აგვისტო 2020, 21:14

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ამ მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რაც 1 მილიარდ ევროს შეადგენს

„ეს უნივერსიტეტი გახლავთ ჭეშმარიტად მსოფლიო დონის უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ორგანიზაცია დავასრულოთ

12 აგვისტო 2020, 21:09

პოლიტიკა

ია მეტრეველმა, სოსო მანჯავიძემ და გიორგი იაკობაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს

ორგანიზაციის მიზანი ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნის ხელშეწყობა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან ჩამოშორებაა. ორგანიზაცია აქტიურობას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.

მიშელ ბაჩელეტი

12 აგვისტო 2020, 21:07

მსოფლიო

გაერო: ბელარუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო

12 აგვისტო 2020, 20:58

COVID19

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯილეხის სიმპტომებით მოთავსებულ ქალს კორონავირუსიც დაუდგინდა

ქალს, რომელიც გუშინ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯილეხის სიმპტომებით მოათავსეს, დღეს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მედიკოსებმა „ქრონიკას“ განუცხადეს, 42 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში ის შვილმა მოიყვანა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ის ყარაჯალარიდან არის, ექიმებმა ჯილეხზე ტესტთან ერთად კორონავირუსზე ნაცხიც აუღეს. ორივე ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ქალს ჯილეხიც და კორონავირუსიც აქვს.

სტივენ ბიგანი

12 აგვისტო 2020, 20:44

პოლიტიკა

სტივენ ბიგანი: რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს

„2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან საქართველოში შეჭრის წლისთავი არის შეხსენება იმისა, თუ რა ძალისხმევა გვესაჭიროება რათა რეგიონი გათავისუფლდეს კონფლიქტებისგან. ასობით მოქალაქემ, რომელიც დაიღუპა ან დაშავდა რუსული აგრესიის შედეგად, უნდა გვაიძულოს, რათა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და მოვთხოვოთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი ყველა მეზობლის, განსაკუთრებით კი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსა და ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან ურთიერთობაში კი, ჩვენი ვალდებულება დემოკრატიის წინაშე, უპირატესია,“ - განაცხადა ბიგანმა.

ივანე მაჭავარიანი

12 აგვისტო 2020, 20:38

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა ევროკავშირის მხრიდან

მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა ევროკავშირის მხრიდან", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მთავრობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები.

12 აგვისტო 2020, 20:36

COVID19

რა ვითარებაა ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში

მესტიის მუნიციპალიტეტის, ლენჯერის თემში საკარანტინო მდგომარეობა გამკაცრდა. პოლიცია რეგიონში, საკარანტინო ზონაში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს. სოფლებში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურაა მოწყობილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლები მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში შესული და გამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი.

ემანუელ მაკრონი

12 აგვისტო 2020, 20:34

მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

12 აგვისტო 2020, 20:29

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები არიან და რომელთა ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ

ბოლო დროს წარმოდგენილ მსგავს კვლევებს ერთი უცნაურობა სჭირთ - პირველი, უკვე ტრადიციად იქცა, რომ, სამწუხაროდ, არ ვიცით ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას როგორიც IRI-ია მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს, კვლევის შედეგები, განსაკუთებით, „რატომღაც“ მისი პოლიტიკური ნაწილი, ასევე არასწორი იქნება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტოო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.

დავით ზალკალიანი

12 აგვისტო 2020, 20:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მშვიდობა, თანამშრომლობა და სტაბილურობა რეგიონში ხანგრძლივი და მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის და ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპულ უსაფრთხოებასა და, ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა.

12 აგვისტო 2020, 20:12

საზოგადოება

IRI-ს კვლევის მიხედვით, „იმედი“ საზოგადოებრივი ნდობის რეიტინგის ლიდერია

გამოკითხულთა უმეტესობა ტელეკომპანია „იმედის“ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობა. კვლევის მონაწილეებს ორი მედიასაშუალების დასახელების უფლება ჰქონდათ. „იმედი“ პირველ არჩევნად გამოკითხულთა 40%-მა დაასახელა, სულ კი ტელეკომპანია რესპოდენტთა 55%-მა ახსენა.

12 აგვისტო 2020, 20:10

COVID19

შვეიცარიაში 1000-ზე მეტი ადამიანის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდება

შვეიცარიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 1000-ზე მეტი ადამიანის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობაში განაცხადეს.

შოტლანდია მატარებელი

12 აგვისტო 2020, 19:57

მსოფლიო

შოტლანდიაში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას მსხვერპლი მოჰყვა

ინციდენტის სავარაუდო მიზეზად მეწყერი სახელდება. დაღუპულთა შორის მატარებლის მძღოლია. კიდევ 6 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შოტლანდიის პირველ მინისტრმა, ნიკოლა სტარჯენმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

კორონავირუსი

12 აგვისტო 2020, 19:45

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობა კი 155-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. „ოპერატიულ შტაბზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მაიკ პომპეო

12 აგვისტო 2020, 19:32

COVID19

მაიკ პომპეო: კორონავირუსის პანდემიის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოლოდინები არ გაამართლა

ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოლოდინები არ გაამართლა.

დავით ზალკალიანი

12 აგვისტო 2020, 19:32

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ოკუპაციის საკითხი ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგის უპირველეს თემად აქციონ

12 წლის წინ რუსეთის მიერ სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმა ევროპაში საზღვრების ძალისმიერად შეცვლის მცდელობას წარმოადგენდა, რამაც უზარმაზარი დარტყმა მიაყენა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე, „საქართველო და სამეზობლო“ განაცხადა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა

12 აგვისტო 2020, 19:31

მსოფლიო

კიევმა მინსკს „ვაგნერის“ წევრების ექსტრადიცია ოფიციალურად მოსთხოვა

29 ივლისს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს. ყველა დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა. ბელარუსის შესაბამის უწყებებში განაცხადეს, რომ დაქირავებული მებრძოლები ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ჩავიდნენ. ბელარუსის პრეზიდენტმა მომხდარს საგანგებო სიტუაცია უწოდა. აღნიშნულ დაკავებაზე საქმე ტერაქტის მომზადების მუხლით აღიძრა.