IMEDI /  12 აგვისტო 2020, 13:13 / სანდო წყარო

„კავკასუს ონლაინი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მიმწოდებელი რეგიონში, „კავკასუს ონლაინი“ ბოლო პერიოდში, ერთნაირად მოექცა მედიის, მთავრობის, პარლამენტის, კომუნიკაციების კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ.

უფრო მეტიც, საპარლამენტო მუშაობაში ეს ერთ-ერთი უიშვიათესი (თუ ერთადერთი არა) შემთხვევაა, როცა დარგობრივი კომიტეტის სხდომა ღამის 2 საათამდე გაგრძელდა.

ბიზნესისთვის კატასტროფულად მავნე და დამაზიანებელი საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ერთი კომპანიისთვის რომ მიიღეს, დღეს ამას აღარავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, უფრო მეტიც, დარგობრივ-ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, ამას პირდაპირ, საპარლამენტო ტრიბუნიდან აცხადებს.

2020 წლის 17 ივლისს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ აღმოჩნდა საკმარისი კომპანიის ქმედებების აღსაკვეთად, ამიტომაც შევიდა კანონში ცვლილებები.

„მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განახორციელა ქმედება და არსებული კანონით გათვალისწინებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქმედების აღკვეთისთვის. არსებობდა უფრო მკაცრი ზომა, რომელსაც ჰქვია ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ მას მოჰყვება ცუდი შედეგები მოსახლეობისთვის. ამიტომ მარეგულირებელმა გადაწყვიტა შემოეტანა შედარებით რბილი ზომა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

2020 წლის 17 ივლისსვე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი („კანონი“). პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე კანონი მოქმედია.

კომისია კანონს ბიზნესთან კონსენსუსის შედეგს უწოდებს, თუმცა ფაქტია, რომ კავკასუს ონლაინი, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ კონსენსუსის ნაწილი არ არის და ეს არაერთგზის დააფიქირა კომპანიის ხელმძღვანელობამ

როგორია „კავკასუს ონლაინის“ პოზიცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონთან დაკავშირებით, ამაზე „კავკასუს ონლაინი“ აცხადებს:

მიგვაჩნია, რომ კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების (კონკურენციის შემსწავლელი ნორმები, რომლებიც გამოიყენება ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენის შესაფასებლად) აღსრულების ნაწილში კანონი სრულადაა აცდენილი საკანონმდებლო რეგულირების ერთიან ჩარჩოს და მხოლოდ ერთ კომპანიაზე, კავკასუს ონლაინზეა მორგებული; კავკასუს ონლაინი დღეს ერთადერთი კომპანიაა, რომელზეც ნორმის შემადგენლობა სრულად ვრცელდება და ამ კანონის მიხედვით სპეციალური მმართველის დასანიშნად ყველა წინაპირობას აკმაყოფილებს. კომისია „კავკასუს ონლაინს“ბენეფიციარ მესაკუთრე კომპანიაში ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ წილის კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისების გამო ედავება. კომისიას მიაჩნია, რომ დარღვევა მიმდინარეა და ასეთი დარღვევის აღმოსაფხვრელად (წილების თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება) ვადა განსაზღვრული აქვს 1-ელ აგვისტომდე. ამ დარღვევისთვის კავკასუს ონლაინს უკვე დაკისრებული აქვს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა ჯარიმა, მათ შორის, 270 000 ლარიანი ჯარიმა ორჯერ.

მიუხედავად იმისა, რომ კანონს არ აქვს უკუქცევითი ძალა, რაც კანონპროექტის განხილვისას (პირველი მოსმენა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 2020 წლის 14 ივლისი) კომისიამ, როგორც კანონპროექტის თანაავტორმა თავადვე დაადასტურა, დიდი ალბათობით კომისია ამას უშუალოდ ადმინისტრაციული წარმოებისას უკვე სხვაგვარად განმარტავს და არის რისკი იმისა, რომ კანონის მოქმედება გაავრცელოს კანონის ძალაში შესვლამდე არსებულ დარღვევებზე.

რაც შეეხება უშუალოდ კანონის შინაარსობრივ მხარეს, მიგვაჩნია, რომ კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა შემდეგი მიზეზების გამო:

1) კანონი ავტორიზებული პირის მიერ მხოლოდ წინასწარი შეტყობინების ფორმალური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ითვალისწინებს სპეციალური მმართველის დანიშვნის შესაძლებლობას. მაშინ როდესაც კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების, მათ შორის, შეტყობინების გაგზავნის, მთავარი მიზანია, რომ კომისიამ (შეტყობინების საფუძველზე) ჩაატაროს სათანადო კვლევა და შეაფასოს ესა თუ ის ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას ხომ არ ახდენს. ბაზრის კვლევის ჩატარების გარეშე მხოლოდ ფორმალური შეუტყობინებლობის გამო თუ კომისია სპეციალურ მმართველს დანიშნავს ეს კანონის მიზნებთან შესაბამისი არ იქნება. როგორც იცით, სწორედ ამ კვლევის ჩატარებას ითხოვს კავკასუს ონლაინი 2019 წლის 17 ოქტომბრიდან დღემდე, კომისია კი უარს ამბობს მასზე დაკისრებული ფუნქციები კანონის საფუძველზე და შესაბამისად შეასრულოს. კომპანიის აქციონერები დარწმუნებულები არიან რომ კომისიის მიერ კვლევის ჩატარების შემთხვევაში ნათელი გახდება, რომ განხორციელებული ტრანზაქცია არ ახდენს რაიმე უარყოფით გავლენას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე: ახალ ბენეფიციარ მესაკუთრეს არ აქვს სხვა რაიმე აქტივი საქართველოში, არ არის აფილირებული სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურების გამწევ ოპერატორებთან საქართველოში, აქვს კომპანიის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი და კონკრეტული გეგმა, რომელიც ვფიქრობ, მხოლოდ პოზიტიურად აისახება როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზრის, ისე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

2) კანონი ერთპიროვნულ და განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს ანიჭებს კომისიას, რომ ჩაერიოს ავტორიზებული პირის ბიზნეს საქმიანობაში და შეუზღუდოს სამეწარმეო თავისუფლება; სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ ავტორიზებული პირი ნებისმიერი ქმედების განსახორციელებლად სპეციალური მმართველის ან/და კომისიის თანხმობას საჭიროებას, მიუხედავად იმისა ექცევა თუ არა ასეთი ქმედება აღსასრულებელი გადაწყვეტილების (რომლის შესასრულებლადაც დაინიშნა სპეციალური მმართველი) ფარგლებში.

3) სპეციალური მმართველს კანონით შეუსაბამოდ ფართო უფლებამოსილებები აქვს დადგენილი:დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოსწევრ(ებ)ი,ავტორიზებულ პირს შეუჩეროს, ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა. ასეთი უფლებამოსილებები არც კონცენტრაციის პირობების დარღვევის და არც სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების მიზანს არ ემსახურება. არც ერთი კანონში მითითებული უფლებამოსილება არ და ვერ უზრუნველყოფს მაგ. კომისიის ისეთი გადაწყვეტილების აღსრულებას, როგორიცაა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ გასხვისებული წილების თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენა. შესაბამისად, ასეთი უხეში ჩარევა კერძო სუბიექტის სამეწარმეო თავისუფლებაში შეიცავს მეწარმე სუბიექტისთვის და მისი კონკურენტუნარიანობისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხეს.

4) სპეციალური მმართველი ინიშნება, კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე. კავკასუს ონლაინის შემთხვევით თუ ვიმსჯელებთ ცხადია, რომ კომისია სპეციალურ მმართველს კომპანიაში უვადოდ ნიშნავს, რადგან შეუძლებელია სპეციალურმა მმართველმა უზრუნველყოს ისეთი გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც არის დამოკიდებული არა უშუალოდ ავტორიზებული პირის ქმედებაზე, არამედ მესამე პირების ნებასა და ქმედებაზე. შესაბამისად, კომისია ფაქტობრივად იყენებს ისეთ საშუალებას, რომელიც არ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას და განუსაზღვრელი ვადით და ასეთივე განუსაზღვრელი უფლებამოსილებებით ერევა კერძო სუბიექტის მეწარმეობის თავისუფლებაში და ზღუდავს მის საკუთრების უფლებას;

5) კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების დარღვევის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსასრულებლად სპეციალურ მმართველს დანიშვნა არ ითვალისწინებს სასამართლო კონტროლს. როდესაც კომისია ბიზნესთან კომპრომისზე საუბრობს მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ ბიზნესის ნაწილთან კომპრომისი სწორედ სასმართლო კონტროლის შემოღების ხარჯზე მოხდა სპეციფიკური ვალდებულების ნაწილში. მაშინ როდესაც, კონცენტრაციის აღმასრულებელ ნორმაზე სასამართლო კონტროლი არ არის გათვალისიწინებული და კომისია სპეციალური მმართველის დანიშვნისას მხოლოდ საკუთარი დისკრეციის ფარგლებში იმოქმედებს. კრიტიკას ვერ უძლებს კომისიის არგუმენტი, რომ სასამართლო კონტროლი გამოიხატება ავტორიზებული პირის უფლებაში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება. კომისიისთვის კარგად არის ცნობილი სასამართლო პრაქტიკა გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების საქმეებზე, შეჩერების საკითხზე მსჯელობისას სასამართლო არ შედის გადაწყვეტილების შინაარსის შეფასებაში,და ითვალისწინებს მხოლოდ ზიანის საკითხს (ადგება თუ არა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებით ზიანი პირს). გარდა ამისა, კომისიის გადაწყვეტილება სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ ძალაში დაუყოვნებლივ სხდომაზე მიღებისთანავე შედის, შესაბამისად, ავტორიზებულ პირს საკუთარი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვა იმ პირობებში მოუწევს როდესაც მისთვის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიც კი არ იქნება ცნობილი.

კავკასუს ონლაინს მიაჩნია, რომ თუ კომისია კომპანიის მიმართ გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ახალ ზომას, დანიშნავს სპეციალურ მმართველს კომპანიაში იმ გადაწყვეტილების აღსასრულებლად რომელიც არ არის დამოკიდებული კომპანიის ნებასა და ქმედებაზე, კომისია უხეშად ჩაერევა კომპანიის საქმიანობაში, შეუზღუდავს თავისუფალი მეწარმეობისა და საკუთრების უფლებას. ამიტომ კომპანია აპირებს მიმართოს ყველა შესაძლო ზომას, უფლების დაცვის საშუალებას, რომ აირიდოს თავიდან ის შეუქცევადი ზიანი, რაც კომპანიას შეიძლება მიადგეს კომისიის გადაწყვეტილებებით.

კომპანია ასევე აპირებს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს კანონის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან.

(R)

ყველა სიახლე

10 სექტემბერი 2026, 10:37

პოლიტიკა

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან შეხვედრა გამართა.

10 სექტემბერი 2026, 10:22

რეგიონი

რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.

10 სექტემბერი 2026, 10:14

მსოფლიო

POLITICO: ზელენსკის დიდი გათვლა - უკრაინას სჯერა, რომ რუსეთს გაუძლებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სარისკო გათვლაზე მიდის - მას სურს ომი რუსეთის ტერიტორიის კიდევ უფრო სიღრმეში გადაიტანოს და ვლადიმერ პუტინზე იმდენად დიდი ზეწოლა მოახდინოს, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად მიუდგეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ანტონიუ კოშტა ფრიდრიხ მერცი

10 სექტემბერი 2026, 09:48

მსოფლიო

Reuters: გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 09:28

მსოფლიო

უკრაინული მედია: უკრაინულმა დრონებმა დაღესტანი დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 სექტემბრის ღამეს რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 09:12

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ელიზბარაშვილზე: ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 09:06

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრებთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა. ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.

დონალდ ტრამპი

10 სექტემბერი 2026, 09:00

მსოფლიო

Reuters: ტრამპი ამერიკელებს 5 000 დოლარის გადახდას ჰპირდება, თუ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „რესპუბლიკელები“ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს 5 000 დოლარის ოდენობის ე.წ. „ტრამპის დივიდენდს“ გადაუხდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 08:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 სექტემბერს საქართველოში

10 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

თორნიკე ჭეიშვილი

10 სექტემბერი 2026, 08:43

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი „ასავალ-დასავალის“ სტატიებზე: ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას

სწორედ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

ნინო წილოსანი

10 სექტემბერი 2026, 08:28

პოლიტიკა

ნინო წილოსანი მარტა კოსის განცხადებაზე: უკვე თავისუფლების ყველანაირ აკრძალვაზე მიდიან ის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან

მან ასე შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.

10 სექტემბერი 2026, 08:15

რეგიონი

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბალღოჯიანი და კუჭატანი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელ ბალღოჯიანში გზის 2190 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი. პროექტის ჯამური ღირებულება 770 623 ლარს შეადგენს.

10 სექტემბერი 2026, 08:11

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება ვაჟა-ფშაველას, ივანე ჯავახიშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩებზე. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე.

10 სექტემბერი 2026, 08:07

პოლიტიკა

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვისა და ხელისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევის ფონზე, გამოცემის რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი „ქრონიკის" სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს

სახელისუფლებო გუნდის განმარტებით, მსგავსი ქმედება, აპრობირებული მეთოდია, როდესაც სამართლებრივ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის მიერ ექს-პრემიერის დასაცავად გამოქვეყნებულ პუბლიკაციასა და საპატიმროდან გაჟღერებულ ბრალდებებს მმართველი გუნდი სპეკულაციურს უწოდებს. უმრავლესობის შეფასებით, გაზეთის რედაქციის მიერ გაჟღერებული პოზიციები რეალურ ფაქტებს აცდენილია და მიზნად პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს.

10 სექტემბერი 2026, 08:05

პოლიტიკა

პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება

პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება. კოსმოსის მომავალთან დაკავშირებით დღეს საკუთარ ხედვებს მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ.

10 სექტემბერი 2026, 08:00

საზოგადოება

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

10 სექტემბერი 2026, 02:13

მსოფლიო

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან ომი დასრულდება და საწვავის ფასები შუალედური არჩევნების „დასრულებისთანავე“ მკვეთრად დაეცემა.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2026, 00:44

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

„47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ანდრია ჯაღმაიძე

10 სექტემბერი 2026, 00:29

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალთან „საპატრიარქოს უწყებანი“.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2026, 00:25

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით. დღევანდელი ბრიუსელისთვის დემოკრატია ნიშნავს უმცირესობის მმართველობას უმრავლესობაზე და ამას არავინ შეეგუება

ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა საუკეთესო მეთოდებით - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.