imedi /  11 სექტემბერი 2020, 17:20 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: ჩვენ ჩამოვიყვანეთ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები, რომლებიც დარწმუნდნენ, რომ საქართველო ბევრი შესაძლებლობების ქვეყნაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და USAID-ის აშშ-დან, გერმანიიდან და ბალტიისპირეთიდან. ლოკაციების კონსულტანტები საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაეცნენ და კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოში მყოფი საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წარმოადგენენ კომპანიებს - KPMG, Conway და GDP Global. სამივე მათგანს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მთავრობებთან ერთად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრისას საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ინვესტორების მოზიდვის პროაქტიული სტრატეგია გააცნო, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, თუმცა პანდემიამ მას ახალი თავისებურებები შესძინა.

„მაგალითად, პანდემიის პერიოდში ჩვენ დავინახეთ და მსოფლიომ დაინახა, რომ ბევრი გლობალური კომპანია ფიქრობს იმაზე, რომ შეცვალოს თავისი წარმოების ლოკაცია და მიწოდებათა ჯაჭვის გეოგრაფია. ჩვენ ამაში დავინახეთ შესაძლებლობა, რომ საქართველო შევთავაზოთ ასეთ ინვესტორებს და კომპანიებს საუკეთესო პლატფორმად, სადაც ისინი დააფუძნებენ ახალ კომპანიას, გადმოიტანენ არსებულ ბიზნესს, აქედან ივაჭრებენ მსოფლიოს 1/3-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მეშვეობით, დაამოკლებენ ლოგისტიკას და სხვა იმ უპირატესობებით ისარგებლებენ, რასაც ჩვენი საინვესტიციო გარემო სთავაზობს მათ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ქართულმა მხარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში პირადად მოიწვია რამდენიმე ათეული ე.წ. ადგილმდებარეობის კონსულტანტი, ვინც სხვადასხვა გლობალურ კომპანიას აძლევენ რჩევას მათი ბიზნესის განთავსებასთან - გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით.

ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათ რუკაზე საქართველოც გაჩნდეს - შემდეგ უკვე ისინი საქართველოს შესახებ ინფორმაციას და რჩევას მიაწვდიან სხვადასხვა ქვეყნის კომპანიას, გლობალურ ბიზნესს.

„ჩვენ ჩამოვიყვანეთ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები და მათ პირველი შთაბეჭდილება შეექმნათ საქართველოზე. რა თქმა უნდა, ისინი დარწმუნდნენ, რომ საქართველო არის ბევრი შესაძლებლობის მქონე ქვეყანა, საკმაოდ კომფორტული იმისთვის, რომ აქ მარტივად, სწრაფად, გამჭვირვალედ, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე კეთდებოდეს ბიზნესი, ფუძნდებოდეს ახალი კომპანიები, რაც ბევრ საერთაშორისო რეიტინგშია ასახული“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ყველა სიახლე

ნიკოლ ფაშინიანი

02 ოქტომბერი 2020, 00:46

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის თავზე აზერბაიჯანის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება გამოაცხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის თავზე აზერბაიჯანის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

გია აბაშიძე

02 ოქტომბერი 2020, 00:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე: თანავუგრძნობ ბუბა კიკაბიძეს გაუგებრობაში მოხვედრას

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უკვე ძალიან მწირი რესურსით არიან წარმოდგენილნი, ისინი ახალს ვერაფერს გვთავაზობენ და გადავიდნენ ძალადობაზე, წინასაარჩევნოდ გაააქტიურეს თავიანთი ზონდერ ჯგუფები. „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალადობა მოჰყვება 2003 წლიდან და დღემდე არაფერი შეუცვლია“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

02 ოქტომბერი 2020, 00:31

რეგიონი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: აჭარაში რამდენიმე ადგილას ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები

თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები. მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

02 ოქტომბერი 2020, 00:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო დებატების წესების შეცვლას ეწინააღმდეგება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს საპრეზიდენტო დებატების ჩატარების წესების შეცვლას.

რუსუდან თევზაძე

02 ოქტომბერი 2020, 00:28

პოლიტიკა

რუსუდან თევზაძე: ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ჩვენ ვუსმენთ და ვუყურებთ პრაქტიკულად სრულფასოვან, ჰუმანურ ხელისუფლებას

2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს მოსახლეობას გვაქვს ის ძალიან მნიშვნელოვანი ფუფუნება, რომ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ჩვენ ვუსმენთ და ვუყურებთ პრაქტიკულად სრულფასოვან, ჰუმანურ ხელისუფლებას, - ამის შესახებ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ სოციალური უსაფრთხოების ექსპერტმა, რუსუდან თევზაძემ ისაუბრა.

გიორგი ხელაშვილი

02 ოქტომბერი 2020, 00:14

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: 2012 წლის შემდეგ კულტურის დაფინანსება 42%-ით, სპორტის - 70%-ით გაიზარდა

კულტურისა და სპორტის განვითარება და ახალგაზრდებზე ზრუნვა სახელმწიფოს განსაკუთრებული პრიორიტეტია - განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა გიორგი ხელაშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. გიორგი ხელაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ კულტურის დაფინანსება 42%-ით, სპორტის დაფინანსება კი - 70%-ით გაიზარდა

მაია ბითაძე

02 ოქტომბერი 2020, 00:09

პოლიტიკა

მაია ბითაძე: „ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც მოსვლისთანავე აღადგინა პრაქტიკულად გაუქმებული გარემოსდაცვითი მართვისა და კონტროლის სისტემა

„ქართული ოცნება“ ეს არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც მოსვლისთანავე აღადგინა პრაქტიკულად გაუქმებული გარემოსდაცვითი მართვისა და კონტროლის სისტემა, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, მაია ბითაძემ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 ოქტომბერი 2020, 00:05

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარში სამსახური კიდევ უფრო პრესტიჟული გახდა

„თავდაცვის უწყებაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, თავდაცვის ძალებში გადინების მაჩვენებელი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია და ჩვენს ჯარში სამსახური კიდევ უფრო პრესტიჟული გახდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

არჩილ თალაკვაძე

01 ოქტომბერი 2020, 23:58

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ წარვადგინეთ პროგრესული გუნდი, რომელსაც ზურგს უმაგრებს წარმატებული გამოცდილება და სამშობლოს სიყვარული

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში და სწორედ ამიტომ, პარლამენტი კიდევ უფრო მეტად თანაბარი, თანასწორუფლებიანი და შედეგზე ორიენტირებული, ხოლო პოლიტიკური სისტემა - უფრო სტაბილური იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 23:56

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი საბრძოლო მომზადებასა და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე გაკეთდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე თავდაცვის ძალების განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები საქართველოს კიდევ უფრო დააახლოვებს ნატოში გაწევრიანების მიზანთან და გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

მაია ცქიტიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 23:56

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: 1-ელ ოქტომბერს ჩვენმა ქვეყანამ ძალადობრივ რეჟიმზე უარი თქვა

,,ის მაჩვენებლები, რიცხვები და ფაქტები რომლებიც ჩვენ დღეს წარვადგინეთ თითოეული მიმართულებით თვალსაჩინოა, რადგანაც ვხედავთ, რომ რამდენჯერმე გაიზარდა ინვესტიციები, როგორც ინფრასტრუქტურაში, ასევე განათლებაში, სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის ნაწილში, უკლებლივ ყველა სფეროში. თუმცა როდესაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გვესმის გარკვეული შედარებები, რა თქმა უნდა, ყოველთვის საინტერესოა , რომ ეს რიცხვები და წარმატებები ასევე თვალსაჩინოდ შევადაროთ იმ მაჩვენებლებს რაც იყო, თუნდაც 2012 წლის შემდეგ“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

01 ოქტომბერი 2020, 23:53

რეგიონი

ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად ზარალს ითვლიან

ბათუმში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ეზოები დაიტბორა. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, პრობლემები ძირითადად ე.წ ჭაობის დასახლებასა და შემოერთებულ ტერიტორიებზეა, სადაც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა.

01 ოქტომბერი 2020, 23:52

რეგიონი

ხელვაჩაურში მეწყერმა 5 ადამიანი მოიყოლა

ხელვავაურში მეწყერი ჩამოწვა. დაუზუსტებელი ინფორმაცით, დაღუპულია 5 ადამიანი. შემთხვება სოფელ ჯოჭოში მოხდა. ასევე პრობლემებია სოფელ სატეზიაში, სადაც ადიდებულმა მდინარემ მსუბუქი ავტომობილი. წაიღო.

არჩილ თალაკვაძე

01 ოქტომბერი 2020, 23:43

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით ღირსეულად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში

ჩვენ გვაქვს ხედვა, ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი, გვყავს წარდგენილი ძალიან გამოცდილი ადამიანები უკვე განახლებულ საპარლამენტო გუნდში და მთავრობასთან ერთად, რომელიც არჩევნების შემდეგ დაკომპლექტდება, ჩვენ განვაგრძობთ საქმის კეთებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნიკოლოზ მეტრეველი

01 ოქტომბერი 2020, 23:42

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ფეიკები და მოდელირებული რეალობა​ დარჩა ​

„საბედნიეროდ, ეს გადავიდა მხოლოდ მორალურში, რა თქმა უდნა, ესეც ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს არის დემოკრატია და ჩვენ მათ ყოველთვის სიმართლით ვებრძვით და ამით ვამარცხებთ. სანამ გადაცემაში შემოვიდოდი გიგი უგულავას ერთ-ერთი თანამოაზრე საუბრობდა, რომ დრეს კორუფცია სამჯერ არის გაზრდილი. მე უბრალოდ ჩავხედე მსოფლიო ბანკის 2012 წლის დასკვნას სადაც 2012 წელს ვიყავით 62-ე ადგილზე დღეს ვართ 42-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო ოცეულში ვართ. ეს არის ფაქტები, მეორე მხარეს არის ფეიკი და მოდელირება. ამას სულ რაღაც ერთ თვეში გავცემთ ღირსეულ პასუხს“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

ოლივიე ვერანი

01 ოქტომბერი 2020, 23:41

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, პარიზში ბარებისა და რესტორნების დახურვის შესაძლებლობა განიხილება

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის განცხადებით, პარიზის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, მთავრობა ბარებისა და რესტორნების დახურვის შესაძლებლობას სწავლობს.

ლადო ბოჟაძე

01 ოქტომბერი 2020, 23:40

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა არის თავისუფლება

„წარსულზე საუბარი არის ყველაზე მძიმე მომენტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ასეთი მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა „ქართულ ოცნებას“. უნდა გვახსოვდეს რას ვადარებთ ამ 8 წელს. „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევაა თავისუფლება, თავისუფლება ყველა მიმართულებით. დღეს ყველამ იცის რომ ყველა ადამიანის აზრის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები და შეადარეთ მარტივად, წლების მიხედვით სად ვიყავით, სად ვართ და რას გვპირდება მომავალი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

01 ოქტომბერი 2020, 23:38

რეგიონი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი თელავს ეწვია

ახმეტის შემდეგ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი თელავს ეწვია. დიპლომატი თელავის მერს, შოთა ნარეკლიშვილს შეხვდა. მხარეებმა ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არსებული ამერიკის კუთხე მოინახულეს და ახალგაზრდებს შეხვდნენ.

მაია ცქიტიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 23:37

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: გუნდის განახლება დაგვეხმარება დასახული მიზნების უფრო სწრაფად მიღწევაში

ეს იყო ერთის მხრივ 8 წლიანი პერიოდის ანგარიში და ასევე იმ პროგრამის, ხედვებისა და დაპირებების წარდგენა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებს ვთავაზობთ შემდგომი პერიოდისთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 23:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე: დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანთან მივაღწევთ შეთანხმებას

ახლა უნდა დავწყნარდეთ, კომისიამ იმუშაოს. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანთან მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც იქნება მისაღები ჩვენი სახელწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და მათთვისაც , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის საკითხის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.