IMEDI /  06 აგვისტო 2020, 12:47 / სანდო წყარო

მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია.

მისი თქმით, ახალი სოციალური დახმარება ნაწილობრივ StopCov ფონდში მობილიზებული თანხიდან ფინანსდება.

„მოგეხსენებათ, რომ სტოპკოვ ფონდში მობილიზებულია 130 მილიონი. ესეც უკვე ბიუჯეტის ფულია, ბიუჯეტის ნაწილია. ნაწილობრივ აქედან და დანარჩენი იქნება საბიუჯეტო სახსრები. ამ დახმარების მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების და პირველ რიგში ბავშვების დახმარება“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, კომუნალური დახმარების ნაწილში გამოყოფილია დაახლოებით 200 მილიონი ლარი, ხოლო ბავშვების დახმარების ნაწილში - დაახლოებით 170 მილიონი ლარი.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2020, 15:13

საზოგადოება

ვაშლიჯვარში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 6 687 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საპარკე სკამები, საჩრდილობლები და ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე გარე ტრენაჟორები განთავსდა.

მიხეილ რამიშვილი

22 სექტემბერი 2020, 15:10

სამართალი

მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, სასამართლოს განჩინებით უნდა მომხდარიყო მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერისა და ფოტოების შესწავლა, თუმცა მის ტელეფონში არსებული ფოტოებისა და სატელეფონო ზარების კლონირება განხორციელდა.

22 სექტემბერი 2020, 15:01

რეგიონი

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება ფიტნესდარბაზი. სპორტულ კომპლექსში ეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის. განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

22 სექტემბერი 2020, 14:51

საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი აგრძელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლი ახალ გენერალურ დირექტორს ირჩევს. მეორე ტურში დღეს ოთხი კანდიდატი: თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი გადავიდა. დირექტორად არჩევას სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 6 წევრის ხმა სჭირდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს 25 სექტემბერს დაამტკიცებენ. კანდიდატებმა სამოტივაციო წერილების ნაწილზე ისაუბრეს და თქვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს უკეთესი და რეიტინგული ტელევიზია იმ რესურსით, რომელიც არსებობს.

22 სექტემბერი 2020, 14:48

სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 01 იანვარს, სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში, ი.გ.-მ ანგარებით, განზრახ მოკვლის მიზნით ი.ხ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა.

22 სექტემბერი 2020, 14:38

COVID19

კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

imedinews-ის ინფორმაციით, კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული ლაგოდეხში მცხოვრებია და ის არსებული კლასტერის კონტაქტის კონტაქტია. შუახნის ქალი უკვე გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ სპეციალიზირებულ კლინიკაში. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სპეციალისტები კონტაქტების მოძიებაზე ამ წუთებშიც აქტიურად მუშაობენ.

22 სექტემბერი 2020, 14:29

სპორტი

არტურო ვიდალი „ინეტერში“ გადავიდა

არტურო ვიდალი „ბარსელონიდან“ „ინტერში“ გადავიდა. 33 წლის ჩილელმა ნახევარმცველმა მილანის გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება. ტრანსფერის სანაცვლოდ „ბარსელონა“ „ინტერისგან“ 1 მილიონ ევროს მიიღებს, რომელსაც იტალიელები ესპანელებს ნაწილ-ნაწილ გადაუხდიან.

22 სექტემბერი 2020, 14:29

საზოგადოება

თბილისში, ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული ძმების სახელი მიენიჭა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე არსებულ სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ძმების, ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელი მიენიჭა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სკვერში შესაბამისი აბრა დამონტაჟდა. ღონისძიებას დაღუპული ძმების დედა ესწრებოდა.

მიხეილ ჩხენკელი

22 სექტემბერი 2020, 14:20

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მისასალმებელ ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სტუდენტების პირველ ნაკადს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა ვოლფგან ჰერმანმა, აკადემიურმა გუნდმა და სტუდენტებმა.

22 სექტემბერი 2020, 14:19

COVID19

თბილისში კორონავირუსით ინფიცირების ათეულობით შემთხვევა სოფელ დიღომში, რესტორანში გამართულ წვეულებას უკავშირდება

თბილისში ათეულობით შემთხვევა სოფელ დიღომს უკავშირდება. ინფიცირების წყარო ერთ-ერთ რესტორანში გამართულ წვეულებაა, რომელსაც რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანებიც ესწრებოდნენ. დღეს გამოვლენილი 218 შემთხვევიდან 47 სწორედ თბილისზე მოდის. სოფელ დიღმის მოსახლეობა მასობრივ ტესტირებას ითხოვს. ინფიცირებულთა შორის არის უბნის აფთიაქის მფლობელი. ობიექტი დახურულია. კოვიდინფიცირებულები კოვიდცენტრებში, მათთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ინფიცირებულთა უმეტესობა რისკ ჯგუფს მიეკუთვნება, რადგან მათი ასაკი 60 წელს ზევითაა.

ვახტანგ გომელაური

22 სექტემბერი 2020, 14:18

სამართალი

შს მინისტრმა საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ბრძანება გამოსცა

არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება.

22 სექტემბერი 2020, 14:06

სამართალი

თბილისში დააკავეს 68 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვან ბიჭს რამდენიმე წლის განმავლობაში აუპატიურებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

22 სექტემბერი 2020, 13:58

COVID19

ზუგდიდში კოვიდინფიცირებული 71 წლის ქალი იმავე ქალაქის ერთ-ერთი ტაძრის მესანთლეა

ის ბოლო 10 დღის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდა. ზუგდიდში ჩამოსვლისთანავე ცხელების ნიშნებით კლინიკას თავად მიმართა. PCR კვლევის შედეგად კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის, მისი 25 კონტაქტია მოძიებული და ყველა იმყოფება თვითიზოლაციაში.

22 სექტემბერი 2020, 13:57

თემა

შემოდგომის დასაწყისიდან ევროპა COVID-19-ის ახალი ტალღისთვის ემზადება. რას ნიშნავს ეს?

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში ახალი კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. ინფიცირებულთა მაჩვენებლის მატება შემოდგომის დაწყებასა და სკოლების გახსნას დაემთხვა (ყოველ შემთხვევაში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში). თუმცა ამაში მოულოდნელი არაფერია, რადგან სპეციალისტები ახალი კორონავირუსის მეორე ტალღაზე ჯერ კიდევ ზაფხულში საუბრობდნენ. როგორია კოვიდვითარება დღევანდელ ევროპაში? ვინ და როგორ ემზადება COVID-19-ის მორიგი შემოტევისთვის?

22 სექტემბერი 2020, 13:43

საზოგადოება

საზოგადოებრივი ცენტრის პროექტის ფარგლებში იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ და„ლიბერთი ბანკის“გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს.

სალომე ზურაბიშვილი

22 სექტემბერი 2020, 13:27

საზოგადოება

პრეზიდენტი გაეროს სამიტზე საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების საკითხებზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ბიომრავალფეროვნება უნიკალურია და მისი დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნება, როგორც დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენის, ასევე, საქართველოსთვის ენდემური სახეობების კონსერვაციის თვალსაზრისით.

ლევან გორგაძე

22 სექტემბერი 2020, 13:19

სპორტი

ტოჩინოშინი მეათე საშეჯიბრო დღეს დამარცხდა

ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს მეათე საშეჯიბრო დღე ლევან გორგაძისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ტოჩინოშინი სეკივაკე მიტაკეუმისთან იორიკირის ილეთით დამარცხდა.

22 სექტემბერი 2020, 13:16

საზოგადოება

„თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების პროექტის“ გაცნობითი შეხვედრა გაიმართა

„ახლა იქმნება მუდმივი პლატფორმა. ეს არის პირველი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაძლიერებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პლატფორმები, მითუმეტეს, რომ მას მხარს ევროსაბჭო უჭერს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

22 სექტემბერი 2020, 13:15

საზოგადოება

საქართველოს საელჩო აშშ-ში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო აშშ-ში, საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებზე ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა.

22 სექტემბერი 2020, 13:15

COVID19

ზუგდიდში 2 ახალი კოვიდინფიცირებულიდან ერთი ოქროს ბირჟის თანამშრომელია

რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ოქროს ბირჟა დროებით დაიკეტა და ყველა თანამშრომლის ტესტირება მიმდინარეობს, ტერიტორიაზე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.