imedi /  10 სექტემბერი 2020, 12:38 / სანდო წყარო

ფორბსი: Frontera Resources-ი არ თმობს იჯარით აღებულ ტერიტორიებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ნავთობს პოულობს და ვერც კანონმორჩილი კორპორატიული ერთეულის რეპუტაციას იმკვიდრებს

საქართველოს ხელისუფლება ედავება ჰიუსტონში დაფუძნებულ კომპანიას Frontera Resources. ამ დავაში წამგებიან მდგომარეობაში მყოფ ტეხასურ ენერგოკომპანიას მხარში უდგას აშშ-ის კონგრესმენთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ტეხასიდან და ოკლაჰომიდან. ზეწოლა მათი მხრიდან იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ აიძულა ქართული მხარე, ნაწილობრივ უკან დაეხია - მიუხედავად იმისა, რომ აპრილში მან ჰოლანდიის არბიტრაჟში მოუგო დავა „ფრონტერას“ კონტრაქტის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. თავად კომპანია უფრო მოჩვენებას მოგვაგონებს - იმ გაგებით, რომ იგი არაფრის დიდებით არ თმობს იჯარით აღებულ ტერიტორიებს მიუხედავად იმისა, რომ ვერც ნავთობს პოულობს და ვერც კანონმორჩილი კორპორატიული ერთეულის რეპუტაციას იმკვიდრებს,- ,,ფორბსი“ სტატიას სახელწოდებით ,, ნავთობის პოლიტიკა - ტეხასელი პოლიტიკოსები საქართველოს წინააღმდეგ“ აქვეყნებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კომპანია ,,ფრონტერას“ მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე ნავთობი მოპოვებულია მხოლოდ ერთ საბადოზე, ტერიტორიის მხოლოდ 1%-ზე, - ისიც საბჭოთა პერიოდის ჭაბურღილებიდან, რაც კომპანიის ელემენტარულ არსებობასაც კი ვერ უზრუნველყოფს.

აქვე, საუბარია ,,ფრონტერას“ ქართველ თანამშრომლებზე, რომლების გაიფიცნენ 11 თვის ხელფასის გადაუხდელობის გამო და რომელთა ხელფასები საქართველოს ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ გაისტუმრა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სტატია ეყრდნობა ინფორმაციას, მიღებულს ქართული წყაროებისგან, რომლებიც კარგად იცნობენ დავის პროცესს და მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ცნობებს. მისი თქმით, „ფრონტერასთან“ დაკავშირება როგორც ელ-ფოსტით , ასევე ტელეფონით ჰიუსტონში, უშედეგო აღმოჩნდა.

,,საწვავი ნახშირბადის მოპოვებასთან დაკავშირებული ციებ-ცხელების მიუხედავად, ნავთობი ინარჩუნებს პირველობას და, ამასთან, წარმოადგენს განხეთქილების ვაშლს საერთაშორისო ურთიერთობებში. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მდგომარება ძალიან დაძაბულია. ისრაელსა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ლიბანს შორის მიმდინარეობს დავა ბუნებრივი აირის ოფშორულ საბადოებთან დაკავშირებით, ხოლო თურქეთი და საბერძნეთი გააფთრებით ებრძვიან ერთმანეთს კვიპროსის წიაღისეულის გამო. მიმდინარეობს კიდევ სხვა ტიპის დავა, ამჯერად საქართველოში - შავ ზღვასა და კავკასიონის სამხრეთ კალთას შორის მოქცეულ ქვეყანაში.

საქართველოს ხელისუფლება ედავება ჰიუსტონში დაფუძნებულ კომპანიას Frontera Resources. ამ დავაში წამგებიან მდგომარეობაში მყოფ ტეხასურ ენერგოკომპანიას მხარში უდგას აშშ-ის კონგრესმენთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ტეხასიდან და ოკლაჰომიდან. ზეწოლა მათი მხრიდან იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ აიძულა ქართული მხარე, ნაწილობრივ უკან დაეხია - მიუხედავად იმისა, რომ აპრილში მან ჰოლანდიის არბიტრაჟში მოუგო დავა „ფრონტერას“ კონტრაქტის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. თავად კომპანია უფრო მოჩვენებას მოგვაგონებს - იმ გაგებით, რომ იგი არაფრის დიდებით არ თმობს იჯარით აღებულ ტერიტორიებს მიუხედავად იმისა, რომ ვერც ნავთობს პოულობს და ვერც კანონმორჩილი კორპორატიული ერთეულის რეპუტაციას იმკვიდრებს.

ჩვენი სტატია ეყრდნობა ინფორმაციას, მიღებულს ქართული წყაროებისგან, რომლებიც კარგად იცნობენ ამ დავის პროცესს და მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ცნობებს. მე ვეცადე „ფრონტერასთან“ დაკავშირებას ელ-ფოსტით და ტელეფონით ჰიუსტონში, თუმცა უშედეგოდ. ჩემს ზარს ავტომოპასუხემ უპასუხა. მეორე მხრივ, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა სწრაფად და გულწრფელად უპასუხა ჩემს ელექტრონულ გზავნილებს. Frontera Resources სცენაზე პირველად 1997 წელს გამოჩნდა, როცა საქმე ქართველებთან დაიჭირა. ამ პატარა კომპანიამ დიდი იმედებით გააცხადა თავისი მიზნები აღმავლობის გზაზე მდგარ ბაზრებზე ბუნებრივი აირისა და ნავთობის საბადოების აღმოჩენასა და მოპოვებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი იმ ბაზრებზე, რომლებიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიხსნა.

კომპანიამ ფეხი მოიკიდა მოლდოვასა და, განსაკუთრებით, საქართველოში. „ფრონტერა“ დააარსა ჰიუსტონში პოლიტიკური კავშირების მქონე ჯგუფმა, რომელშიც, სხვებთან ერთად, შედიოდნენ ლოიდ ბენტსენი (ხაზინის ყოფილი მდივანი და ტეხასელი სენატორი) და ბილ უაიტი, კლინტონის ადმინისტრაციის ენერგეტიკის მდივნის მოადგილე, რომელიც თვლიდა, რომ შრეების ჰიდრავლიკური დაშლა ხსენებული ქვეყნების დადასტურებულ საბადოებზე დიდი ოდენობის ნავთობს, ბუნებრივ აირს და, შესაბამისად, ფულს მოიტანდა. 2000-იანი წლების დასაწყისში უაიტი წავიდა კომპანიიდან და ერთ-ერთ საინვესტიციო ფირმას შეუერთდა, შემდეგ კი ჰიუსტონის მერიც გახდა. მე შევეცადე მასთან დაკავშირება ელ-ფოსტით, მაგრამ უშედეგოდ. 2005 წელს „ფრონტერას“ საქმეები კარგად მიდიოდა.

ფირმამ განახორციელა 80 მილიონი დოლარის ღირებულების აქციების პირველადი განთავსება და გაფორმდა ლონდონის საფონდო ბირჟის ქვესექციაში „ ალტერნატიული ინვესტიციების ბაზარი“. დღეს კი, როგორც ამას ადასტურებს გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ფირმის საქმეები ძალიან ცუდადაა. იგი მოიხსნა ბირჟიდან, აქვს ვალები და უბრალოდ ვერ მოიპოვა ნავთობი დადასტურებული მარაგებიდან. იჯარით აღებულ ტერიტორიაზე (1.25 მილიონი აკრი) ნავთობი მოპოვებულია მხოლოდ ერთ საბადოზე, - იჯარით აღებული ტერიტორიის მხოლოდ 1%-ზე, - ისიც საბჭოთა პერიოდის ჭაბურღილებიდან, რაც კომპანიის ელემენტარულ არსებობასაც კი ვერ უზრუნველყოფს. 1997 წელს აშშ დაინტერესდა, ზოგადად, კავკასიით და, კერძოდ, საქართველოთი. დაინტერესება დღესაც დიდია.

საქართველო, თავის მეზობლებთან: თურქეთთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, განიხილება, როგორც დასაყრდენი რეგიონში რუსული გავლენის საპირწონედ. საქართველო, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, დასავლური ორიენტაციის ქვეყანაა. მართალია, მას შემდეგ საქართველომ პოლიტიკური ცვლილებების ქარ-ცეცხლში გამოიარა (მათ შორის 2003 წლის ვარდების რევოლუცია და 2008 წელს რუსული აგრესია და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია), ქვეყნის დასავლური კურსი დღესაც მტკიცეა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. 2008 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს ქვეყნის საელჩო მოსკოვში. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-7 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. „ფრონტერას“ დაარსების მომენტისთვის გეოპოლიტიკური სიტუაცია და ტექნოლოგიური პირობები ხელსაყრელი აღმოჩნდა. კომპანიის პოლიტიკური ძალის გათვალისწინებით, საქართველოს დედაქალაქთან - თბილისთან შეთანხმების მიღწევა იოლი საქმე გახლდათ. რამდენადაც მე ვიცი, უაიტს აქ გარკვეული კავშირებიც ჰქონდა ენერგეტიკის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდიდან.

„ფრონტერას“ თანახმად, მისი წარუმატებლობის მიზეზია ფორმაციების ბურღვასთან და დაშლასთან დაკავშირებული სირთულეების გაუთვალისწინებლობა, ასევე მოულოდნელი შიდა ჭაბურღილის წნევა. გარდა ამისა, რთული აღმოჩნდა საქმიანობის წარმართვა შორეულ ქვეყანაში, მიწოდების ჯაჭვის ნაკლებობის პირობებში. კომპანია აცხადებს, რომ იგი ჯერ კიდევ ეგრეთწოდებული სწავლის მრუდის ეტაპზეა და წარმატების მისაღწევად დრო დასჭირდება. 2019 წლის ზამთარში კომპანიის ქართველი თანამშრომლები გაიფიცნენ 11 თვის განმავლობაში ხელფასის გადაუხდელობის გამო. საბოლოოდ, მათი ხელფასები საქართველოს ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ გაისტუმრა“,- ნათქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გაცხადების შემდეგ კომპანიამ გამოხატა პროტესტი და ინტენსიური ლობირების წყალობით, მაქსიმალური დოზით გამოიყენა პოლიტიკური ზეწოლა აშშ-ის მხრიდან - ყოველივე ამას კი უზრუნველყოფდა კონგრესში ტეხასისა და ოკლაჰომის წარმომადგენელთათვის როგორც თავად კომპანიის, ისე მისი ხელმძღვანელების მიერ წინასწარ გაღებული სტაბილური და მსხვილი წვლილი/შეწირულობა.

,,2017 წელს, საქართველომ განაცხადა, რომ მოთმინების ფიალა აევსო და საერთაშორისო არბიტრაჟის გზით შეეცადა იჯარით გაცემული ტერიტორიების დაბრუნებას. არბიტრაჟმა დააკმაყოფილა საქართველოს პრეტენზიების უმრავლესობა - თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, „ფრონტერაც“ გამარჯვებას ზეიმობდა. თვალაბეიშვილის თანახმად, არბიტრაჟის პირობები ავალდებულებს მოდავე მხარეებს, ორმხრივად შეთანხმდნენ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოქვეყნებაზე, თუმცა ხელისუფლებას ჯერაც არ მიუღია „ფრონტერას“ თანხმობა, რის გამოც შეთანხმების სრული ტექსტის გასაჯაროება შეუძლებელია. ამასობაში კი საქართველო „ფრონტერასთან“ გაფორმებულ კონტრაქტებს ბათილად მიიჩნევს, თუმცა ჯერჯერობით აყოვნებს იჯარით გაცემული ტერიტორიების დაბრუნებას, რის მიზეზიცაა ვაშინგტონიდან მომავალი პოლიტიკური საფრთხეები.

არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გაცხადების შემდეგ კომპანიამ გამოხატა პროტესტი და, ინტენსიური ლობირების წყალობით, მაქსიმალური დოზით გამოიყენა პოლიტიკური ზეწოლა აშშ-ის მხრიდან - ყოველივე ამას კი უზრუნველყოფდა კონგრესში ტეხასისა და ოკლაჰომის წარმომადგენელთათვის როგორც თავად კომპანიის, ისე მისი ხელმძღვანელების მიერ წინასწარ გაღებული სტაბილური და მსხვილი წვლილი/შეწირულობა. გამოცემის Houston Chronicle თანახმად, „ფრონტერამ“ ამ საქმისთვის 500,000 დოლარად დაიქირავა ლობირების ფირმა Cornerstone Government Affairs. გაზეთში, ორგანიზაციაზე Center for Responsive Politics დაყრდნობით, ასევე აღნიშნულია, რომ „ფრონტერას“ თავკაცმა, სტივ ნიკანდროსმა და სხვა ხელმძღვანელებმა 180,000 დოლარზე მეტი ოდენობის შეწირულობა გაიღეს, ძირითადად, ტეხასელი და ოკლაჰომელი რესპუბლიკელების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ეს საქმე წარმომადგენელთა პალატის წევრებმა და სენატორებმა: ტედ კრუზმა და ჯონ კრონინმა (რესპუბლიკელები ტეხასიდან) „შეფუთეს“, როგორც რუსეთის მიერ წახალისებული და საქართველოს მიერ განხორციელებული შეტევა აშშ-ის წინააღმდეგ. 15 მაისით დათარიღებულ წერილში სენატორებმა, რომელთაც შეუერთდნენ კონგრესმენები ჯოდი არინგტონი (ტეხასი) და მარკუეინ მალინი (ოკლაჰომა), განაცხადეს: „სულ უფრო მზარდ შეშფოთებას იწვევს საქართველოს კავშირები ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილ კონკურენტებთან, რასაც ეწირება ჩვენი გეოსტრატეგიული და ბიზნესინტერესები“. წერილში ასევე ხაზგასმულია მძიმე კანონდარღვევები და ანტიამერიკული ქმედებები.

რესპუბლიკელმა პირ ოლსონმა განუცხადა წარმომადგენელთა პალატას, რომ „ფრონტერა“ წარმოადგენს „თავისუფლებას“ და სამუშაო ადგილებს საქართველოში, რაც სრულ წინააღმდეგობაშია საპირისპირო რეალობასთან, რომელშიც საქართველოს მთავრობამ იტვირთა იმ მშრომელთა ხელფასების გადახდა, რომლებიც „ფრონტერამ“ წელიწადზე მეტი უსახსროდ ამყოფა. ყოველივე ამან განარისხა ქართული საზოგადოება, მათ შორის ამერიკელ ბიზნესმენთა წრეებიც. მცირე ნავთობმომპოვებელი კომპანიის ლობირებამ ვერ და არ უნდა შეუშალოს ხელი 30-წლიან სტრატეგიულ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის სტრატეგიულ პარტნიორს - სამხრეთ კავკასიაში ყველაზე პროდასავლურ ქვეყანას შორის. „ფრონტერას“ საგა გრძელდება“, - ნათქვამია სტატიაში.

ყველა სიახლე

ყველაზე ვიწრო სახლი

23 სექტემბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი აუქციონზე გაიყიდება

ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი აუქციონზე გაიყიდება. უძრავი ქონების სააგენტო Winkworth-მა აუქციონზე გაიტანა სახლი, რომელსაც ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლს უწოდებენ.

23 სექტემბერი 2020, 00:41

COVID19

თებერვლის შემდეგ, ირანში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი აღრიცხეს

დღე-ღამის განმავლობაში ირანში კორონავირუსის დიაგნოზი 3 712 ადამიანს დაუსვეს. ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, თებერვლის შემდეგ. საერთო ჯამში, დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა ქვეყანაში 429,193-ს მიაღწია.

ბავშვი ტელეფონით

23 სექტემბერი 2020, 00:40

მსოფლიო

6 წლის ამერიკელმა სასწრაფო გამოიძახა და ყაჩაღების მიერ დაჭრილი მამა გადაარჩინა

6 წლის ამერიკელმა, ინდიანის შტატის ქალაქ ბლუმფილდის მკვიდრმა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა, მას შემდეგ რაც შეიარაღებულმა ყაჩაღებმა დედამისი მოკლეს და მამა დაჭრეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:35

სამართალი

ირაკლი კობახიძე „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე“: ვფიქრობ, მთლიანადაა შესრულებული ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანად არის შესრულებული ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არენაში“ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიას კანონპროექტის მიმართ სამი რეკომენდაცია ჰქონდა.

23 სექტემბერი 2020, 00:22

COVID19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 27 არასრულწლოვანი კოვიდინფიცირებული მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკაში 27 კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი მკურნალობს. ექიმების შეფასებით, მათი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი- საშუალო სიმძიმის.

გოგი მეშველიანი

23 სექტემბერი 2020, 00:19

რეგიონი

გოგი მეშველიანი ბოლნისში ამომრჩეველს შეხვდა

„ამ სოფლების მცხოვრებლებთან დიდი ხანია ახლო კონტაქტი მაქვს. მოსახლეობამ განსაკუთრებული მხარდაჭერა დააფიქსირა ჩვენი გუნდის მიმართ. ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული ყველა დასახლების საჭიროებების კვლევაში და ვეცდებით, მიღებული დავალებები უმოკლეს ვადაში შევასრულოთ“, - განაცხადა მეშველიანმა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან მკაცრად გვყავს გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროვოკაცია, მაქსიმალურად მოერიდონ დაპირისპირებას

ამ ეტაპზე, წინასაარჩევნო გარემო ნამდვილად მშვიდია, თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში, არის გარკვეული პროვოკაციები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:03

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2021 წლის ბოლომდე სრულად უნდა აღვადგინოთ ეკონომიკის ის მდგომარეობა, რომელიც პანდემიამდე გვქონდა

ჩვენი ამოცანა არის მომავალი წლის ბოლომდე სრულად აღვადგინოთ ის მდგომარეობა, რომელიც პანდემიამდე გვქონდა. ეს სრულიად რეალურია და ამაზე მეტყველებს სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებებიც. 2021 წლის ბოლომდე ჩვენ მინიმუმ დავუბრუნდებით ეკონომიკური განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიის დაწყებამდე გვქონდა და ამის შემდეგ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება მშპ-ის მილიარდობით გაზრდისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ სრულ საარჩევნო სიას 1-ლი ოქტომბრისთვის წარადგენს

„არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს განახლების რესურსი და ეს ბუნებრივიცაა. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ამის რესურსი და ჩვენ მაქსიმალური სარგებელი მივიღეთ ამისგან. არა ჩვენთვის, არამედ იმისთვის, რომ პირველ რიგში პოლიტიკური პროცესი გაჯანსაღდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი, მათ შორის პარლამენტში. პარლამენტი არის მთავარი კერა დემოკრატიის და აქ გვჭირდებოდა ჩვენ საკადრო გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არსებული რეიტინგის შესანარჩუნებლად ბაქიბუქობენ

„ისინი ძალიან კარგად ხედავენ, როგორია მათი რეიტინგი, თუმცა, ცდილობენ, რომ ის 12 ან 3 პროცენტი მაინც შეინარჩუნონ, რაც აქვთ. ეს ძალიან მარტივი PR-სტრატეგიაა. ოპოზიციურ პარტიებს საქართველოში ასეთი სტრატეგია მუდმივად ჰქონდათ. ისინი ბაქიბუქობენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ თუნდაც ის, რაც დღემდე აქვთ“.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, მომავალში ვერც 12%-ს და 3%-ს ვეღარ მიიღებს, ეს არის ლოგიკური განვითარების პროცესი

თანდათანობით პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, მომავალში ვერც 12%-ს და 3%-ს ვეღარ მიიღებს. ეს არის ლოგიკური განვითარების პროცესი, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ძალა სიცრუეზე იყო აგებული და ამას ისინი 9 წლის განმავლობაში ახერხებდნენ.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო ხელისუფლებაში

არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ. „ნაცმოძრაობას“ ზუსტად ასეთი ტიპის დანაშაულები აქვს ჩადენილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გიგი უგულავაზე: პირდაპირ იყო ჩადენილი უმძიმესი დანაშაული და ასეთ ადამიანს ჯერ კიდევ აქვს იმის ამბიცია, რომ დარჩეს პოლიტიკაში

„12% აქვს ერთ პარტიას, 3% აქვს მეორე პარტიას, რაც არის მძიმე, მაგრამ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის და, შესაბამისად, ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ეს პოლიტიკოსები საბოლოო ჯამში უნდა გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან“, - განაცხადა კობახიძემ.

22 სექტემბერი 2020, 23:26

COVID19

ჯანმო: ერთ კვირაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულად იმატა, თუმცა სიკვდილიანობამ იკლო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, მსოფლიოში რეკორდულად გაიხარდა კორონავირუსით ინფიცრებულთა რაოდენობამ, თუმცა, გასულ კვირებთან სედარებით, სიკვდილიანობამ იკლო.

ჰასან როუჰანი

22 სექტემბერი 2020, 23:12

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: სანქციების პირობებში ცხოვრება რთულია, თუმცა დამოუკიდებლობის გარეშე ცხოვრება გაცილებით რთულია

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა დიპლომატიის ისტორიაში და ირანი შეთანხმების ერთგული რჩება.

საქართველოს პროკურატური

22 სექტემბერი 2020, 22:46

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიხეილ რამიშვილს მოწმის სახით დაკითხავენ

„საზოგადოებისთვის ცნობილია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზე იყო გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, პროკურატურამ ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დაიწყო.

ლუის სუარესი

22 სექტემბერი 2020, 22:42

სპორტი

ლუის სუარესს თაღლითობაში ადანაშაულებენ

იტალიის მოქალაქეობის მიღება სუარესს „იუვენტუსში“ გადასვლის შემთხვევაში სჭირდებოდა, თუმცა ტურინულ კლუბში მისი ტრანსფერი ჩაიშალა და ახლა დიდი ალბათობით 33 წლის ფორვარდი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ განაგრძობს

22 სექტემბერი 2020, 22:38

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსი 1 700-მდე ადამიანს დაუდგინდა და 65 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 692 შემთხვევა გამოვლინდა, 65 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 1 261 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 306 302 შემთხვევაა დადასტურებული

ემანუელ მაკრონი

22 სექტემბერი 2020, 22:37

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი ნავალნის საქმეზე: არ მოვითმენთ ქიმიური იარაღის გამოყენებას

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ალექსეი ნავალნის მოწამვლას ნათელი მოჰფინოს.

სოზარ სუბარი

22 სექტემბერი 2020, 22:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ვარკეთილში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი ამომრჩეველთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს