imedi /  15 სექტემბერი 2020, 19:07 / სანდო წყარო

იოსებ არჩვაძე: აზიის განვითარების ბანკმა ცალსახად დააფიქსირა სრული მხარდაჭერა პანდემიის დაძლევაში და ინკლუზიური განვითარების გზაზე

იოსებ არჩვაძე

იოსებ არჩვაძე

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) არა მარტო მოახდინა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შეფასება და მისი პერსპექტივის პროგნოზირება, არამედ ცალსახად დააფიქსირა სრული მხარდაჭერა პანდემიის დაძლევაში და ინკლუზიური განვითარების გზაზე, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ განაცხადა.

მან აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური ეკონომიკური ანგარიშის შესახებ პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა. იოსებ არჩვაძის თქმით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა დიდწილად განისაზღვრება მისი უნარით, დაძლიოს ეკონომიკური ვარდნა და უზრუნველყოს განვითარება. ამაში მას სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რეფორმების თანმიმდევრობა და საერთაშორისო მხარდაჭერა შველის.

„სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და რეფორმების თანმიმდევრულობაზე მეტყველებენ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების (Fitch, S&P) მიერ საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის, ხოლო აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ - ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მდგომარეობის პოზიტიურად შეფასება. დასავლეთიდან წამოსულ ამგვარ გზავნილებს აღმოსავლეთიდან აზიის განვითარების ბანკმაც (ADB) „აუბა მხარი“ და საკმაოდ ოპტიმისტურად შეაფასა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივები 2021 წლისთვის. ამ ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 4.5 პროცენტით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ბანკი ზრდას პროგნოზირებს ყველა იმ მიმართულებით, რომლებსაც პანდემიამ საქართველოში ყველაზე საგრძნობი დარტყმა მიაყენა: ტურიზმი, ინვესტიციები, პირადი მოხმარება, ექსპორტი“, - წერს ექსპერტი.

ამავე დროს, ექსპერტის შეფასებით, აზიის განვითარების ბანკის დასკვნა იმასაც ნიშნავს, რომ კრიზისის გაგრძელებას საქართველოში ხანგრძლივი პერსპექტივა არ უწერია. „ამას ადასტურებს არა მარტო ქართველი ხალხის სურვილი, ხელისუფლების ძალისხმევა, არამედ ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტის მიუკერძოებელი და ობიექტური დასკვნაც“, - წერს არჩვაძე.

ყველა სიახლე

30 ოქტომბერი 2020, 18:16

პოლიტიკა

ბოლნისში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები 21-მა აგიტატორმა დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

არჩევნებამდე 1 დღით ადრე ბოლნისში ნაციონალური მოძრაობის რიგები 21-მა აგიტატორმა დატოვა და ქართულ ოცნებას შეუერთდა. მათი თქმით, ნაციონალურო მოძრაობა დესტაბილიცაზიას გეგმავს, რასაც თავად ემიჯნევიან. ისინი მხარს ქართული ოცნების კანდიდატს გოგი მეშველიანს დაუჭერენ

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 18:03

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ოპოზიციის მხილება, ბოლო დღეების განმავლობაში არა ერთხელ მოხდა

ხვალ, ჩვენ ქვეყანას აქვს კიდევ ერთი ტესტი ჩასაბარებელი, რომელსაც ჩვენ ჩავაბარებთ წარმატებით, იქიდან გამომდინარე, რომ იქნება ერთ-ერთი სამაგალითო, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები, სადაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებლად და ჩვენი პროგნოზით, „ქართული ოცნების“ შედეგი 60%-თან იქნება მიახლოებული. ეს არის ჩვენი პროგნოზი, დანარჩენს ხვალ, დემოკრატიული არჩევნების შედეგები გვიჩვენებს და ყველას, არა მხოლოდ „ქართული ოცნებას“, ჩვენ ქვეყანას, ვუსურვებ გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებულები ვართ, იმიტომ, რომ ეს გამარჯვება იქნება ხვალინდელი ძალიან პოზიტიური დღის წესრიგის მომასწავებელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 18:02

მსოფლიო

იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 120 - დაშავდა

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 120 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველო ავრცელებს.

30 ოქტომბერი 2020, 17:43

საზოგადოება

„იმუშავე საქართველოდან“ - Thrillist ამერიკელებს საქართველოში ცხოვრებას ურჩევს

პოპულარული ამერიკული სამოგზაურო გამოცემა Thrillist-ი 13 საუკეთესო ქვეყანას აღწერს, სადაც ამერიკის მოქალაქეებს ცხოვრებას ურჩევს. სტატიაში ესპანეთის, გერმანიის, არგენტინის, ახალი ზელანდიის, კანადის, ტაილანდის და სხვა პოპულარული ტურისტული ქვეყნების გვერდით საქართველოც მოხვდა.

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 17:36

მსოფლიო

Bloomberg-ი: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წინ უსწრებს მთავარ ოპოზიციურ მოძრაობას

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წინ უსწრებს მთავარ ოპოზიციურ მოძრაობას რეფორმირებული საარჩევნო სისტემის პირობებში, რომელიც მცირე პარტიებსაც აძლევს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შესაძლებლობას, - ამის შესახებ, Bloomberg-ი წერს. სტატიის ავტორის თქმით, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 50 პარტია და საარჩევნო ბლოკი - იბრძვის 150 ადგილისთვის, რადგან პარლამენტში შესვლის ბარიერი ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტამდეა დაწეული.

თამარ ჟვანია

30 ოქტომბერი 2020, 17:35

პოლიტიკა

თამარ ჟვანია: მიუხედავად პანდემიისა, არჩევნებზე მისვლა სრულიად უსაფრთხოა

მიუხედავად პანდემიისა, არჩევნებზე მისვლა სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას, - ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი აბულაძე

30 ოქტომბერი 2020, 17:30

პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პარტია დატოვა

„ევროპული საქართველოს“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაძემ პარტია დატოვა. მისი თქმით, წალენჯიხაში, „ევროპული საქართველოს“ რაიონულ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.

30 ოქტომბერი 2020, 17:28

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში არის უსაფრთხო და თავისუფალი საარჩევნო გარემო

ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის საგანგებო თანაკოორდინატორი და ლიდერი ელონა ჯებრეა ხოჯა, დელეგაციის ხელმძღვანელი და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის საგანგებო წარმომადგენელი პია კაუმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა.

30 ოქტომბერი 2020, 17:20

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 2,897 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 2,897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 81 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 406,945 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 334,295-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 13,782 ადამიანი ემსხვერპლა.

ეკატერინე ტიკარაძე

30 ოქტომბერი 2020, 17:17

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ბოლო მონაცემებით გვყავს 500-მდე კრიტიკული პაციენტი

თითოეული პაციენტის მდგომარეობა აყვანილია კონტროლზე, როგორც სამინისტროს, ისე კლინიკური ჯგუფის მხრიდან. დღეს არსებული მონაცემებით, გვყავს 500-მდე კრიტიკული პაციენტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

30 ოქტომბერი 2020, 17:14

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, თქვენ მოხვალთ საარჩევნო უბნებში და გააკეთებთ არჩევანს, რომელიც მიმართულია ზუგდიდის წარმატებისთვის

„კამპანიის პირობებში ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში, გვქონდა საუბრები ჩვენს დიდ მიღწევებზე, რაც გვაქვს ქალაქის განვითარების თვალსაზრისით, იმ დიდ მიღწევებზე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, იმ გეგმებზე, რომლებიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განვახორციელოთ“.

ბელგია

30 ოქტომბერი 2020, 17:00

COVID19

ბელგია კორონავირუსის ახალი 23 921 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, სრულ ლოკდაუნს განიხილავს

ბელგიაში დღეს კორონავირუსის 23 921 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 138 ადამიანი. დღეს საკონსულტაციო კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით ბელგიის სამეფოში არსებულ ეპიდვითარებას შეაფასებს და გადაწყდება, გადავა თუ არა უახლოეს დღეებში ბელგია სრულ ლოკდაუნზე

სკარლეტ იოჰანონი
კოლინ იოსტი

30 ოქტომბერი 2020, 16:59

ტაბლოიდი

სკარლეტ იოჰანსონი მესამედ გათხოვდა

იოჰანსონი და იოსტი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებოდნენ. 2019 წელს ისინი დაინიშნენ. მანამდე იოჰანსონი ორჯერ იყო გათხოვილი. 2008-2011 წლებში ის რაიან რეინოლდსთან იყო ქორწინებაში, 2014-2017 წლებში კი- ფრანგ ჟურნალისტ, რომენ დაურიაკთან. ბოლო ქორწინებიდან სკარლეტს 6 წლის გოგონა როზა დოროთი ჰყავს.

30 ოქტომბერი 2020, 16:55

რეგიონი

სოფელ ჯვარაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში 60 ბავშვზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყო: საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი, ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემები.

30 ოქტომბერი 2020, 16:54

მსოფლიო

ეგეოსის ზღვაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც საბერძნეთსა და თურქეთში იგრძნობოდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა იზმირის პროვიცნიაში სულ მცირე 20 შენობა გაანადგურა. მიწისძვრა იგრძნობოდა აგრეთვე ათენში.

30 ოქტომბერი 2020, 16:49

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,022 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,022 ადამიანს გამოუვლინდა, 10 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 54,174 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 718 ადამიანი. ვირუსისგან 42,996 პაციენტი განიკურნა.

ივანე მაჭავარიანი

30 ოქტომბერი 2020, 16:47

COVID19

ივანე მაჭავარიანი: გაცილებით იოლია ყველგან გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ მინიმალური წესები, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და მეტ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით

გაცილებით იოლია, ყველგან გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ მინიმალური წესები, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და მეტ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ილია II

30 ოქტომბერი 2020, 16:21

პოლიტიკა

კათოლიკოს-პატრიარქი არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს ხმას. როგორც საპატრიარქოს პრესცენტრში აცხადებენ, ილია მეორისთვის გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 16:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ რომელიმე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია რაიმე სახის დარღვევას მიუთითებს, პირადად ვთხოვ ყველას, მიუთითოს კონკრეტული ფაქტი

„როდესაც ადგილობრივი ორგანიზაციები საუბრობენ, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას, ამას რომ ჰქონდეს ოდნავ სისტემური ხასიათი, ხომ შეიძლება, რომ ერთი ფაქტი სადმე ამოვარდეს. თუ ერთი ფაქტი მაინც არ არის წარმოდგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ტყუილი და სამწუხაროდ, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციას ამბობს ტყუილს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 16:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დღეს თუ არ ვცდები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი

დღეს დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან თუ არ ვცდები, ყოველშემთხვევაში მე მაქვს კადრები ნანახი, სადაც ამომრჩეველზე 20-20 ლარის დარიგება მიმდინარეობს, არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.