IMEDI /  04 აგვისტო 2020, 11:41 / სანდო წყარო

მარიამ ქვრივიშვილი CNN-ის ეთერში: საქართველოს მიზანია უსაფრთხო მიმართულებად დარჩეს და ამ მიზნით ყველაფერს ვაკეთებთ

CNN კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს წარმატებული ბრძოლის მეთოდებით დაინტერესდა: საკარანტინო ზონები, უსაფრთხოების ზომები, რეგულაციები, კერძო სექტორის ჩართულობა და პოსტპანდემიურ პერიოდში მთელ მსოფლიოში საქართველოს ერთ-ერთ უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დასახელება, - ამ და სხვა თემების შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა CNN-ის პოპულარული ბიზნესგადაცემაში Quest Means Business ისაუბრა. ინტერვიუს დროს რიჩარდ ქუესთის თანაწამყვანი ზეინ აშერი საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის გახსნის დეტალებით დაინტერესდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საზღვრების ფრთხილ, ეტაპობრივ გახსნას და უსაფრთხოების დაცვას, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს.

„პირველ რიგში, გეტყვით, რომ საქართველომ შეძლო წარმატებული ისტორიების დემონსტრირება, თუ როგორ ებრძოდა პანდემიას. ეს ფაქტი შეძლებს თითოეული მოგზაურის და ჩვენი მოქალაქის დარწმუნებას, რომ უდიდესი სიფრთხილით ვიცავდით და ვაგრძელებთ დავიცვათ მათი უსაფრთხოება. ტურიზმს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ეკონომიკაში, მხოლოდ 2019 წელს საქართველოში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა, მაშინ როცა ჩვენი მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს. საქართველოს მიზანია დარჩეს უსაფრთხო მიმართულებად და ამ მიზნით ყველაფერს ვაკეთებთ. ეს გულისხმობს ეტაპობრივად, სიფრთხილით საზღვრების გახსნას იმ ქვეყნებთან სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შევძლებთ ქვეყნების სიის გაფართოვებას როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გადაცემაში მარიამ ქვრივიშვილმა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა რეგულაციების შემუშავებისა და აღსრულების კუთხით.

„საქართველოს მთავრობამ უსაფრთხოების ზომები მიიღო და ჯანდაცვის პროტოკოლები დანერგა. გაზრდილია ტესტირების რაოდენობა. ჩვენი საერთაშორისო აეროპორტები აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტებით. კერძო სექტორი სრულად მზად არის უმასპინძლოს საერთაშორისო მოგზაურებს. მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენი კერძო სექტორის მნიშვნელოვან ჩართულობას, რომელიც კოვიდ-19-თანბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე ემსახურებოდა ქვეყანას. საქართველოს მთავრობას ძალიან მჭიდრო, აქტიური თანამშრომლობა ჰქონდა და აქვს კერძო სექტორთან, განსაკუთრებით რთულ პერიოდში. ჩვენ პანდემიის დროს, ასზე მეტი სასტუმრო ვიქირავეთ და საკარანტინო სივრცეებად გამოვიყენეთ. დღეს ეს პროექტი საერთაშორისო არეალზე დაპოზიციონირებულია და ყველასთვის ცნობილია, როგორც „საქართველოს 5-ვარსკვლავიანი კარანტინი“. ჩვენმა კერძო სექტორმა ამ პროექტში ჩართულობით უდიდესი გამოცდილება დააგროვა პროტოკოლების დანერგვით და შესაბამისი აღსრულებით, ეს არის არა მხოლოდ სოციალური დისტანცია, არამედ ყველა ის საოპერაციო წესი, რაც უზრუნველყოფს, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტების უსაფრთხო მასპინძლობას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

24 სექტემბერი 2020, 01:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნების ბედი უზენაეს სასამართლოში შეიძლება გადაწყდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი უზენაეს სასამართლოში შეიძლება გადაწყდეს.

24 სექტემბერი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ვიეტნამში პოლიციამ გამოააშკარავა დაწესებულება, რომელიც გამოყენებულ პრეზერვატივებს ყიდდა

ვიეტნამის პოლიციამ აღმოაჩინა გადამუშავებული, გამოყენებული პრეზერვატივების დიდი რაოდენობა, რომელსაც ობიექტი შემდგომში ფასდაკლებით ყიდდა. LadBible-ის ინფორმაციით, აღნიშნული დაწესებულება ბინაში იყო მოწყობილი და იქ დაახლოებით 324,000 გამოყენებული პრეზერვატივი ხელმეორედ იფუთებოდა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

24 სექტემბერი 2020, 00:54

COVID19

ჯანმო სახელმწიფოებს მოუწოდებს, პანდემიის დროს დეზინფორმაციის წინააღმდეგ იმოქმედონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ჯანმრთელობის შესახებ მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:52

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ბევრ საინტერესო პროგრამას ჩაეყარა საფუძველი

ზოგადად მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან პროგრამას ჩაეყარა საფუძველი და დეპუტატის მანდატი მომცემს იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მასშტაბური გავხადო, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, მარიამ ლაშხმა „ღია ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების რეფორმას სწორედ ამ გუნდის მმართველობის დროს ჩაეყარა საფუძველი.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:48

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: როდესაც ვაბარებდი მეუბნებოდნენ, რომ ქერა და ცისფერთვალება გოგონას საქმე არ არის ტექნოლოგიები

სტერეოტიპები ნამდვილად არსებობს. როდესაც ვაბარებდი საინჟინრო ტექნოლოგიებზე მეუბნებოდნენ, რომ ქერა და ცისფერთვალება გოგონას საქმე არ არის ტექნოლოგიები - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, მარიამ ლაშხმა „ღია ეთერში ისაუბრა.

სერგეი ტოროპი

24 სექტემბერი 2020, 00:48

მსოფლიო

რუსეთში დააკავეს კულტის ლიდერი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა

რუსეთში კულტის ლიდერი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა, დააკავეს. როგორც UniLad-ი იუწყება, მას ბრალი მიმდევრების ფულის გამოყენებაში და ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ედება. სერგეი ტოროპო, რომელიც მიმდევრებისთვის „ვისარიონ ქრისტე მასწავლებლის“ სახელითაა ცნობილი, კრასნოიარსკის რეგიონში, ბოლო აღთქმის სახელობის ეკლესიის ხელმძღვანელია.

24 სექტემბერი 2020, 00:46

რეგიონი

გოგი მეშველიანი: მოსახლეობასთან ერთად ვიშრომებთ არსებული გამოწვევების დასაძლევად

მმართველი გუნდის კანდიდატმა ადგილობრივების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და მოსახლეობასთან ერთად მათი დაძლევის გზებზე იმსჯელა. თავის მხრივ, გოგი მეშველიანი ადგილობრივებს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:33

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: გენდერული კვოტირება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც ქალებს და კაცებს თანაბარი საშუალება უჩნდებათ

„გენდერული კვოტირება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც პირველ ეტაპზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამ და რეალურად ხდება, რომ ქალებს და კაცებს თანაბარი საშუალება უჩნდებათ მონაწილეობაზე და მერე უკვე, როდესაც ეს ინტეგრირდება ჩვენს ეთიკასა და მიდგომებში,შემდეგ შეიძლება სულაც არის საჭირო ასეთი ინიციატივები“,- განაცხადა მარიამ ლაშხმა.

დმიტრო კულება

24 სექტემბერი 2020, 00:31

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ლუკაშენკოს ინაუგურაცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად მის აღიარებას არ ნიშნავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად მის აღიარებას არ ნიშნავს.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:31

ტექნოლოგიები

მარიამ ლაშხი: ინოვაციების სფეროში პანდემიის ტიპის გამოწვევები შესაძლებლობებად გარდაიქმნება

ინოვაციების სფეროში პანდემიის ტიპის გამოწვევები პირიქით, შესაძლებლობებად გარდაიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, „ღია ეთერში ისაუბრა. მარიამ ლაშხის თქმით, ინოვაციები ერთადერთი სფეროა სადაც კორონავირუსმა სასარგებლო გავლენა იქონია. „ინოვაციების ეკოსისტემაში კოვიდმა დააჩქარა განვითარების პროცესები. რაც შეიძლებოდა რომ 5-10 წლის მერე გამოგონებულიყო ან შექმნილიყო დაჩქარდა. ამბობენ, რომ ინვესტიციები შეჩერდა, ინოვაციებში პირიქით

გიორგი ხელაშვილი

24 სექტემბერი 2020, 00:02

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: შეგვიძლია დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში

შეგვიძლია საკმაოდ დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში იმისთვის, რომ მოიპოვოს უმრავლესობა - ამის შესახებ „ღია ეთერში“ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა.„იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, წინასწარი გამოკითხვების საფუძველზე, არა მხოლოდ „გორბის“, არამედ სხვა გამოკითხვებითაც, ტოვებ უზარმაზარ ნაწილს მოსახლეობის, როგორც გადაუწყვეტელს და ნაწილ, რომელსაც არ სურს თავისი აზრის გამოთქმა. შეგვიძლია საკმაოდ დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში

24 სექტემბერი 2020, 00:00

მსოფლიო

აშშ ალექსანდრე ლუკაშენკოს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევს

აშშ ალექსანდრე ლუკაშენკოს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევს. ამის შსახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:59

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი ნატოში გაწევრიანებაზე: როგორც კი საერთაშორისო გარემო მოგცემს ამის საშუალებას, ჩვენს მიმართ არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს

თუ დავაკვირდებით ჩვენი პარტნიორების გზას, რომელიც მათ გაიარეს ნატოს წევრობისაკენ, ერთ კანონზომიერებას დავინახავთ: მათი გაწევრიანება იყო არა იმდენად მათი ძალისხმევის შედეგი, რამდენადაც ხესაყრელი პოლიტიკური გარემოსი. ამიტომაც მწყდება გული, რომ 2004-2012 წლები პრაქტიკულად ხელიდან გავუშვით, - ამის გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:44

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ნებისმიერ პოლარიზაციას იმისთვის, რომ დათესოს შუღლი

რუსეთის ჩარევა არჩევნებში პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე საარჩევნო კამპანია საზღვარგარეთ, ჩვენზე გაცილებით დიდ და ძლიერ ქვეყნებში,, სადაც რუსეთმა როგორც ჩანს, თავისი როლი შეასრულა - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 23:39

მსოფლიო

„რესპუბლიკელი“ სენატორები აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის შვილი იური ლუჟკოვის მეუღლესთან საეჭვო გარიგებებს ახორციელებდა

„რესპუბლიკელი“ სენატორების განცხადებით, ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლესთან საეჭვო გარიგებებს ახორციელებდა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:38

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლითა და მათი აქტიურობით დაინტერესებულია მმართველი პარტია

საქართველოს დემოკრატია იმ დონეზეა და ბოლო წლებში ჩვენ მივაღწიეთ იმ საფეხურს, რომ ჩემი აზრით, სრულიად საკმარისი იქნებოდა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ისე ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობა, ვინაიდან ჩვენ უკვე რამდენჯერმე ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც მიჩნეული იყო საკმაოდ მაღალი სტანდარტის, დემოკრატიულ არჩევნებად, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლით და მათი აქტიურობით დაინტერესებულია მმართველი პარტია

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:36

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება

ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება, - ამის შესახებ „ღია ეთერში“ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა „არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ საქართველო უკვე ფონს არის გასული. ეს არის ყოველდღიური ბრძოლა, ყოველდღიური დაპირისპირება მოწინააღმდეგესთან იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფო, რომელიც ჩვენი ცხოვრების განმავლობაშ შეიქმნა. შესაბამისად, ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ამოსავალი წერტილი შემდეგი ოთხი წლის, როგორც პარლამენტის, ასევე თითოეული ჩვენგანის“, - განაცხადა მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:26

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: გუნდის ახალი წევრების წარდგენით გზავნილი „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხს გაუგზავნა

„თუ გავიხსენებთ 2012 წელს, გასაგები მიზეზების გამო, ეს გარკვეული კონგლომერატი, კოალიცია. 2016 წელს ეს უფრო დაიხვეწა, მაგრამ მაინც რჩებოდა საკმაოდ მრავალფეროვან ჯგუფად, ახლა კი ეს ერთიანი გუნდის კონტურებს იღებს და ერთიან გუნდს, როგორც წესი, უკეთესად შეუძლია როგორც ქვეყნის მართვა, ისევე კანონების შექმნა და საერთოდ, ქვეყნის წინ წაწევა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

23 სექტემბერი 2020, 23:18

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 3 კოვიდინფიცირებული დაემატა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 3 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა. მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ერთი 2 წლის, ხოლო მეორე პაციენტი 10 წლის. ექიმების შეფასებით, 3 ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა მათ ამ დრომდე კლინიკური შემოწმება უტარდებათ. სამივე მათგანის კონტაქტები დადგენილია. ისინი ინფიცირებული პაციენტების კლასტერს განეკუთვნებიან.

23 სექტემბერი 2020, 23:04

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 072 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 072 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 43 ადამიანი გარდაიცვალა.