ირაკლი მეზურნიშვილი: მსოფლიო ბანკის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევით საქართველო კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების საუკეთესო ათეულშია

ირაკლი მეზურნიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ხშირად გვესმის სააკაშვილის მოძრაობისგან, რომ საქართველო იფლობა თურმე კორუფციაში, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, სადაც საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციებს კორუფციისგან თავისუფალ ქვეყნებს შორის და საუკეთესო ათეულშია შესული“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან კარგი გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს საქართველოში.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერი სარეიტინგო სააგენტოების გადაწყვეტილება, რომ შევინარჩუნოთ ის ისტორიული მაქსიმუმი, რომელსაც რამდენიმ ხნის წინ ჩვენმა ქვეყნამ მიაღწია. ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება, სწორი ნაბიჯები იდგმება ამ ძალიან რთულ პერიოდში, მაშინ, როდესაც წარმატებულმა და განვითარებულმა ქვეყნებმაც კი დაკარგეს ეს რეიტინგები“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თავის გამოსვლაში ყურადღება შეაჩერა პანდემიის გამო შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველა მიმართულებით დგამს ძალიან ქმედით ნაბიჯებს.
„პანდემიამ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩააგდო მსოფლიო, მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა ფაქტობრივად, პარალიზებულია და ამას ცხადყოფს ის მაჩვენებლები, რომელიც აქვს თუნდაც, როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებს. უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ მსოფლიოს წარმატებული ქვეყნებიც და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახა საქართველოს ეკონომიკაზეც. ჩვენც, რა თქმა უნდა, უმძიმეს ვითარებაში აღმოვჩნდით, მიუხედავად იმასა, რომ ძალიან კარგი წლის დასაწყისი გვქონდა. მაკროეკონომიკური მაჩვენებელებითაც ეს ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანდა და სამწუხაროდ, თებერვლის თვიდან, ჩვენ შევედით ღრმა რეცესიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახა სოციალურ ფონზე და ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ ამ სიტუაციიდან მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ.
ეკონომიკური მაჩვენებელების კუთხით მარტის თვეში ძალიან მაღალი ვარდნა გვქონდა, შემდეგ აპრილში უფრო ნაკლები, მაგრამ ასევე მაღალი იყო, თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ, რომ სიტუაცია, თუ შეიძლება შედარებითი იყოს, შედარებით დასტაბილურდა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 5%-ზე მეტი ვარდა არ იქნება 2020 წელს და შემდეგ წელს ჩვენ შეგვეძლება დავიბრუნოთ ის სტატუს-კვო, რომლითაც დავიწყეთ 2020 წელი. ის, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის კუთხით ჩვენ ვართ წარმატებული ქვეყანა, ამის აღიარება მოხდა მსოფლიოს მასშტაბით. ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ შევძელით და გავხსენით ეკონომიკა, სხვადასხვა სფეროე და ვახდენთ სხვადასხვა სფეროს სტიმულირებას“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პროექტ „ლოგ ინ ჯორჯიას" მიმდინარეობასაც გამოეხმაურა და მის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა ფონდ „ქართუს“ გადაუხადა.
„მინდა, გამოვეხმაურო მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დაწყებულია და ახლა აქტიურ ფაზაში შევიდა -„ლოგ ინ ჯორჯია". ეს არის პროექტი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ საქართველოში ინტერნეტიზაციის დასრულებას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს განათლების სფეროსთვის, რათა რეგიონებში იყოს სწრაფი ინტერნეტის დაფარვა. ამ პროექტში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა „ქართუ“ ფონდმა. პროექტს გააგრძელებს მსოფლიო ბანკი, საქართველოს მთავრობასთან ერთად და ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალი შედეგი მომტანი იქნება ის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს სრულ ტერიტორიაზე იქმნება ინტერნეტის სრული დაფარვა“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
ყველა სიახლე

17 აპრილი 2025, 22:17
კულტურა
ჰენრი მაჭავარიანის გამოფენა - „ქრონიკის“ სიუჟეტი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პარიზში საფრანგეთში მოღვაწე, ქართული წარმოშობის ცნობილი მხატვრის, ჰენრი მაჭავარიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე, რომელიც პარიზის წიგნის ფესტივალის პარალელურად მოეწყო, წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო წლებში შექმნილი კალიგრაფიული ნამუშევრები.

17 აპრილი 2025, 22:14
საზოგადოება
დიდი ხუთშაბათი - „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხვალ ქრისტიანებისთვის ყველაზე მძიმე დღეა. ვია დოლოროსა - ასე ჰქვია გზას, რომელიც მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა. სახარების მიხედვით იესო ქრისტე სწორედ პარასკევს აცვეს ჯვარს.

17 აპრილი 2025, 22:03
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: ინერგება სასჯელის ახალი სახე ეს არის ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. გამოყენებული იქნება იმ უცხოელების მიმართ, ვინც ქვეყანაში ჩამოვიდა და ჩაიდინა დანაშაული
ინერგება სასჯელის ახალი სახე ეს არის ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. გამოყენებული იქნება იმ უცხოელების მიმართ, ვინც ქვეყანაში ჩამოვიდა და ჩაიდინა დანაშაული, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას.

17 აპრილი 2025, 21:45
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ „დიფ სთეითმა“ ქართველ ხალხზე ზეწოლის ბერკეტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც გამოიყენოს, - საკითხზე მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა ისაუბრა.

17 აპრილი 2025, 21:38
მსოფლიო
ზელენსკი: ჩინეთი რუსეთს არტილერიასა და დენთს აწვდის, ასევე იარაღის წარმოებაში ეხმარება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაზვერვისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს არტილერიასა და დენთს აწვდის, ასევე ჩინელები რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეული სახის იარაღის წარმოებით არიან დაკავებულნი.

17 აპრილი 2025, 21:21
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე: თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს. პირადად ჩემი პასუხი ამაზე არის - არავითარ შემთხვევაში!
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება.

17 აპრილი 2025, 21:20
მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 525 ნარკორეალიზატორი დააკავა
თურქეთის პოლიციამ ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 525 ნარკორეალიზატორი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

17 აპრილი 2025, 21:18
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე პიტერ ფიშერს: ვინც აღიარებული კრიმინალი და დასასჯელია, მაგალითად, ადეიშვილი, იმას ლოჟაში სვამთ, ხოლო ვინც თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს არ აღიარებს, იმათ ასანქცირებთ?!
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, რომ „არ სურთ ადამიანის უფლებების დამრღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

17 აპრილი 2025, 21:16
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე: იმდენი უსტანდარტობა არის ამ სამყაროში, რომ უკვე თვითონ ვეღარ ერკვევიან თავი და ბოლო სად არის, ვინ ვის უწესებს სანქციას, ვინ ვის ემეგობრება და ვინ ვის მტრობს
იმდენი უსტანდარტობა არის ამ სამყაროში, რომ უკვე თვითონ ვეღარ ერკვევიან თავი და ბოლო სად არის, ვინ ვის უწესებს სანქციას, ვინ ვის ემეგობრება და ვინ ვის მტრობს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს მიმართ დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე საუბრისას.

17 აპრილი 2025, 21:16
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მთელს მსოფლიოში ლტოლვილთა უმართავი ნაკადების წარმოშობის საფრთხე ჩანს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამ პროცესების მართვის ეფექტური საშუალება
მთელს მსოფლიოში ლტოლვილთა უმართავი ნაკადების წარმოშობის საფრთხე ჩანს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამ პროცესების მართვის ეფექტური საშუალება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

17 აპრილი 2025, 21:08
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი სამმხრივ შეხვედრაზე: საქართველოს აქვს მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მშვიდობას და სტაბილურობას. მნიშვნელოვანია ორივე მეზობელთან აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც ურთიერთობები ამ ფორმატში
საქართველოს პირველმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ამიერკავკასიის სამ ქვეყანას შორის მუშაობა კვლავ გაგრძელდება. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ეს კარგი შესაძლებლობაა მხარეებმა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ.

17 აპრილი 2025, 21:02
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე: ყველა უყურებს თავის ინტერესებს და თუ ეს ინტერესები საჭიროებას მოითხოვს, კრემლთანაც ჩააბარებენ სამხედრო სალამს პუტინს, ირანსა და ჩინეთშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ
ყველა უყურებს თავის ინტერესებს, უყურებს რა ინტერესია აქვს და თუ ეს ინტერესები საჭიროებას მოითხოვს, კრემლთანაც ჩააბარებენ სამხედრო სალამს პუტინს, ირანსა და ჩინეთშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ, დღეს რომ აკრიტიკებენ იმ ქვეყნებში, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საქართველოს მიმართ დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე საუბრისას.

17 აპრილი 2025, 21:00
მსოფლიო
ზელენსკიმ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის შესახებ რუსული ნარატივების გავრცელებაში დაადანაშაულა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის შესახებ რუსული ნარატივების გავრცელებაში დაადანაშაულა.

17 აპრილი 2025, 21:00
პოლიტიკა
ნიკა გვარამიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
ნიკა გვარამიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

17 აპრილი 2025, 20:49
პოლიტიკა
გახარიას და „ლელოს“ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღიად უპირისპირდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციის მორიგი განხეთქილების საბაბი გახდა. ვინც დავალება უკვე მიიღო, ცდილობს კატეგორიულობა შეარბილოს და ოქტომბრისთვის არაფერი გამორიცხოს.

17 აპრილი 2025, 20:40
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: გიგი უგულავამ ერთხელ უკვე თქვა, რასაც გვეტყვიან გარედან, იმას გავაკეთებთ საბოლოოდ ჩვენო. დაველოდოთ როგორი იქნება გარედან ჩვენი ეროვნული ოპოზიციის მიმართ გამოგზავნილი მორიგი დეპეშა
მათ დღეს თავიანთი პოლიტიკა აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი აქვთ. ელოდებიან როგორი იქნება გარედან მითითება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

17 აპრილი 2025, 20:30
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიცია ელოდება გარედან საბოლოო დავალების მიღებას, როგორ ჩანს მათი დამფინანსებლები პატრონები კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული რა ფორმით უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა
ოპოზიცია ელოდება გარედან საბოლოო დავალების მიღებას, როგორ ჩანს მათი დამფინანსებლები პატრონები კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული რა ფორმით უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

17 აპრილი 2025, 20:25
პოლიტიკა
გრანტით გამოხატული პარიზული მხარდაჭერა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გრანტების მიზნობრიობის შესახებ კითხვები, კონკურსის წესი და სხვა დეტალები უცნობია, ან ბუნდოვანი, კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა საბჭოთა წარსულის კვლევა მსგავსი დანიშნულების უკან რომ დავალების შესრულება დგას - ეს მმართველმა გუნდმა გამოცდილებით იცის. უკვე აქსიომაა.

17 აპრილი 2025, 20:10
პოლიტიკა
ჩრდილოეთის ხაზინა - რადიკალთა სალარო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხოშტარიას რუსული შემოსავალი გაიზარდა. მორიგი ტრანში აპრილით თარიღდება და წინა გადარიცხვას ბევრად აჭარბებს. რუბლების მომხმარებლებისთვის ეს თემა განსაკუთრებულად სენსიტიურია და როგორც წესი, მოგერიებას ლანძღვით ცდილობენ ხოლმე, თუმცა დღეს საერთოდ არ გვიპასუხეს.

17 აპრილი 2025, 19:46
რეგიონი
თელავში ელენე ახვლედიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სამხატვრო კონკურსი გაიმართა
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდნენ. კონკურსის სამ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები 500 ლარიანი საპრიზო ვაუჩერებით დააჯილდოვეს.