გიორგი ცუცქირიძე: რეინვესტირების მოცულობის ზრდა მკაფიოდ მიანიშნებს ინვესტორების გაზრდილ ნდობასა და პოზიტიური განწყობაზე
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: Facebook
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ერთი მხრივ, დადებით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს თავად ინვესტორთა დამოკიდებულებას ქვეყნის ბიზნეს გარემოზე და ამავდროულად მოლოდინებსაც ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის პოზიტიურ პერსპექტივაზე, - ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, რეინვესტირების მოცულობის ზრდა ყველაზე მკაფიოდ მიანიშნებს ინვესტორების გაზრდილ ნდობასა და პოზიტიური განწყობაზე.
„გლობალური პანდემიის და კორონაკრიზისული პერიოდის ეკონომიკაზე ზეგავლენის და ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციების შესაფასებლად, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ენიჭება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი მხრივ დადებით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე, ხოლო მეორე მხრივ განსაზღვრავს თავად ინვესტორთა დამოკიდებულებას ქვეყნის ბიზნეს გარემოზე და ამავდროულად მოლოდინებსაც ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის პოზიტიურ პესპექტივაზე.
აქედან გამომდინარე, საინტერესო იყო, თუ რა დინამიკა დაფიქსირდებოდა წლის პირველ ნახევარში, განსააკუთრებით კი მეორე კვარტალში, როდესაც გვქონდა ეკონომიკის ვარდნა, საკარანტინო რეჟიმის ეკონომიკაზე ზეგავლენის გამო. საქსტატის წინასწარი მონაცემები კი მართლა დამაიმედებელია, როგორც 2020 წლის მეორე კვარტლის, ასევე მთლიანად წლის პირველი ნახევრის თვალსაზრისით. მარტო მეორე კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, რაც გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით 0.5 პროცენტით მეტია, რამაც თანხობრივად, 237.8 აშშ დოლარი შეადგინა. მართალია, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 409.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 25.6%-ით ნაკლებია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ახასიათებს თავისებური ციკლურობაც, გლობალური ტენდენციებიდან გამომდინარე. სწორედ ამ კუთხით უნდა შეფასდეს წლის პირველი ნახევრის ტენდენციები, რომელიც გლობალურად მსოფლიო ეკონომიკის გამოშვების 13%-იანი ვარდნის და ინვესტიციების 40 პროცენტით შემცირების ჭრილში უნდა განვიხილოთ, რაც ასევე აისახა აპრილ-მაისთან შედარებით, როდესაც ეკონომიკის ვარდნის ფსკერი 16% კი იყო, უკვე ივნისს-აგვისტოში ეკონომიკის ვარდნის ტემპების თითქმის სამჯერ შემცირებაში. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ძირითადად რეინვესტირების მოცულობის ზრდით იყო განპირობებული, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რეინვესტირების მოცულობა 31.5 პროცენტით გაიზარდა და 278.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.8 პროცენტი შეადგინა, მაშინ როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი 2019 წლის მეორე კვარტალში თითქმის ორჯერ ნაკლები, 37.4 პროცენტი იყო. სწორედ რეინვესტირების მოცულობის ზრდა ანუ მოგების მნიშვნელოვანი ნაწილის ეკონომიკაში დატოვება ყველაზე მკაფიოდ მიანიშნებს ინვესტორების გაზრდილ ნდობაზე და პოზიტიური განწყობაზე მთავრობის ეფექტურ ანტიკრიზისულ მენეჯმენტსა და სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მთლიანად.
ტურიზმის სექტორის ფაქტობრივად, გაჩერების ფონზე, მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკონომიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა მშენებლობის, კავშირგაბმულობის, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. თვალსაჩინოებისათვის, მშენებლობის სექტორში ინვესტიციები 3-ჯერ მეტადაც კი გაიზარდა, სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში 2-ჯერ მეტად, ხოლო სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციები 5-ჯერ მეტადაც არის გაზრდილი. ქვეყნების საინვესტიციო გეოგრაფიის გაფართოებაზე მიუთითებს ინვესტიციების შეფასება ქვეყნების მიხედვითაც. 2020 წლის მეორე კვარტალში, ისევე როგორც წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ინვესტიცია ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელდა, კერძოდ გაერთიანებული სამეფოდან და ნიდერლანდებიდან, მთლიანი ინვესტიციების 48 %, ასევე აშშ (11.7 %) და თურქეთიდან (10.8 %). საერთო სურათი არის მეტად დადებითი, დღეს მთავარ ამოცანას გლობალური კრიზისის შედეგად, წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობების გამოყენება, ინვესტიციების დივერსიფიკაცია და ახალი ლოკაციების შექმნა წარმოადგენს. ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა, როგორც საშუალო ტექნოლოგიური, ისე მაღალტექნოლოგიური დარგების განსავითარებლად და შესაბამისად, ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, არის სავსებით სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ცხოვრების დონის ზრდას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებასაც ამავდროულად“, - წერს ექსპერტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.5 პროცენტით მეტია 2019 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით. ნათია თურნავას თქმით, პოზიტიური დინამიკა გლობალური პანდემიის ფონზე მიმდინარეობს და იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ექსპერტები მსოფლიოში ინვესტიციების 40%-იან ვარდნას ვარაუდობენ.
ყველა სიახლე
16 მარტი 2026, 22:14
მსოფლიო
ტრამპი: ისრაელი ირანთან ომში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის გამორიცხავს ისრაელის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში.
16 მარტი 2026, 22:09
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა დიდი ბრიტანეთით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „უკმაყოფილოა“ თავისი ბრიტანელი კოლეგით, კირ სტარმერით, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა თავდაპირველად უარი თქვა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნაზე, როდესაც ირანთან ომი დაიწყო.
16 მარტი 2026, 21:59
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევთან დაკავშირებით იმ განცხადებას უნდა დავეყრდნოთ, რომელიც სანქციების კოორდინატორმა გააკეთა, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას
ყულევის პორტთან დაკავშირებით იმ განცხადებას უნდა დავეყრდნოთ, რომელიც სანქციების კოორდინატორმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთეს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
16 მარტი 2026, 21:47
ეკონომიკა
ვინ განსაზღვრავს სასურსათო ფასებს ბაზარზე - პარლამენტის დროებითი კომისია საცალო ქსელებზე მიანიშნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ე.წ. ქეშბექი კვლავ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. დღეს კომისიის წევრები ორგანიზებული ბაზრის ლიდერ კომპანიებს უსმენდნენ, რომლებთანაც წინა სხდომებზე ყველაზე მეტი პრეტენზია გამოითქვა.
16 მარტი 2026, 21:42
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, საექსპორტო პროდუქციის გაფართოება, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბება - სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევა და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - საინვესტიციო ბანკის, „გალტ ენდ თაგარტისა“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობით შესრულებული კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
16 მარტი 2026, 21:39
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ვუთხარით, რომ ელენე ხოშტარია ციხეში არა რაიმე პოლიტიკური დევნის საფუძველზე, არამედ გირაოს გადაუხდელობის გამო იჯდა, უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები
„ევრობიუროკრატები ვერ გვეუბნებიან კონკრეტულად, რომელიმე ადამიანზე, რომ პოლიტპატიმარია, რადგან ყველა შემთხვევაში, როდესაც ვინმე მსჯავრდებულია ან მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, საქმე ეხება კონკრეტულ დანაშაულს. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ დანაშაულების დამტკიცების პროცესში რაიმე მცირე გადაცდომას ვინმე გვაპატიებს, ამიტომ პროცედურები ძალიან მაღალი ხარისხით მიმდინარეობს“.
16 მარტი 2026, 21:36
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: 99%-ს რომ ჰკითხო, სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ - დარწმუნებული ვარ, კარგი საექსპერიმენტო ჟურნალისტური გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს ევროპარლამენტის დერეფნებში
99%-ს რომ ჰკითხო, სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ - დარწმუნებული ვარ, კარგი საექსპერიმენტო ჟურნალისტური გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს ევროპარლამენტის დერეფნებში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
16 მარტი 2026, 21:35
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“ და რეალური დიალოგის პერსპექტივა - ხაზარაძე- ჯაფარიძის პარტია ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკის სამიზნედ იქცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ლელოს“ ინიციატივა დიალოგის შესახებ, გაბრაზებული ოპოზიცია და ხელისუფლების პასუხი - პრემიერი მიიჩნევს, რომ მოწოდება თვითგადარჩენის მცდელობაა. ერთადერთი, რაც „ლელომ“ მიიღო, მათზე გაბრაზებული კოლეგები არიან ოპოზიციიდან.
16 მარტი 2026, 21:27
მსოფლიო
უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა მისი პარტიის მიერ ორგანიზებული მსვლელობისას უკრაინის გიგანტური დროშის გაშლას პროვოკაცია უწოდა
უნგრული ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მადიარმა,15 მარტს ბუდაპეშტში მისი პარტიის მიერ ორგანიზებული მსვლელობისას უკრაინის გიგანტური დროშის გამოჩენას სახელისუფლებო აქტივისტების მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
16 მარტი 2026, 21:23
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
სამშაბათს, 17 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში განვითარებულ პროცესებს.
16 მარტი 2026, 21:19
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს იყო ვიწრო პოლიტიკური ანგარებით შედგენილი ისეთი დასკვნა, როგორიც არის ყველა რეზოლუცია და განცხადება მათი მეგობრების მხრიდან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს სამარცხვინო დასკვნაა.
16 მარტი 2026, 21:12
მსოფლიო
ტრამპი: პუტინს აშშ-ის ეშინია, მას არ აქვს ევროპის შიში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს ძალასან რეალურად მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს.
16 მარტი 2026, 21:06
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: როგორც ჩანს, გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები ჩვენი ქვეყნის დამცავი ის ორი სამართლებრივი მექანიზმია, რომლებიც რეალურად აწუხებთ ევრობიუროკრატებს
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში გაგრძელებაა იმ დიდი საერთაშორისო ზეწოლისა, რომელიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებით 2022 წლის თებერვლიდან ხორციელდება, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
16 მარტი 2026, 21:04
მსოფლიო
ტრამპი იმ მოკავშირეებს აკრიტიკებს, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში დახმარების შესახებ მის მოწოდებაზე უარი განაცხადეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ მოკავშირეების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს მის მოთხოვნაზე - გაეგზავნათ სამხედრო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში.
16 მარტი 2026, 21:01
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი შეთანხმებები განიხილა
„საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ“ 1994 წლის 1 ივლისის ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების პირობების რეზიდენტ კოორდინატორის ოფისზე გავრცელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება კომიტეტის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ გააცნო.
16 მარტი 2026, 20:54
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს - ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად
საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
16 მარტი 2026, 20:47
საზოგადოება
ირაკლი კირცხალია: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს სკოლაში წავლენ ის ბავშვებიც, რომლებსაც ექვსი წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ
„გავითვალისწინოთ იმ ოჯახების და არასრულწლოვანების ინტერესი, რომლებიც „ფრესქულში“ დადიოდნენ, რომლებიც ემზადებოდნენ რომ პირველ კლასში შესულიყვნენ წელს და მათ მოუწიათ განათლების რეფორმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 20267-2027 წელს დაშვებული იქნება ერთჯერადი გამონაკლისი და ამ წელს ყველა შევა სკოლაში, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. 2027 წლიდან რეფორმა დაუბრუნდება ისევ იმ მიმართულებას, რომელიც განსაზღვრულია კონკრეტულად სასკოლო მიმართულებით“, - აღნიშნა კირცხალიამ.
16 მარტი 2026, 20:36
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-მა ირანში 7,000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 100-ზე მეტი გემი გაანადგურა
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე ირანში საომარ მოქმედებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკულმა სამხედრო კამპანიამ ბოლო დღეების განმავლობაში „სრული ძალით იმოქმედა“.
16 მარტი 2026, 20:35
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ყულევის პორტთან დაკავშირებით ფიშერის განცხადებაზე: როდესაც სიმართლე ირკვევა და ტყუილში ამხელენ, იმის სიმამაცეც არ ჰყოფნის, რომ გულწრფელად მოინანიოს და ბოდიში მოიხადოს
როდესაც სიმართლე ირკვევა და ტყუილში ამხელენ, იმის სიმამაცეც არ ჰყოფნის, რომ გულწრფელად მოინანიოს და ბოდიში მოიხადოს, მაგრამ სამწუხაროდ ისევ იმავეს გააგრძელებს, ისევ ვიხილავთ ამ ადამიანისგან ტყუილების გავრცელებას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის განცხადებაზე.
16 მარტი 2026, 20:30
პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე საქართველო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო. „ქრონიკა“ ბრიუსელიდან
გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე საქართველო დღეს ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო.


