imedi /  04 აგვისტო 2020, 13:53 / სანდო წყარო

Powerchina/Sinohydro-ში აცხადებენ, რომ მზად არიან, ხულო-ზარზმის რთული პროექტის ხარისხიანად შესრულებაზე პასუხისმგებლობა აიღონ

ფაუერჩაინა/სინოჰიდრო

კომპანიამ Powerchina/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.

კომპანია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს. ამ ეტაპზე კომპანიასა და სამინისტროს შორის ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს დააკავშირებს. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი. ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს. აქედან, კომპანია Powerchina/Sinohydro ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს და 2 ზოლიან ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებს. პროექტს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) 95 მილიონი ლარით აფინანსებს.

კომპანიამ Powerchina/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) ტენდერში მონაწილეობისას წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ის კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეარჩია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მზად არიან, აიღონ პასუხისმგებლობა მსგავსი სირთულის პროექტის ხარისხიანად შესრულებაზე.

„ვაცნობიერებთ, რომ ეს არის რთული და საპასუხისმგებლო პროექტი. შემიძლია, დარწმუნებით განვაცხადო, რომ კომპანიას აქვს ამ სფეროში მუშაობის სერიოზული გამოცდილება და მატერიალურ-ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მზად არის, დათქმულ ვადებში, შესაბამისი სტადნარტებისა და ხარისხის დაცვით, დაასრულოს საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი“, - აცხადებს კომპანიის იურიდიული მრჩეველი გიგა კვერენჩხილაძე.

Powerchina (ფაუერჩაინა) და მისი შვილობილი კომპანია Sinohydro (სინოჰიდრო) ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა ჩინეთში, რომელსაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2009 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო დონორების დაფინანსებით, „სინოჰიდრომ“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა საქართველოშიც, მათ შორის იყო რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2010 წელს; ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი 1 აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 2011-2013 წლებში; ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი 2 აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 2013-2018 წლებში; თბილისი-რუსთავის მაგისტრალი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 2014-2016 წლებში და სამტრედია-გრიგოლეთის გზის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომპანიამ ყველა აღნიშნული პროექტი შესაბამისი სტანდარტების დაცვით, დათქმულ დროში დაასრულა. „სინოჰიდრო“ ამ ეტაპზე მუშაობს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის ლოტ 1-სა და ლოტ 2-ზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტი გაწერილ დროში დასრულდება.

Powerchina (ფაუერჩაინა) იკავებს 161-ე ადგილს Fortune Global 500-ის რეიტინგში და 42-ე ადგილს ჩინეთის ტოპ 500 მეწარმეს შორის. გარდა ამისა, 2019 წელს კომპანია 250 გლობალური კონტრაქტორის რეიტინგშიც მოხვდა და მეხუთე ადგილი დაიკავა. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ცენტრალური საწარმოების, სახელმწიფო ქონების ზედამხედველობისა და ადმინისტრაციის კომისიის მიერ Powerchina ექვსი წლის განმავლობაში სახელდებოდა ა კლასის მეწარმედ. კომპანიას აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტსა და ტექნოლოგიებში, ფლობს ბევრ ცნობილ ბრენდს როგორც ჩინეთში, ისე - მის ფარგლებს გარეთ.

(R)

ყველა სიახლე

26 სექტემბერი 2020, 08:30

მსოფლიო

უკრაინაში ავიაკატასტროფაში გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი ავრცელებს.

გაგიკ წარუკიანი

26 სექტემბერი 2020, 08:19

მსოფლიო

სომხეთში ოპოზიციური პარტიის ლიდერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, გაგიკ წარუკიანი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ერევნის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

დავით ზალკალიანი

26 სექტემბერი 2020, 08:08

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის - ჩვენი წვლილი და ვალდებულება კრიზისის შემდგომი აღდგენის საქმეში“

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის - ჩვენი წვლილი და ვალდებულება კრიზისის შემდგომი აღდგენის საქმეში“.

გური სულთანიშვილი

26 სექტემბერი 2020, 00:59

საზოგადოება

გური სულთანიშვილი: თუ ადრე ინფორმაცია იყო ყველაზე მთავარი რამ, დღეს ინფორომაციისგან დაცვაა მთავარი

ჩვენ გვაქვს ფეიკნიუსთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ევროპული გამოცდილება, რომელიც ერთი მხრივ კონცეპტუალურად ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა განაცხადა. „ევროპული კანონმდებლობა გარკვეულწილად იცვლება და ამბობენ, რომ დღევანდელი მთავარი გამოწვევა არის ფეიკნიუსი. თუ ადრე ინფორმაცია იყო ყველაზე მთავარი რამ, დღეს ინფრომაციისგან დაცვაა მთავარი. დღეს 2

26 სექტემბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

იტალიელ ფეხბურთელ მარიო ბალოტელისა და მსახიობ ალეასია მესინას ნიშნობა ჰქონდათ

იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი 27 წლის მსახიობზე ალეასია მესინაზე დაინიშნა. ბალოტელიმ ის სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიცნო, თუმცა წყვილი ძალიან მალე დაახლოვდა და ორი კვირის წინ ფეხბურთელი სიცილიაზე გოგონას მშობლების გასაცნობად იმყოფებოდა.

ვირთხა

26 სექტემბერი 2020, 00:49

ტაბლოიდი

კამბოჯაში სპეციალურად გაწვრნთილმა ვირთხამ 39 ნაღმი იპოვა 🐀

კამბოჯაში გაწვრნთილმა ვირთხამ 39 ნაღმი და 28 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა იპოვა, რის გამოც საქველმოქმედო ორგანიზაცია PDSA-ის საპატიო ჯილდო მიიღო.

გური სულთანიშვილი

26 სექტემბერი 2020, 00:48

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: პანდემიის დროს ინტერნეტში „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული აქტივისტების ძირითად სამიზნეებად ექიმები იქცნენ

ბოლო პერიოდში, კორონავირუსის პანდემიის დროს ინტერნეტში „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული აქტივისტების ძირითად სამიზნეებად ექიმები იქცნენ. ამ დროს საქართველოს კრიზისმენეჯმენტი იყო ძალიან მაგარი და მთავარი შეტევა სწორედ მმართველ გუნდსა და ექიმებზე მოდიოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა განაცხადა.

26 სექტემბერი 2020, 00:48

სპორტი

ინგლისის რაგბის კავშირი გაკოტრების პირასაა

ინგლისის რაგბის კავშირში კრიზისული მდგომარეობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც მთავრობამ 1-ელი ოქტომბრისთვის სტადიონებზე გულშემატკივრის დაბრუნების დაგეგმილი პროცესი შეაჩერა.

26 სექტემბერი 2020, 00:42

მსოფლიო

CNN: დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ემი კონი ბარეტს წარადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი „რესპუბლიკურ პარტიაში“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2020, 00:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის 60% -ს მივიღებთ

ვერცერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებს „ქართული ოცნების“ უპირატესობა იმდენად დიდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის 60% მივიღებთ, თავისი პლიუს მინუსით, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2020, 00:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ომბუდსმენზე: 5 წელია ერთი სახელი და გვარი ვერ დამიდგინე და 5 წელია საუბრობ დაშინებაზე და მუქარაზე, სირცხვილი არაა?

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ღამის კურიერის“ ეთერში ომბუდსმენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საარჩევნოდ დაშინებებზე და ზეწოლაზე საუბრობდა.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2020, 00:33

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე დავით გარეჯზე: შემიძლია დავაყენო წინადადება, მოთხოვნაც კი, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას

მეც არ ვიცი, სამწუხაროდ, დეტალები. ალბათ საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და აუცილებლად მიაწვდის ხელისუფლება ამ ინფორმაციას საზოგადოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც ასეთ მგრძნობიარე საკითხზე ვსაუბრობთ, საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

სტეფანო დომენიკალი

26 სექტემბერი 2020, 00:10

სპორტი

„ფორმულა ერთს“ „ფერარის“ ყოფილი პრეზიდენტი სტეფანო დომენიკალი უხელმძღვანელებს

იტალიელი ფუნქციონერი პოსტს ახალი სეზონის დაწყებამდე ჩაიბარებს. სტეფანო დომენიკალი ჩეიზ კერის შეცვლის. 55 წლის დომენიკალი ამჟამად სპორტული ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია „ლამბორგინის" ხელმძღვანელია და იმავდროულად, ერთადგილიანი სარბოლო ავტომობილების კომისიასაც უძღვება.

ირაკლი ჩიქოვანი

25 სექტემბერი 2020, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერის გზავნილები მიმართული იყო მშვიდობიანი გზით ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისკენ

გაეროს 75-ე გენერალური ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართვას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

დავით ზალკალიანი

25 სექტემბერი 2020, 23:35

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი და ყველა აქტუალურ საკითხს ეხებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი და ის თავის გამოსვლაში შეეხო ყველა იმ საკითხს რომელიც აქტუალურია, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე საქართველოსთვის, - ასეთი შეფასება მისცა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

25 სექტემბერი 2020, 23:33

სამართალი

გლდანის საპატიმროს დირექტორმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დაკითხვის მოთხოვნით მიმართა

N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ და მისმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს. ამასთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

25 სექტემბერი 2020, 23:29

მსოფლიო

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

ილია წულაია

25 სექტემბერი 2020, 23:18

პოლიტიკა

ილია წულაია „ლელოს“ ბრალდებაზე: აბსურდია, რომ თითქოს თანხა კერძო პირებზე გავასესხე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ილიაწულაია პოლიტიკური პარტია „ლელოს“ გამოეხმაურა. დღეს „ლელომ“ გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ე.წ. სია, რომლებიც „მევახშეობით“ ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები.

ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2020, 23:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ კოალიციის ფორმირება არ დასჭირდება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ უპირატესობა იმდენად დიდია, რომ ვერცერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 23:12

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა.