imedi /  11 აგვისტო 2020, 13:22 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს.

ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

„აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 92 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.070 პროცენტით, მაქსიმალური 8.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.153 პროცენტით განისაზღვრა“, - აცხადებენ ბანკში.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:02

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოებები უკეთ განვითარდეს, COVID-19-ს მიერ შექმნილი სირთულეები შესაძლებლობებად უნდა გადავაქციოთ

პრეზიდენტმა სამიტზე საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი თანასწორობის მუხლი ხაზს უსვამს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ძალისხმევას.

01 ოქტომბერი 2020, 20:01

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

01 ოქტომბერი 2020, 19:57

საზოგადოება

ლიბერთისა და UNFPA-ს პარტნიორობის ფარგლებში 60 + კლუბების დაფუძნება დაანონსდა

1-ელ ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, გაფორმდა მემორანდუმი ქალაქ რუსთავის მერიას, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებას შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის” დაფუძნებას და მხარეების თანამშრომლობას ჯანსაღი და აქტიური დაბერების ადვოკატირების მიმართულებით.

01 ოქტომბერი 2020, 19:54

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 2 548 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 548 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 24 ადამიანი გარდაიცვალა.

01 ოქტომბერი 2020, 19:46

საზოგადოება

გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ევროპის უნივერსიტეტში საბავშვო სივრცის შექმნას ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებს

ევროპის უნივერსიტეტში თანამშრომელების და სტუდენტების მცირეწლოვანი შვილებისთვის საბავშვო სივრცე შეიქმნა. აღნიშნულს გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ეხმაურება და ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.

01 ოქტომბერი 2020, 19:18

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო კიდევ 80 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 80 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. დევნილთა დააგენტოს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.

თენგიზ ცერცვაძე

01 ოქტომბერი 2020, 19:03

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან გადადგომა არ დადასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობა და აგრძელებს თავის მოვალეობას, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგა ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ალექსეი ნავალნი

01 ოქტომბერი 2020, 18:58

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი დიმიტრი პესკოვს სასამართლოში უჩივის

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს სასამართლოში უჩივის.

01 ოქტომბერი 2020, 18:57

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიამ ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება.

მაია კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 18:41

საზოგადოება

მაია კობახიძე: მასწავლებლების გამოცდებზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 4 700-მდე მასწავლებელი პროფესიული და საგნობრივი გამოცდების თარიღის განსაზღვრას ელოდება

მასწავლებლების გამოცდებზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 4 700-მდე მასწავლებელი პროფესიული და საგნობრივი გამოცდების თარიღის განსაზღვრას ელოდება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის მაია კობახიძის განცხადებაში. განცხადების თანახმად, აღნისნული პედაგოგები ზარალდებიან ფსიქოლოგიურად და მატერიალურად და რაც მთავარია, კარგავენ ნდობას განათლების სამინისტროსა და მთლიანად, რეფორმის მიმართ.

სოზარ სუბარი

01 ოქტომბერი 2020, 18:36

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩვენი მთავარი მიზანია მშვიდი განვითარების შესაძლებლობა, ყოველგვარი ომის გარეშე

„ამ მშვიდობის ფარგლებში ჩვენ ვახერხებთ, რომ საქართელოს ეკონომიკური განვითარება დადგეს მყარ საფუძველზე. სწორედ მშვიდობაა იმის საფუძველი, რომ ხვალ-ზეგ და რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენმა მოძმეებმა, აფხაზებმა და ოსებმა თქვან, რომ მათ უნდათ იცხოვრონ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში“.- განაცხადა სოზარ სუბარმა.

01 ოქტომბერი 2020, 18:33

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 42 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 946 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ვახტანგ კიკაბიძე

01 ოქტომბერი 2020, 18:26

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძეა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოში პარტიული სია 17:55 საათზე, ვადის ამოწურვამდე 5 წუთით ადრე წარადგინა. სიის პირველი ნომერი მოულოდნელად შეიცვალა და ის მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე იქნება.

01 ოქტომბერი 2020, 18:25

COVID19

ბოლო 24 საათში ისრაელში კორონავირუსის 8 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

სოზარ სუბარი

01 ოქტომბერი 2020, 18:23

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: გამარჯვება გარდაუვალია, ამაზე მეტყველებს ყველა გამოკითხვა

8 წლის წინ მართლა ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ და იმ ემოციის დავიწყება შეუძლებელია. ეს იყო ქართველი ხალხის ნების სრული გამოხატულება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია და ამაზე მეტყველებს ყველა გამოკითხვა.

ამირან გამყრელიძე

01 ოქტომბერი 2020, 18:17

COVID19

ამირან გამყრელიძე: სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ გაუშვათ

„მინდა ვთხოვო ყველა მშობელს, სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ გაუშვათ. თუ სიციანი იქნება ბავშვი, აუცილებლად გამოიყენონ 112-ის კონსულტაცია“, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვისას.

სოზარ სუბარი

01 ოქტომბერი 2020, 18:16

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ქართული ოცნების“ პირველი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დამდგარიყო

„ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმატება შეგვიძლია გამოვყოთ. საყოველთაო ჯანდაცვა, თუ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის დაცული, შეუძლებელია ვილაპარაკოთ სხვა რაიმე ღირებულებაზე, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა განვითარებაზეც მმართველი პარტია განსაკუთრებულად მუშაობდა.

ამირან გამყრელიძე

01 ოქტომბერი 2020, 18:14

COVID19

ამირან გამყრელიძე: განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ იმერეთის რეგიონის მიმართ

უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენთ იმერეთის რეგიონის მიმართ, სადაც დღეს დაგვფიქსირდა 96 ახალი შემთხვევა. ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით თბილისში ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიებების გატარებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მის ვიდეომიმართვას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

სოზარ სუბარი

01 ოქტომბერი 2020, 18:14

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მახასიათებელი ხალხისთვის ღირსების წართმევა იყო

„„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იყო წამება ციხეებში, პოლიციაში, სასამართლოს არარსებობა, რაზეც მეტყველებს ერთი გამამართლებელი განაჩენი წლის განმავლობაში, ადამიანები ავადმყოფობის გამო სახლებს ყიდდნენ, ოპერაცია არ ფინანსდებოდა. ეს დეტალებია, ამ ყველაფერს თავი რომ მოვუყაროთ და ერთ სიტყვაში მოვაქციოთ, ეს იყო სრული უუფლებობა ადამიანებისთვის და წართმეული ღირსება. სწორედ ეს ღირსება დაიბრუნა ქართველმა ხალხმა“.

გიორგი ვოლსკი

01 ოქტომბერი 2020, 18:10

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საზოგადოება გამოსავალს ხედავს იმ პოლიტიკურ ძალაში, ვინც სტაბილურობა უზრუნველყო

გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა იმ შედეგებზე, რასაც ხელისუფლებამ ოპოზიციის დაპირისპირებისა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე მიაღწია და აღნიშნა, რომ განხორციელდა მნიშნელოვანი სტრატეგიული პროექტები და ეს მიმართულებები კვლავ გაგრძელდება.