imedi /  12 აგვისტო 2020, 20:38 / სანდო წყარო

ივანე მაჭავარიანი: მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა ევროკავშირის მხრიდან

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა ევროკავშირის მხრიდან", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მთავრობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები.

„მაკროფინანსური ინსტრუმენტი ითვალისწინებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, ასევე, მოიცავს სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. უკვე განხორციელებულ რეფორმებს შორისაა, პენსიების ინდექსაცია, ენერგოეფექტურობა, რომლის კანონმდებლობაც ასევე მიღებულია. რეფორმების ნუსხა მოიცავს ისეთ სექტორებს როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, სასამართლო რეფორმა. ყველაფერი ეს, ჯამში დაედო საფუძვლად მაკროფინანსური ინსტრუმენტის ამოქმედებას. მჯერა, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ ინსტრუმენტის ფარგლებში იქნება აღებული“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებების დიდ ნაწილზე ხელი უკვე მოწერილია.

„ამ მომენტისთვის, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან უკვე 1,2 მილიარდ დოლარზე მეტ თანხაზეა მიღწეული შეთანხმება, ხელი მოეწერა თითქმის ყველა ხელშეკრულებას. დარჩა რამდენიმე ტექნიკური და პროცედურული საკითხი და როგორც ვთქვით, წლის ბოლომდე, მინიმუმ, 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა იქნება მოზიდული, რომელიც მიიმართება საქართველოს ბიუჯეტში. ეს დაგვეხმარება ამ წლის ყველა ფისკალური რისკი იყოს დაზღვეული და მეტიც, იქნება რესურსი იმისთვისაც, რომ მომავალ წელსაც გავაგრძელოთ და განვახორციელოთ ის პროექტები, რომლებიც მოგვცემს საშულებას, ეკონომიკის აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად წარიმართოს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ყველა სიახლე

რესან კონცელიძე

29 სექტემბერი 2020, 10:15

რეგიონი

რესან კონცელიძე: ბათუმისა და ჩემი თანაქალაქელების არც ერთი პრობლემა არ უნდა დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური

მიხეილ ჩხენკელი

29 სექტემბერი 2020, 10:06

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილე მიულოცა

ხელოვნების სასახლეში მომღერლისა და ლოტბარის, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფონდ „ქართული გალობის“ ხელმძღვანელი ვანო ჩხარტიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილე მიულოცა, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.

29 სექტემბერი 2020, 10:02

მსოფლიო

ზიმბაბვეში სპილოების მასობრივი სიკვდილის მიზეზი დაადგინეს

ზიმბაბვეში სპილოების მასობრივი სიკვდილის მიზეზი ბაქტერიული დაავადება გახდა. ამის შესახებ ველური ბუნებისა და ნაკრძალების სააგენტოს ხელმძღვანელმა ფულტონ მანგვანიამ განაცხადა. მისივე თქმით, სპილოების დიდი ნაწილი პასტერელეზით, ნაწილი კი ჰემორაგიული სეპტიცემიით დაიღუპა.

29 სექტემბერი 2020, 09:46

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე 4 მეწარმე პასუხისგებაში მისცა

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 2 065 725 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების მიწოდების ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რითაც შეიქმნეს 313 789 ლარის ოდენობის ფიქტიური აქტივი, საიდანაც ბრალდებულებმა შეძლეს 220 897 ლარის გამოყენება.

29 სექტემბერი 2020, 09:34

სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ჟ.ი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარიზი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 330 აბი ამოიღო.

29 სექტემბერი 2020, 09:24

მსოფლიო

დღეს მსოფლიოში გულის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

მსოფლიოში დღეს გულის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 29 სექტემბერი გულის დღედ 2000 წელს გამოცხადდა. ინიციატივა, რომლის ავტორიც გულის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ანტონი ბაიეს დე ლუნა იყო, მიზნად გულისა და სასუნთქი გზების დაავადებებზე საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას ისახავს.

29 სექტემბერი 2020, 09:18

მსოფლიო

ბრიტანეთისა და კანადის პირველი დიპლომატები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებას ეხმიანებიან

„მოვუწოდებთ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისკენ. კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მინსკის ეუთოს ჯგუფის ფორმატში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობას,“- ნათქვამია დომინიკ რააბისა და ფრანსუა-ფილიპ შამპანის ერთობლივ განცხადებაში.

ჯო ბაიდენი
დონალდ ტრამპი

29 სექტემბერი 2020, 09:13

მსოფლიო

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს რეიტინგში 2%-ით უსწრებს

დონალდ ტრამპმა ჯოზეფ ბაიდენთან რეიტინგში ჩამორჩენა 2%-მდე შეამცირა. გამოკითხვის შედეგებით, მოქმედ პრეზიდენტს მხარს რესპონდენტთა 45 პროცენტი უჭერს, ბაიდენს კი ხმას გამოკითხულთა 47 პროცენტი აძლევს. გამოკითხვა 22-24 სექტემბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1314-მა რესპონდენტმა მიიღო.

ჯემალ ჭკუასელი

29 სექტემბერი 2020, 09:06

კულტურა

ხელოვნების სასახლეში ჯემალ ჭკუასელის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

სპეციალურად ამ დღისთვის ფოლკლორის ცენტრმა მოიძია და წარმოადგინა ლოტბარის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ქართული სიმღერების აუდიო და ვიდეომასალები. უკვე ცნობილია, რომ 2021 წელს, ოზურგეთში ჯემალ ჭკუასელის სახელობის ყოველწლიური მუსიკალური კონკურსი - ფესტივალი დაფუძნდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საოჯახო ანსამბლები საქართველოს ყველა კუთხიდან.

29 სექტემბერი 2020, 08:55

სამართალი

განიხილავს თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 4 ბრალდებულის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დღეს გახდება ცნობილი

განიხილავს თუ არა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 4 ადამიანის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დღეს გახდება ცნობილი. წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამრთლოს მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს.

29 სექტემბერი 2020, 08:40

საზოგადოება

მიმდინარე კვირაში პარლამენტი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს

კანონპროექტი გულისხმობს შემდეგი საკითხების მოწესრიგებას: დისკრიმინაციის აკრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება; შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები; სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი; არასრული სამუშაო განაკვეთი; სამუშაო დრო; დასვენების-შესვენების უფლება; ზეგანაკვეთური სამუშაო.

ჯეიმს აპატურაი

29 სექტემბერი 2020, 08:37

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: დღეს ნატო საქართველოს, როგორც ღირებულ პარტნიორს, ძლიერ მხარდაჭერას დაუდასტურებს

დღეს ნატო საქართველოს, როგორც ღირებულ პარტნიორს, ძლიერ მხარდაჭერას დაუდასტურებს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ორგანიზაციის მხრიდან ასპირანტთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ, -ამის შესახებ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შეფასებისას „ქრონიკას“ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განუცხა

გიორგი გახარია

29 სექტემბერი 2020, 08:21

პოლიტიკა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დღეს გიორგი გახარია იენს სტოლტენბერგს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს მთავრობის მეთაური და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს შეხვდებიან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

29 სექტემბერი 2020, 08:08

სამართალი

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 15-მდე მაღაზია დაიწვა

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზრობა დაზღვეულია. მობილიზებული იყო 16 სამაშველო ჯგუფი. ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი

29 სექტემბერი 2020, 01:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ ტელედებატებს გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ წინასაარჩევნო ტელედებატებს გამართავენ. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ერთმანეთს ქალაქ კლივლენდში, Western Reserve University-ის დარბაზში დაუპირისპირდებიან.

29 სექტემბერი 2020, 00:58

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. შესაბამისი განცხადებები ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა გააკეთეს.

29 სექტემბერი 2020, 00:53

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლოებას საარჩევნო პროგრამას კარდაკარის პრინციპით აცნობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას კარდაკარის პრინციპით აცნობს. კანდიდატი ამჯერად ქალაქ-მუზეუმისა და უქიმერიონის ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობასთან იმყოფებოდა. „ქალაქ -მუზეუმისა და უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში , რუსთაველის, ტაბიძის, დუმბაძის ჯავახიშვილისა და ცხინვალის ქუჩებზე, „კარდაკარის პრინციპით“ მოსახლეობას ის ბუკლეტები დავურიგე, რომელშიც ჩემი მომავალი საპარლამენტო საქმიანობის მთავარ პრინციპზე და მიმართულებებზე ვსაუბრობ.

29 სექტემბერი 2020, 00:52

ტაბლოიდი

მილანში, მოდის კვირეულზე Moschino-ს კოლექცია მარიონეტმა მოდელებმა წარადგინეს

მილანში, მოდის კვირეულზე იტალიური ბრენდის Moschino-ს კრეატიულმა დირექტორმა ჩვენებაზე ცოცხალი მოდელები მარიონეტებით შეცვალა. ამის შესახებ The Sun წერს.

29 სექტემბერი 2020, 00:41

ტაბლოიდი

აშშ-ში ყოფილი ბოდიბილდერი დეპრესიისგან ჩიხუახუას ლეკვებმა იხსნეს

აშშ-ში ყოფილი ბოდიბილდერი დეპრესიაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც ახალი წლის შემდეგ შეყვარებულმა მიატოვა. თუმცა ის დეპრესიისგან ჩიხუახუას ლეკვებმა იხსნეს. ამის შემდეგ ბოდიბილდერი ჩიხუახუას 50-მდე ლეკვს დაეხმარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

29 სექტემბერი 2020, 00:40

სამართალი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ქვეითი ემსხვერპლა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი შეეჯახა. გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.